საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა
"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

პო­ლი­ცი­ამ დე­პუ­ტა­ტი ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნა. დე­პუ­ტა­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და ტე­რი­ტო­რი­ი­დან მისი გაყ­ვა­ნა ასე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ად­გილ­ზე მი­ვი­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძე.

„მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი, გა­ვერ­კვე­ვით და მივ­ცემთ სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ვაჟა სი­რა­ძემ.

აქ­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ დე­პუ­ტატ­მა ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დენ­ჯერ­მე ხელი და­არ­ტყა.

რო­გორც მა­ქა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დე­პუ­ტა­ტი ასე­ვე სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

„აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლებ­საც არა­ვი­თა­რი ქმე­დე­ბა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ, რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა ხელი, იქამ­დე მთე­ლი 20 წუთი გვა­გი­ნებ­და. მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­იყ­ვა­ნეს, გა­ა­რი­დეს აქა­უ­რო­ბას კვი­ცი­ა­ნი, რაც პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მო­ვი­და, რომ­ლის­გა­ნაც მი­ვი­ღეთ და­პი­რე­ბა, რომ ძა­ლი­ან მალე შე­ის­წავ­ლი­ან საქ­მეს. შე­სას­წავ­ლი არა­ფე­რი არ არის, პო­ლი­ცი­ის ბი­ჭებს რომ ჰკი­თხოთ, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რაც მოხ­და. 100-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი ხე­დავ­და, რაც მოხ­და. თუ ეს საქ­მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სწრა­ფად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი არ აგებს პა­სუხს, მა­შინ მე პი­რა­დად ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას, რომ ამ პო­ლი­ცი­ას, ამ შე­მად­გენ­ლო­ბით პა­ტი­ვი აღარ ვცე“, - გა­ნა­ცხა­და მა­ქა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ან­სა და აქ­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მას შემ­დეგ მოხ­და, რაც კვი­ცი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან მი­ვი­და. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა მას „რუ­სე­თის მონა“ და მო­ღა­ლა­ტე ეძა­ხეს. მათ შო­რის იყო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

პოლიციამ დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა. დეპუტატი სამართალდამცავებმა ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ასე განახორციელეს.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

„მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, დეპუტატი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს.

„აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი არ აგებს პასუხს, მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები