პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა... ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა
"რომ მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა... ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რის ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბუ­ლის, 51 წლის თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის საქ­მეს უკვე იხი­ლავს. ქალი თბი­ლის­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა რო­დე­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლაქ­ში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და - ოჯახს შეკ­ვე­თილ­ში კერ­ძო სას­ტუმ­რო აქვს და დე­და­მი­სი ზა­ფხულს იქ ატა­რებ­და.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" თა­მარ სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის დედა, მა­ნა­ნა ჩხიკ­ვა­ძე ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ორი წლის წინ შე­ვამ­ჩნიე აგ­რე­სიუ­ლობა, აღ­გზნე­ბა. ქავ­თა­რა­ძე­ზე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ვიყ­ვა­ნე. გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ნება დამ­რთო, თუ გინ­დათ, გა­იყ­ვა­ნეთ და სახ­ლში უმ­კურ­ნა­ლე­თო. ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- დი­აგ­ნოზ­ში რა უწე­რია?

- თა­ვი­დან მა­ნი­ა­კა­ლურ-დეპ­რე­სი­უ­ლი ფსი­ქო­ზი ჩა­უ­წე­რეს, მერე - ში­ზოფ­რე­ნია.

- ალ­ბათ, და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­უშ­ვეს...

- არა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ და­უ­წე­რეს. მე მო­ვიყ­ვა­ნე შინ კერ­ძო ფსი­ქი­ატ­რი, რო­მე­ლიც გა­ე­სა­უბ­რა, დარ­წმუნ­და მის დი­აგ­ნოზ­ში და და­უ­ნიშ­ნა "ჰა­ლო­პე­რი­დო­ლის" ნემ­სე­ბი და რა­ღაც ტაბ­ლე­ტე­ბი - სა­ხე­ლი აღარ მახ­სოვს. რამ­დე­ნი­მე თვე იღებ­და ამ პრე­პა­რა­ტებს. ამის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და - მო­დუნ­და, ვე­ღარ და­დი­ო­და, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი 116 რომ უნდა ჰქო­ნო­და, 30-მდე და­უ­ვარ­და.

პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექიმ­მა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც კარ­გად იმოქ­მე­და. ამის შემ­დეგ სხვა ფსი­ქი­ატ­რი მო­ვუყ­ვა­ნე, ისევ კერ­ძო. მან მო­უხ­სნა ძვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი და და­უ­ნიშ­ნა "კე­ტი­ლეპ­ტი" და "ტრი­ტი­კო". ყვე­ლა პრე­პა­რატს ჩემი სახ­სრე­ბით ვი­ძენ­დი. ცოტა ხანს სვამ­და, მერე მი­ა­ტო­ვა.

- მა­შინ რო­გორ გრძნობ­და თავს?

- ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი 69-მდე აე­წია. ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი ჰქონ­და. ჩე­უ­ლებ­რი­ვად სა­უბ­რობ­და, საქ­მეს აკე­თებ­და, ხა­ტავ­და... წამ­ლე­ბი რომ შე­წყვი­ტა, მა­ში­ნაც კარ­გად იყო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ეს გა­ა­კე­თა...

- იმ დღე­ებ­ში, როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, სახ­ლში მარ­ტო იყო?

- კი, მარ­ტო იყო. იმა­ვე ღა­მით, 23.30-ზე მე­ლა­პა­რა­კა ტე­ლე­ფო­ნით. არა­ფე­რი ახ­სოვ­და, მი­თხრა, კარ­გად ვარო. რა­ღა­ცებს მო­მიყ­ვა - ეს გა­ვა­კე­თე, ის მო­ვი­ტა­ნეო... ახლა და­ი­ძი­ნე, მეც ვი­ძი­ნე­ბო. ამის შემ­დეგ ღა­მის 3 სა­ათ­ზე მო­ვიდ­ნენ და წა­იყ­ვა­ნეს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რომ მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა... ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

"რომ მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა... ღამით მოვიდნენ და წაიყვანეს" - რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტმა საზოგადოება შეძრა. თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის საქმეს უკვე იხილავს. ქალი თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა როდესაც შემთხვევა მოხდა, ბრალდებული ქალაქში მარტო იმყოფებოდა - ოჯახს შეკვეთილში კერძო სასტუმრო აქვს და დედამისი ზაფხულს იქ ატარებდა.

გაზეთ "კვირის პალიტრას" თამარ საძაგლიშვილის დედა, მანანა ჩხიკვაძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ორი წლის წინ შევამჩნიე აგრესიულობა, აღგზნება. ქავთარაძეზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ და რამდენიმე დღეში გამოვიყვანე. განყოფილების უფროსმა ნება დამრთო, თუ გინდათ, გაიყვანეთ და სახლში უმკურნალეთო. ასეც მოვიქეცი.

- დიაგნოზში რა უწერია?

- თავიდან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ჩაუწერეს, მერე - შიზოფრენია.

- ალბათ, დანიშნულებით გამოუშვეს...

- არა, დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა "ჰალოპერიდოლის" ნემსები და რაღაც ტაბლეტები - სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა - მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა.

პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძო. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა "კეტილეპტი" და "ტრიტიკო". ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა.

- მაშინ როგორ გრძნობდა თავს?

- ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა... წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა...

- იმ დღეებში, როცა ეს ამბავი მოხდა, სახლში მარტო იყო?

- კი, მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა - ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო... ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს