მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"
ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"

თურ­ქე­თი ევ­რო­პას სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ახა­ლი ნა­კა­დით ემუქ­რე­ბა. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­რი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის ფორ­მი­რე­ბა­ში არ და­ეხ­მა­რე­ბა, მო­უ­წევს მიგ­რან­ტებს ახა­ლი გზა გა­უხ­სნას.

BBC-ის ცნო­ბით, ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში, 3,6 მი­ლი­ო­ნამ­დე სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა. სი­რი­ა­ში მათ უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბას ამე­რი­კა უჭერს მხარს. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბი დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის გავ­ლით ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით სხვა რა­ი­ო­ნე­ბი­და­ნაც აპი­რე­ბენ სი­რი­ე­ლე­ბი დაბ­რუ­ნე­ბას; ქურ­თე­ბის ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც თურ­ქე­თი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნევს, იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს არ შე­უშ­ვებს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, 30 კი­ლო­მეტ­რი­ან ზო­ნა­ში დაბ­რუნ­დნენ ჩვე­ნი სი­რი­ე­ლი ძმე­ბი. ლო­გის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა, რათა მათ­თვის ეს ად­გი­ლი უსაფრ­თხო იყოს..." - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთს სურს სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის პატ­რუ­ლი­რე­ბა, ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად და­ი­წყოს. ამავდრო­უ­ლად, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­მო­რი­ცხავს რომ სი­რი­ის პრო­ვინ­ცი­ის, იდ­ლი­ბის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­თვის წარ­მო­ე­ბუ­ლი მძი­მე ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თი სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ახალ ტალ­ღას მი­ი­ღებს. იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ის­თვის ბრძო­ლა დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს...

2016 წლის ევ­რო­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თურ­ქეთს სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი მკაც­რად უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, რათა ისი­ნი ევ­რო­პა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, - ამის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მთლი­ა­ნო­ბა­ში, თურ­ქეთს 3 მი­ლი­არ­დი ევრო გა­და­უ­რი­ცხეს, რაც არა­საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა, ევ­რო­პის კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­ტა­შა ბერ­ტო აცხა­დებს, რომ თურ­ქეთს 5,6 მი­ლი­არ­დი ევრო ჩა­ე­რი­ცხა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერ­დო­ღან­მა მმარ­თველ პარ­ტი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ თურ­ქე­თი უსაფრ­თხო ზო­ნებს მარ­ტოც შექ­მნის, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა სი­რი­ელ ლტოლ­ვი­ლებ­ზე 40 მი­ლი­არდ დო­ლარს ხარ­ჯავს, ევ­რო­კავ­ში­რი კი და­დე­ბულ პი­რო­ბებს არ ას­რუ­ლებს, არც თა­ვად არის ვალ­დე­ბუ­ლი ევ­რო­პა­ში არა­ლე­გუ­ლუ­რად წას­ვლის მსურ­ვე­ლი სი­რი­ე­ლე­ბი შე­ა­ჩე­როს.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, 2016 და 2018 წლებ­ში თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად აღე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე 350,000 სი­რი­ე­ლი მიგ­რან­ტი დაბ­რუნ­და.

BBC სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით იმ საფრ­თხე­ებ­ზე წერს, რაც სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სი­რი­ა­ში ჩი­ნე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ასადსა და მის ოპო­ზი­ცი­ას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და, რათა ISIS-ის ტე­რო­რის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გეგ­მე­ბი შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ.

თუმ­ცა, მის გაფრ­თხი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა - და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ჩი­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა სი­რი­ა­ში რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყოფ­ნას ამ­ყა­რებს.

BBC-თან სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხებ­ში სე­ბას­ტი­ან ბა­შა­რი მი­იჩ­ნევს, რომ ასა­დი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ქა­ლა­ქი ხან-შე­ი­ხუ­ნი არ დათ­მონ, რად­გან ის სი­რი­ის მთა­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მა­გის­ტრა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში - და­მას­კო­სა და ჰომ­სის გზებს აკავ­ში­რებს და მის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. თუმ­ცა, ამას თა­ვის მხრივ არ დათ­მობს ჯი­ჰა­დის­ტთა კო­ა­ლი­ცია, რო­მე­ლიც იდ­ლიბს აკონ­ტრო­ლებს.

ერ­დო­ღა­ნი­სა და პუ­ტი­ნის ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე, სწო­რედ იდ­ლი­ბის თე­მის გარ­შე­მო იყო სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხებ­ში ჰა­რუნ სი­დო­რო­ვი გა­მო­ცე­მა yenicag.ru-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ამ შეხ­ვედ­რას შე­დე­გი ვერ მოჰ­ყვა.

მი­სი­ვე თქმით, “ვიდ­რე, ერ­დო­ღა­ნი-პუ­ტი­ნი იდ­ლიბ­სა და სა­ერ­თოდ, სი­რი­ა­ში თა­ვი­ანთ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად პო­ზი­ცი­ებს ინა­წი­ლე­ბენ, ქა­ლა­ქი თან­და­თან ქრე­ბა. ის ახლა იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­გორც ალე­პო იყო. ცალ­კე სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბი და ცალ­კე ტე­რო­რის­ტე­ბი, მას­ზე თავ­დას­ხმებს აგ­რძე­ლე­ბენ... ეს არის თურ­ქი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ცხი სი­რი­ა­ში”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"

ერდოღანი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით "ემუქრება"

თურქეთი ევროპას სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადით ემუქრება. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის ფორმირებაში არ დაეხმარება, მოუწევს მიგრანტებს ახალი გზა გაუხსნას.

BBC-ის ცნობით, ამჟამად თურქეთში, 3,6 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება. სირიაში მათ უსაფრთხოდ დაბრუნებას ამერიკა უჭერს მხარს. ამ ინიციატივას სირიელი ქურთები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან უსაფრთხოების ზონის გავლით ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა რაიონებიდანაც აპირებენ სირიელები დაბრუნებას; ქურთების ეროვნული ძალები, რომელთაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, იმ ტერიტორიებში თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ შეუშვებს.

"ჩვენი მიზანია, სირიის ჩრდილოეთით, 30 კილომეტრიან ზონაში დაბრუნდნენ ჩვენი სირიელი ძმები. ლოგისტიკური მხარდაჭერა გვჭირდება, რათა მათთვის ეს ადგილი უსაფრთხო იყოს..." - განაცხადა ერდოღანმა.

არსებული ინფორმაციით, თურქეთს სურს სექტემბრის ბოლოდან უსაფრთხოების ზონის პატრულირება, ამერიკელ სამხედროებთან ერთად დაიწყოს. ამავდროულად, თურქეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს რომ სირიის პროვინციის, იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიისთვის წარმოებული მძიმე ბრძოლების შემდეგ, თურქეთი სირიელი ლტოლვილების ახალ ტალღას მიიღებს. იდლიბის პროვინციისთვის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს...

2016 წლის ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, თურქეთს სირიელი ლტოლვილები მკაცრად უნდა გაეკონტროლებინა, რათა ისინი ევროპაში არ მოხვედრილიყვნენ. ერდოღანის განცხადებით, - ამის უზრუნველსაყოფად, მთლიანობაში, თურქეთს 3 მილიარდი ევრო გადაურიცხეს, რაც არასაკმარისია, თუმცა, ევროპის კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ნატაშა ბერტო აცხადებს, რომ თურქეთს 5,6 მილიარდი ევრო ჩაერიცხა.

რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა მმართველ პარტიას განუცხადა, რომ თურქეთი უსაფრთხო ზონებს მარტოც შექმნის, თუმცა, მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა სირიელ ლტოლვილებზე 40 მილიარდ დოლარს ხარჯავს, ევროკავშირი კი დადებულ პირობებს არ ასრულებს, არც თავად არის ვალდებული ევროპაში არალეგულურად წასვლის მსურველი სირიელები შეაჩეროს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, 2016 და 2018 წლებში თურქეთის სამხედრო ოპერაციების შედეგად აღებულ ტერიტორიებზე 350,000 სირიელი მიგრანტი დაბრუნდა.

BBC საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით იმ საფრთხეებზე წერს, რაც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წევრების გააქტიურებას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, სირიაში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ასადსა და მის ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა, რათა ISIS-ის ტერორისტების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, გეგმები შეემუშავებინათ.

თუმცა, მის გაფრთხილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის წარმომადგენლის განცხადება სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ამყარებს.

BBC-თან საუბრისას ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სებასტიან ბაშარი მიიჩნევს, რომ ასადი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქი ხან-შეიხუნი არ დათმონ, რადგან ის სირიის მთავარი ეკონომიკური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში - დამასკოსა და ჰომსის გზებს აკავშირებს და მის გასაკონტროლებლად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ამას თავის მხრივ არ დათმობს ჯიჰადისტთა კოალიცია, რომელიც იდლიბს აკონტროლებს.

ერდოღანისა და პუტინის ბოლო შეხვედრაზე, სწორედ იდლიბის თემის გარშემო იყო საუბარი. თუმცა, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჰარუნ სიდოროვი გამოცემა yenicag.ru-თან საუბარში ამბობს, რომ ამ შეხვედრას შედეგი ვერ მოჰყვა.

მისივე თქმით, “ვიდრე, ერდოღანი-პუტინი იდლიბსა და საერთოდ, სირიაში თავიანთ მოკავშირეებთან ერთად პოზიციებს ინაწილებენ, ქალაქი თანდათან ქრება. ის ახლა იგივე მდგომარეობაშია, როგორც ალეპო იყო. ცალკე სირიის სამთავრობო ძალები და ცალკე ტერორისტები, მასზე თავდასხმებს აგრძელებენ... ეს არის თურქი პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი სირიაში”.

ვინ იყოს ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, მეტსახელად, "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს  - "სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

"მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია" - ზალკალიანი

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას