Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში
"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს რუ­სუ­ლი მე­დია და ექ­სპერ­ტე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათი ცნო­ბით, პრინ­ცი­პუ­ლად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "რებ­რენ­დინ­გით", ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს.

ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში, ვა­დიმ მუ­ხა­ნო­ვი Газета.Ru-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აქამ­დეც არა­ერ­თხელ მი­მარ­თა.

"ასე­თი ქმე­დე­ბით, მას ქვე­ყა­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა, პარ­ტი­ა­ში კი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი სურს... პრე­მი­ერ ბახ­ტა­ძის წას­ვლა, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მისი გა­რე­მოც­ვი­დან ახლო ადა­მი­ა­ნებს იშო­რებს. ეს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და პე­რი­ო­დუ­ლად გუნდში რო­ტა­ცია სჭირ­დე­ბა.

"ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი უკვე თან­და­თან აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ში აგე­ბენ. არა­და, ოლი­გარ­ქი ფიქ­რობს, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი მისი მხრი­დან ერ­თგვა­რი კომ­პრო­მი­სია და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნილ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რას დას­წევს... იმავდრო­უ­ლად, მას მი­აჩ­ნია, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს უთა­ვი­სუფ­ლებს გზას, ვი­საც ქვეყ­ნის­თვის მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია" - ამ­ბობს რუსი ექ­სპერ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი შს მი­ნისტრს თვლის "გმი­რად, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა":

"კონ­კრე­ტუ­ლად გა­ხა­რი­ას და­ნიშ­ვნამ შე­საძ­ლოა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­როს, მას შემ­დეგ, რაც რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ჩას­ვლას ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღე­ბი მოჰ­ყვა და 20 ივ­ნი­სის ღა­მეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­და­ა­ყო­ლეს, თუმ­ცა გა­ხა­რია ვერ დათ­მეს... ივა­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, გა­ხა­რია დარ­ჩა გმი­რად, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა. ის მის­თვის არის ადა­მი­ა­ნი, ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მი­დან, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ერ­თგვა­რი ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოც კი, რო­მელ­მაც კრი­ტი­კის ნი­აღ­ვარს გა­უძ­ლო და არ და­ნებ­და" - ამ­ბობს ვა­დიმ მუ­ხა­ნო­ვი.

რუსი ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ივა­ნიშ­ვილს ექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, რომ მან “წი­თე­ლი ხაზი არ გა­დაკ­ვე­თა”, ოპო­ზი­ცი­ის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მაგ­რამ გა­ხა­რია და­ტო­ვა, რო­გორც მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და ის უნდა იყოს იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც ქვეყ­ნის კონ­ტროლს შეძ­ლებს..."

RT-თან სა­უ­ბარ­ში, კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი დმიტ­რი სო­ლონ­ნი­კო­ვი ამ­ბობს რომ, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გა­დად­გო­მა ქვეყ­ნის შიდა კრი­ზი­სის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო.

"ის, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნით არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩანს: ეს ეხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, ფი­ნან­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­რე­სე­ბას, ლა­რის კურ­სის ვარ­დნას, ამ ყვე­ლა­ფერს რა­ღაც გაგ­რძე­ლე­ბა უნდა ჰქო­ნო­და, ანუ ვინ­მე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დამ­ნა­შა­ვე და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ასე­თი დამ­ნა­შა­ვე იპო­ვეს, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა..." - ამ­ბობს რუსი ექ­სპერ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გან­ხა­დე­ბებს გა­ა­კე­თებს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, - ეს იქ­ნე­ბა მეტი აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი ვა­შინგტონ­თან, ევ­რო­პას­თან, თა­ვის კავ­კა­სი­ელ მე­ზობ­ლებ­თან თუ რუ­სეთ­თან" - ამ­ბობს სი­ლონ­ნი­კო­ვი და დას­ძენს, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის კურ­სის გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ახა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რას დღეს რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეყო­ფა სი­მა­მა­ცე რუ­სეთ­თან ღია მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე გა­ვი­დეს.

დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ივ­ნი­სის დარ­ბე­ვი­სას გი­ორ­გი გა­ხა­რია ხის­ტი პო­ზი­ცი­ით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მო­მა­ვალ მე­თა­ურს, ეყო­ფა სი­მა­მა­ცე რუ­სეთ­თან ღია მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე გა­ვი­დეს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნა გავ­რი­ლოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სწო­რედ დე­პუ­ტა­ტი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს მოჰ­ყვა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 21 ივ­ნისს პო­ლი­ცი­ის ძა­ლით, რე­ზი­ნის ტვი­ე­ბი­სა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით და­შა­ლა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 76-ე დღეა გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

ავტორი:

"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში

"ქართული ოცნების" რებრენდინგი" - როგორ ეხმაურებიან რუსი ექსპერტები და მედია სამთავრობო ცვლილებებს საქართველოში

საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს რუსული მედია და ექსპერტებიც ეხმაურებიან. მათი ცნობით, პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნების" "რებრენდინგით", ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ვადიმ მუხანოვი Газета.Ru-სთან საუბარში ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილმა აქამდეც არაერთხელ მიმართა.

"ასეთი ქმედებით, მას ქვეყანაში "ქართული ოცნების" პოზიციის გამყარება, პარტიაში კი ძალაუფლების კონტროლი სურს... პრემიერ ბახტაძის წასვლა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მისი გარემოცვიდან ახლო ადამიანებს იშორებს. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, ივანიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და პერიოდულად გუნდში როტაცია სჭირდება.

"ოცნების" წევრები უკვე თანდათან აცნობიერებენ, რომ ქუჩის აქციებში აგებენ. არადა, ოლიგარქი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯები მისი მხრიდან ერთგვარი კომპრომისია და ქართველ საზოგადოებაში შექმნილ დაძაბულობაში ტემპერატურას დასწევს... იმავდროულად, მას მიაჩნია, რომ იმ ადამიანებს უთავისუფლებს გზას, ვისაც ქვეყნისთვის მეტის გაკეთება შეუძლია" - ამბობს რუსი ექსპერტი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილი შს მინისტრს თვლის "გმირად, რომელმაც ქვეყანა გადატრიალებას გადაარჩინა":

"კონკრეტულად გახარიას დანიშვნამ შესაძლოა, "ქართული ოცნების” პოზიციები კიდევ უფრო გაამყაროს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩასვლას ქვეყანაში საპროტესტო ტალღები მოჰყვა და 20 ივნისის ღამეს პარლამენტის თავმჯდომარე გადააყოლეს, თუმცა გახარია ვერ დათმეს... ივანიშვილის მოსაზრებით, გახარია დარჩა გმირად, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა. ის მისთვის არის ადამიანი, ძალოვანი სისტემიდან, ივანიშვილისთვის ერთგვარი ძლიერების სიმბოლოც კი, რომელმაც კრიტიკის ნიაღვარს გაუძლო და არ დანებდა" - ამბობს ვადიმ მუხანოვი.

რუსი ექსპერტის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილს ექნება სათქმელი, რომ მან “წითელი ხაზი არ გადაკვეთა”, ოპოზიციისთვის არასასურველი პერსონები გაათავისუფლა, მაგრამ გახარია დატოვა, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი და ის უნდა იყოს იმ პოზიციაზე, საიდანაც ქვეყნის კონტროლს შეძლებს..."

RT-თან საუბარში, კიდევ ერთი ექსპერტი დმიტრი სოლონნიკოვი ამბობს რომ, მამუკა ბახტაძის გადადგომა ქვეყნის შიდა კრიზისის გამოძახილი იყო.

"ის, რომ ქვეყნის შიგნით არასტაბილური ვითარებაა, ყველანაირად ჩანს: ეს ეხება ეკონომიკურ სიტუაციას, ფინანსური სიტუაციის გაურესებას, ლარის კურსის ვარდნას, ამ ყველაფერს რაღაც გაგრძელება უნდა ჰქონოდა, ანუ ვინმე უნდა ყოფილიყო დამნაშავე და ამ სიტუაციაში, ასეთი დამნაშავე იპოვეს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა..." - ამბობს რუსი ექსპერტი.

მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რა განხადებებს გააკეთებს ახალი ხელმძღვანელობა, - ეს იქნება მეტი აქტიური კონტაქტი ვაშინგტონთან, ევროპასთან, თავის კავკასიელ მეზობლებთან თუ რუსეთთან" - ამბობს სილონნიკოვი და დასძენს, რომ ეს განცხადებები ქვეყნის კურსის განმსაზღვრელი იქნება.

აღსანიშნავია რომ, ახალი პრემიერის კანდიდატურას დღეს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვიც გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, სწორედ დეპუტატი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ 21 ივნისს პოლიციის ძალით, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები 76-ე დღეა გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე