პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი" თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ვთქვი, რომ თუ ფილმის გამო ბოდიშს არ მოიხდიდნენ წამოვიდოდი..."
"იმედი" თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ვთქვი, რომ თუ ფილმის გამო ბოდიშს არ მოიხდიდნენ წამოვიდოდი..."

მწე­რალ­მა ტო­რე­სა მო­სიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე იმედ­ში ჩემი ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მუ­დამ მხარ­ში მედ­გა, მამ­ხნე­ვებ­და და მხარს მი­ჭერ­და, მას­წავ­ლი­და და მეხ­მა­რე­ბო­და ჩემი საქ­მის კე­თე­ბა­ში. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ და მი­ხა­რია, რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობ­და ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში. წინ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბია და ეს მა­ხა­რებს" - წერს ტო­რე­სა მოსი, რო­მე­ლიც "იმედ­ში" პრო­დაქ­შე­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

რა გახ­და ტო­რე­სა მო­სის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან წა­მოს­ვლის მი­ზე­ზი, ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ მწე­რალს მი­მარ­თა. მისი თქმით, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა "იმე­დის" ეთერ­ში აგ­ვის­ტოს ომზე გა­სულ ფილ­მს უკავ­შირ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ფილ­მზე "ჩვენ მშვი­დო­ბით მო­ვი­გებთ სხვის და­წყე­ბულ ომს", რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"მე მა­შინ ვთქვი, რომ თუ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი ამ ფილ­მის გამო ბო­დიშს არ მო­იხ­დი­და, მე დავ­ტო­ვებ­დი სამ­სა­ხურს. ხოდა, შე­ვას­რუ­ლე და­პი­რე­ბა. ეს დრო სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ ჩვენ დაგ­ვე­ნა­ხა რას აპი­რებ­და არ­ხის მენ­ჯმენ­ტი... აპი­რებ­დნენ თუ არა ბო­დი­შის მოხ­დას. ასე არ მოხ­და. ამი­ტომ წა­მო­ვე­დი "იმე­დი­დან", თუმ­ცა ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ჩემ­ზე ზე­წო­ლა არა­ვის მო­უხ­დე­ნია" - აღ­ნიშ­ნა მო­სიმ.

ტო­რე­სა მოსი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან, ვინც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რით გა­სუ­ლი ფილ­მი გა­აპ­რო­ტეს­ტა და "ფე­ის­ბუქ­ზე" აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მწვა­ვე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ასე­ვე ფილ­მის სუ­ლის­კვე­თე­ბა არ გა­ზი­ა­რეს "ქრო­ნი­კის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბმა და imedinews-ის რე­დაქ­ტო­რე­ბმა და პრო­ტეს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" ფლეშ­მო­ბით გა­მო­ხა­ტეს. მა­შინ­დელ მოვ­ლე­ნებ­ზე პო­ე­ტი პა­ა­ტა შა­მუ­გია, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, "იმე­დის" თა­ნამ­რო­მე­ლია, ამ­ბობ­და, რომ აგ­ვის­ტოს ომზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ ნი­უს­რუ­მი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნიკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რია:

"პრო­დი­უ­სე­რი ვარ მე. ეს რე­პორ­ტა­ჟი დამ­ზად­და ჩემს მიერ, ჩემი პრო­დუ­სინ­გის ქვეშ. ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მის ავ­ტო­რებს, ფილ­მის ავ­ტო­რი არის მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გით მოკ­ლეს იმის გამო, რომ სი­მარ­თლეს აყე­ნებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა.

ფილ­მის ავ­ტო­რი არის ის ასე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც გმი­რუ­ლად შე­ე­წი­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის ავან­ტი­უ­რას. ამ ფილ­მის ავ­ტო­რი არის დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან მსხვერ­პლი ამ ავან­ტი­უ­რის და ბო­ლოს, ამ ფილ­მის ავ­ტო­რი არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცის ყვე­ლა­ფე­რი და რო­მელ­საც 11 წელი უკ­რძა­ლავ­დნენ უბ­რა­ლოდ სი­მარ­თლის თქმას.

აღე­ბუ­ლი არის ის დო­კუ­მენ­ტე­ბი რო­მელ­საც ხელს აწერ­და მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც. აღე­ბუ­ლი არის ევ­რო­საბ­ჭოს დას­კვნე­ბი. ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ვინც ლა­პა­რა­კო­ბენ იმ პე­რი­ოდ­ზე და არი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

"იმედი" თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ვთქვი, რომ თუ ფილმის გამო ბოდიშს არ მოიხდიდნენ წამოვიდოდი..."

"იმედი" თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ვთქვი, რომ თუ ფილმის გამო ბოდიშს არ მოიხდიდნენ წამოვიდოდი..."

მწერალმა ტორესა მოსიმ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა:

"ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იმედში ჩემი ყოფნის განმავლობაში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდამ მხარში მედგა, მამხნევებდა და მხარს მიჭერდა, მასწავლიდა და მეხმარებოდა ჩემი საქმის კეთებაში. ბევრი მეგობარი შევიძინე და ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ და მიხარია, რომ ეს გამოცდილება არსებობდა ჩემ ცხოვრებაში. წინ დიდი გამოწვევებია და ეს მახარებს" - წერს ტორესა მოსი, რომელიც "იმედში" პროდაქშენის თანამშრომელი იყო.

რა გახდა ტორესა მოსის ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზი, ამ კითხვით AMBEBI.GE-მ მწერალს მიმართა. მისი თქმით, სამსახურიდან წამოსვლა "იმედის" ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს უკავშირდება. საუბარია ფილმზე "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

"მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ტელეკომპანიის მენეჯმენტი ამ ფილმის გამო ბოდიშს არ მოიხდიდა, მე დავტოვებდი სამსახურს. ხოდა, შევასრულე დაპირება. ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ დაგვენახა რას აპირებდა არხის მენჯმენტი... აპირებდნენ თუ არა ბოდიშის მოხდას. ასე არ მოხდა. ამიტომ წამოვედი "იმედიდან", თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩემზე ზეწოლა არავის მოუხდენია" - აღნიშნა მოსიმ.

ტორესა მოსი ერთ-ერთი პირველი იყო "იმედის" თანამშრომლებიდან, ვინც რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმი გააპროტესტა და "ფეისბუქზე" აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე პოსტი გამოაქვეყნა:

ასევე ფილმის სულისკვეთება არ გაზიარეს "ქრონიკის" ჟურნალისტებმა და imedinews-ის რედაქტორებმა და პროტესტი "ფეისბუქზე" ფლეშმობით გამოხატეს. მაშინდელ მოვლენებზე პოეტი პაატა შამუგია, რომელიც, ამავე დროს, "იმედის" თანამრომელია, ამბობდა, რომ აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ნიუსრუმი რამდენიმე დღის განმავლობაში "პარალიზებული იყო".

მოგვიანებით ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა, რომელიც ამავდროულად ფილმის პროდიუსერია:

"პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა.

ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას.

აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ