მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?
"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­დან ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ახალ­გო­რის შე­სას­ვლე­ლი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­კე­ტოს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი რუს ე.წ მე­სა­ზღვრე­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბო­ბენ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა 3 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თი­დან იგეგ­მე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს წარ­მო­შო­ბით ახალ­გო­რე­ლი ნინო ყო­ჩიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ცუდი ამ­ბა­ვი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ახალ­გორ­ში იკე­ტე­ბო­და ხოლ­მე გზე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით, ერთი კვი­რით, ახლა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სულ­მა მხა­რემ და სა­მუ­და­მოდ კე­ტა­ვენ. და­დი­ან სოფ­ლებ­ში და ხალ­ხს აფრ­თხი­ლე­ბენ, ვი­საც წას­ვლა გინ­დათ, წა­დით, მერე ვე­ღარ წახ­ვალ­თო. ხალ­ხი პა­ნი­კა­ში და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია, არც და­ტო­ვე­ბა უნ­დათ და არც სულ იქ ჩარ­ჩე­ნა.

ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ იქ დარ­ჩეს და შვი­ლე­ბი და­ი­ბა­რა სა­ნა­ხა­ვად, იქ­ნებ ცო­ცხა­ლი ვე­ღარც მნა­ხოთ, მე იქ დავ­რჩე­ბი, თქვენ აქო... სა­ხელ­მწი­ფოს შეგ­რძნე­ბა მთლი­ა­ნად და­კარ­გუ­ლი მაქვს. რა­ღაც სას­წა­უ­ლის მჯე­რა, სხვა არაფ­რის" - წერს ნინო ყო­ჩიშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყო­ჩიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ იკოთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის­გან მი­ი­ღო, რომ­ლის თქმი­თაც, გაფრ­თხი­ლე­ბას ბოლო ორი დღეა იღე­ბენ ოსე­ბის­გან, რო­მელ­თა უკან რუ­სე­ბი დგა­ნან.

გაფრ­თხი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

"უკვე მე­ო­რე დღეა, გვაფრ­თხი­ლე­ბენ ახალ­გო­რის შე­სას­ვლელ­ში მოქ­მედ სა­გუ­შა­გო­ზე რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი, რომ ხვალ სა­ღა­მო­დან იკე­ტე­ბა და­ბის შე­სას­ვლე­ლი და მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა, რო­გორც ფე­ხის მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის. როცა ვე­კი­თხე­ბით, რამ­დე­ნი ხნით შე­ი­ზღუ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა, პა­სუხს ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა, ისიც თქვეს, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ჩა­ი­კე­ტოს.

ეს ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბას შექ­მნის, ახალ­გო­რი­დან დევ­ნი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ე.წ. პრო­პუს­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩვენ სახ­ლებ­ში შეს­ვლას დღემ­დე ვა­ხერ­ხებთ, ბევ­რი სუ­ლაც იქ ვცხოვ­რობთ. გარ­და ამი­სა, პე­და­გო­გე­ბის თუ სხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი წე­რო­ვა­ნი­დან და­დის ოკუ­პი­რე­ბულ და­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარც ისი­ნი შევ­ლენ. ახლა გა­მო­ვე­დი და არ ვიცი, შევ­ძლებ თუ არა ისევ შეს­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და ახალ­გო­რი­დან გა­მო­სულ­მა მო­ქა­ლა­ქემ.

AMBEBI.GE ამ სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ახალ­გო­რელ უფ­ლე­ბა­დამ­ცველს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

"სა­მუ­და­მოდ გზის ჩა­კეტ­ვა­ზე, აქა­უ­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის­გან არა­ფე­რი მსმე­ნია... უამ­რავ ცნო­ბას ვი­ღებ ორი­ვე მხრი­დან, ცხინ­ვა­ლი­დან და ქარ­თუ­ლი მხრი­და­ნაც, ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე ვავ­რცე­ლებ ხოლ­მე. ჩემს წინ ახალ­გო­რის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბაა და თუ რამე ხდე­ბა, მათ­გა­ნაც ვი­გებ ბევრ რა­მეს და ამა­ზე არა­ფე­რი გა­მი­გია.

- ხალ­ხი ნამ­დვი­ლად ტო­ვებს სა­ცხოვ­რე­ბელს?

- დიახ, არ ვიცი ვინ თე­სავს პა­ნი­კას, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბი მი­დი­ან და თან მი­აქვთ რისი წა­ღე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. იმე­დია, ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან ვინ­მე გა­მო­ვა და მათ აუხ­სნის, რომ პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს - გვი­თხრა მე­ა­რა­ყიშ­ვილ­მა.

ახალ­გო­რის შე­სას­ვლე­ლი შე­საძ­ლო და­კეტ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი იყო დღეს ერგნეთ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზეც. სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლის ცნო­ბით, ერგნეთ­ში ოსურ­მა მხა­რემ არ და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­სას­ვლე­ლი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­კე­ტოს

რო­გორც სუს-ის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში ერგნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას ოსურ­მა მხა­რემ არ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ახალ­გო­რის შე­სას­ვლე­ლი შე­საძ­ლოა, ჩა­ი­კე­ტოს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გო­რის სა­კითხს, მე რა თქმა უნდა და­ვინ­ტე­რეს­დი სა­კი­თხით და მი­ვი­ღე შემ­დეგ პა­სუ­ხი, რომ ზო­გა­დად, როცა დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ებს, ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­ურ­დე­ბა ცხე­ლი ხაზი და გვა­ტყო­ბი­ნე­ბენ, ან ჩნდე­ბა ხოლ­მე მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი. არც ერთს, და არც მე­ო­რეს ჯერ­ჯე­რო­ბით ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში დღეს ამის და­დას­ტუ­რე­ბა მე ვერ მი­ვი­ღე. მათ არ დაგ­ვი­დას­ტუ­რეს ეს ფაქ­ტი დღეს“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?

"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?

ბოლო რამდენიმე დღეა ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

ადგილობრივები რუს ე.წ მესაზღვრეებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს წარმოშობით ახალგორელი ნინო ყოჩიშვილი, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში. ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ. დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო. ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო... სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს. რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის" - წერს ნინო ყოჩიშვილი.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ყოჩიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სოფელ იკოთში მცხოვრები ქართველისგან მიიღო, რომლის თქმითაც, გაფრთხილებას ბოლო ორი დღეა იღებენ ოსებისგან, რომელთა უკან რუსები დგანან.

გაფრთხილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი მოქალაქე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

"უკვე მეორე დღეა, გვაფრთხილებენ ახალგორის შესასვლელში მოქმედ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები, რომ ხვალ საღამოდან იკეტება დაბის შესასვლელი და მოძრაობა აიკრძალება, როგორც ფეხის მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. როცა ვეკითხებით, რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა, პასუხს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ისიც თქვეს, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს.

ეს ძალიან ცუდ მდგომარეობას შექმნის, ახალგორიდან დევნილების უმრავლესობა, ე.წ. პროპუსკების საშუალებით, ჩვენ სახლებში შესვლას დღემდე ვახერხებთ, ბევრი სულაც იქ ვცხოვრობთ. გარდა ამისა, პედაგოგების თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წეროვანიდან დადის ოკუპირებულ დაბაში, შესაბამისად, ვეღარც ისინი შევლენ. ახლა გამოვედი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ შესვლას“, - განაცხადა ახალგორიდან გამოსულმა მოქალაქემ.

AMBEBI.GE ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ახალგორელ უფლებადამცველს თამარ მეარაყიშვილს დაუკავშირდა.

"სამუდამოდ გზის ჩაკეტვაზე, აქაური პასუხისმგებელი პირებისგან არაფერი მსმენია... უამრავ ცნობას ვიღებ ორივე მხრიდან, ცხინვალიდან და ქართული მხრიდანაც, ნებისმიერ ინფორმაციას მე ვავრცელებ ხოლმე. ჩემს წინ ახალგორის პოლიციის განყოფილებაა და თუ რამე ხდება, მათგანაც ვიგებ ბევრ რამეს და ამაზე არაფერი გამიგია.

- ხალხი ნამდვილად ტოვებს საცხოვრებელს?

- დიახ, არ ვიცი ვინ თესავს პანიკას, მაგრამ ვიღაცები მიდიან და თან მიაქვთ რისი წაღებაც შეუძლიათ. იმედია, ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ვინმე გამოვა და მათ აუხსნის, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს - გვითხრა მეარაყიშვილმა.

ახალგორის შესასვლელი შესაძლო დაკეტვაზე საუბარი იყო დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც. სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, ერგნეთში ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

„რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი საკითხით და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ, ან ჩნდება ხოლმე მათი განცხადებები. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს“, - განაცხადა ანთაძემ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი