პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ უნახავს - შოთა დიღმელაშვილი
ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ უნახავს - შოთა დიღმელაშვილი

თუ ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­წი­ნა­უ­რებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პი­რა­დად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის თვა­ლის და­თხრა­ზე, მი­ი­ღებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს. დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წარ­დგე­ნას აფა­სებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი გაპ­რე­მი­ე­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკი­დუ­რე­სად ამ­წვა­ვებს.

„ასე არ გა­მო­ვა. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­წი­ნა­უ­რებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პი­რა­დად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის თვა­ლის და­თხრა­ზე, მი­ი­ღებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ებს. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა გზას, გა­მო­ვი­ყე­ნებთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კავ­ში­რებს, უცხო­ურ მე­დი­ას და შევ­ქმნით გან­გაშს, რო­მე­ლიც ჯერ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ უნა­ხავს. გა­ხა­რი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკი­დუ­რე­სად ამ­წვა­ვებს. გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის მა­გივ­რად პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად უფრო მას­შტა­ბურ პრო­ტესტს.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბამ ვერ უშ­ვე­ლა 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მით უმე­ტეს ვერ უშ­ვე­ლის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­კოტ­რე­ბულ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი, ისი­ნი იმე­ო­რე­ბენ წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის შეც­დო­მებს და ვერ იმე­ო­რე­ბენ წარ­მა­ტე­ბებს. ამ მო­რიგ ვი­რეშ­მა­კო­ბას ჩვე­ნი მხრი­დან ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა. 20 ივ­ნი­სის დამრბე­ვი შს მი­ნის­ტრის გაპ­რე­მი­ე­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი­ვე „ბო­ტე­ბის“ შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბა და­ი­ჯე­რა, რომ მათ სა­ა­მი­სოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია მა­ინც აქვთ.

სი­ნამ­დვი­ლე სხვა­ნა­ი­რია. ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი სა­დაც კი ჩნდე­ბა, ყველ­გან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ხვდე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლია სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლე­ბი­დან იპა­რე­ბო­დეს. გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა მის გა­მო­ჩე­ნას უკვე პრე­მი­ე­რის რან­გში. გა­ხა­რი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კამ­პა­ნია გაგ­რძელ­დე­ბა მის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, რაც მხო­ლოდ „ოც­ნე­ბის­თვის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­თმე­ვით მი­იღ­წე­ვა“, - წერს შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ უნახავს - შოთა დიღმელაშვილი

ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჯერ არ უნახავს - შოთა დიღმელაშვილი

თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. დიღმელაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი გაპრემიერებით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს.

„ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს. გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს. ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე „ბოტების“ შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ „ოცნებისთვის“ ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, - წერს შოთა დიღმელაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები