საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ"
"გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ"

ალ­ბათ ყვე­ლას არა, მაგ­რამ შე­და­რე­ბით მოზ­რდი­ლი და უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ დრო, როცა ერთ ხმა­ში გახ­მო­ვა­ნე­ბულ ფილ­მებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ­დით. იმ დრო­ის კი­ნოს, ძი­რი­თა­დად რუსი გამ­ხმო­ვა­ნებ­ლის, ან­დრეი ვლა­დი­მე­რო­ვიჩ გავ­რი­ლო­ვის ტემ­ბრი და ტო­ნა­ლო­ბა აქვს, რომ­ლის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი “სის­ხლი და ბე­ტო­ნის” ერთი მო­ნაკ­ვე­თი, ახა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სოა Coub-ების დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. გვახ­სოვს დრო, როცა კა­ციც და ქა­ლიც, მო­ხუ­ცი­ცა და ბავ­შვიც, ერთი და იგი­ვე ხმით მე­ტყვე­ლებ­დნენ.

კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა იცი­ან ხა­რის­ხის ფასი. კი­ნომ­ცოდ­ნე­ებ­მა კი ში­ნა­არ­სი, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კი­ნო­ში ხმას. არამ­ხო­ლოდ პერ­სო­ნა­ჟე­ბის მე­ტყვე­ლე­ბას, არა­მედ თი­თო­ე­ულ ჩქამს და რამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში ხმის რე­ჟი­სუ­რას. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, პრო­ცეს­ში ჩა­დე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი, რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მა, სხვა ენა­ზე თარ­გმნი­სას შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად და­ი­კარ­გოს. უხა­რის­ხო, ერთ ხმა­ში, მო­ნო­ტო­ნუ­რი, უე­მო­ციო გახ­მო­ვა­ნე­ბა, ფილ­მს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უც­ვლის ხა­რისხს და რამ­დე­ნად­მე ში­ნა­არსსაც.

ნა­ხეთ, რო­გორ ახ­მო­ვა­ნე­ბენ ფილ­მებს:

გარ­და მო­ნო­ტო­ნუ­რი, ხმა­თა სიმ­რავ­ლით ღა­რი­ბი გახ­მო­ვა­ნე­ბი­სა, ხში­რად ვუ­ყუ­რებთ ფილ­მებს, არას­წო­რი თარ­გმა­ნით; კი­დევ უფრო ხში­რად კი ორი­გი­ნა­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხმა ასინ­ქრო­ნუ­ლია. მა­ყუ­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა, გა­მო­სა­ვალს პო­უ­ლობს და ფილ­მებს ორი­გი­ნა­ლი გახ­მო­ვა­ნე­ბით უყუ­რებს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ტიტ­რე­ბით. ზოგ­ჯერ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ფილ­მის ყუ­რე­ბას წყვეტს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი დის­კომ­ფორ­ტში გა­ნაგ­რძობს ყუ­რე­ბას.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, გამ­ხმო­ვა­ნებ­ლე­ბის სა­მუ­შაო სივ­რცე:

მა­შინ, როცა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია და კი­ნო­სამ­ყა­რო, სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა, რთუ­ლია ფილ­მებს ისევ, ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ან­დრეი გავ­რი­ლო­ვის მსგავ­სი გახ­მო­ვა­ნე­ბით უყუ­რებ­დე. ამას, თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ყუ­რე­ბე­ლი, არ იმ­სა­ხუ­რებს.

Movie.Ge არის კი­ნო­სა­ი­ტი, რომ­ლის გუნ­დის­თვი­საც, ფილ­მე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­მო­ვა­ნე­ბა, ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი და სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ამი­ტო­მაც, Movie.Ge-ს მიერ ახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მრა­ვალ­ხმო­ვა­ნია, თარ­გმა­ნი ზუს­ტი და სინ­ქრო­ნუ­ლი. გამ­ხმო­ვა­ნებ­ლე­ბი არ მე­ტყვე­ლე­ბენ მო­ნო­ტო­ნუ­რად – მა­ყუ­რე­ბე­ლი არ იძა­ბე­ბა, არ იღ­ლე­ბა, არ თი­შავს ფილ­მს, მის დას­რუ­ლე­ბამ­დე. (მა­გა­ლი­თის­თვის, “სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბი” Movie.Ge-ს მიერ, რვა ხმა­შია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი).

Movie.ge-ს მიერ ახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ აქ: გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია Movie.Ge-ს მიერ

და­ე­ლო­დეთ, სულ მალე Movie.Ge იგი­ვე ხა­რის­ხით გახ­მო­ვა­ნე­ბულ “გო­ძი­ლა“-ს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ავტორი:

"გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ"

"გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ"

ალბათ ყველას არა, მაგრამ შედარებით მოზრდილი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, კარგად ემახსოვრებათ დრო, როცა ერთ ხმაში გახმოვანებულ ფილმებს სიამოვნებით ვუყურებდით. იმ დროის კინოს, ძირითადად რუსი გამხმოვანებლის, ანდრეი ვლადიმეროვიჩ გავრილოვის ტემბრი და ტონალობა აქვს, რომლის მიერ გახმოვანებული “სისხლი და ბეტონის” ერთი მონაკვეთი, ახალი თაობებისთვის ცნობილი და განსაკუთრებით სახალისოა Coub-ების დამზადების პროცესში. გვახსოვს დრო, როცა კაციც და ქალიც, მოხუციცა და ბავშვიც, ერთი და იგივე ხმით მეტყველებდნენ.

კინომოყვარულებმა იციან ხარისხის ფასი. კინომცოდნეებმა კი შინაარსი, თუ რა მნიშვნელობა აქვს კინოში ხმას. არამხოლოდ პერსონაჟების მეტყველებას, არამედ თითოეულ ჩქამს და რამხელა ყურადღება ექცევა კინემატოგრაფიაში ხმის რეჟისურას. ამის პარალელურად კი, პროცესში ჩადებული უზარმაზარი, რუტინული შრომა, სხვა ენაზე თარგმნისას შესაძლოა სრულიად დაიკარგოს. უხარისხო, ერთ ხმაში, მონოტონური, უემოციო გახმოვანება, ფილმს მნიშვნელოვნად უცვლის ხარისხს და რამდენადმე შინაარსსაც.

ნახეთ, როგორ ახმოვანებენ ფილმებს:

გარდა მონოტონური, ხმათა სიმრავლით ღარიბი გახმოვანებისა, ხშირად ვუყურებთ ფილმებს, არასწორი თარგმანით; კიდევ უფრო ხშირად კი ორიგინალი და ადგილობრივი ხმა ასინქრონულია. მაყურებლის უმეტესობა, გამოსავალს პოულობს და ფილმებს ორიგინალი გახმოვანებით უყურებს. ზოგიერთი მათგანი ტიტრებით. ზოგჯერ გაბრაზებული მაყურებელი ფილმის ყურებას წყვეტს, სხვა შემთხვევაში კი დისკომფორტში განაგრძობს ყურებას.

როგორ გამოიყურება, გამხმოვანებლების სამუშაო სივრცე:

მაშინ, როცა კინემატოგრაფია და კინოსამყარო, სწრაფი ტემპით ვითარდება, რთულია ფილმებს ისევ, ზემოთხსენებული ანდრეი გავრილოვის მსგავსი გახმოვანებით უყურებდე. ამას, თანამედროვე მაყურებელი, არ იმსახურებს.

Movie.Ge არის კინოსაიტი, რომლის გუნდისთვისაც, ფილმების ხარისხიანი გახმოვანება, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი და სამუშაო მიმართულებაა. ამიტომაც, Movie.Ge-ს მიერ ახმოვანებული ფილმების უმეტესი ნაწილი მრავალხმოვანია, თარგმანი ზუსტი და სინქრონული. გამხმოვანებლები არ მეტყველებენ მონოტონურად – მაყურებელი არ იძაბება, არ იღლება, არ თიშავს ფილმს, მის დასრულებამდე. (მაგალითისთვის, “სამეფო კარის თამაშები” Movie.Ge-ს მიერ, რვა ხმაშია გახმოვანებული).

Movie.ge-ს მიერ ახმოვანებული ფილმების და პოპულარული სერიალების ნახვა შეგიძლიათ აქ: გახმოვანებულია Movie.Ge-ს მიერ

დაელოდეთ, სულ მალე Movie.Ge იგივე ხარისხით გახმოვანებულ “გოძილა“-ს შემოგთავაზებთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი