"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ამერიკელ მომღერალზე 11 მაისს დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი საქართველოში, წინანდალში გადაიხადა. მანამდე კი გრემის მონასტერში მართლმადიდებლური ტრადიციის შესაბამისად, ჯვარი დაიწერა. ქორწილის შემდეგ წყვილმა მოგზაურობა რამდენიმე ქვეყანაში მოასწრო. ნიკოლოზი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბედნიერი დღის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს.
ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს, თბილისში გაიცნეს. არტისტმა თბილისში "ივენთ ჰოლში" კონცერტი გამართა ახალი წლის ღამეს "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით.
ქორწინებამდე წყვილმა "ქორწილის რეპეტიცია" ამერიკაში გაიარა.
ორი წლის წინ ჟურნალ "OK"-სთან ინტერვიუში ნიკი ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობდა (ნახეთ სრულად)
ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას "ქალ ლენი კრავიცს" უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.
მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.