Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს
ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს

2007 წლი­დან მი­ნი­ა­ტუ­რულ ნივ­თებს აგ­რო­ვებს. ჭი­ქე­ბით და­ი­წყო და მი­ნი­ა­ტუ­რულ ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზეც მალე გა­და­ვი­და, თუმ­ცა ერთი-ორი პა­ტა­რა „ნუ­თე­ლას“ ქი­ლაც აქვს... „კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ კო­ლექ­ცი­ას ვაგ­რო­ვებ, ჭი­ქე­ბი ისე­თი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­აქვთ, სა­დაც ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა, ვერც მოვ­ხვდეთ... მე ეს­პა­ნე­თი­დან და­ვი­წყე, პირ­ვე­ლი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ჭი­ქე­ბი მად­რიდ­ში შე­ვი­ძი­ნე,“ - გვე­უბ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე, რო­გორც სა­კუ­თა­რი „ფე­ის­ბუქგ­ვე­დი­დან“ გვაც­ნო­ბა, მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ჭი­ქე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლი­ა­ნი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ბოთ­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია.

გი­ორ­გი ამ ნივ­თე­ბით ამა­ყობს, მას­ში 226 მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ბოთ­ლია და 131 პა­ტა­რა ჭიქა. ეს კრე­ბუ­ლი კი 33 ქვეყ­ნის 52 ქა­ლა­ქი­და­ნაა. „მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ბრენ­დი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი მაქვს, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, კო­ნი­ა­კი, ჭაჭა, არა­ყი, შამ­პა­ნუ­რი. უმ­რავ­ლე­სო­ბა უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სა­საა შე­ძე­ნი­ლი, ისიც მა­შინ, თუ წა­ვა­წყდი რა­ი­მე უცხო­სა და უც­ნა­ურს. ასე მარ­ტი­ვა­დაც არ არის - ყველ­გან არ იყი­დე­ბა.

მოკ­ლედ, 226 სას­მე­ლი­დან 2 ერ­თნა­ი­რი არ მე­ორ­დე­ბა, სულ თითო-თი­თოა. რა­ო­დე­ნო­ბას არ მივ­ყვე­ბი, მთავ­რია, იყოს ერთი და უნი­კა­ლუ­რი - ამ პრინ­ცი­პით ვაგ­რო­ვებ“, - გვიხ­სნის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი.

სა­ნამ მი­ნი­ა­ტუ­რულ ჭი­ქე­ბის შეგ­რო­ვე­ბას და­ი­წყებ­და, მა­ნამ­დე უცხო­ე­თი­დან სა­მახ­სოვ­როდ მა­ცი­ვარ­ზე მი­საკ­რა­ვი მაგ­ნი­ტე­ბი, თეფ­შე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და. მერე რა­ტომ­ღაც მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ჭი­ქე­ბის შეგ­რო­ვე­ბამ გა­ი­ტა­ცა. „მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ეს პა­ტა­რა ბოთ­ლე­ბი. თან, უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ ალ­კოჰოლ­თან ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. მინი ბოთ­ლე­ბი დიდ ბოთ­ლებს იმი­ტომ ჯო­ბია, რომ არ გახ­სნი, აზრი არ აქვს. დი­დე­ბი კი შე­იძ­ლე­ბა, ვერ მო­მეთ­მი­ნა და გა­მეხ­სნა. თან, კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას ვაგ­რძე­ლებ და გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი, რო­მელ­საც კო­ლექ­ცია შუ­შის ვიტ­რა­ჟებ­ში აქვს გან­ლა­გე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის მის თუნ­დაც გა­საწ­მენ­დად გად­მო­ლა­გე­ბას დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი თურ­მე არც ისე მალე სრულ­დე­ბა, დიდ დროს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ გი­ორ­გის ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

„თა­ვი­დან ამ ყვე­ლა­ფერს სა­მოყ­ვა­რუ­ლო ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ასე სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვუდ­გე­ბო­დი და გან­ვი­ხი­ლავ­დი, არ მე­გო­ნა, 100 ცალს თუ ავ­ცდე­ბო­დი, მაგ­რამ კო­ლექ­ცია თან­და­თან გამ­რავ­ლდა. ამის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ სტუმ­რებ­საც, ვინც ნა­ხუ­ლობ­და, მოს­წონ­და, აღ­ფრთო­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც გი­თხა­რით, თან­და­თან სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი.

ხომ ვამ­ბობ, რა­ო­დე­ნო­ბა არ არის მთა­ვა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი ბოთ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამას­თან, რო­დე­საც ის შენ­თვის სხვას უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­აქვს, ეს იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი გან­მა­წყობს, რად­გა­ნაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი რამ ჩა­მო­აქვს. რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, ძვი­რი არ ღირს, მაგ­რამ უკვე კო­ლექ­ცი­ად შეგ­რო­ვე­ბულს ჩემ­თვის სხვა ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს და მო­რა­ლუ­რი ფასი აქვს".

ავტორი:

ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს

ასობით მინიატურული ბოთლი 33 ქვეყნიდან - გიორგი კეპულაძეს სახლში მსოფლიოს ყველა ცნობილი ბრენდის სასმელი აქვს

2007 წლიდან მინიატურულ ნივთებს აგროვებს. ჭიქებით დაიწყო და მინიატურულ ბოთლებში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელების შეგროვებაზეც მალე გადავიდა, თუმცა ერთი-ორი პატარა „ნუთელას“ ქილაც აქვს... „კოლექციის შეგროვებაში ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები მეხმარებიან. ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ კოლექციას ვაგროვებ, ჭიქები ისეთი ქვეყნიდან ჩამოაქვთ, სადაც ყველა შეიძლება, ვერც მოვხვდეთ... მე ესპანეთიდან დავიწყე, პირველი მინიატურული ჭიქები მადრიდში შევიძინე,“ - გვეუბნება საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე, რომელიც თურმე, როგორც საკუთარი „ფეისბუქგვედიდან“ გვაცნობა, მინიატურული ჭიქებისა და ალკოჰოლიანი მინიატურული ბოთლების კოლექციონერია.

გიორგი ამ ნივთებით ამაყობს, მასში 226 მინიატურული ბოთლია და 131 პატარა ჭიქა. ეს კრებული კი 33 ქვეყნის 52 ქალაქიდანაა. „მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი ბრენდისა და გავრცელებული ალკოჰოლური სასმელი მაქვს, მათ შორის, ქართული ღვინო, კონიაკი, ჭაჭა, არაყი, შამპანური. უმრავლესობა უცხოეთში ყოფნისასაა შეძენილი, ისიც მაშინ, თუ წავაწყდი რაიმე უცხოსა და უცნაურს. ასე მარტივადაც არ არის - ყველგან არ იყიდება.

მოკლედ, 226 სასმელიდან 2 ერთნაირი არ მეორდება, სულ თითო-თითოა. რაოდენობას არ მივყვები, მთავრია, იყოს ერთი და უნიკალური - ამ პრინციპით ვაგროვებ“, - გვიხსნის კოლექციონერი.

სანამ მინიატურულ ჭიქების შეგროვებას დაიწყებდა, მანამდე უცხოეთიდან სამახსოვროდ მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები, თეფშები ჩამოჰქონდა. მერე რატომღაც მინიატურული ჭიქების შეგროვებამ გაიტაცა. „მოულოდნელად ვიზუალურად ძალიან მომეწონა ეს პატარა ბოთლები. თან, უნდა გამოვტყდე, რომ ალკოჰოლთან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს. მინი ბოთლები დიდ ბოთლებს იმიტომ ჯობია, რომ არ გახსნი, აზრი არ აქვს. დიდები კი შეიძლება, ვერ მომეთმინა და გამეხსნა. თან, კოლექციის შეგროვებას ვაგრძელებ და გაჩერებას არ ვაპირებ,“ - აღნიშნავს გიორგი, რომელსაც კოლექცია შუშის ვიტრაჟებში აქვს განლაგებული და ყოველთვის მის თუნდაც გასაწმენდად გადმოლაგებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. ეს პროცესი თურმე არც ისე მალე სრულდება, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ გიორგის ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებს.

„თავიდან ამ ყველაფერს სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა. ასე სერიოზულად არ ვუდგებოდი და განვიხილავდი, არ მეგონა, 100 ცალს თუ ავცდებოდი, მაგრამ კოლექცია თანდათან გამრავლდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სტუმრებსაც, ვინც ნახულობდა, მოსწონდა, აღფრთოვებულები იყვნენ. როგორც გითხარით, თანდათან სერიოზულად მივუდექი.

ხომ ვამბობ, რაოდენობა არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია, თითოეული ბოთლი მოგზაურობას უკავშირდებოდეს. ამასთან, როდესაც ის შენთვის სხვას უცხოეთიდან ჩამოაქვს, ეს იმ ადამიანის მიმართ განსაკუთრებული სითბოთი განმაწყობს, რადგანაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამ ჩამოაქვს. რომელიც, რა თქმა უნდა, ძვირი არ ღირს, მაგრამ უკვე კოლექციად შეგროვებულს ჩემთვის სხვა ემოციური დატვირთვა აქვს და მორალური ფასი აქვს".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ