პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კიდევ ორი პირი, რომელთაც ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი წაუყენეს
ვინ არის კიდევ ორი პირი, რომელთაც ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი წაუყენეს

ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად პრო­კურ­ტუ­რამ ბრა­ლი კი­დევ ორ პირს - "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ას და "ინ­ტერ­მე­დია პლუ­სის" დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ტა­ნი­ლია ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ - მას ბრა­ლი ედე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, აგ­რეთ­ვე კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

"ასე­ვე, მი­ღე­ბუ­ლია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის მი­მართ. კერ­ძოდ, გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის - კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ას ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ - მას ბრა­ლი ედე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ასე­ვე, გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ინ­ტერ­მე­დია პლი­უ­სის დი­რექ­ტო­რის - ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ - მას ბრა­ლი ედე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

ვინ არის კიდევ ორი პირი, რომელთაც ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი წაუყენეს

ვინ არის კიდევ ორი პირი, რომელთაც ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურტურამ ბრალი კიდევ ორ პირს - "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ - მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

"ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის - კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ - მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ასევე, გამოტანილია დადგენილება ინტერმედია პლიუსის დირექტორის - ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ - მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს