პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე
"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე

დღეს, 8 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რია, რო­მე­ლიც "კან­დი­და­ტებს" შო­რის გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ხმე­ბის­თვის პირ­და­პი­რი ბრძო­ლის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც abkhaz-auto.ru წერს, რაულ ხა­ჯიმ­ბას სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბით, ანო­ნიმ­თა ჯგუ­ფე­ბია შექ­მნი­ლი, რომ­ლე­ბიც მას­ზე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს ის "გა­ლე­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა".

რაულ ხა­ჯიმ­ბას გან­ცხა­დე­ბით­ვე, მან ყვე­ლაფ­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, ომ გა­ლის რა­ი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო და "ეს ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე აი­სა­ხა კი­დეც. რამ­დე­ნი ხა­ნია რა­ი­ონ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა შე­წყდა, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას აღარ ეში­ნია სა­ღა­მო­ო­ბით ქუ­ჩა­ში გა­რეთ გა­მოს­ვლი­სა და სუფ­თა ქუ­ჩებ­ში ოჯახ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბის. ამი­ტომ სი­ა­მოვ­ნე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გა­ლე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს რაულ ხა­ჯიმ­ბას, რად­გან ჩვენ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით ვე­კი­დე­ბო­დით გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებს", - აცხა­დებს ხა­ჯიმ­ბა.

თა­ვის მხრივ, "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში" ალ­ხას კვი­ცი­ნია სწო­რედ გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს. გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას, ის მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და ხა­ჯიმ­ბას პო­ლი­ტი­კას გა­ლე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ამ­ბობ­და, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ მის­ცე გალ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდილ ადა­მი­ანს ან 'იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი" შე­უქ­მნა მათ.

ასე­ვე, ხა­ჯიმ­ბას მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტის თქმით, ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თი­დან მო­მა­ვა­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბაც კი ვერ შეძ­ლო, ეკო­ნო­მი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად დან­გრე­უ­ლია, პენ­სი­ებ­სა და ხელ­ფა­სებს ისევ რუ­სე­თი­დან იღე­ბენ, ხა­ჯიმ­ბას და­პი­რე­ბა კი, რომ პენ­სია 15 ათა­სი რუბ­ლი გახ­დე­ბა - და­პი­რე­ბად დარ­ჩა.

თუმ­ცა, კვი­ცი­ნი­ას­თან ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ხა­ჯიმ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი რამ არას­დროს უთ­ქვამს და შავ პი­არს უკე­თე­ბენ. ekhokavkaza.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ა­ში ავ­ტო­რი წერს, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის კა­მა­თი და­ბა­ლი კულ­ტუ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვი­ცი­ნია ხა­ჯიმ­ბა­ზე 11 წლით უფ­რო­სია, მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი აშ­კა­რად ზედ­მე­ტად ხშრი­ად იმე­ო­რებ­და უსაგ­ნო სი­ტყვებ­სა და ოპო­ნენტს ძა­ლი­ან ხში­რად "შე­ნო­ბით" მი­მარ­თავ­და. მას­თან შე­და­რე­ბით, კვი­ცი­ნია გა­ცი­ლე­ბით ღირ­სე­უ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და მოქ­მედ პრე­ზი­დენტს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით "ურტყამ­და"", - წერს გა­მო­ცე­მა.

თუ ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­დავ­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბა ბევ­რად უფრო სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ახ­ლა­ხან გა­მო­ჩე­კი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მით უფრო, ლი­დე­რი, ალ­ხას კვი­ცი­ნია, რომ­ლის უკა­ნაც, მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი დგას. მათ შო­რის, ფა­ხა­ზეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი, ალ­ქე­სან­დრე ან­ქვა­ბი, რო­მელ­საც ამ არ­ჩევ­ნებ­ში თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ჰყავ­და - ოლეგ არ­შბა; ის მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და და მე­ო­რე ტურ­ში, თა­ვის ამომ­რჩე­ველს მო­უ­წო­და, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას­თვის და­ე­ჭი­რათ მხა­რი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ა­მაც, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ხუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში მო­წამ­ლეს და დღემ­დე გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ბჟა­ნი­ამ თა­ვის მომ­ხრე­ებ­სა და მთლი­ა­ნად აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას მის­ცენ ხმა. მარ­თა­ლია, კვი­ცი­ნი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ბექგ­რა­უნ­დი პრა­ქი­კუ­ლად არ აქვს, მე­ტიც, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი ხუმ­რო­ბის თა­ნახ­მად, იმ­დე­ნად არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, რომ სა­ბან­კო კრე­დი­ტიც კი არ აქვს, მაგ­რამ, ხა­ჯიმ­ბა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი მას მა­ინც მის­ცემს ხმას.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ-მოხ­მა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ყვე­ლა ლო­გი­კით ხა­ჯიმ­ბას უკვე წა­გე­ბუ­ლი აქვს.

"ერ­თა­დერ­თი რჩე­ბა პირ­წმინ­და გა­ყალ­ბე­ბა, რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით, რა­ღაც მა­ქი­ნა­ცი­ებს უნდა მი­მარ­თოს, რომ ხმე­ბი და­აგ­რო­ვოს. ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რუ­სე­თი ური­ცხავს თვის ბო­ლოს პენ­სი­ა­სა და ხელ­ფასს, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მას მის­ცეს ხმა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კი­დევ 50 წელი გვექ­ნე­ბა სკო­ლის მერ­ხი­დან­ვე ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში, გზებ­ზე სიკ­ვდი­ლი, "გაი", აგ­რე­სი­უ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ქურ­დო­ბა, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა. დან­გრე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი. იქ­ნებ ერთხელ თა­ვად შევ­ცვა­ლოთ რამე", - წერს სო­ხუ­მე­ლი ლია გუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ისე­თი ხალ­ხი ჰყავს გარ­შე­მო, არც კვი­ცი­ნია იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, მაგ­რამ რა უნდა ვქნათ? დღეს ორ უა­რესს შო­რის, ალ­ბათ ოდ­ნავ უკე­თეს ვირ­ჩევთ... და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და­ჩე­ხი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი შიმ­ში­ლით, ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და ლო­თო­ბით ეხო­ცე­ბათ, სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­ბი­ან და ახლა გა­ახ­სენ­დათ, რომ გა­ლე­ლე­ბიც მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მათ­ზე ზრუნ­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. მეტი და­ცინ­ვა რა­ღაც გინ­დათ?", - მი­აჩ­ნია ვერა ცი­ცირ­ბას.

"ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შემ­ყუ­რე ვრწმუნ­დე­ბი, რომ აფხა­ზეთს მო­მა­ვა­ლი არ აქვს, თუმ­ცა, რა გინ­და გა­ა­კე­თო, - რუ­სეთ­მა გვა­ღი­ა­რა, მაგ­რამ არ აღი­ა­რებს ჩვენს დიპ­ლო­მებს, რომ­ლე­ბიც სალ­ხში ოხ­რად გვაქვს... არ გვაქვს სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა, სამ­სა­ხუ­რი, კა­ნო­ნი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვერც ხა­ჯიმ­ბას გაშ­ვე­ბა შეც­ვლის ვე­რა­ფერს, რად­გან მო­მა­ვა­ლი არ გვაქვს", - წერს ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ილო­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე

"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე

დღეს, 8 სექტემბერს, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რომელიც "კანდიდატებს" შორის გალის რაიონის მოსახლეობის ხმებისთვის პირდაპირი ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც abkhaz-auto.ru წერს, რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გასული ორი კვირის განმავლობაში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ხაჯიმბას განცხადებით, ანონიმთა ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ის "გალელების დისკრედიტაციას ეწევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება".

რაულ ხაჯიმბას განცხადებითვე, მან ყველაფრი გააკეთა იმისთვის, ომ გალის რაიონში ვითარება სტაბილური ყოფილიყო და "ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში რაიონის მოსახლეობაზე აისახა კიდეც. რამდენი ხანია რაიონში ადამიანების გატაცება შეწყდა, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ ეშინია საღამოობით ქუჩაში გარეთ გამოსვლისა და სუფთა ქუჩებში ოჯახთან ერთად სეირნობის. ამიტომ სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ გალელების უმრავლესობა მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას, რადგან ჩვენ ყოველთვის ყურადღებითა და მზრუნველობით ვეკიდებოდით გალის მოსახლეობის პრობლემებს", - აცხადებს ხაჯიმბა.

თავის მხრივ, "წინასაარჩევნო კამპანიაში" ალხას კვიცინია სწორედ გალის რაიონის მოსახლეობაზე აკეთებდა აქცენტს. გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ის მწვავედ აკრიტიკებდა ხაჯიმბას პოლიტიკას გალელებთან მიმართებაში და ამბობდა, რომ წარმოუდგენელია მოქალაქეობა არ მისცე გალში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს ან 'იურიდიული პრობლემები" შეუქმნა მათ.

ასევე, ხაჯიმბას მთავარი ოპონენტის თქმით, ამდენი წლის განმავლობაში ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა რუსეთიდან მომავალი დაფინანსების შემცირებაც კი ვერ შეძლო, ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეულია, პენსიებსა და ხელფასებს ისევ რუსეთიდან იღებენ, ხაჯიმბას დაპირება კი, რომ პენსია 15 ათასი რუბლი გახდება - დაპირებად დარჩა.

თუმცა, კვიცინიასთან ტელედებატებში ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ასეთი რამ არასდროს უთქვამს და შავ პიარს უკეთებენ. ekhokavkaza.com-ზე გამოქვეყნებული სტატიაში ავტორი წერს, რომ პოლიტიკოსებს შორის კამათი დაბალი კულტურის მაჩვენებელი იყო. "მიუხედავად იმისა, რომ კვიცინია ხაჯიმბაზე 11 წლით უფროსია, მოქმედი პრეზიდენტი აშკარად ზედმეტად ხშრიად იმეორებდა უსაგნო სიტყვებსა და ოპონენტს ძალიან ხშირად "შენობით" მიმართავდა. მასთან შედარებით, კვიცინია გაცილებით ღირსეულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და მოქმედ პრეზიდენტს ეკონომიკურ პრობლემებზე, სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით "ურტყამდა"", - წერს გამოცემა.

თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რაულ ხაჯიმბა ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ახლახან გამოჩეკილი პოლიტიკოსი და მით უფრო, ლიდერი, ალხას კვიცინია, რომლის უკანაც, მთელი ოპოზიციური სპექტრი დგას. მათ შორის, ფახაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ალქესანდრე ანქვაბი, რომელსაც ამ არჩევნებში თავისი ფავორიტი ჰყავდა - ოლეგ არშბა; ის მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში, თავის ამომრჩეველს მოუწოდა, ალხას კვიცინიასთვის დაეჭირათ მხარი.

რამდენიმე დღის წინ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ სოხუმის ერთ-ერთ კაფეში მოწამლეს და დღემდე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ბჟანიამ თავის მომხრეებსა და მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, ალხას კვიცინიას მისცენ ხმა. მართალია, კვიცინიას პოლიტიკური ბექგრაუნდი პრაქიკულად არ აქვს, მეტიც, ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტის ირონიანარევი ხუმრობის თანახმად, იმდენად არაფერი გააჩნია, რომ საბანკო კრედიტიც კი არ აქვს, მაგრამ, ხაჯიმბაზე გაბრაზებული ხალხი მას მაინც მისცემს ხმას.

აფხაზი ინტერნეტ-მოხმარებლები წერენ, რომ ყველა ლოგიკით ხაჯიმბას უკვე წაგებული აქვს.

"ერთადერთი რჩება პირწმინდა გაყალბება, რუსეთის დახმარებით, რაღაც მაქინაციებს უნდა მიმართოს, რომ ხმები დააგროვოს. ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც რუსეთი ურიცხავს თვის ბოლოს პენსიასა და ხელფასს, იძულებული გახდება მას მისცეს ხმა, ასეთ შემთხვევაში კი შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ 50 წელი გვექნება სკოლის მერხიდანვე ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ახალგაზრდებში, გზებზე სიკვდილი, "გაი", აგრესიული დამსვენებლები, ქურდობა, ადამიანის გატაცება. დანგრეული მომავალი. იქნებ ერთხელ თავად შევცვალოთ რამე", - წერს სოხუმელი ლია გულია სოციალურ ქსელში.

"ისეთი ხალხი ჰყავს გარშემო, არც კვიცინია იქნება უკეთესი, მაგრამ რა უნდა ვქნათ? დღეს ორ უარესს შორის, ალბათ ოდნავ უკეთეს ვირჩევთ... დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით, ნარკოტიკებითა და ლოთობით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან და ახლა გაახსენდათ, რომ გალელებიც მათი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მეტი დაცინვა რაღაც გინდათ?", - მიაჩნია ვერა ციცირბას.

"ამ პოლიტიკოსების შემყურე ვრწმუნდები, რომ აფხაზეთს მომავალი არ აქვს, თუმცა, რა გინდა გააკეთო, - რუსეთმა გვაღიარა, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს დიპლომებს, რომლებიც სალხში ოხრად გვაქვს... არ გვაქვს სამედიცინო დაზღვევა, სამსახური, კანონი და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ხაჯიმბას გაშვება შეცვლის ვერაფერს, რადგან მომავალი არ გვაქვს", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ილონა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი