პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის
"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის

ნუ მებ­ლა­ტა­ვე­ბით და მო­მის­მი­ნეთ, - ასე მი­მარ­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის ოთხი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა დე­პუ­ტატ ლე­ვან კო­ბე­რი­ძე­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს შო­რის მა­შინ მოხ­და, როცა დე­პუ­ტა­ტი მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვას უს­ვამ­და. ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და, მის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის­თვის მო­ეს­მი­ნა.

"მე მგო­ნი, იმის­თვის მო­დი­ხართ, რომ მოგ­ვის­მი­ნოთ. სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვის დრო­საც ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბით. მე როცა გის­ვამთ კი­თხვას, მე უნდა მის­მი­ნოთ",- მი­მარ­თა კო­ბე­რი­ძემ მა­ჭა­ვა­რი­ანს.

თა­ვის მხრივ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა დე­პუ­ტატს მო­უ­წო­და, კო­რექ­ტუ­ლად მოქ­ცე­უ­ლი­ყო და პა­სუ­ხებს და­ლო­დე­ბო­და.

"შე­გიძ­ლი­ათ და­ე­ლო­დოთ როცა პა­სუ­ხის დრო იქ­ნე­ბა და გაგ­ცემთ პა­სუხს. საით გა­ვი­ხე­დავ ახლა თქვე­ნი შე­კი­თხვის დროს, ეს თქვე­ნი საქ­მე არ არის.

მი­ი­ღებთ ამომ­წუ­რავ პა­სუხს. რა სა­ხით და რო­გორ, თქვე­ნი საქ­მე არ არის", - მი­მარ­თა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა კო­ბე­რი­ძეს, რა­ზეც დე­პუ­ტა­ტის პა­სუ­ხი იყო: "ნუ მებ­ლა­ტა­ვე­ბით და მო­მის­მი­ნეთ".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბი დე­პუ­ტა­ტებს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას წა­რუდ­გე­ნენ.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის

"ნუ მებლატავებით და მომისმინეთ" - შელაპარაკება პარლამენტში ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრს შორის

ნუ მებლატავებით და მომისმინეთ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატ ლევან კობერიძესა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს შორის მაშინ მოხდა, როცა დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს ტელევიზიების ვალებთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა. ლევან კობერიძემ ივანე მაჭავარიანს რამდენჯერმე მოუწოდა, მის მიერ დასმული კითხვისთვის მოესმინა.

"მე მგონი, იმისთვის მოდიხართ, რომ მოგვისმინოთ. სხვა დეპუტატების კითხვის დროსაც ერთმანეთს ესაუბრებით. მე როცა გისვამთ კითხვას, მე უნდა მისმინოთ",- მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატს მოუწოდა, კორექტულად მოქცეულიყო და პასუხებს დალოდებოდა.

"შეგიძლიათ დაელოდოთ როცა პასუხის დრო იქნება და გაგცემთ პასუხს. საით გავიხედავ ახლა თქვენი შეკითხვის დროს, ეს თქვენი საქმე არ არის.

მიიღებთ ამომწურავ პასუხს. რა სახით და როგორ, თქვენი საქმე არ არის", - მიმართა მაჭავარიანმა კობერიძეს, რაზეც დეპუტატის პასუხი იყო: "ნუ მებლატავებით და მომისმინეთ".

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენენ.

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს