კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?
"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

ფო­ბია - აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი შიში, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია, საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვაა. უამ­რა­ვი სა­ხის ფო­ბია არ­სე­ბობს და თი­თო­ე­ულს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს.

სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გახ­ში­რე­ბას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა გახ­და კან­ცერ­ო­ფო­ბია (Cancerophobia), იგი­ვე სიმ­სივ­ნის შიში - ადა­მი­ანს ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მო­ი­ცავს ფიქ­რე­ბი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რომ წარ­მოდ­გე­ნილს რე­ა­ლუ­რის­გან ვერ არ­ჩევს და იჯე­რებს, რომ კიბო ნამ­დვი­ლად სჭირს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რე­ბი, ში­შე­ბი შე­იძ­ლე­ბა დას­ჩემ­დეთ ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­საც გა­დაღ­ლის, უძი­ლო­ბის ან გა­და­ტა­ნი­ლი ში­შის შემ­დეგ.

რეს­პო­დენ­ტი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

"დე­და­ჩე­მი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, როცა სამი წლის ვი­ყა­ვი. სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებ ჩემს აკ­ვი­ა­ტე­ბებს. ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ჩარ­ჩე­ნი­ლი მაქვს შიში, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რად მომ­ყვე­ბა და რო­გორც კი ელე­მენ­ტა­რუ­ლად წა­მომ­ტკივ­დე­ბა რამე, მა­შინ­ვე ვი­წყებ იმა­ზე ფიქ­რს, რომ სიმ­სივ­ნე მაქვს.

გად­მო­სა­ცე­მად რთუ­ლია, რამ­ხე­ლა ტან­ჯვაა ეს მდგო­მა­რე­ო­ბა... ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს, ვფიქ­რობ, წარ­მო­ვიდ­გენ რა მოყ­ვე­ბა ამას. ოჯა­ხის წევ­რებს ვერ ვუმ­ხელ­დი თა­ვი­დან, მე­რი­დე­ბო­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო გახ­და, ყვე­ლამ გა­ი­გო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მიმწვავ­დე­ბა ეს ში­შე­ბი. არის პე­რი­ო­დე­ბი, რომ მე­ღი­მე­ბა, რა ტყუ­ი­ლად ვტეხ­დი გან­გაშს-მეთ­ქი, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა ეს კოშ­მა­რი...

წა­ვიყ­ვან ქმარს, მო­ვივ­ლით კლი­ნი­კებს, მთელ და­ნა­ზოგს იქ ვტო­ვებთ. მარ­წმუ­ნე­ბენ ექი­მე­ბი, რომ არა­ფე­რი მჭირს, რომ მკურ­ნა­ლო­ბა უფრო ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭირ­დე­ბა, რომ ეს ცრუ ში­შე­ბი დავძლიო, თუმ­ცა მე ამის იმ­დე­ნად მჯე­რა იმ მო­მენ­ტში, რომ ჩემი გა­დარ­წმუ­ნე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. შემ­დეგ ამა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი ყვე­ლას, ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად ვახ­ვევ თავს ამ ში­შებს, მოკ­ლედ, მთლი­ა­ნად მმარ­თავს ეს ფო­ბია", - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

რა იწ­ვევს კან­ცერ­ო­ფო­ბი­ას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი მარ­თვა? - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE ფსი­ქო­თე­რა­პევტ ნინო კე­რე­სე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

"სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მა­გა­ლი­თად: ექი­მის მიერ დას­მუ­ლი არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი, ან თუნ­დაც ე.წ. პა­ცი­ენ­ტის შე­ში­ნე­ბა ანა­ლი­ზე­ბის დროს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტი იღებს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში; ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რე­ბი­დან წა­მო­სუ­ლიც. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გა­რე­მოც, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, უეც­რად ვინ­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბა ან სხვის­თვის დად­გე­ნი­ლი კი­ბოს დი­აგ­ნო­ზიც ხდე­ბა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი.

ამ დროს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც წესი, იწყებს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას, ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბას და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ექი­მებ­თან ქა­ო­ტურ ვი­ზი­ტებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია კან­ცერ­ო­ფო­ბი­ის ნი­ა­დაგ­ზე გან­ვი­თარ­დეს დეპ­რე­სი­აც.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­თან გამ­კლა­ვე­ბის გზებს, ნე­ბის­მი­ერ ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლი­სას რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ფსი­ქო­თე­რა­პევტთან მუ­შა­ო­ბა, რად­გან მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის გაზ­რდა.

რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით შე­მიძ­ლია გი­თხრათ: გა­რე­მოს­თან და სა­კუ­თარ თავ­თან კონ­ტაქ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წე­ლი­წად­ში ერთხელ ზო­გა­დი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით - უნდა დარ­წმუნ­დნენ იმა­ში, რომ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ჭირთ და ნა­ხონ, სა­ი­დან მო­დის ეს აზ­რე­ბი. თუმ­ცა, ფსი­ქო­თე­რა­პევტთან ვი­ზი­ტის გა­რე­შე პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია. ვი­ნა­ი­დან ფო­ბი­ის დროს ადა­მი­ანს არ აქვს რე­სურ­სი, რომ გა­უმკლავ­დეს მას. ფსი­ქო­ლო­გი კი რე­სურ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს ნინო კე­რე­სე­ლი­ძე.

ფსი­ქი­ატ­რი რეზო კო­რინ­თე­ლი კან­ცერ­ო­ფო­ბი­ის ერთ-ერთ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბას მი­იჩ­ნევს:

"ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შიშ­მა - არ და­ვი­სა­ჯო ჩემი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო. მა­გა­ლი­თად, დოს­ტო­ევ­სკი აღ­წერს და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც არის ტა­ბუ­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ერთ-ერთ ქალს გა­უმწვავ­და პნევ­მო­ნია და ფიქ­რობ­დნენ, რომ ის მოკ­ვდე­ბო­და და ამას მოჰ­ყვა ის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც ქალს და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა გა­უღ­ვი­ვა - სწო­რედ იმ ოთახ­ში, სა­დაც იწვა, მან უღა­ლა­ტა ცი­ხე­ში მყოფ ქმარს. ანუ და­არ­ღვია ტაბუ, რო­მე­ლიც შიგ­ნით ჰქონ­და და ამას სას­ჯე­ლი მოჰ­ყვა მის ფსი­ქი­კა­ში.

შე­იძ­ლე­ბა ფო­ბი­ის მი­ზე­ზი ისიც იყოს, რომ კიბო მჭირ­დე­ბა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის შე­საც­ვლე­ლად. კან­ცერ­ო­ფო­ბია ხომ ურ­თი­ერ­თო­ბებს ცვლის ოჯახ­ში - თუ ის ადრე უვ­ლი­და ყვე­ლას, ახლა მას უვ­ლი­ან, იხარ­ჯე­ბა მე­უღ­ლე, და­ყავს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, ექი­მებ­თან, ანუ ის ხდე­ბა ზრუნ­ვის სა­გა­ნი. თით­ქოს გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სარ­გე­ბე­ლი აქვს ამ და­ა­ვა­დე­ბას ქვეც­ნო­ბი­ე­რად" - სა­უბ­რობს რეზო კო­რინ­თე­ლი აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის პრო­ექტ "სა­ლო­ნურ სა­უბ­რებ­ში" სტუმ­რო­ბი­სას.

თა­ვის მხრივ, ონ­კო­ლე­გე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან კან­ცერ­ო­ფო­ბი­ას და ამ­ბო­ბენ, რომ კიბო დი­აგ­ნო­ზია და არა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი. კი­ბოს ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მთა­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში გა­მოვ­ლე­ნაა, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბის შან­სი 90%-ია. მე­სა­მე-მე­ო­თხე სტა­დი­ა­შიც კი, სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სა და გა­ხან­გრძლი­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

მეც­ნი­ე­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ არ­ცთუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის კიბო ისე­თი­ვე სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა­დი სენი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც სხვა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბია. სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი და რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერგვა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ი­ფან­ტოს მითი, რომ კიბო უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნია. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კი­ბოს­თან ბრძო­ლა­ში უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს რწმე­ნა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა. ცნო­ბი­ლია უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ან­მა რწმე­ნით, თვით­შეგ­ნე­ბით და­ა­მარ­ცხა და­ა­ვა­დე­ბა თუ და­ა­ვა­დე­ბის შიში.

ამი­ტომ, ნუ და­იმ­ძი­მებთ ფსი­ქი­კას ზედ­მე­ტი ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბით და გახ­სოვ­დეთ, რომ ფიქ­რებს იმა­ზე მეტი შე­უძ­ლია, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

ფობია - აკვიატებული შიში, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა. უამრავი სახის ფობია არსებობს და თითოეულს ინდივიდუალური გამომწვევი მიზეზი აქვს.

სიმსივნური დაავადებების გახშირებასთან ერთად აქტუალური პრობლემა გახდა კანცეროფობია (Cancerophobia), იგივე სიმსივნის შიში - ადამიანს ზოგჯერ იმდენად მოიცავს ფიქრები დაავადების შესახებ, რომ წარმოდგენილს რეალურისგან ვერ არჩევს და იჯერებს, რომ კიბო ნამდვილად სჭირს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აკვიატებული აზრები, შიშები შეიძლება დასჩემდეთ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებსაც გადაღლის, უძილობის ან გადატანილი შიშის შემდეგ.

რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა AMBEBI.GE-ს საკუთარი პრობლემის შესახებ უყვება:

"დედაჩემი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, როცა სამი წლის ვიყავი. სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს აკვიატებებს. ალბათ, ქვეცნობიერად ჩარჩენილი მაქვს შიში, რომ ეს გენეტიკურად მომყვება და როგორც კი ელემენტარულად წამომტკივდება რამე, მაშინვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ სიმსივნე მაქვს.

გადმოსაცემად რთულია, რამხელა ტანჯვაა ეს მდგომარეობა... ღამეები არ მძინავს, ვფიქრობ, წარმოვიდგენ რა მოყვება ამას. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელდი თავიდან, მერიდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მდგომარეობა სრულიად უკონტროლო გახდა, ყველამ გაიგო. გარკვეული პერიოდულობით მიმწვავდება ეს შიშები. არის პერიოდები, რომ მეღიმება, რა ტყუილად ვტეხდი განგაშს-მეთქი, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყება ეს კოშმარი...

წავიყვან ქმარს, მოვივლით კლინიკებს, მთელ დანაზოგს იქ ვტოვებთ. მარწმუნებენ ექიმები, რომ არაფერი მჭირს, რომ მკურნალობა უფრო ფსიქოთერაპიული მიმართულებით მჭირდება, რომ ეს ცრუ შიშები დავძლიო, თუმცა მე ამის იმდენად მჯერა იმ მომენტში, რომ ჩემი გადარწმუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შემდეგ ამაზე ვესაუბრები ყველას, ჩემდაუნებურად ვახვევ თავს ამ შიშებს, მოკლედ, მთლიანად მმართავს ეს ფობია", - გვიყვება რესპონდენტი.

რა იწვევს კანცეროფობიას და როგორ შეიძლება მისი მართვა? - ამ საკითხზე AMBEBI.GE ფსიქოთერაპევტ ნინო კერესელიძეს ესაუბრა:

"სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად: ექიმის მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი, ან თუნდაც ე.წ. პაციენტის შეშინება ანალიზების დროს, დამოკიდებულება, რომელსაც პაციენტი იღებს სამედიცინო დაწესებულებაში; ასევე შესაძლებელია იყოს აკვიატებული აზრებიდან წამოსულიც. გასათვალისწინებელია გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ, უეცრად ვინმეს გარდაცვალება ან სხვისთვის დადგენილი კიბოს დიაგნოზიც ხდება მაპროვოცირებელი.

ამ დროს ადამიანი, როგორც წესი, იწყებს ინფორმაციის მოძიებას, ანალიზების ჩაბარებას და ხშირ შემთხვევაში ექიმებთან ქაოტურ ვიზიტებს. შესაძლებელია კანცეროფობიის ნიადაგზე განვითარდეს დეპრესიაც.

რაც შეეხება მასთან გამკლავების გზებს, ნებისმიერ ფობიასთან ბრძოლისას რეკომენდირებულია, ფსიქოთერაპევტთან მუშაობა, რადგან მოხდეს ადამიანის ცნობიერების დონის გაზრდა.

რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ: გარემოსთან და საკუთარ თავთან კონტაქტი მნიშვნელოვანია, წელიწადში ერთხელ ზოგადი გამოკვლევების ჩატარება პრევენციის მიზნით - უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ნამდვილად არაფერი ჭირთ და ნახონ, საიდან მოდის ეს აზრები. თუმცა, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის გარეშე პრობლემის მოგვარება ძნელად წარმოსადგენია. ვინაიდან ფობიის დროს ადამიანს არ აქვს რესურსი, რომ გაუმკლავდეს მას. ფსიქოლოგი კი რესურსების აღმოჩენაში ეხმარება", - ამბობს ნინო კერესელიძე.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი კანცეროფობიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დანაშაულის გრძნობას მიიჩნევს:

"ეს შეიძლება გამოიწვიოს შიშმა - არ დავისაჯო ჩემი დანაშაულების გამო. მაგალითად, დოსტოევსკი აღწერს დაავადებას, რომელიც არის ტაბუთი გამოწვეული.

ერთ-ერთ ქალს გაუმწვავდა პნევმონია და ფიქრობდნენ, რომ ის მოკვდებოდა და ამას მოჰყვა ის ამბავი, რომელმაც ქალს დანაშაულის გრძნობა გაუღვივა - სწორედ იმ ოთახში, სადაც იწვა, მან უღალატა ციხეში მყოფ ქმარს. ანუ დაარღვია ტაბუ, რომელიც შიგნით ჰქონდა და ამას სასჯელი მოჰყვა მის ფსიქიკაში.

შეიძლება ფობიის მიზეზი ისიც იყოს, რომ კიბო მჭირდება, ჩემს ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად. კანცეროფობია ხომ ურთიერთობებს ცვლის ოჯახში - თუ ის ადრე უვლიდა ყველას, ახლა მას უვლიან, იხარჯება მეუღლე, დაყავს სხვადასხვა ქალაქში, ექიმებთან, ანუ ის ხდება ზრუნვის საგანი. თითქოს გარკვეული ფსიქოლოგიური სარგებელი აქვს ამ დაავადებას ქვეცნობიერად" - საუბრობს რეზო კორინთელი აზროვნების აკადემიის პროექტ "სალონურ საუბრებში" სტუმრობისას.

თავის მხრივ, ონკოლეგებიც ეხმაურებიან კანცეროფობიას და ამბობენ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი. კიბოს ეფექტური მკურნალობისთვის მთავარი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრული განკურნების შანსი 90%-ია. მესამე-მეოთხე სტადიაშიც კი, სიცოცხლის ხარისხის ამაღლებისა და გახანგრძლივების რეალური შესაძლებლობები არსებობს.

მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ არცთუ შორეულ მომავალში, თანამედროვე მსოფლიოსთვის კიბო ისეთივე სრულად განკურნებადი სენი იქნება, როგორიც სხვა ფიზიოლოგიური დაავადებებია. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტური და რადიოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გაიფანტოს მითი, რომ კიბო უკურნებელი სენია. ამასთან აღსანიშნავია, რომ კიბოსთან ბრძოლაში უდიდეს როლს ასრულებს რწმენა და ფსიქოლოგიური განწყობა. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა რწმენით, თვითშეგნებით დაამარცხა დაავადება თუ დაავადების შიში.

ამიტომ, ნუ დაიმძიმებთ ფსიქიკას ზედმეტი ნეგატიური ფიქრებით და გახსოვდეთ, რომ ფიქრებს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ