ავტორი:

ავსტრალიური გამოცემა მამუკა გორგოძეზე: ქართველები განსაკუთრებული ჯიშის ხალხია - ალმაცერად შეხედავთ და მზად არიან საომრად!

ავსტრალიური გამოცემა მამუკა გორგოძეზე: ქართველები განსაკუთრებული ჯიშის ხალხია - ალმაცერად შეხედავთ და მზად არიან საომრად!

საქართველოს ნაკრებში ლეგენდარული მორაგბის მამუკა გორგოძის დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მსოფლიოს სხვადასხვა სპორტული გამოცემა ამ ფაქტთან დაკავშირებით პუბლიკაციას აქვეყნებს.

ცხადია, არავის ჩამორჩა ფრანგული ყოველდღიური გაზეთი "მიდი ოლიმპიკი", რომელმაც მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბარი ძირითადად მაინც საკლუბო თემას შეეხო. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ გორგოძეს 90 პროცენტით გადაწყვეტილი აქვს სეზონის დასრულების შემდეგ რაგბის გამოეთხოვოს. კითხვაზე, რით დაკავდება ის ამის შემდეგ, მამუკამ უპასუხა:

"აქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც რაგბისთან კავშირში არ არის. ჯერ სამშობლოში დავბრუნდები და იქ გამოჩნდება". კიდევ უფრო ვრცელი წერილი მიუძღვნა მამუკა გორგოძეს ავსტრალიურმა სარაგბო ვებგვერდმა Rugby.com.au-მ სათაურით, "რატომ უნდა ეშინოდეს "ვოლაბებს" ლეგენდარული ქართველი მორაგბის".

გამოცემა "ვოლაბების" ყოფილ მორაგბეს დრიუ მიტჩელს დაუკავშირდა, რომელიც ქართველი მორაგბეების და მათ შორის მამუკა გორგოძის მეგობარია. მიტჩელი 2014-2017 წლებში "ტულონში" თამაშობდა. იმ დროს ამ გუნდში ერთბაშად ექვსი ქართველი მორაგბე ირიცხებოდა. მიტჩელს და კიდევ ერთ ავსტრალიელს მეთ გიტოს ყველაზე ახლო ურთიერთობა სწორედ ქართველებთან ქონდათ. "ტულონიდან" წასვლის წინ მიტჩელმა სოციალურ ქსელებში ფოტო გამოქვეყნა მინაწერით - "ჩემს ქართველ ძმებთან". ფოტოზე დრიუ და ტულონელი ქართველები იყვნენ. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან

"ქართული რაგბის 35 წლის ლეგენდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 71 კეპი აქვს მოხვეჭილი საქართველოს ნაკრებში ბრუნდება და იაპონაში გასამართ მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ეს მისთვის მეოთხე მსოფლიოს თასი იქნება. გორგოძე ნაკრებიდან 2017 წელს წავიდა, თუმცა გუნდში ტრავმების სიხშირის გამო დაბრუნება გადაწყვიტა. ამ ამბავმა შესაძლოა "ვოლაბების" ხელმძღვანელობა დააფიქროს, იქნებ ღირდეს ყინულის დამატებითი პაკეტების წაღება შიძუოკაში, 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისათვის." იხილეთ ვრცლად.

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

დავით ნარმანიამ 2020 წელს 45 ათასი ლარის ოდენობის პრემია აიღო - რა ქონებას ფლობს სემეკის თავმჯდომარე