ავტორი:

ფშაველი ეკობიჭი დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული და როგორია წყვილის სიყვარულის ისტორია

ფშაველი ეკობიჭი დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული და როგორია წყვილის სიყვარულის ისტორია

ფშაველ ნოდარ ტოხოსაშვილს, ახალგაზრდა მშრომელსა და საქმისთვის თავდადებულ ფერმერს ბევრი იცნობს და თითქმის ყველას უყვარს. მას უკანა ფშავში, კერძოდ, ვაკის სოფელში, წინაპრების მიწაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავს. ამის გამო ეკობიჭიც კი შეარქვეს.

ბოლო დროს თავის კუთხეში რეინჯერობითაც დაკავდა - ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში საქმიანობს და თავის გარემოსა და ბუნებაზე ასეთი ფორმითაც ზრუნავს.

ნოდარის ცხოვრებაში ამ ზაფხულს სასიხარულო სიახლე მოხდა, - დაოჯახდა. მისი რჩეული ქეთი ჭინჭარაულია, გოგონა წარმოშობით ხევსურია, თუმცა თბილისიდან არის. ნოდარი ასე ახასითებს - ღიმილიანი გოგოაო.

პირად საკითხებზე ახადაოჯახებულ ფერმერს საუბარი ერიდება, თუმცა AMBEBI.GE-ს რამდენიმე კითხვაზე მაინც უპასუხა. მათი სიყვარულის ამბავი კი ასე დაიწყო:

„ქეთის წელიწადზე მეტია, ვიცნობ. ჩვენი სიყვარულის ამბავი გასული წლის თებერვალში დაიწყო, ქეთი მაშინ შატილის სკოლაში ასწავლიდა. რაღაც პერიოდი ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა, რადგან უღელტეხილზე თოვლი იყო და ჩემი გადასვლა იქ ვერ ხერხდებოდა...

შემდეგ გაზაფხულზე ორი კვირით თბილისში ჩამოვიდა და ერთმანეთს იქ ვნახულობდით. მოგვიანებით ორი კვირით მე წავედი სამსახურიდან შატილში და ურთიერთობა ასე ავაწყეთ"...

ხოლო თუ რით მიიქცია მისმა რჩეულმა ეკობიჭისა და რეინჯერის ყურადღება, ამაზე ნოდარი აი, რას გვეუბნება: "უყვარს შრომა, ყურადღებიანია, მზრუნველი, - ჰო, ორივეს კარგი ხასიათი გვაქვს და ერთად კარგად ვხალისობთ".

- შეიძლება ითქვას, რომ მთის კაცი ხარ, სულით და გულით იქაურობაზე შეყვარებული ადამიანი. ცხოვრობ მთაში და მუშაობ კიდეც იქ (ოფიციალური სამსახურიც კი ფშავ-ხევსურეთში გაქვს). ამ ყველაფერს შეგუებულია შენი მეუღლე?

- ქეთიმ ჩემზე ყველაფერი იცოდა, კარგად გამიცნო, შესაგუებელიც თითქმის არაფერია, ორივეს მოგვწონს მთაში ცხოვრება... მეორე თვეა, ფშავში ვართ. ისე, კი ცხოვრებას მთაშიც ვაპირებ და ბარშიც, ანუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს... ხოლო საცხოვრებლად ადგილს, თუ სად ავირჩევთ, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და არც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

- ქეთი სკოლაში აღარ მუშაობს?

- ამჟამად ოჯახის საქმეებით არის დაკავებული. პროფესიით ქიმიკოსია, ხომ გითხარით, შატილის სკოლაში მასწავლებელი იყო. ახლო მომავალში რაიმე საქმეს ერთად წამოვიწყებთ.

- ხელი ტრადიციულად სთხოვე, ოჯახში მიხვედი?

- ოჯახში მივედი, გავიცანი მისი მშობლები, ოჯახის წევრები, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთად ვაპირებდით ცხოვრებას, ოჯახის შექმნას ვფიქრობდით. ქეთის მხრიდანაც ყველა თანახმა იყო. რამდენიმე დღეში მათთან ჩემს ნათესავებთან ერთად დასანიშნად მივედი. 4 აგვისტოს კი, ძველ თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძარში ჯვარი დავიწერეთ, ხელი კი ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე მეჯვარეებთან ერთად, იუსტიციის სახლში მოვაწერეთ... ასეთი გახლავთ ჩვენი ამბავი.

თბილისში, ისანში, ხანძარია

თუ 112-ს ვერ უკავშირდებით - გადაუდებელი დახმარების ცენტრი ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს

"თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის" - ამირან გამყრელიძე