პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფეთქებები, ავტორალი... სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ
"აფეთქებები, ავტორალი... სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ

პროგ­რა­მის "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში, ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნომ­წარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის კი­დევ ერთი ეპი­ზო­დის - Fast and Furious 9 ("ფორ­სა­ჟი 9") გა­და­ღე­ბა 19 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 20 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. რო­გორც პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი 600 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რის 425 ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლია...

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის ბი­უ­ჯე­ტი 32 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს ეთო მდი­ნა­რა­ძეც, რო­მელ­საც გა­რეგ­ნო­ბის გამო "ჯუ­ლი­ე­ტა მა­ზი­ნას" ეძა­ხი­ან... გა­და­ღე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ჟურ­ნალ "გზის" მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა...

- ამ ფილ­მს მსოფ­ლიო ელო­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია! ეს იყო სა­ოც­რე­ბა. მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა მსგავ­სი ფილ­მის გა­და­ღე­ბა შენ თვალ­წინ ხდე­ბა - აფეთ­ქე­ბე­ბი, ავ­ტო­რა­ლი... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს ფილმზე. ყვე­ლა­ზე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აპა­რა­ტუ­რა აქვთ, რაც კი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში. სულ სხვა სამ­ყა­რო­ში მე­გო­ნა თავი... რაც შე­ე­ხე­ბა როლს, ეპი­ზო­დებს - ვე­რა­ფერს გა­ვამ­ხელ! ხელი მო­ვა­წე­რეთ კონ­ტრაქ­ტზე და ჯა­რი­მა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია... იმ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბის ფილ­მია და იმ­დე­ნად დი­დია ინ­ტე­რე­სი, რომ წი­ნას­წარ რა­ი­მეს გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს...

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ამ ფილმში?

- ჰო­ლი­ვუ­დის და­ვა­ლე­ბით თბი­ლის­ში კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და, სა­დაც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა - ლელა და­ლა­ქიშ­ვილ­მა ჩემი ფო­ტო­ე­ბი და­უ­კი­თხა­ვად გა­დაგ­ზავ­ნა. ჰო­ლი­ვუ­დი­დან მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ მე ფილმში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... დაგ­ვი­ბა­რეს 15 აგ­ვის­ტოს და ამირ­ჩი­ეს ოთხი სხვა­დას­ხვა სა­მო­სი... ემო­ცი­ებ­ზე ნუ მკი­თხავთ... პი­რა­დად ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო, რო­დე­საც და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, თქვენ ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმში მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სო. სი­ხა­რუ­ლით ბოლო ხმა­ზე ვკი­ო­დი. ამა­ზე ალ­ბათ, ბევ­რი ოც­ნე­ბობს; აქ უბ­რა­ლოდ კადრში გა­მო­ჩე­ნაც კი სა­ნატ­რე­ლი რა­მაა! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფილმში მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ინ­ტერ­ვიუ

ავტორი:

"აფეთქებები, ავტორალი... სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ

"აფეთქებები, ავტორალი... სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი" - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც "ფორსაჟში" იღებენ

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის - Fast and Furious 9 ("ფორსაჟი 9") გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. როგორც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია...

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც, რომელსაც გარეგნობის გამო "ჯულიეტა მაზინას" ეძახიან... გადაღებიდან დაბრუნებულმა, თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალ "გზის" მკითხველს გაუზიარა...

- ამ ფილმს მსოფლიო ელოდება და ყურადღების ცენტრშია! ეს იყო საოცრება. მაგარი შეგრძნებაა, როცა მსგავსი ფილმის გადაღება შენ თვალწინ ხდება - აფეთქებები, ავტორალი... პროფესიონალების უზარმაზარი ჯგუფი მუშაობს ფილმზე. ყველაზე ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა აქვთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი... რაც შეეხება როლს, ეპიზოდებს - ვერაფერს გავამხელ! ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია... იმხელა მნიშვნელობის ფილმია და იმდენად დიდია ინტერესი, რომ წინასწარ რაიმეს გამჟღავნების უფლება არ გვაქვს...

- როგორ აღმოჩნდით ამ ფილმში?

- ჰოლივუდის დავალებით თბილისში კასტინგი გამოცხადდა, სადაც ჩემმა მეგობარმა - ლელა დალაქიშვილმა ჩემი ფოტოები დაუკითხავად გადაგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ მე ფილმში მივიღებ მონაწილეობას... დაგვიბარეს 15 აგვისტოს და ამირჩიეს ოთხი სხვადასხვა სამოსი... ემოციებზე ნუ მკითხავთ... პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თქვენ ჰოლივუდურ ფილმში მიიღებთ მონაწილეობასო. სიხარულით ბოლო ხმაზე ვკიოდი. ამაზე ალბათ, ბევრი ოცნებობს; აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა! მოგეხსენებათ, ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ...წაიკითხეთ სრულად ინტერვიუ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ