პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს
ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ნა­ნუ­კას რჩე­უ­ლი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­აა.

მო­დე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნიშ­ნო­ბი­სა და ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, ასე­ვე ვი­დე­ოს, სა­დაც ხე­ლის თხოვ­ნაა ასა­ხუ­ლი.

"მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი წა­მის­თვის შე­უ­და­რე­ბე­ლი ხარ", - წერს ნა­ნუ­კა.

წყვი­ლის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ხმე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბის და ნა­ყო­ფი­ე­ბის ოჯა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნიკა ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, კობა ნა­ყო­ფი­ას ვა­ჟია. მათ ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" აქ­ცი­ე­ბი.

ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან "კვარ­ცი­ტის" კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლი გახ­ლდათ.

ნი­კას ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. მან ცო­ლად "მის სა­ქარ­თვე­ლო 2008" ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

მაგ­რამ ისი­ნი და­შორ­დნენ და ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე სხვა­ზე გა­თხოვ­და.

ნიკა ნა­ყო­ფი­ას სა­ხელ­მა საქ­მი­ან წრე­ებ­ში კი­დევ ერთხელ გა­იჟ­ღე­რა მა­შინ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მე­წი­ლე გახ­და. რო­გორც, კობა ნა­ყო­ფი­ამ აღ­ნიშ­ნა, მის­მა შვილ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

ნიკა ნა­ყო­ფი­ამ არხი 4 000 000 დო­ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა და სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და.

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხმე­ბი მას შემ­დეგ და­ირ­ხა, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე - ვი­დეო წარ­წე­რით: "გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ".

ბუ­ნებ­რი­ვია, ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­ნუ­კას ნა­მუ­შევ­რებს არ გუ­ლის­ხმობ­და. ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - მოდელი ნიშნობის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ნანუკას რჩეული ნიკოლოზ ნაყოფიაა.

მოდელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიშნობისა და ნიშნობის ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს, ასევე ვიდეოს, სადაც ხელის თხოვნაა ასახული.

"მადლობა ყოველი წამისთვის შეუდარებელი ხარ", - წერს ნანუკა.

წყვილის რომანის შესახებ ხმები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გოგიჩაიშვილების და ნაყოფიების ოჯახებს საქართველოში კარგად იცნობენ. ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება "მადნეულისა" და "კვარციტის" აქციები.

ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან "კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.

ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად "მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.

მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე სხვაზე გათხოვდა.

ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას "ინსტაგრამზე" საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: "გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ".

ბუნებრივია, ბიზნესმენი ნანუკას ნამუშევრებს არ გულისხმობდა. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.