სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაილაშის ბიბლია" - ისტორია მსოფლიოში უნიკალური ხელნაწერისა, რომელიც საქართველოში ინახება
"ლაილაშის ბიბლია" - ისტორია მსოფლიოში უნიკალური ხელნაწერისა, რომელიც საქართველოში ინახება

"ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია" კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტია. X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბულ ხელ­ნა­წერს მეც­ნი­ე­რე­ბი შე­უ­ფა­სე­ბელ სა­გან­ძურს უწო­დე­ბენ. მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ხელ­ნა­წე­რი სულ სამ-ოთხ ქვე­ყა­ნა­ში ინა­ხე­ბა.

"ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია" ხელ­ნა­წე­რი თო­რაა კო­მენ­ტა­რე­ბი­თა და ფე­რა­დი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დე­კო­რით (ამ­ჟა­მად და­ცუ­ლია ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში, ისე­ვე, რო­გორც ბრე­თის ბიბ­ლია). ხელ­ნა­წე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ძველ ებ­რა­ულ ენა­ზე, პერ­გა­მენტზე და მისი ტექ­სტი მო­ი­ცავს ძვე­ლი აღ­თქმის ხუ­თწიგ­ნე­ულ­სა და მა­ზო­რახს.

მო­სეს ხუ­თწიგ­ნე­უ­ლის მსგავ­სად, მას­ში ქვეყ­ნის შექ­მნი­სა და ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნის ამ­ბა­ვი, პირ­ვე­ლი ცოდ­ვა და მისი შე­დე­გი, სა­მო­თხი­დან გა­მოს­ვლა და კა­ცობ­რი­ო­ბის გამ­რავ­ლე­ბაა მო­თხრო­ბი­ლი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლი­ას შე­უს­წავ­ლელს უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ რა წე­რია მას­ში, ბო­ლომ­დე არა­ვინ იცის...

ბიბ­ლი­უ­რი ტექ­სტის ფურ­ცლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე ხუთ-ხუ­თა­დაა და­წყო­ბი­ლი, შემ­დეგ ორა­დაა გა­კე­ცი­ლი და ათ-ათი ფურ­ცლის­გან შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნა­კე­ბის იერ­სა­ხე აქვს. ამ­ჟა­მად ამ ხელ­ნა­წერ­თა 169 ფურ­ცე­ლი არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ვა­რა­უ­დით, მას 16 ფურ­ცე­ლი აკ­ლია.

"ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლი­ის" ის­ტო­რი­ას AMBEBI.GE-ს ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის მკვლე­ვა­რი ლელა წი­წუ­აშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა:

"ეს არის მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტი. სხვა­დას­ხვა კა­ლიგ­რა­ფის მიერ შეს­რუ­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, იწე­რე­ბო­და სი­რი­ა­ში, ქა­ი­რო­ში და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ჩხუმ­ში, სო­ფელ ზემო ლა­ი­ლაშ­ში იყო მთლი­ა­ნად ებ­რა­უ­ლი და­სახ­ლე­ბა და იქ სი­ნა­გო­გა­ში ინა­ხე­ბო­და ეს წიგ­ნი, სწო­რედ ამი­ტომ უწო­დეს მას „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია“. მას ასე­ვე უწო­დებ­დნენ სვა­ნე­თის ბიბ­ლი­ა­საც.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის თორა, თუმ­ცა მას და­ერ­ქვა ბიბ­ლია, რად­გან იგი ით­ვლე­ბო­და წმინ­და წიგ­ნად არამ­ხო­ლოდ ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვი­საც და ინა­ხე­ბო­და სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ოჯა­ხებ­ში. ხალ­ხი და­დი­ო­და მის მო­სა­ლო­ცად. შეს­თხოვ­დნენ ჯან­მრთე­ლო­ბას, გვალ­ვის დროს ევედ­რე­ბოდ­ნენ და ა.შ.

უნი­კა­ლუ­რია იმი­თაც, რომ აქვს მა­ზო­რე­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი ებ­რა­ულ ენა­ზე და წიგ­ნის გვერ­დებ­ზე არის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი. არის ასე­ვე, ფე­რა­დი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი დე­კო­რა­ცია. წიგ­ნი პერ­გა­მენტზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 10 კგ-ს იწო­ნის

მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა ასე­თი ფორ­მით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თორა. უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო თო­რის გრაგ­ნი­ლე­ბი, ეს არ არის გრაგ­ნი­ლი, წიგ­ნია და ასე­თი ფორ­მით ამ პე­რი­ოდ­ში იშ­ვი­ა­თო­ბაა და უჩ­ვე­უ­ლოა მისი არ­სე­ბო­ბა. მას სჭირ­დე­ბა სა­გან­გე­ბო ტე­ნი­ა­ნო­ბის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ექ­სპო­ნატს, რად­გან პერ­გა­მენტზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი" - გვიყ­ვე­ბა მკვლე­ვა­რი.

ეს უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი თბი­ლის­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ორ­მო­ცი­ან წლებ­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს, 1951 წლამ­დე ებ­რა­ელ­თა ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბო­და. მას შემ­დეგ რაც ეს მუ­ზე­უ­მი და­ი­ხუ­რა, "ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია“ სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ხელ­ნა­წერ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბას გა­და­ე­ცა, 1957 წლი­დან კი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში ინა­ხე­ბა.

"ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი ხელ­ნა­წე­რი ამ­ჟა­მად დაშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვენ­თან, აკინ­ძუ­ლი და ყდა­ში არ არის ჩას­მუ­ლი, რად­გა­ნაც სა­რეს­ტავ­რა­ცი­ოა. ვცდი­ლობთ, არ შე­ვე­ხოთ და გა­დავ­ფურ­ცლოთ. სა­გა­მო­ფე­ნოდ გა­კეთ­და მისი ფაქ­სი­მი­ლუ­რი გა­მო­ცე­მა, ძა­ლი­ან მსგავ­სი ასლი და შე­უძ­ლია დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მისი ნახ­ვა. სა­ხე­ლი, რო­გორც იცით, ლე­ჩხუ­მის სო­ფელ ლა­ი­ლა­ში­დან მო­დის. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში იპო­ვა სე­მი­ტო­ლოგ­მა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა ეს ხელ­ნა­წე­რი სო­ფელ ლა­ი­ლაშ­ში.

სხვა­თა­შო­რის, ლა­ი­ლაშ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია სხვა გან­ძე­უ­ლიც. მა­გა­ლი­თად, ძვ.წ. მე­თო­თხმე­ტე-მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბრინ­ჯა­ოს ცუ­ლე­ბიც არის იქ ნა­პოვ­ნი, რო­მე­ლე­ბიც ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში, ერ­მი­ტაჟ­ში ინა­ხე­ბა. ვინც კი ჩა­მო­დის ჩვენ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ყვე­ლა­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ცენ­ტრის ხელ­ნა­წერ სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვი­სა და აღ­რი­ცხვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ აბუ­ლა­ძე.

ცნო­ბი­ლია, რომ „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია“ ყო­ველ­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო - უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რით, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი იყ­ვნენ არა მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბი, არა­მედ კრი­მი­ნა­ლე­ბიც. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ბუბა კუ­და­ვა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, რომ 90-იან წლებ­ში კრი­მი­ნა­ლებ­მა მისი მო­პარ­ვაც სცა­დეს:

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მცველს 50.000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს მხო­ლოდ იმის­თვის, რომ წიგ­ნი გა­ე­ტა­ნა ინ­სტი­ტუ­ტი­დან. იმ­ხა­ნად, თა­ნამ­შრო­მელ­თა ხელ­ფა­სი ლა­მის ერთ დო­ლარს შე­ად­გენ­და და ცდუ­ნე­ბა დიდი იყო, თუმ­ცა­ სიძ­ვე­ლე­თა მცვე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მის ერ­თგუ­ლი არი­ან და გა­რი­გე­ბა არ შედ­გა...

ის კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზოდ­ზე ყვე­ბა, თუ რო­გორ და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და და­ვით ბა­ა­ზო­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი გივი ღამ­ბა­ში­ძე ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლი­ის“ დაბ­რუ­ნე­ბას. კუ­და­ვა იხ­სე­ნებს, რომ ზა­რე­ბი არ წყდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­და­ნაც. მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში გაჩ­ნდნენ ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის ამ ბიბ­ლი­ის გა­და­ცე­მის მომ­ხრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მას აი­ძუ­ლებ­დნენ, „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია“ ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის და­ეთ­მო.

ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრში ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბულ მღელ­ვა­რე­ბას ადას­ტუ­რე­ბენ. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თა­მარ აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ირი­ბი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ამ სა­კი­თხზე ებ­რა­ე­ლე­ბის მხრი­დან მარ­თლაც იყო.

"პირ­და­პირ არა­ვის მო­უ­თხო­ვია ორი­გი­ნა­ლი, მაგ­რამ ირი­ბად იყო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი. აკე­თებ­დნენ ირიბ მი­თი­თე­ბებს იმა­ზე, რომ იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლით და ამა­ზე დიდი მღელ­ვა­რე­ბა ნამ­დვი­ლად იყო ცენ­ტრში. თუმ­ცა, ასე პირ­და­პირ არ დამ­დგა­რა სა­კი­თხი - მოგ­ვე­ცით ხელ­ნა­წე­რი, უნდა წა­ვი­ღო­თო. ჩვენ ყო­ველ­თვის გვქონ­და პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ ლა­ი­ა­ლა­შის ბიბ­ლია კი არა, არ­ცერ­თი ხელ­ნა­წე­რი აქე­დან არ გავა" - აცხა­დებს თა­მარ აბუ­ლა­ძე.

ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის მკვლე­ვა­რი ლელა წი­წუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბა­ა­ზო­ვის ებ­რა­უ­ლი მუ­ზე­უ­მი ისე­ვე, რო­გორც ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბაა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზეა. ამი­ტომ, მისი თქმით, ექ­სპო­ნა­ტის იქ გა­და­ტა­ნა გან­გა­შის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად არ იძ­ლე­ვა, თუმ­ცა მკვლე­ვა­რი მი­იჩ­ნევს, რომ ხელ­ნა­წე­რი ცენ­ტში უნდა დარ­ჩეს, რად­გან იქ შე­სა­ბა­მი­სი კლი­მატ­კონ­ტრო­ლი და გა­რე­მოა.

"ასეთ უნი­კა­ლურ ხელ­ნა­წერს და­ცუ­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, მიკ­როკ­ლი­მა­ტი, ტე­ნი­ა­ნო­ბა, პერ­გა­ნეტს არ უნდა ხვდე­ბო­დეს პირ­და­პი­რი სი­ნათ­ლის წყა­რო, რომ არ მოხ­დეს პერ­გა­მენ­ტის დე­ფორ­მა­ცია ან და­ზი­ა­ნე­ბა.

ხელ­ნა­წე­რი სა­თა­ნა­დოდ არ არის შეს­წავ­ლი­ლი და ვფიქ­რობ ამ კუ­თხი­თაც უფრო მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ამ ეტაპ­ზე მისი ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრში და­ტო­ვე­ბა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლის­ტებს ექ­ნე­ბათ მისი შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლი­ის" სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ტა­ნის რისკს, ჩემი აზ­რით, ეს სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ცრუ გან­გა­ში იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ამ საფრ­თხის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მაჩ­ნია“ - უთხრა AMBEBI.GE-ს წი­წუ­აშ­ვილ­მა.

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, რომ ამ­ჟა­მად „ლა­ი­ლა­შის ბიბ­ლია“ ისე­ვე რო­გორც სხვა უამ­რა­ვი უნი­კა­ლუ­რი გან­ძი, სა­ი­მე­დო ხელ­შია. ცენ­ტრში შექ­მნი­ლია მათი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა პი­რო­ბა, თუმ­ცა შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც ხელ­ნა­წერ­თა ცენ­ტრია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს ვერ პა­სუ­ხობს.

"დიდი ხა­ნია გვაქვს შე­ნო­ბის პრობ­ლე­მა. ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ცუ­ლია, კლი­მატ­კონ­ტრო­ლი არის, თუმ­ცა მეტი სივ­რცეა სა­ჭი­რო. სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზიც ძა­ლი­ან პა­ტა­რა გვაქვს. სხვა­ნა­ი­რი შე­ნო­ბაა სა­ჭი­რო. VI-VII და X სა­უ­კუ­ნის სა­ხა­რე­ბე­ბი გვაქვს, შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გან­ძი და ამათ შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. სე­ი­ფე­ბი არის გა­სა­ფარ­თო­ე­ბე­ლი. ეს შე­ნო­ბა არ­სე­ბობს 1953 წლი­დან.

ყვე­ლა მთავ­რო­ბის დროს არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ გა­მოგ­ვი­ყო­ფენ შე­ნო­ბას - თით­ქოს უნდა გად­მო­ე­ცათ იმე­ლის შე­ნო­ბა, შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბა, მაგ­რამ რო­დის იქ­ნე­ბა ეს არ ვიცი", - გვი­თხრა ცენ­ტრის ხელ­ნა­წერ სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვი­სა და აღ­რი­ცხვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ლაილაშის ბიბლია" - ისტორია მსოფლიოში უნიკალური ხელნაწერისა, რომელიც საქართველოში ინახება

"ლაილაშის ბიბლია" - ისტორია მსოფლიოში უნიკალური ხელნაწერისა, რომელიც საქართველოში ინახება

"ლაილაშის ბიბლია" კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ექსპონატია. X-XI საუკუნეებით დათარიღებულ ხელნაწერს მეცნიერები შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ. მკვლევარები ამბობენ, რომ მსოფლიოში ასეთი ხელნაწერი სულ სამ-ოთხ ქვეყანაში ინახება.

"ლაილაშის ბიბლია" ხელნაწერი თორაა კომენტარებითა და ფერადი გეომეტრიული დეკორით (ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ისევე, როგორც ბრეთის ბიბლია). ხელნაწერი შესრულებულია ძველ ებრაულ ენაზე, პერგამენტზე და მისი ტექსტი მოიცავს ძველი აღთქმის ხუთწიგნეულსა და მაზორახს.

მოსეს ხუთწიგნეულის მსგავსად, მასში ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლებაა მოთხრობილი, თუმცა სპეციალისტები ლაილაშის ბიბლიას შეუსწავლელს უწოდებენ და ამბობენ, რომ რა წერია მასში, ბოლომდე არავინ იცის...

ბიბლიური ტექსტის ფურცლები ერთმანეთზე ხუთ-ხუთადაა დაწყობილი, შემდეგ ორადაა გაკეცილი და ათ-ათი ფურცლისგან შედგენილი წიგნაკების იერსახე აქვს. ამჟამად ამ ხელნაწერთა 169 ფურცელი არსებობს. სპეციალისტთა ვარაუდით, მას 16 ფურცელი აკლია.

"ლაილაშის ბიბლიის" ისტორიას AMBEBI.GE-ს ებრაული კულტურის მკვლევარი ლელა წიწუაშვილი უყვება:

"ეს არის მართლაც უნიკალური ექსპონატი. სხვადასხვა კალიგრაფის მიერ შესრულებელი სხვადასხვა პერიოდში. სავარაუდოდ, იწერებოდა სირიაში, ქაიროში და სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილია, რომ ლეჩხუმში, სოფელ ზემო ლაილაშში იყო მთლიანად ებრაული დასახლება და იქ სინაგოგაში ინახებოდა ეს წიგნი, სწორედ ამიტომ უწოდეს მას „ლაილაშის ბიბლია“. მას ასევე უწოდებდნენ სვანეთის ბიბლიასაც.

სინამდვილეში ეს არის თორა, თუმცა მას დაერქვა ბიბლია, რადგან იგი ითვლებოდა წმინდა წიგნად არამხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ ქრისტიანებისთვისაც და ინახებოდა სხვადასხვა ცნობილ ოჯახებში. ხალხი დადიოდა მის მოსალოცად. შესთხოვდნენ ჯანმრთელობას, გვალვის დროს ევედრებოდნენ და ა.შ.

უნიკალურია იმითაც, რომ აქვს მაზორეთული წარწერები ებრაულ ენაზე და წიგნის გვერდებზე არის გეომეტრიული ორნამენტები, კომენტარები. არის ასევე, ფერადი გეომეტრიული დეკორაცია. წიგნი პერგამენტზეა შესრულებული და დაახლოებით 10 კგ-ს იწონის

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ასეთი ფორმით შესრულებული თორა. უფრო გავრცელებული იყო თორის გრაგნილები, ეს არ არის გრაგნილი, წიგნია და ასეთი ფორმით ამ პერიოდში იშვიათობაა და უჩვეულოა მისი არსებობა. მას სჭირდება საგანგებო ტენიანობის რეჟიმი, რომელიც დაიცავს ექსპონატს, რადგან პერგამენტზეა შესრულებული" - გვიყვება მკვლევარი.

ეს უნიკალური ხელნაწერი თბილისში მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოიტანეს, 1951 წლამდე ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ინახებოდა. მას შემდეგ რაც ეს მუზეუმი დაიხურა, "ლაილაშის ბიბლია“ სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას გადაეცა, 1957 წლიდან კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

"ეს უძვირფასესი ხელნაწერი ამჟამად დაშლილ მდგომარეობაშია ჩვენთან, აკინძული და ყდაში არ არის ჩასმული, რადგანაც სარესტავრაციოა. ვცდილობთ, არ შევეხოთ და გადავფურცლოთ. საგამოფენოდ გაკეთდა მისი ფაქსიმილური გამოცემა, ძალიან მსგავსი ასლი და შეუძლია დამთვალიერებელს მისი ნახვა. სახელი, როგორც იცით, ლეჩხუმის სოფელ ლაილაშიდან მოდის. მეოცე საუკუნის 40-იან წლებში იპოვა სემიტოლოგმა გიორგი წერეთელმა ეს ხელნაწერი სოფელ ლაილაშში.

სხვათაშორის, ლაილაშში აღმოჩენილია სხვა განძეულიც. მაგალითად, ძვ.წ. მეთოთხმეტე-მეცამეტე საუკუნის ბრინჯაოს ცულებიც არის იქ ნაპოვნი, რომელებიც ამჟამად რუსეთში, ერმიტაჟში ინახება. ვინც კი ჩამოდის ჩვენთან, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ყველაში, აღფრთოვანებული რჩებიან" - უყვება AMBEBI.GE-ს ცენტრის ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ აბულაძე.

ცნობილია, რომ „ლაილაშის ბიბლია“ ყოველთვის დიდი ყურადღების ცენტრში იყო - უნიკალური ხელნაწერით, დაინტერესებულნი იყვნენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ კრიმინალებიც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვებოდა, რომ 90-იან წლებში კრიმინალებმა მისი მოპარვაც სცადეს:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მცველს 50.000 დოლარი შესთავაზეს მხოლოდ იმისთვის, რომ წიგნი გაეტანა ინსტიტუტიდან. იმხანად, თანამშრომელთა ხელფასი ლამის ერთ დოლარს შეადგენდა და ცდუნება დიდი იყო, თუმცა სიძველეთა მცველები თავიანთი საქმის ერთგული არიან და გარიგება არ შედგა...

ის კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდზე ყვება, თუ როგორ დაჟინებით მოითხოვდა დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა მუზეუმის ხელმძღვანელი გივი ღამბაშიძე ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელობისგან „ლაილაშის ბიბლიის“ დაბრუნებას. კუდავა იხსენებს, რომ ზარები არ წყდებოდა სახელმწიფო უწყებებიდანაც. მისივე თქმით, სამინისტროებში გაჩნდნენ ებრაელებისთვის ამ ბიბლიის გადაცემის მომხრეები, რომლებიც მას აიძულებდნენ, „ლაილაშის ბიბლია“ ებრაელებისთვის დაეთმო.

ხელნაწერთა ცენტრში ამ საკითხზე არსებულ მღელვარებას ადასტურებენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში თამარ აბულაძე ამბობს, რომ გარკვეული ირიბი მინიშნებები ამ საკითხზე ებრაელების მხრიდან მართლაც იყო.

"პირდაპირ არავის მოუთხოვია ორიგინალი, მაგრამ ირიბად იყო მინიშნებები. აკეთებდნენ ირიბ მითითებებს იმაზე, რომ იყვნენ დაინტერესებული ორიგინალით და ამაზე დიდი მღელვარება ნამდვილად იყო ცენტრში. თუმცა, ასე პირდაპირ არ დამდგარა საკითხი - მოგვეცით ხელნაწერი, უნდა წავიღოთო. ჩვენ ყოველთვის გვქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ლაიალაშის ბიბლია კი არა, არცერთი ხელნაწერი აქედან არ გავა" - აცხადებს თამარ აბულაძე.

ებრაული კულტურის მკვლევარი ლელა წიწუაშვილი ამბობს, რომ ბააზოვის ებრაული მუზეუმი ისევე, როგორც ხელნაწერთა ცენტრი, საქართველოს კუთვნილებაა და კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. ამიტომ, მისი თქმით, ექსპონატის იქ გადატანა განგაშის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, თუმცა მკვლევარი მიიჩნევს, რომ ხელნაწერი ცენტში უნდა დარჩეს, რადგან იქ შესაბამისი კლიმატკონტროლი და გარემოა.

"ასეთ უნიკალურ ხელნაწერს დაცულობის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, მიკროკლიმატი, ტენიანობა, პერგანეტს არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი სინათლის წყარო, რომ არ მოხდეს პერგამენტის დეფორმაცია ან დაზიანება.

ხელნაწერი სათანადოდ არ არის შესწავლილი და ვფიქრობ ამ კუთხითაც უფრო მიზანშეწონილია ამ ეტაპზე მისი ხელნაწერთა ცენტრში დატოვება, სადაც სპეციალისტებს ექნებათ მისი შესწავლის შესაძლებლობა

რაც შეეხება „ლაილაშის ბიბლიის" საქართველოდან გატანის რისკს, ჩემი აზრით, ეს საფუძველს მოკლებული ცრუ განგაში იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ამ საფრთხის შესახებ არანაირი დადასტურებული და კომპეტენტური ინფორმაცია არ გამაჩნია“ - უთხრა AMBEBI.GE-ს წიწუაშვილმა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ამჟამად „ლაილაშის ბიბლია“ ისევე როგორც სხვა უამრავი უნიკალური განძი, საიმედო ხელშია. ცენტრში შექმნილია მათი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ყველა პირობა, თუმცა შენობა, რომელშიც ხელნაწერთა ცენტრია განთავსებული, მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს.

"დიდი ხანია გვაქვს შენობის პრობლემა. ექსპონატები დაცულია, კლიმატკონტროლი არის, თუმცა მეტი სივრცეა საჭირო. საგამოფენო დარბაზიც ძალიან პატარა გვაქვს. სხვანაირი შენობაა საჭირო. VI-VII და X საუკუნის სახარებები გვაქვს, შეუფასებელი განძი და ამათ შესაბამისი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სეიფები არის გასაფართოებელი. ეს შენობა არსებობს 1953 წლიდან.

ყველა მთავრობის დროს არის საუბარი იმაზე, რომ გამოგვიყოფენ შენობას - თითქოს უნდა გადმოეცათ იმელის შენობა, შემდეგ ეროვნული ბანკის შენობა, მაგრამ როდის იქნება ეს არ ვიცი", - გვითხრა ცენტრის ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.