პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ის წარმომადგენლის კომენტარი ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ
სუს-ის წარმომადგენლის კომენტარი ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

ერგნეთ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სუს-ის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ან­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კი­დევ ერთი ტექ­ნი­კუ­რი შეხ­ვედ­რა 13 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ან­თა­ძემ სა­გუ­შა­გო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი არ არის.

„გან­ხილ­ვის სა­გა­ნი მხო­ლოდ ერთი სა­კი­თხი იყო, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ასე­ვე ის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა გუ­შინ­დე­ლი დღი­დან. ჩვენ კი­დევ ერთხელ წარ­ვად­გი­ნეთ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია და გან­ვუ­მარ­ტეთ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ სტან­დარ­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო მო­წო­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ად­გილ­ზე სტა­ბი­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს და ხელი შე­უ­წყოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბას. ასე­ვე ხაზი გა­ვუს­ვით იმას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რაც უკა­ნო­ნოდ წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. კი­დევ ერთხელ პრინ­ცი­პუ­ლად მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის­გან ყვე­ლამ შე­ი­კა­ვოს თავი და ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი აღიკ­ვე­თოს. პო­ზი­ცი­ე­ბი კვლავ დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­თან­ხმე­ბა ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი. შევ­თან­ხმდით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ამის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ პა­რას­კევს კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

რო­გორც ან­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი სა­გუ­შა­გოს თე­მა­ზეც იყო და ამ სა­კი­თხზე მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცია კვლავ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

„შეხ­ვედ­რის შე­სა­ბა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნით და ავუხ­სე­ნით ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია და ასე­ვე ის გა­რან­ტი­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ გავ­ცეთ. გა­რან­ტი­ებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი სა­გუ­შა­გო არის სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გო, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სტან­დარ­ტუ­ლი სა­პო­ლი­ციო პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბით და შე­ი­ა­რა­ღე­ბით, გან­სხვა­ვე­ბით იმ სრუ­ლი­ად არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა, რა­საც ად­გი­ლი აქვს მდი­ნა­რე ლო­პა­ნის წყლის მო­პირ­და­პი­რე ნა­პირ­ზე. ასე­ვე, დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე და შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და ვი­თომ­დაც არ­სე­ბუ­ლი შიში არის ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩორ­ჩა­ნას­თან სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გოს­თან მი­მარ­თე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია.

„სა­გუ­შა­გო დგას და აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში. წნე­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე კი გა­მო­ხა­ტუ­ლია პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკა­ნო­ნოა, ყვე­ლა სა­მუ­შაო უნდა იქ­ნას შე­ჩე­რე­ბუ­ლი და შექ­მნი­ლი იყოს ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ თავი იგ­რძნოს მშვი­დად“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

სუს-ის წარმომადგენლის კომენტარი ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

სუს-ის წარმომადგენლის კომენტარი ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.

როგორც ანთაძემ საგუშაგოებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის.

„განხილვის საგანი მხოლოდ ერთი საკითხი იყო, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები და ასევე ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს“, - განაცხადა ანთაძემ.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

„შეხვედრის შესაბამის მონაწილეებს გავაცანით და ავუხსენით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ასევე ის გარანტიები, რაც შეიძლება ჩვენ გავცეთ. გარანტიებში იგულისხმება, რომ აღნიშნული სტანდარტული საგუშაგო არის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც დაკომპლექტებულია სტანდარტული საპოლიციო პირადი შემადგენლობით და შეიარაღებით, განსხვავებით იმ სრულიად არაპროპორციული მოქმედებებისა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ლოპანის წყლის მოპირდაპირე ნაპირზე. ასევე, დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ უსაფრთხოების გაჯანსაღება არანაირად არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვითომდაც არსებული შიში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?