პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე შვილიც ჰყავს, რომელიც ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს" - ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც სავარაუდოდ ახალშობილი მიატოვა
"მეორე შვილიც ჰყავს, რომელიც ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს" - ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც სავარაუდოდ ახალშობილი მიატოვა

ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვი­ლი მი­ა­ტო­ვა, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 35 წლის შ.ს.-ს კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა ნათ­ლი­ის ოჯახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, ბავ­შვი დე­დას და­უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა ეს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ეს ბავ­შვი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ი­მე­დო ოჯახ­ში ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს დახ­მა­რე­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მუ­შა­ობს ამ თე­მა­ზე. და­ნარ­ჩე­ნი, რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თე­მაა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, დე­ტა­ლებს ვერ გე­ტყვით. დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. მას რო­გორც კი ექ­ნე­ბა იმის უნა­რი, რომ ბავ­შვზე მზრუნ­ვე­ლო­ბა აი­ღოს, უპ­რობ­ლე­მოდ და­უბ­რუნ­დე­ბა, თუ შსს-ში საქ­მე სხვაგ­ვა­რად არ წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­გენ­ტო­ში.

ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ თემ­ქის N5 კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბით გუ­შინ გვი­ან ღა­მით შე­იყ­ვა­ნა. მას ახალ­შო­ბი­ლი თან არ ახ­ლდა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­შო­ბი­ა­რა, შემ­დეგ კი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რის გა­მოც სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და ის გუ­შინ სა­ღა­მოს შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. პა­ცი­ენტს უკვე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, ამ დრო­ის­თვის ჩვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია.

კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ოჯა­ხის წევ­რი ან ახ­ლო­ბე­ლი არც კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას ახ­ლდა და არც ამ დრომ­დე მი­სუ­ლა მას­თან ვინ­მე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 112-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ან უმალ­ვე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მეორე შვილიც ჰყავს, რომელიც ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს" - ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც სავარაუდოდ ახალშობილი მიატოვა

"მეორე შვილიც ჰყავს, რომელიც ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს" - ახალი დეტალები 35 წლის ქალზე, რომელმაც სავარაუდოდ ახალშობილი მიატოვა

ახალნამშობიარები ქალის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი მიატოვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 35 წლის შ.ს.-ს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა ნათლიის ოჯახში გადაიყვანეს.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, ბავშვი დედას დაუბრუნდება, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.

"ეს ბავშვი გადაყვანილია საიმედო ოჯახში ჩვენი სააგენტოს დახმარებით. სოციალური მუშაკი მუშაობს ამ თემაზე. დანარჩენი, რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეს შსს-ს თემაა. გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ვერ გეტყვით. დედა საავადმყოფოშია. მას როგორც კი ექნება იმის უნარი, რომ ბავშვზე მზრუნველობა აიღოს, უპრობლემოდ დაუბრუნდება, თუ შსს-ში საქმე სხვაგვარად არ წავიდა", - განაცხადეს სოციალური მომსახურების საგენტოში.

ახალნამშობიარები ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით გუშინ გვიან ღამით შეიყვანა. მას ახალშობილი თან არ ახლდა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი