პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის თანამედროვე მეთოდი, რომელმაც წარმატება მოუტანა Google-ს, Netflix-სა და Spotify-ს - ეჯაილის კურსი BTU-ში
მართვის თანამედროვე მეთოდი, რომელმაც წარმატება მოუტანა Google-ს, Netflix-სა და Spotify-ს - ეჯაილის კურსი BTU-ში

სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა კი უკა­ნას­კნელ წლებ­ში მენ­ჯმენ­ტის სრუ­ლი­ად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეჯა­ი­ლი და­ნერ­გეს. ეს არის ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­აქვს დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბა და და­დე­ბი­თი ეფექ­ტი რო­გორც კომ­პა­ნი­ის­თვის, ასე­ვე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის. ის ხელს უწყობს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდას.

სწრა­ფად ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ში, სა­დაც პრო­ექ­ტის შე­დე­გის ყვე­ლა მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წი­ნას­წარ არ არის ცნო­ბი­ლი, ხოლო პირ­ვე­ლა­დი ხედ­ვა და სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი ხში­რად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი ეფექ­ტუ­რად იყე­ნე­ბენ პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის ამ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მას, ეჯა­ილს. ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან: Google, Netflix, Spotify, ING Bank. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია TBC Bank აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მას­შტა­ბით და­ნერ­გა.

ეჯა­ი­ლი გუ­ლის­ხმობს კომ­პა­ნი­ის სტრუქ­ტუ­რის სრულ ცვლი­ლე­ბას. დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და­ყო­ფის ნაც­ვლად, ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გუნ­დე­ბის ფორ­მი­რე­ბა. გუნ­დე­ბი კი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბით. ეჯა­ი­ლის თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სუ­ნა­რი­ა­ნია, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამა თუ იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ზე და ამის­თვის აქვს ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია. ეს არის იერ­არ­ქი­უ­ლი­დან ნაკ­ლე­ბი­ერ­არ­ქი­ულ სის­ტე­მა­ში გა­დას­ვლა.

ეჯა­ი­ლის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­და­წყვი­ტა, სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლუ­რი შან­სი მის­ცეს და მათ სთა­ვა­ზობს ტრე­ნინგს ეჯა­ი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სტუ­დენ­ტე­ბი ტრე­ნინგ კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მარ­ტო შე­ის­წავ­ლი­ან ეჯა­ი­ლის მთა­ვარ კონ­ცეფ­ცი­ას, არა­მედ გა­იმ­ყა­რე­ბენ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი­სა და სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნით და გა­ი­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას პრაქ­ტი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ.

ტრე­ნი­ნი­გი აგე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თოდ­ზე, სა­დაც სტუ­დენ­ტებს მხი­ა­რულ გა­რე­მო­ში სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ მარ­ტი­ვად აით­ვი­სონ კომ­პლექ­სუ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი.

სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ კონ­სულ­ტა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის.

ტრე­ნინ­გი გან­კუთ­ვნი­ლია თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბა­კა­ლავ­რის მე-2 და მე-3 კურ­სის და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

მართვის თანამედროვე მეთოდი, რომელმაც წარმატება მოუტანა Google-ს, Netflix-სა და Spotify-ს - ეჯაილის კურსი BTU-ში

მართვის თანამედროვე მეთოდი, რომელმაც წარმატება მოუტანა Google-ს, Netflix-სა და Spotify-ს - ეჯაილის კურსი BTU-ში

სწორი მენეჯმენტი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მსოფლიოს წამყვანმა ორგანიზაციებმა კი უკანასკნელ წლებში მენჯმენტის სრულიად ახალი მიმართულება ეჯაილი დანერგეს. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი, თანამედროვე მიდგომა, რომელსაც, როგორც ამბობენ, მოაქვს დიდი კმაყოფილება და დადებითი ეფექტი როგორც კომპანიისთვის, ასევე, თანამშრომლებისთვის. ის ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდას.

სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც პროექტის შედეგის ყველა მახასიათებელი წინასწარ არ არის ცნობილი, ხოლო პირველადი ხედვა და საბოლოო პროდუქტი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ეფექტურად იყენებენ პროექტების მართვის ამ თანამედროვე მიდგომას, ეჯაილს. ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნებიან: Google, Netflix, Spotify, ING Bank. საქართველოში კი ამ მიმართულებით პირველი კომპანია TBC Bank აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული მეთოდოლოგია ორგანიზაციის მასშტაბით დანერგა.

ეჯაილი გულისხმობს კომპანიის სტრუქტურის სრულ ცვლილებას. დეპარტამენტების ფუნქციონალური დაყოფის ნაცვლად, ხდება კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანებული გუნდების ფორმირება. გუნდები კი დაკომპლექტებულია განსხვავებული კომპეტენციის მქონე ადამიანებით. ეჯაილის თითოეული მონაწილე გადაწყვეტილებისუნარიანია, პასუხისმგებელია ამა თუ იმ მიზნის მიღწევაზე და ამისთვის აქვს შინაგანი მოტივაცია. ეს არის იერარქიულიდან ნაკლებიერარქიულ სისტემაში გადასვლა.

ეჯაილის აქტუალობიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, სტუდენტებს უნიკალური შანსი მისცეს და მათ სთავაზობს ტრენინგს ეჯაილის მიმართულებით. სტუდენტები ტრენინგ კურსის განმავლობაში არა მარტო შეისწავლიან ეჯაილის მთავარ კონცეფციას, არამედ გაიმყარებენ თეორიულ ცოდნას რეალური მაგალითებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნით და გაიზიარებენ გამოცდილებას პრაქტიკაში აღნიშნული მეთოდოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ტრენინიგი აგებულია თანამედროვე, ინტერაქტიული სწავლების მეთოდზე, სადაც სტუდენტებს მხიარულ გარემოში საშუალება ექნებათ, რომ მარტივად აითვისონ კომპლექსური კონცეფციები.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ კონსულტაცია საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია თემით დაინტერესებული ბაკალავრის მე-2 და მე-3 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.