პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინა
ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინა

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია წა­რად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის ოფის­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ თა­ვად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დი­ლი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მებ­ზე შე­თან­ხმდა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გუნდს გა­ხა­რი­ას კან­დი­და­ტუ­რა თა­ვად შეს­თა­ვა­ზა:

„დღეს დი­ლით გვქონ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო. პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე მე, რო­გორც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ წარ­ვად­გი­ნე ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ხით. მი­ვი­ღეთ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ამის შემ­დგომ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან გვქონ­და შეხ­ვედ­რა და იქაც კი­თხვე­ბიც არ დას­მუ­ლა და ეს არის ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა.

თქვენც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც კარ­გად იც­ნობს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. მე ვფიქ­რობ, მან სა­კუ­თა­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით, და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნო­ბი­დან, შემ­დგომ ის გახ­ლდათ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, შემ­დეგ კი შს მი­ნის­ტრი, ღირ­სე­უ­ლად და­იმ­სა­ხუ­რა ამ პოსტზე მისი წარ­დგე­ნა და მე ვფიქ­რობ, მას პარ­ლა­მენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად და­ამ­ტკი­ცებს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

VIDEO: რა სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რია პრე­მი­ე­რად

პრე­მი­ე­რის პოს­ტი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გუ­შინ და­ტო­ვა. ვრცელ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც გა­დამ­დგარ­მა პრე­მი­ერ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, აღ­ნიშ­ნა, რომ "მი­სია ამ ეტა­პი­სათ­ვის შე­ას­რუ­ლა" და თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი 76-ე დღეა ითხოვს 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ. "ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დრო­საც, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან, აქ­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნას.

რო­გორც „სირ­ცხვი­ლი­ას“ ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გი­ორ­გი გა­ხა­რია მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გუნდს გახარიას კანდიდატურა თავად შესთავაზა:

„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება.

თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: რა სიტყვებით წარადგინა ივანიშვილმა გახარია პრემიერად

პრემიერის პოსტი მამუკა ბახტაძემ გუშინ დატოვა. ვრცელ წერილში, რომელიც გადამდგარმა პრემიერმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ "მისია ამ ეტაპისათვის შეასრულა" და თანამდებობას ტოვებდა.

შეგახსენებთ, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი 76-ე დღეა ითხოვს 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ. "ოცნების" პოლიტსაბჭოს მიმდინარეობის დროსაც, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები