ავტორი:

არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან

არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა - რა ხდება პარლამენტთან

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

LIVE: რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან, სადაც დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს უწყობენ (უწყვეტი ეთერი)

„პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი...

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები