სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა
ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის წევ­რი სტარ­ტა­პი „საპო“ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პრო­ექ­ტი­სა და კონ­კურ­სის „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. კონ­კურ­სში 7 ქვეყ­ნის 90 ინ­სტი­ტუ­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის წევ­რე­ბი ნა­ი­ლი ვა­ხა­ნია და თენ­გიზ კავ­კა­სი­ძე არი­ან.

სტარ­ტა­პი „საპო“ ამ­ზა­დებს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ინ­გრენ­დი­ენ­ტე­ბის­გან ხელ­ნა­კეთ სა­პონს, რო­მელ­საც აქვს ცხო­ვე­ლე­ბის ფორ­მა. იდეა მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: დამ­ზა­დე­ბუ­ლი საპ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შვებს შე­უყ­ვარ­დეთ ხე­ლის და­ბა­ნა. ყვე­ლა სა­პონს რო­მელ­საც აქვს ცხო­ვე­ლის ფორ­მა, მოყ­ვე­ბა სა­კუ­თა­რი ზღა­პა­რი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ამ პერ­სო­ნა­ჟის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა თავ­გა­და­სა­ვალს აკ­ლია ბოლო გვერ­დი, რო­მე­ლიც გრაგ­ნი­ლის სა­ხით არის დახ­ვე­უ­ლი და და­მა­ლუ­ლია სა­პონ­ში. ზღაპ­რის ბო­ლოს ბავ­შვებს შეხ­ვდე­ბათ წარ­წე­რა რომ თუ გსურთ ამ­ბის და­სას­რუ­ლის გა­გე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად უნდა და­ი­ბა­ნოთ ხელი და ამ­ბის და­სას­რულს სა­პონ­ში იპო­ვით.

რო­გორც ნა­ი­ლი ვა­ხა­ნია გან­მარ­ტავს, მათ­თვის ეს კონ­კურ­სი უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო და სა­მო­მავ­ლოდ სტარ­ტა­პის მარ­თვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას უკე­თე­სად შეძ­ლე­ბენ.

„პრო­ექ­ტი „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა გვეს­წავ­ლა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­პოვ­ნოთ გზე­ბი, რომ სწო­რედ მი­ვა­წო­დოთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი მომ­ხმა­რე­ბელს, რო­გორ შევ­ძლოთ შეც­დო­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და ამ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. ვის­წავ­ლეთ, რო­გორ გა­დავ­ლა­ხოთ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში. ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ჩვენ­თვის ის მო­მე­ტი, რო­დე­საც მენ­ტო­რებ­მა მოგ­ვცეს და­ვა­ლე­ბა, მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა შე­კი­თხვე­ბი და გავ­სუ­ლი­ყა­ვით ქუ­ჩა­ში, უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან გვე­სა­უბ­რა და მათი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ შეგ­ვე­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს იდე­ებ­ში. რაც მთა­ვა­რია, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ რომ და­მარ­ცხე­ბაც და გა­მარ­ჯვე­ბაც არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც ვდგამთ და რა­ზეც ვსწავ­ლობთ თუ რო­გორ განვვი­თარ­დეთ,“ - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­გე­ბუ­ლი თან­ხით შე­ი­ძე­ნენ და­ნად­გა­რებს, რი­თიც შევ­ძლე­ბენ პრო­დუქ­ცია უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დონ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ვიდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მას „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“, ის 7 ქვე­ყა­ნა­ში: სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში ტარ­დე­ბა. „საპო“, რო­მე­ლიც ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, არტ ინ­კუ­ბა­ტო­რის ერთ-ერთი სტარ­ტა­პია. თა­ვად არტ ინ­კუ­ბა­ტო­რი თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­ულ ცენ­ტრში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის 20 სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი Henley Center for Entrepreneurship-ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია.

თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს კრე­ა­ტი­ულ ინ­დუსტრი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს, შექ­მნან სტარ­ტა­პე­ბი, მო­ი­ძი­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ბიზ­ნეს ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­მარ­თულ ვორკშო­პებ­ში, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში და მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.

სტარ­ტა­პებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტარ­ტა­პე­ბის შექ­მნა­სა და ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე გას­ვლა­ში ხელ­შე­წყო­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„პრო­ექ­ტი „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მის ფარ­გლებ­ში და­ფუძნ­და თბი­ლი­სის კრე­ა­ტი­უ­ლი ცენ­ტრიც და სწო­რედ ამ ცენ­ტრის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ქმნის სტარ­ტაპს და მათი საქ­მი­ა­ნო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად ფას­დე­ბა არა მხო­ლოდ აქ, არა­მედ სა­ზღვრებს გა­რე­თაც. ჩვენ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით „სა­პოს“ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გას­ვლა­ში,“ - აცხა­დებს ნინო ენუ­ქი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პრო­ექ­ტში „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ სა­ერ­თო ჯამ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 300-ზე მეტ­მა პრო­ექ­ტმა მი­ი­ღო, რო­მელ­თა­გან 53 სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა

ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპი „საპო“ ბრიტანეთის საბჭოს პროექტისა და კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 7 ქვეყნის 90 ინსტიტუცია მონაწილეობდა. გამარჯვებული პროექტის ავტორები არტ ინკუბატორის წევრები ნაილი ვახანია და თენგიზ კავკასიძე არიან.

სტარტაპი „საპო“ ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.

როგორც ნაილი ვახანია განმარტავს, მათთვის ეს კონკურსი უდიდესი გამოცდილება იყო და სამომავლოდ სტარტაპის მართვასა და განვითარებას უკეთესად შეძლებენ.

„პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ძალიან დაგვეხმარა გვესწავლა, თუ როგორ შეიძლება ვიპოვნოთ გზები, რომ სწორედ მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს, როგორ შევძლოთ შეცდომების გაანალიზება და ამ შეცდომების გამოსწორებით მოტივაციის ამაღლება. ვისწავლეთ, როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები ძალიან მცირე დროში. ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის ის მომეტი, როდესაც მენტორებმა მოგვცეს დავალება, მოგვეფიქრებინა შეკითხვები და გავსულიყავით ქუჩაში, უცხო ადამიანებთან გვესაუბრა და მათი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ შეგვეტანა ცვლილებები ჩვენს იდეებში. რაც მთავარია, გავაანალიზეთ რომ დამარცხებაც და გამარჯვებაც არის მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ და რაზეც ვსწავლობთ თუ როგორ განვვითარდეთ,“ - განმარტავს სტარტაპერი.

მისივე განმარტებით, მოგებული თანხით შეიძენენ დანადგარებს, რითიც შევძლებენ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახადონ და საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.

რაც შეეხება პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“, ის 7 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტარდება. „საპო“, რომელიც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საერთაშორისო გამარჯვებული გახდა, არტ ინკუბატორის ერთ-ერთი სტარტაპია. თავად არტ ინკუბატორი თბილისის კრეატიულ ცენტრში ფუნქციონირებს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship-ის ერთობლივი პროექტია.

თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

სტარტაპებს განვითარებასა და კომერციალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. როგორც უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება და სტუდენტებისთვის სტარტაპების შექმნასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ხელშეწყობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. მის ფარგლებში დაფუძნდა თბილისის კრეატიული ცენტრიც და სწორედ ამ ცენტრის ბენეფიციარია ჩვენი გამარჯვებულიც. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდა ქმნის სტარტაპს და მათი საქმიანობა პოზიტიურად ფასდება არა მხოლოდ აქ, არამედ საზღვრებს გარეთაც. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დავეხმარებით „საპოს“ განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტში „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ საერთო ჯამში მონაწილეობა 300-ზე მეტმა პროექტმა მიიღო, რომელთაგან 53 საქართველოდან იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი