პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში
"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში. თუმ­ცა, მას­ზე მსჯე­ლო­ბა მხო­ლოდ მა­შინ იწყე­ბა, როცა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­დე­ბა და ფაქ­ტი მთელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღაშ­ფო­თებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში გამ­ვლელ­მა ქალ­მა ბავ­შვი და­ნით დაჭ­რა. ექ­სპერ­ტი­ზას ჯერ არ და­უდ­გე­ნია, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 51 წლის ქალი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნეა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც იწვა, მე­დი­კა­მენ­ტებ­საც იღებ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა თე­ბერ­ვალ­ში, რუს­თავ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - 29 წლის მა­მა­კაც­მა 13 წლის ძმიშ­ვი­ლი და­ნით მოკ­ლა. ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მას რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა­ზე უარი უთხრეს, პა­ლა­ტე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა გამო...

სამ­წუ­ხა­როდ, უამ­რა­ვი ასე­თი ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც ორი­ვე მხა­რე მსხვერ­პლია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გა­ი­გი­ვე­ბა ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­თან და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ზე ხში­რად თა­ვად არი­ან და­უც­ვე­ლე­ბი და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი...

36 წლის ოლღა კა­ლი­ნა ევ­რო­პუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის სერ­ვი­სის მომ­ხმა­რე­ბელ­თა და გა­დარ­ჩე­ნილ­თა ქსე­ლის თავ­მჯდო­მა­რეა, ასე­ვე არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში, პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის ერთ-ერთ მო­ნი­ტო­რად და ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში უწევს სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

თა­ვად ორ­ჯერ მო­უ­წია ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბა, აქვს პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი. ოლ­ღამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და და შიგ­ნი­დან და­ი­ნა­ხა ყვე­ლა ის ხარ­ვე­ზი, რაც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­შია.

კა­ლი­ნა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყვვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა შე­მა­ტა, უნი­კა­ლუ­რი და მრავ­ლის­მომ­ცე­მია.

ოლღა კა­ლი­ნა. ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

"ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას პირ­ვე­ლად 2005 წელს შე­ვე­ხე, ბი­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რის პირ­ველ კურ­სზე. უცებ და­მე­წყო პრობ­ლე­მე­ბი, უძი­ლო­ბა, გარ­კვე­უ­ლი უც­ნა­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, შევ­წყვი­ტე კონ­ტაქ­ტი ირ­გვლივმყო­ფებ­თან...

ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, მი­მიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის ერთ-ერთ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, სა­დაც ჩემი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩამ­კე­ტეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, შემ­ბო­ჭეს და გა­მი­კე­თეს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლის ინექ­ცია

ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2-3 კვი­რა ვი­ყა­ვი ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ შოკი მი­მე­ღო. უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში თურ­მე არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბას, ნე­ბას, უფ­ლე­ბებს სრუ­ლად აიგ­ნო­რე­ბენ და სა­დაც შენი მდგო­მა­რე­ო­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა ნიშ­ნავს კი­დევ უფრო მეტ შე­ზღუდ­ვებს და ინექ­ცი­ებს, იმ ლო­გი­კით, რომ ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფი ყო­ველ­თვის აპ­რო­ტეს­ტებს, რომ ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფია და ექიმ­მა ყო­ველ­თვის უკეთ იცის, რა გჭირ­დე­ბა შენ.

იმ პე­რი­ოდ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ფსი­ქი­კუ­რი კრი­ზი­სი და­მე­მარ­თა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ უცებ დავ­კარ­გე ჩემი ად­გი­ლი სამ­ყა­რო­ში. გავ­ხდი ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფი, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უწევ­და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის და­ლე­ვა და წიგ­ნებ­ზე, გეგ­მებ­ზე უა­რის თქმა.

ამას­თან ვფიქ­რობ­დი, რომ რად­გან ჩემი ტვი­ნი ავად არის, არ ღირს ჩემი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნებს უნდა მო­ვუს­მი­ნო. ეს სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი დღემ­დე რჩე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნუ­ლო­ვან წერ­ტი­ლად, სა­დაც პი­როვ­ნე­ბა იმ დო­ნემ­დე ეცე­მა, რომ პა­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­დის და ყვე­ლა­ფერ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი

იქ ყოფ­ნი­სას ვიგ­რძე­ნი, რომ სის­ტე­მის­თვის მე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა არ ვარ­სე­ბობ. ჩვენ ყვე­ლა­ნი და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლე­ბი, პერ­სო­ნა­ლი ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს სცემ­და კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­დათ. მედ­პერ­სო­ნა­ლი ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად არ სა­უბ­რობ­და, მა­შინ კი როცა სა­უბ­რობ­და, იგ­რძნო­ბო­და და­ცინ­ვის ტონი...

ადა­მი­ა­ნებს აქ ორ ჯგუ­ფად ჰყოფ­დნენ - „ავად­მყო­ფე­ბად“და „ნორ­მა­ლუ­რე­ბად“. მე ავად­მყო­ფის სტა­ტუ­სი მქონ­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე ბა­რი­კა­დე­ბის ერთ მხა­რეს, და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო სხვა მხა­რეს იდგა

და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს იმე­დი არ გვქონ­და, მათ ხომ ასე­თი და­მან­გრე­ვე­ლი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა და­უშ­ვეს? ისი­ნი ხომ ფიქ­რო­ბენ, რომ თუ ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი გაქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­რე­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია და ფსი­ქი­ატრმა უკეთ იცის რა გჭირ­დე­ბა.

14 წელი გა­ვი­და ჩემი პირ­ვე­ლი სტა­ცი­ო­ნი­რე­ბი­დან, ახლა რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტმა, რო­მელ­საც მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით მოვ­ლი­ლი აქვს თით­ქმის ყვე­ლა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მო­ნა­თხრო­ბი­დან ბევ­რი რამ კვლა­ვაც უც­ვლე­ლი დარ­ჩა" - გვიყ­ვე­ბა ოლღა კა­ლი­ნა.

რო­დე­საც მსჯე­ლო­ბა იწყე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის პრობ­ლე­მებ­ზე, დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი პირ­ვე­ლი რი­გის გა­მოწ­ვე­ვად სტიგ­მას ასა­ხე­ლე­ბენ. დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მი­თე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი არის მო­ძა­ლა­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში და გო­ნე­ბა­ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო) პროგ­ნო­ზით, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ას ქვეყ­ნებს დარ­გი პრი­ო­რი­ტეტ­ში აყ­ვა­ნონ. ჯან­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა დარ­გში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი, ერთ ადა­მი­ან­ზე 4.38 ლარს შე­ად­გენს, მა­შინ როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში 300 ევ­როს აღე­მა­ტე­ბა, აშშ-ში - 300 დო­ლარს.

ამ და სხვა არა­ერთ პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ვის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რი­შებ­ში და გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ. ომ­ბუდსმე­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს მთე­ლი რიგი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, უკვე მოქ­მედ კა­ნო­ნებ­სა და დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას, რომ­ლე­ბიც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რო­გორც ამა­ვე ან­გა­რი­შებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რჩე­ბა.

2018 წელს პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 20,550 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი 24 მლნ ლარს შე­ად­გენს. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის რომ, მიმ­დი­ნა­რე წელს პროგ­რა­მის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდა თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის სა­დღე­ღა­მი­სო ხარ­ჯზე არ ასა­ხუ­ლა. იგი კვლავ 17 ლარს შე­ად­გენს დღე-ღა­მე­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თან­ხა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ხარ­ჯებ­თან ერ­თად, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბიც არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, უც­ვლე­ლი დარ­ჩა გრძელ­ვა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის სა­წო­ლის ფა­სიც და ძვე­ლე­ბუ­რად 23 ლარს შე­ად­გენს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეს იმ­დე­ნად მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბაა, სერ­ვი­სის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია.

AMBEBI.GE-ს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირი­ნე ობო­ლა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

"პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ქვეყ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვაა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ძი­რე­ულ რე­ფორ­მებს სა­ჭი­რო­ებს. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, „აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის“ (სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა), ბე­დი­ა­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­სა და ნა­ნე­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში, კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა:

სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ

პა­ლა­ტე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის პი­რა­დი სივ­რცის არარ­სე­ბო­ბა და პრი­ვა­ტუ­ლო­ბის და­უც­ვე­ლო­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის არა­ა­დაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, შე­ნო­ბე­ბის სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის და პა­ცი­ენ­ტთა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბა, ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი შე­ზღუდ­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა, სა­თა­ნა­დო ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა, პა­ცი­ენ­ტთა ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის პი­რო­ბებ­ში ხან­გრძლი­ვი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და არა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტერ­ვენ­ცია.

დღე­ი­სათ­ვის მოქ­მედ 10 დიდი ზო­მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი და თე­რა­პი­უ­ლი გა­რე­მო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს პა­ცი­ენ­ტთა ღირ­სე­ულ ცხოვ­რე­ბა­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ­მა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­დად­გან ეფექ­ტი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში, მათ შო­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი

"ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ფსი­ქი­ატრ ეკა ჭყო­ნი­ას თქმით კი, უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა სის­ტე­მის, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნო­ბის არარ­სე­ბო­ბაა:

"ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა. ვხე­დავთ, რომ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სებს აკ­ლია. ამის შე­დე­გია ტრა­გი­უ­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. გვაქვს დაქ­საქ­სუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და მთლი­ა­ნო­ბა­ში შეკ­რუ­ლი სის­ტე­მა არ გვაქვს. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. დრო­უ­ლად ვერ აწ­ვდი შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

იმის­თვის, რომ ტრა­გე­დია არ მოხ­დეს, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­თი შე­დე­გე­ბის­გან, სა­ჭი­როა სტან­დარ­ტე­ბი და მო­ნი­ტო­რინ­გი. შევ­დი­ვართ ჩიხ­ში და უფრო მეტი ასე­თი შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ

ფსი­ქი­ატ­რი გან­მარ­ტავს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სფე­რო არა შე­ნო­ბე­ბის რე­მონ­ტის დო­ნე­ზე, არა­მედ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის შე­საც­ვლე­ლი. მისი თქმით, ამ სფე­როს­თვის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ია და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

"100 პა­ცი­ენტზე 3-4 მედ­პერ­სო­ნა­ლი როცა გყავს, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. დღი­უ­რად 17 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი და ამა­ში შე­დის ყვე­ლა­ფე­რი, პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სის ჩათ­ვლით. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმე­დი გქონ­დეს, რომ რა­ი­მე ხა­რისხს მი­აღ­წევ" - გვე­უბ­ნე­ბა ჭყო­ნია.

რო­გორც "ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, ის და მისი კო­ლე­გე­ბი ყო­ველ­დღე აწყდე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბის პრობ­ლე­მას. რო­გორც წესი, არ არის ად­გი­ლე­ბი, რაც სფე­როს არას­წო­რი და­გეგ­მვი­სა და არა­სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბის შე­დე­გია. ფსი­ქი­ატ­რის თქმით, ორი წე­ლია კო­ლე­გებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს სტან­დარ­ტებ­ზე:

"სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. თა­ვი­დან თით­ქოს რა­ღა­ცა­ზე ვთან­ხმდე­ბით და სრუ­ლი­ად სხვა პრო­ცე­სე­ბი მი­დის მერე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ძი­რი­თა­დად უდ­გე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით და არა პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე" - ამ­ბობს ჭყო­ნია.

ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში არ უარ­ყოფს, რომ დარ­გში პრობ­ლე­მე­ბი მარ­თლაც არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სფე­როს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­იჩ­ნევს, რა­საც მისი თქმით, და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდაც მოწ­მობს.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში იზ­რდე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ექ­ვსჯერ და მე­ტად გა­ი­ზარ­და თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­ფი­ნა­ნა­სე­ბა. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი 2019 წელს გახ­და მი­ლი­ონ შვი­და­სი ათა­სი ლარი. 2020 წლეს კი­დევ სამი მი­ლი­ო­ნით გა­იზ­რდე­ბა ბი­უ­ჯე­ტი, რაც ასე­ვე მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­თე­მო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვის­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია თემ­ზე მო­ბი­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის სის­ტე­მის შექ­მნა. რას ნიშ­ნავს ეს სის­ტე­მა? რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ე­წე­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და მას სჭირ­დე­ბა სახ­ლში მი­ი­ღოს მომ­სა­ხუ­რე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ფსი­ქი­ატრთან კონ­სულ­ტა­ცია და ასე შემ­დეგ, ან რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი უარს აცხა­დებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ზიტ­ზე, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც შედ­გე­ბა ექი­მი ფსი­ქი­ატ­რის­გან, ექთ­ნის­გან და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის­გან, აკი­თხა­ვენ პა­ცი­ენტს ოჯახ­ში და ად­გილ­ზე უწე­ვენ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სტრა­ტე­გია იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ნერგვა­ზე. რად­გან არი­ან ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სა­ჭი­რო­ბენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნას, მაგ­რამ მა­ინც რჩე­ბი­ან იქ, რად­გან წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ. ეს კი იწ­ვევს ად­გი­ლე­ბის გა­დატ­ვირ­თვას. წელს და­გეგ­მი­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს რუს­თავ­ში სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა 25 სა­წოლ­ზე და გა­ზა­ფხუ­ლამ­დე დას­რულ­დე­ბა.

ასე­ვე შე­ირ­ჩე­ვა ლო­კა­ცი­ე­ბი სხვა ად­გი­ლებ­შიც, სა­დაც ამის მეტი სა­ჭი­რო­ე­ბაა. კა­ხეთ­შია ორი ცენ­ტრის აშე­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბა გვეხ­მა­რე­ბა და 30 სა­წოლ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­უმ­ჯო­ბეს­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სუ­რამ­სა და ბე­დი­ან­ში. ყვე­ლა­ზე დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა, გარ­და ამი­სა, წელს ამოქ­მედ­და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა - რე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს ფსი­ქი­ატ­რი­ა­ზე სწავ­ლას, სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო სწავ­ლის სა­ფა­სურს" - ამ­ბობს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სტა­რა­ტე­გი­ის მთა­ვარ ამო­ცა­ნად დე­ინ­სტი­ტუ­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას მიჩ­ნევს. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ უნდა იყოს იზო­ლა­ცი­ა­ში, ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­კე­ტი­ლი, მას უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი უნა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჰქონ­დეს და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ა.შ. თუმ­ცა, რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, ეს რთუ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ამ ეტაპ­ზე არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში

"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა, მასზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდება და ფაქტი მთელს საზოგადოებას აღაშფოთებს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამვლელმა ქალმა ბავშვი დანით დაჭრა. ექსპერტიზას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ 51 წლის ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა და სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა.

საზოგადოება შეძრა თებერვალში, რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ - 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი დანით მოკლა. ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ახლობლების თქმით, მას რამდენიმე დღით ადრე სტაციონარში მოთავსებაზე უარი უთხრეს, პალატების გადატვირთულობა გამო...

სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება, სადაც ორივე მხარე მსხვერპლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძალადობრივი ფაქტების გაიგივება ფსიქიკურ პრობლემებთან დაუშვებელია. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოძალადეების ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები, ხოლო ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები, ყველაზე ხშირად თავად არიან დაუცველები და ძალადობის მსხვერპლნი...

36 წლის ოლღა კალინა ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის თავმჯდომარეა, ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს ეხმარება უფლებების დაცვაში. რამდენიმე წელია მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთ მონიტორად და ყოველდღიურ რეჟიმში უწევს სისტემის პრობლემებზე მუშაობა.

თავად ორჯერ მოუწია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა, აქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ოლღამ საკუთარ თავზე გამოსცადა და შიგნიდან დაინახა ყველა ის ხარვეზი, რაც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაშია.

კალინა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყვველაზე მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში, თუმცა გამოცდილება, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარებულმა წლებმა შემატა, უნიკალური და მრავლისმომცემია.

ოლღა კალინა. ფოტო: ნინო ბაიდაური

"ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას პირველად 2005 წელს შევეხე, ბიოლოგიის მაგისტრატურის პირველ კურსზე. უცებ დამეწყო პრობლემები, უძილობა, გარკვეული უცნაური გამოვლინებები, შევწყვიტე კონტაქტი ირგვლივმყოფებთან...

ჩემმა ოჯახმა ძალიან ინერვიულა, მიმიყვანეს თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში, სადაც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამკეტეს განყოფილებაში, შემბოჭეს და გამიკეთეს ფსიქოტროპული წამლის ინექცია

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2-3 კვირა ვიყავი ჩაკეტილი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შოკი მიმეღო. უცებ აღმოვაჩინე, რომ 21-ე საუკუნეში თურმე არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანის პიროვნებას, ნებას, უფლებებს სრულად აიგნორებენ და სადაც შენი მდგომარეობის გაპროტესტება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს და ინექციებს, იმ ლოგიკით, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ყოველთვის აპროტესტებს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფია და ექიმმა ყოველთვის უკეთ იცის, რა გჭირდება შენ.

იმ პერიოდში განადგურებულად ვგრძნობდი თავს, არა მარტო იმიტომ, რომ ფსიქიკური კრიზისი დამემართა, არამედ იმიტომაც, რომ უცებ დავკარგე ჩემი ადგილი სამყაროში. გავხდი ქრონიკული ავადმყოფი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უწევდა ფსიქოტროპული წამლების დალევა და წიგნებზე, გეგმებზე უარის თქმა.

ამასთან ვფიქრობდი, რომ რადგან ჩემი ტვინი ავად არის, არ ღირს ჩემი იდეების განხორციელება, სხვა ადამიანებს უნდა მოვუსმინო. ეს საშინელი პერიოდი დღემდე რჩება ჩემს ცხოვრებაში ნულოვან წერტილად, სადაც პიროვნება იმ დონემდე ეცემა, რომ პასიურ რეჟიმში გადადის და ყველაფერში დამოკიდებულია სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე.

ფსიქიატრიული დაწესებულების ბენეფიციართა ნამუშევრები

იქ ყოფნისას ვიგრძენი, რომ სისტემისთვის მე, როგორც პიროვნება არ ვარსებობ. ჩვენ ყველანი დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილები, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა კიდეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაადგილება უჭირდათ. მედპერსონალი ჩვენთან ძირითადად არ საუბრობდა, მაშინ კი როცა საუბრობდა, იგრძნობოდა დაცინვის ტონი...

ადამიანებს აქ ორ ჯგუფად ჰყოფდნენ - „ავადმყოფებად“და „ნორმალურებად“. მე ავადმყოფის სტატუსი მქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე ბარიკადების ერთ მხარეს, დანარჩენი სამყარო სხვა მხარეს იდგა

დანარჩენი სამყაროს იმედი არ გვქონდა, მათ ხომ ასეთი დამანგრეველი სისტემის არსებობა დაუშვეს? ისინი ხომ ფიქრობენ, რომ თუ ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩარევა ნებადართულია და ფსიქიატრმა უკეთ იცის რა გჭირდება.

14 წელი გავიდა ჩემი პირველი სტაციონირებიდან, ახლა როგორც სპეციალისტმა, რომელსაც მონიტორინგის მიზნით მოვლილი აქვს თითქმის ყველა ფსიქიატრიული დაწესებულება, შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩემი მონათხრობიდან ბევრი რამ კვლავაც უცვლელი დარჩა" - გვიყვება ოლღა კალინა.

როდესაც მსჯელობა იწყება ფსიქიკური ჯანდაცვის პრობლემებზე, დარგის ექსპერტები პირველი რიგის გამოწვევად სტიგმას ასახელებენ. დისკრიმინაციული დამოკიდებულებებიდან ყველაზე გავრცელებულია მითები იმის შესახებ, რომ ყოველი მათგანი არის მოძალადე, საზოგადოებისთვის საშიში და გონებაჩამორჩენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კიდევ უფრო გავრცელებული გახდება. ორგანიზაცია აძლევს რეკომენდაციას ქვეყნებს დარგი პრიორიტეტში აყვანონ. ჯანმო საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ ქვეყანა დარგში ადამიანური რესურსისა და დაფინანსების ნაკლებობას განიცდის.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯი, ერთ ადამიანზე 4.38 ლარს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული თანხის ოდენობა საფრანგეთსა და გერმანიაში 300 ევროს აღემატება, აშშ-ში - 300 დოლარს.

ამ და სხვა არაერთ პრობლემაზე მიუთითებს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში და გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ომბუდსმენი მრავალი წელია საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას, უკვე მოქმედ კანონებსა და დადგენილებებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისთვის აუცილებელია, თუმცა როგორც ამავე ანგარიშებში ვკითხულობთ, მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაუთვალისწინებელი რჩება.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20,550 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი 24 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია ის რომ, მიმდინარე წელს პროგრამის თითოეული კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდა თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯზე არ ასახულა. იგი კვლავ 17 ლარს შეადგენს დღე-ღამეში. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში მედიკამენტების, მოვლა-პატრონობის ხარჯებთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც არის გათვალისწინებული. ასევე, უცვლელი დარჩა გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საწოლის ფასიც და ძველებურად 23 ლარს შეადგენს. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს იმდენად მწირი დაფინანსებაა, სერვისის სრულყოფილებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

AMBEBI.GE-ს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე ესაუბრება:

"პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. არსებული მდგომარეობით, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ (სურამის ფსიქიატრიული კლინიკა), ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასა და ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, კვლავ პრობლემად რჩება:

სურამის ფსიქიატრიული კლინიკა რეაბილიტაციის შემდეგ

პალატების გადატვირთულობა, პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა, პაციენტების არაადაპტირებული გარემო, შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, პაციენტთა ნების უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არა ნებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

"ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარის, ფსიქიატრ ეკა ჭყონიას თქმით კი, უპირველესი პრობლემა სისტემის, როგორც ერთი მთლიანობის არარსებობაა:

"ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა. ვხედავთ, რომ თანმიმდევრულობა ამ პროცესებს აკლია. ამის შედეგია ტრაგიუკული შემთხვევები, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. გვაქვს დაქსაქსული სერვისები და მთლიანობაში შეკრული სისტემა არ გვაქვს. ინსტიტუციური სერვისები არ ფუნქციონირებს. დროულად ვერ აწვდი შესაბამისი ხარისხის მომსახურებას.

იმისთვის, რომ ტრაგედია არ მოხდეს, იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტები დაცულები იყვნენ ასეთი შედეგებისგან, საჭიროა სტანდარტები და მონიტორინგი. შევდივართ ჩიხში და უფრო მეტი ასეთი შემთხვევა გვექნება, სამწუხაროდ

ფსიქიატრი განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო არა შენობების რემონტის დონეზე, არამედ შინაარსობრივად არის შესაცვლელი. მისი თქმით, ამ სფეროსთვის სტანდარტიზაციია და მონიტორინგის სისტემის სრულყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

"100 პაციენტზე 3-4 მედპერსონალი როცა გყავს, სრულიად გასაგებია, რომ ასეთი შემთხვევები გარდაუვალია. დღიურად 17 ლარია გამოყოფილი და ამაში შედის ყველაფერი, პერსონალის ხელფასის ჩათვლით. შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ რაიმე ხარისხს მიაღწევ" - გვეუბნება ჭყონია.

როგორც "ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე ამბობს, ის და მისი კოლეგები ყოველდღე აწყდებიან პაციენტის სტაციონარში განთავსების პრობლემას. როგორც წესი, არ არის ადგილები, რაც სფეროს არასწორი დაგეგმვისა და არასათანადო დაფინანსების შედეგია. ფსიქიატრის თქმით, ორი წელია კოლეგებთან ერთად მუშაობს სტანდარტებზე:

"სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. თავიდან თითქოს რაღაცაზე ვთანხმდებით და სრულიად სხვა პროცესები მიდის მერე. სამწუხაროა, რომ ძირითადად უდგებიან ფინანსური კუთხით და არა პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამბობს ჭყონია.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია AMBEBI.GE-სთან საუბარში არ უარყოფს, რომ დარგში პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა სახელმწიფო ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულად მიიჩნევს, რასაც მისი თქმით, დაფინანსების გაზრდაც მოწმობს.

"ბოლო პერიოდში იზრდება ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ექვსჯერ და მეტად გაიზარდა თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების დაფინანასება. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი 2019 წელს გახდა მილიონ შვიდასი ათასი ლარი. 2020 წლეს კიდევ სამი მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც ასევე მიმართული იქნება სათემო ამბულატორიულ სერვისზე.

მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თემზე მობილური რეაგირების ჯგუფების სისტემის შექმნა. რას ნიშნავს ეს სისტემა? როდესაც, მაგალითად, პაციენტი გამოეწერება საავადმყოფოდან და მას სჭირდება სახლში მიიღოს მომსახურება, მედიკამენტები, ფსიქიატრთან კონსულტაცია და ასე შემდეგ, ან როდესაც პაციენტი უარს აცხადებს საავადმყოფოში ვიზიტზე, მობილური ჯგუფები, რომლებიც შედგება ექიმი ფსიქიატრისგან, ექთნისგან და სოციალური მუშაკისგან, აკითხავენ პაციენტს ოჯახში და ადგილზე უწევენ სამედიცინო დახმარებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია იქნება აქცენტირებული საოჯახო ტიპის დაწესებულებების დანერგვაზე. რადგან არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც არ საჭირობენ დაწესებულებაში ყოფნას, მაგრამ მაინც რჩებიან იქ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. ეს კი იწვევს ადგილების გადატვირთვას. წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს რუსთავში საოჯახო ტიპის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 25 საწოლზე და გაზაფხულამდე დასრულდება.

ასევე შეირჩევა ლოკაციები სხვა ადგილებშიც, სადაც ამის მეტი საჭიროებაა. კახეთშია ორი ცენტრის აშენება დაგეგმილი, ჩინეთის მთავრობა გვეხმარება და 30 საწოლზე იქნება გათვლილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა რამდენიმე საავადმყოფოში, სურამსა და ბედიანში. ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების შექმნა, გარდა ამისა, წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა - რეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს ფსიქიატრიაზე სწავლას, სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო სწავლის საფასურს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

თანამედროვე მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სტარატეგიის მთავარ ამოცანად დეინსტიტუონალიზაციას მიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, არ უნდა იყოს იზოლაციაში, ინსტიტუციაში ჩაკეტილი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი უნარები გამოიყენოს, იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში, ჰქონდეს დასაქმების საშუალება და ა.შ. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს რთულად განსახორციელებელი და ამ ეტაპზე არარეალისტური მიზნებია...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ