პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება
იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება

აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი მაკო გო­მუ­რის სა­ხელ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის საშ­ვის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"მა­კოს საშ­ვის შე­სა­ხებ: მოკ­ლედ, 4 დღეა სის­ტე­მამ გა­ჭე­დაო, ამ­ბო­ბენ და არ გვიშ­ვე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში. ბუ­ნებ­რი­ვია, გუ­ში­ნაც ვი­ცო­დით, რომ არ შეგ­ვიშ­ვებ­დნენ. საშ­ვე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ავი­ღეთ ყვე­ლას სა­ხელ­ზე #სირ­ცხვი­ლი­ას მოძ­რა­ო­ბი­დან, იმ იმე­დით, რომ ვი­ღაც შე­აღ­წევ­და. ფორ­მა­ლუ­რად, საშ­ვე­ბი აღე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნი არ ვართ პარ­ლა­მენ­ტთან. მა­გა­ლი­თად, მეც არ ვარ ახლა პარ­ლა­მენ­ტთან და ჩემ­ზე­ცაა საშ­ვი. მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა - ვინც არი­ან, იმათ არ უშ­ვე­ბენ.

გუ­შინ გვი­ან ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­კენ გა­ვი­გეთ, რომ მაკო მი­დი­ო­და ქა­ლა­ქი­დან, როცა საშ­ვე­ბის სი­ა­ში უკვე იყო. მაგ­რამ კი­თხვა გა­მოგ­ზავ­ნა, შე­დით და ჩემი სა­ხე­ლით და­უს­ვი­თო. ამას ვა­პი­რებ­დით თუ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და შეღ­წე­ვა, მაგ­რამ დიდი იმე­დი არ გვქონ­და. რო­გორც ვთქვი, მე­ო­თხე დღეა "სის­ტე­მამ გა­ჭე­და", კვი­რის და­სა­წყის­ში და­ი­წყო ეს ჭი­და­ო­ბა. თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნი ალ­ბა­თო­ბა იყო, რომ კა­ნო­ნი­ე­რად მო­იქ­ცე­ოდ­ნენ და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვაღ­წევ­დით და არც გვი­თხო­ვია, მა­კოს­თვის დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ტყუ­ი­ლად მდგა­რი­ყო გა­რეთ.

ცუ­დია, რომ ამ­გვა­რი მის­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იქ­მნა, რაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ას ასე­თი სპი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ჩვე­ნი შეც­დო­მაა, ტვი­ნი უნდა დაგ­ვე­ტა­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს ტვი­ნე­ბიც 79 დღე ქუ­ჩა­ში დგო­მის შემ­დეგ, აქ­ცი­ის მერე, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ისე კარ­გად აღარ მუ­შა­ობს. აღარ და­ვი­წყეთ შუ­ა­ღა­მი­სას სი­ი­დან ამო­ღე­ბა­ზე ჩა­ლი­ჩი. აღ­მოჩ­ნდა, ამ ამ­ბავ­მა სირ­ცხვი­ლი­ას დის­კრე­დი­ტა­ცია გა­მო­იწ­ვია, რად­გან ამ დროს მაკო თბი­ლის­ში აღარ იყო. კარ­გი გაკ­ვე­თი­ლია. აწი მეტ ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ვი­ჩენთ. თუმ­ცა კი­თხვებს, რო­მელ­თა დას­მაც გვინ­დო­და, მა­ინც შე­ვი­ტანთ პარ­ლა­მენ­ტში. დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს – შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ თვი­თონ გა­აჟ­ღე­რებ­დნენ #სირ­ცხვი­ლი­ას კი­თხვებს".

შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის მოს­მე­ნა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ის ფორ­მატ­ში მა­შინ ჩა­ი­შა­ლა, რო­დე­საც კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა იწყე­ბო­და. სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა დამ­სწრე­ებს სხდო­მის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და, ვი­ნა­ი­დან მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და 20 ივ­ნისს და­შა­ვე­ბულ მაკო გო­მურს პარ­ლა­მენ­ტში არ უშ­ვებ­დნენ. მო­წო­დე­ბა ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მაკო გო­მურ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "არ ვარ ტიფ­ლის­ში არა, გზატ­კე­ცილ­ზე ვარ და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას თუ და­მა­წევთ გზა­ში, კი ბა­ტო­ნო, შე­ვალ. ისე, ხუთი წუ­თით ადრე რომ ვი­გებ, რომ საშ­ვი ყო­ფი­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი, კარ­გი მიდ­გო­მაა". თუმ­ცა ცოტა ხნის შემ­დეგ მაკო გო­მურ­მა პოს­ტი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" წა­შა­ლა.

Teo
3

უდავოდ ცოდოა ეს პატარა გოგო, უძნელიესი იქნება მთელი ცხოვრება ცალი თვალით უყურო სამყაროს.... მაგრამ გაფრთხილებდნენ ყველას!!!! ამოვიდა ყელში ეს დიღმელაშვილი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება

იყო თუ არა დაშვებული პარლამენტის საშვი მაკო გომურზე - დიღმელაშვილის განმარტება

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი მაკო გომურის სახელზე დაშვებული პარლამენტის საშვის შესახებ განმარტებას აკეთებს:

"მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი გამართლდა - ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა "სისტემამ გაჭედა", კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს".

შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში მაშინ ჩაიშალა, როდესაც კითხვებზე პასუხის გაცემა იწყებოდა. სალომე სამადაშვილმა დამსწრეებს სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ. მოწოდება ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დააკმაყოფილა. მოგვიანებით მაკო გომურმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: "არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა". თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მაკო გომურმა პოსტი "ფეისბუქიდან" წაშალა.

"3 კვირაა პროთეზი გამიტყდა, თვალი მტკივა... ჰაერში ვართ გამოკიდებულები" - რას წერს მაკო გომური "ფეისბუქზე"

"გაბრიელზე მიყენებული ტანჯვა და ტკივილი იქნება მაგალითი, რომ თუ დააშავებ დაისჯები!" - რას წერს აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭის დედა

"რუსული ვაქცინა სუპერხარისხიანიც რომ იყოს, არ ვაპირებ რუსულად ავიცრა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე და რატომ აღარ ყიდულობს რუსულ პროდუქციას