საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა
"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა

თემ­ქა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი 62 წლის სიმა მირ­ზო­ე­ვას ნა­თე­სა­ვე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ნაც­ნობ­მა ჩა­ი­დი­ნა.

"დი­ლით 10 სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი არ აიღო. ამის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი და მისი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. რო­გორც ვიცი, სახ­ლში მარ­ტო იყო. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც დი­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში იყო წა­სუ­ლი - მაკ­ლე­რად მუ­შა­ობს. რო­დე­საც მე ვუ­რე­კავ­დი და არ მი­პა­სუ­ხა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ბა­ვიც მა­შინ მოხ­და. სახ­ლის კარი გა­რე­დან გა­სა­ღე­ბის გა­რე­შეც იკე­ტე­ბა. ალ­ბათ, ნაც­ნობ­მა გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ირ­კვე­ვა, რომ კარი სიმა მირ­ზო­ე­ვამ ღა­მის პე­რან­გში ჩაც­მულ­მა გა­ა­ღო. ის უც­ნობს კარს არ გა­უ­ღებ­და", - გა­ნა­ცხა­და სიმა მირ­ზო­ე­ვას ბი­ძაშ­ვილ­მა ზა­ი­რა მირ­ზო­ე­ვამ.

ამას­თან, ნა­თე­სა­ვე­ბი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ზა­ი­რა მირ­ზო­ე­ვამ გა­ნუ­ცხა­და, სახ­ლი­დან მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ოქ­რო­უ­ლო­ბაა წა­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­მა ბან­კი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ი­ტა­ნა.

ზა­ი­რა მირ­ზო­ე­ვას თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ ცხე­დარს თა­ვის არე­ში ბას­რი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სკა­მის ჩარ­ტყმით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

თემ­ქა­ზე, 11-ე მიკ­რო რა­ი­ო­ნის 39 კორ­პუ­სის მე- 6 სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი ქალი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით,დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 11:30 სა­ათ­ზე, ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან კვამ­ლი გა­მო­დი­ო­და, რის გა­მოც გა­მო­ი­ძა­ხეს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს და­უ­რე­კეს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ბი­ნა­ში შე­სულ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს და პო­ლი­ცი­ას ხან­ძა­რი დახ­ვდათ. ქალი კი თა­ვის არე­ში ბას­რი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად იყო გარ­დაც­ვლი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი სიმა მირ­ზო­ე­ვას მე­უღ­ლე პო­ლი­ცი­ამ გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. ცხე­და­რი კი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

VIDEO: შიდა კად­რე­ბი თემ­ქა­ზე, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან

00:00 / 00:00
ავტორი:

"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა

"კარი ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო..." - თემქაზე მოკლული ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა

თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა.

"დილით 10 საათზე დავურეკე და ტელეფონი არ აიღო. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი იყო გასული და მისი მკვლელობის ამბავი გავიგე. როგორც ვიცი, სახლში მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული - მაკლერად მუშაობს. როდესაც მე ვურეკავდი და არ მიპასუხა, სავარაუდოდ, ამბავიც მაშინ მოხდა. სახლის კარი გარედან გასაღების გარეშეც იკეტება. ალბათ, ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან ირკვევა, რომ კარი სიმა მირზოევამ ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო. ის უცნობს კარს არ გაუღებდა", - განაცხადა სიმა მირზოევას ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ.

ამასთან, ნათესავები მკვლელობის მოტივად შურისძიებას გამორიცხავენ. როგორც ჟურნალისტებს ზაირა მირზოევამ განუცხადა, სახლიდან მკვლელობის შემდეგ ოქროულობაა წაღებული, რომელიც ოჯახმა ბანკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.

ზაირა მირზოევას თქმით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ამბობს, რომ ცხედარს თავის არეში ბასრი ჭრილობა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ, ის სკამის ჩარტყმით არის მიყენებული.

თემქაზე, 11-ე მიკრო რაიონის 39 კორპუსის მე- 6 სართულზე მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით,დღეს დაახლოებით 11:30 საათზე, ქალის საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა, რის გამოც გამოიძახეს სამაშველო სამსახური, პარალელურად კი გარდაცვლილის მეუღლეს დაურეკეს, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა. მეზობლებისა და ნათესავების თქმით, ბინაში შესულ სამაშველო სამსახურს და პოლიციას ხანძარი დახვდათ. ქალი კი თავის არეში ბასრი ჭრილობის შედეგად იყო გარდაცვლილი.

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

VIDEO: შიდა კადრები თემქაზე, მკვლელობის ადგილიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს