კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს
ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს

გუ­შინ გვი­ან ღა­მით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ თემ­ქის N5 კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნა ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი, რო­მელ­საც ახალ­შო­ბი­ლი თან არ ახ­ლდა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­შო­ბი­ა­რა, შემ­დეგ კი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რის გა­მოც სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო და ის გუ­შინ სა­ღა­მოს შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. პა­ცი­ენტს უკვე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ა­ვად­მყო­ფოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია ჩვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ოჯა­ხის წევ­რი ან ახ­ლო­ბე­ლი არც კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას ახ­ლდა და არც ამ დრომ­დე მი­სუ­ლა მას­თან ვინ­მე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 112-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ან უმალ­ვე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ.

ავტორი:

ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს

ახალნამშობიარები ქალი თემქის საავადმყოფოში ჩვილის გარეშე მივიდა - პოლიცია ახალშობილს ეძებს

გუშინ გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოში გართულებებით შეიყვანა ახალნამშობიარები ქალი, რომელსაც ახალშობილი თან არ ახლდა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და ის გუშინ საღამოს შეიყვანეს კლინიკაში. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის უცნობია ჩვილის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გართულებები მოსალოდნელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტს ოჯახის წევრი ან ახლობელი არც კლინიკაში მიყვანისას ახლდა და არც ამ დრომდე მისულა მასთან ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

თვითმხილველის თქმით, ხაშურში მამაკაცმა 24 წლის ცოლი დედის თვალწინ დაჭრა

ხაშურის ცენტრში ქმარმა ცოლი დაჭრა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა