პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"
თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბია - სულ ცოტა ხნის წინ მას და ბულ­გა­რელ მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­სა და კომ­პო­ზი­ტორს ბო­რის­ლავ მი­ლა­ნოვს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. გაბ­რი­ე­ლა უკვე 6 თვი­საა.

რო­გო­რია თაკო დე­დის ამ­პლუ­ა­ში, რო­გორ და­იკ­ლო ორ­სუ­ლო­ბი­სას მო­მა­ტე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი, რო­გორ უვ­ლის თავს - ყო­ვე­ლი­ვე ამას მომ­ღე­რალ­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა OK!-მ ჩა­წე­რა:

- თაკო, მე­უღ­ლე­ზე მოგ­ვი­ყე­ვით. მოს­წონს სა­ქარ­თვე­ლო?

- ბობი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი და კომ­პო­ზი­ტო­რია, რო­მელ­ზეც საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნაა. მუ­შა­ობს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მოს­წონს, უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და როცა აქ ჩა­მო­დის, მოგ­ზა­უ­რობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. უყ­ვარს მცხე­თა­ში, ასე­ვე ყაზ­ბეგ­ში წას­ვლა.

- ამ­ჟა­მად რით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი ვე­ნა­ში?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ბავ­შვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. საკ­მა­ოდ დიდი დრო მი­აქვს შვი­ლის გაზ­რდას. მეხ­მა­რე­ბა ქმა­რი, ძიძა, რომ­ლის მად­ლი­ე­რიც ვარ; დე­დაც გვერ­დით მიდ­გას, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ამ­დე­ნი დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შვი­ლის­თვის დე­დის როლი და ზრუნ­ვა შე­უც­ვლე­ლია.

- რა ჰქვია პა­ტა­რას?

- გაბ­რი­ე­ლა. სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით: სა­ნამ სქესს გა­ვი­გებ­დით, ბო­ბიმ მი­თხრა, რომ ბი­ჭის სა­ხე­ლი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, გო­გოს შემ­თხვე­ვა­ში კი მთხო­ვა, მე შე­მერ­ჩია სა­ხე­ლი. გა­ირ­კვა, რომ გო­გო­ნას ვე­ლო­დით, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ მო­ვი­ფიქ­რე, რა და­მერ­ქმია მის­თვის.

ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი პატ­რი­არ­ქმა დაგ­ვლო­ცა და სწო­რედ მას ვთხო­ვე, იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ შვი­ლის­თვის სა­ხე­ლის არ­ჩე­ვა­ში-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, რომ და­ი­ბა­დე­ბა, და­მი­რე­კე და მერე გე­ტყვიო. 20 იან­ვარს, როცა გაბ­რი­ე­ლა გაჩ­ნდა, დავ­რე­კე უწ­მინ­დეს­თან. მა­ლე­ვე გად­მო­მი­რე­კეს და გად­მომ­ცეს მისი ნება, რომ ბავ­შვის­თვის დაგ­ვერ­ქმია მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლი, გო­გოს შემ­თხვე­ვა­ში - გაბ­რი­ე­ლა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვუ­ჯე­რე მას და სწო­რედ ასე და­ვარ­ქვი.

- რო­გო­რი გო­გო­ნაა პა­ტა­რა გაბ­რი­ე­ლა?

- ძა­ლი­ან მშვი­დი და საყ­ვა­რე­ლი გო­გოა. გა­რეგ­ნუ­ლად მა­მას ჰგავს. წყნა­რი და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­საზ­რდე­ლი ბავ­შვია. ჯერ მისი ტი­რი­ლიც კი არ გაგ­ვი­გია. დე­და­ჩე­მის­გან ვიცი, რომ მე ვი­ყა­ვი ასე­თი მშვი­დი, ბუნ­ჩუ­ლა ბავ­შვი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე და­მემ­სგავ­სა. ჩემი მე­უღ­ლეც ასე­თი­ვე მშვი­დი და უპ­რე­ტენ­ზიო ყო­ფი­ლა ბავ­შვო­ბა­ში.

- თაკო, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. რო­გორ უვ­ლით თავს?

- მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს თა­ვის მოვ­ლა. ვე­ნა­ში ბავ­შვის გამო ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. რო­გორც კი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ასე­ვე ვცუ­რავ, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს სწო­რი კვე­ბაც ემა­ტე­ბა. მას შემ­დეგ, რაც გაბ­რი­ე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბის რე­ჟი­მი­დან ხე­ლოვ­ნურ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე, და­ვი­წყე დი­ე­ტა, რომ ფეხ­მძი­მო­ბის დროს მო­მა­ტე­ბუ­ლი 18 კი­ლოგ­რა­მი და­მეკ­ლო.

ახლა კვლავ სა­სურ­ვე­ლი წონა - 47 კი­ლოგ­რა­მი ვარ და ვცდი­ლობ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო. პე­რი­ო­დუ­ლად ვი­კე­თებ მა­სა­ჟებს, სა­ხის პრო­ცე­დუ­რებს. ვფიქ­რობ, ჩემს ასაკ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ორ­მა­გად მივ­ხე­დო გა­რეგ­ნო­ბას და მეც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას წა­ი­კი­თხეთ ვრცლად OK!-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"

თაკო გაჩეჩილაძის შვილს სახელი პატრიარქმა შეურჩია - "გარეგნულად მამას ჰგავს... მშვიდია, ჯერ მისი ტირილიც არ გაგვიგია"

თაკო გაჩეჩილაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია - სულ ცოტა ხნის წინ მას და ბულგარელ მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორს ბორისლავ მილანოვს გოგონა შეეძინათ. გაბრიელა უკვე 6 თვისაა.

როგორია თაკო დედის ამპლუაში, როგორ დაიკლო ორსულობისას მომატებული კილოგრამები, როგორ უვლის თავს - ყოველივე ამას მომღერალთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ჟურნალმა OK!-მ ჩაწერა:

- თაკო, მეუღლეზე მოგვიყევით. მოსწონს საქართველო?

- ბობი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორია, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ძალიან მოსწონს, უყვარს ქართული სამზარეულო და როცა აქ ჩამოდის, მოგზაურობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უყვარს მცხეთაში, ასევე ყაზბეგში წასვლა.

- ამჟამად რით ხართ დაკავებული ვენაში?

- ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვით ვარ დაკავებული. საკმაოდ დიდი დრო მიაქვს შვილის გაზრდას. მეხმარება ქმარი, ძიძა, რომლის მადლიერიც ვარ; დედაც გვერდით მიდგას, მაგრამ საბოლოოდ, ამდენი დახმარების მიუხედავად, შვილისთვის დედის როლი და ზრუნვა შეუცვლელია.

- რა ჰქვია პატარას?

- გაბრიელა. სახელის დარქმევის ისტორიას მოგიყვებით: სანამ სქესს გავიგებდით, ბობიმ მითხრა, რომ ბიჭის სახელი მოფიქრებული ჰქონდა, გოგოს შემთხვევაში კი მთხოვა, მე შემერჩია სახელი. გაირკვა, რომ გოგონას ველოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვიფიქრე, რა დამერქმია მისთვის.

ახალდაქორწინებულები პატრიარქმა დაგვლოცა და სწორედ მას ვთხოვე, იქნებ დამეხმაროთ შვილისთვის სახელის არჩევაში-მეთქი. მიპასუხა, რომ დაიბადება, დამირეკე და მერე გეტყვიო. 20 იანვარს, როცა გაბრიელა გაჩნდა, დავრეკე უწმინდესთან. მალევე გადმომირეკეს და გადმომცეს მისი ნება, რომ ბავშვისთვის დაგვერქმია მთავარანგელოზ გაბრიელის სახელი, გოგოს შემთხვევაში - გაბრიელა. რასაკვირველია, დავუჯერე მას და სწორედ ასე დავარქვი.

- როგორი გოგონაა პატარა გაბრიელა?

- ძალიან მშვიდი და საყვარელი გოგოა. გარეგნულად მამას ჰგავს. წყნარი და კომფორტულად გასაზრდელი ბავშვია. ჯერ მისი ტირილიც კი არ გაგვიგია. დედაჩემისგან ვიცი, რომ მე ვიყავი ასეთი მშვიდი, ბუნჩულა ბავშვი და საბედნიეროდ, მე დამემსგავსა. ჩემი მეუღლეც ასეთივე მშვიდი და უპრეტენზიო ყოფილა ბავშვობაში.

- თაკო, ძალიან კარგად გამოიყურებით. როგორ უვლით თავს?

- მიყვარს და მსიამოვნებს თავის მოვლა. ვენაში ბავშვის გამო ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სატრენაჟორო დარბაზში დავიწყე სიარული, ასევე ვცურავ, ფიზიკურ აქტივობებს სწორი კვებაც ემატება. მას შემდეგ, რაც გაბრიელა ბუნებრივი კვების რეჟიმიდან ხელოვნურზე გადავიყვანე, დავიწყე დიეტა, რომ ფეხმძიმობის დროს მომატებული 18 კილოგრამი დამეკლო.

ახლა კვლავ სასურველი წონა - 47 კილოგრამი ვარ და ვცდილობ, შევინარჩუნო. პერიოდულად ვიკეთებ მასაჟებს, სახის პროცედურებს. ვფიქრობ, ჩემს ასაკში, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, მიზანშეწონილია ორმაგად მივხედო გარეგნობას და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაქცევ ყურადღებას წაიკითხეთ ვრცლად OK!-ზე

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ