პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება
"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება

რო­გორც ამ­ბო­ბენ, "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში ეთერ­ში გავა. ამ გა­და­ცე­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ნა­წილ­მა "რუს­თა­ვი 2" და­ტო­ვა, ნა­წი­ლი ძველ, მაგ­რამ გა­ნახ­ლე­ბულ გუნდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს. AMBEBI.GE დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვანს ანი გი­უნ­ტერს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც არხზე საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს და მი­აჩ­ნია, რომ ვინ­მეს წას­ვლა-არ­წას­ვლა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის.

"კონ­კრე­ტუ­ლად მე რაც მე­ხე­ბა, იმას გე­ტყვით, რომ "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებ. ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­წყე­ბის თა­რი­ღი ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ გუნ­დი უკვე სა­მუ­შაო რე­ჟიმ­შია. სწო­რედ ახლა გვაქვს საც­დე­ლი სინ­ჯის ჩა­წე­რა თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­გო­ნე­ბა, და­მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლას გა­აკ­ვირ­ვებს. სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვთ და ძა­ლი­ან ღრმა ცოდ­ნაც. ამი­ტომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია. ასე­ვე შერ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან ინ­ტერ­ნეტ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, თუმ­ცა მათ გვა­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი არი­ან.

რაც შე­ხე­ბა ჩვენს ყო­ფილ პრო­დი­უ­სერს, იცით, რომ მან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის სხვა სივ­რცე­ში მო­სინ­ჯვა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ არის ლი­კუ­ნა ნო­ზა­ძე, რო­მელ­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს და ჩვენ­თვის საყ­რდე­ნი ძა­ლაა, აქვს ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც და გვი­ხა­რია, რომ პრო­დი­უ­სე­რის რან­გში ისევ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რად მოგ­ვევ­ლი­ნა. გა­და­ცე­მის და­გეგ­მვა­ში ჩარ­თუ­ლია გი­ორ­გი ქორ­ქი­აც და ახა­ლი ძა­ლე­ბით, შე­მარ­თე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას... ჩემ­თვის გუნ­დი არის შეკ­რუ­ლი და მი­ხა­რია.

- მაგ­რამ გუნ­დი­დან ნა­წი­ლი წა­ვი­და...

- მათ­თან, რა თქმა უნდა, მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, არც ერთი მათ­გა­ნის­გან პი­რა­დად ჩემ­ზე არ ყო­ფი­ლა, თუნ­დაც რა­ი­მეს ირი­ბი და­ძა­ლე­ბის მო­მენ­ტიც კი. პი­რი­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ყვე­ლას ჰქონ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მთა­ვა­რია, რომ მე ვრჩე­ბი ამ არხზე გუნდთან ერ­თად, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც არის - დათო ფრან­გიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი, ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი, ანუ გა­და­ცე­მის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი ისევ სოსო მჭედ­ლი­ძე გახ­ლავთ, სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სუ­პერ ოპე­რა­ტო­რე­ბი.

- ე.ი. ისევ წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში გი­ხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- დიახ, დი­ლის წამ­ყვა­ნი... ოღონდ, ამ­ჯე­რად მუ­შა­ო­ბა უფრო დიდი დატ­ვირ­თვით მო­მი­წევს - კვი­რა­ში ხუთი დღე, რაც დიდ ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს და ახლა სწო­რედ ამის­თვის ვიკ­რებ მაქ­სი­მა­ლუ­რად ძა­ლებს, რად­გა­ნაც მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. მოკ­ლედ, ვრჩე­ბი იმ გუნდთან ერ­თად, რო­მელ­თა­ნაც 14 წელი ვმუ­შა­ობ­დი... ძა­ლი­ან ერ­თგულ და კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2" და თუნ­დაც მისი დი­ლის გა­და­ცე­მა...

- დიახ, დი­ლის გა­და­ცე­მის ეტერ­ში გას­ვლას მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა, ამი­ტომ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს დილა "რუს­თა­ვი 2"-ზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება

"არცერთი მათგანისგან ჩემზე ირიბი დაძალების მომენტიც არ ყოფილა..." - ანი გიუნტერი "რუსთავი 2"-ზე რჩება

როგორც ამბობენ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემა უახლოეს კვირებში ეთერში გავა. ამ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა, ნაწილი ძველ, მაგრამ განახლებულ გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. AMBEBI.GE დილის გადაცემის წამყვანს ანი გიუნტერს ესაუბრა, რომელიც არხზე საქმიანობას აგრძელებს და მიაჩნია, რომ ვინმეს წასვლა-არწასვლაზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის.

"კონკრეტულად მე რაც მეხება, იმას გეტყვით, რომ "რუსთავი 2"-ზე მუშაობას ვაგრძელებ. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ გუნდი უკვე სამუშაო რეჟიმშია. სწორედ ახლა გვაქვს საცდელი სინჯის ჩაწერა თანაწამყვანებთან, რომელთა სახელებისა და გვარების გაგონება, დამერწმუნეთ, ყველას გააკვირვებს. სპორტულ ჟურნალისტებს საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ და ძალიან ღრმა ცოდნაც. ამიტომ ასეთ ადამიანებთან მუშაობა კომფორტულია. ასევე შერჩეულები არიან ინტერნეტმიმომხილველები, თუმცა მათ გვარებს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ, ისინი საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები არიან.

რაც შეხება ჩვენს ყოფილ პროდიუსერს, იცით, რომ მან საკუთარი ძალების სხვა სივრცეში მოსინჯვა გადაწყვიტა, მაგრამ არის ლიკუნა ნოზაძე, რომელსაც ბევრი ადამიანი იცნობს და ჩვენთვის საყრდენი ძალაა, აქვს ასევე ჟურნალისტური გამოცდილებაც და გვიხარია, რომ პროდიუსერის რანგში ისევ ჩვენი გუნდის წევრად მოგვევლინა. გადაცემის დაგეგმვაში ჩართულია გიორგი ქორქიაც და ახალი ძალებით, შემართებით და პასუხისმგებლობით განაგრძობს საქმიანობას... ჩემთვის გუნდი არის შეკრული და მიხარია.

- მაგრამ გუნდიდან ნაწილი წავიდა...

- მათთან, რა თქმა უნდა, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, არც ერთი მათგანისგან პირადად ჩემზე არ ყოფილა, თუნდაც რაიმეს ირიბი დაძალების მომენტიც კი. პირიქით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ურთიერთობა. ყველას ჰქონდა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მთავარია, რომ მე ვრჩები ამ არხზე გუნდთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არის - დათო ფრანგიშვილი, ჟურნალისტი ელენე ჩიტაშვილი, ტექნიკური ჯგუფი, ანუ გადაცემის ძირითადი ბირთვი, გადაცემის მთავარი რეჟისორი ისევ სოსო მჭედლიძე გახლავთ, საოცარი პროფესიონალი და სუპერ ოპერატორები.

- ე.ი. ისევ წამყვანის ამპლუაში გიხილავს მაყურებელი?

- დიახ, დილის წამყვანი... ოღონდ, ამჯერად მუშაობა უფრო დიდი დატვირთვით მომიწევს - კვირაში ხუთი დღე, რაც დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და ახლა სწორედ ამისთვის ვიკრებ მაქსიმალურად ძალებს, რადგანაც მაყურებლის წინაშე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მოკლედ, ვრჩები იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც 14 წელი ვმუშაობდი... ძალიან ერთგულ და კომფორტულ გარემოში.

- მაყურებელი ელოდება და ყველას აინტერესებს, როგორი იქნება "რუსთავი 2" და თუნდაც მისი დილის გადაცემა...

- დიახ, დილის გადაცემის ეტერში გასვლას მაყურებელი ელოდება, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი იყოს დილა "რუსთავი 2"-ზე.

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 6-მა ბავშვმა დატოვა, მუშაობა მიდის კიდევ 10 ბავშვის გაყვანაზე

"ბაჩო რომ გამოვა, აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს" - ანი ნადარეიშვილი