მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად წარადგინა
ვინ არის ქალი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად წარადგინა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის პო­ზი­ცი­ა­ზე კელი დე­ნი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

დე­ნი­ა­ნი ამ­ჟა­მად აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მრჩე­ვე­ლია ევ­რო­პა­სა და აფ­რი­კა­ში. მას დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

დე­ნი­ანს ელ­ჩის მო­ად­გი­ლის პოს­ტე­ბი ეკა­ვა იტა­ლი­ა­ში, კო­სო­ვო­ში, ავ­ღა­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი სწო­რედ იტა­ლი­ის მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

დე­ნი­ან­მა იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ამას­თან, აქვს ხა­რის­ხი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში. ინ­გლი­სუ­რის გარ­და ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი სა­უბ­რობს 4 ენა­ზე: იტა­ლი­ურ, ფრან­გულ, თურ­ქულ ენებ­ზე და ურ­დუ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის პოს­ტი 2018 წლის მარ­ტი­დან ვა­კან­ტუ­რი იყო. 2015 წლი­დან 2018 წლამ­დე აშშ-ის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კელი იკა­ვებ­და.

კელი დე­ნი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი ამე­რი­კის სე­ნატ­მა უნდა და­უ­ჭი­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არის ქალი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად წარადგინა

ვინ არის ქალი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.

დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

დენიანს ელჩის მოადგილის პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავღანეთსა და თურქეთში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკელი დიპლომატი სწორედ იტალიის მისიაში მუშაობდა.

დენიანმა იურიდიული განათლება სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო. ამასთან, აქვს ხარისხი ჟურნალისტიკაში. ინგლისურის გარდა ამერიკელი დიპლომატი საუბრობს 4 ენაზე: იტალიურ, ფრანგულ, თურქულ ენებზე და ურდუზე.

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე აშშ-ის ელჩის თანამდებობას საქართველოში იან კელი იკავებდა.

კელი დენიანის კანდიდატურას მხარი ამერიკის სენატმა უნდა დაუჭიროს.

"იმ ჯგუფთან, რომელზეც "ფეისბუქის" განცხადებაშია ლაპარაკი, "ქართულ ოცნებას" არანაირი ურთიერთობა არ აქვს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდია იმყოფება, პრეზიდენტი მივიდა