პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებით ტოვებს თანამდებობას მამუკა ბახტაძე და რა რეფორმებით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას
რა ქონებით ტოვებს თანამდებობას მამუკა ბახტაძე და რა რეფორმებით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ბახ­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკე­თებს. რო­გორც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე წერს, იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წევ­რი და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცი. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც შე­იც­ვა­ლა და რა ქო­ნე­ბით ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას ბახ­ტა­ძე.

მის მიერ შევ­სე­ბუ­ლი ბოლო ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­სულ წელს მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის ანა­ზღა­უ­რე­ბამ ჯამ­ში, 62 333.34 ლარი შე­ად­გი­ნა. კერ­ძოდ, 2018 წლის 21 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბი­სას მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივ­ნი­სი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე კი 26 916,67 ლარი შე­ად­გი­ნა.

მის მიერ 31 მარტს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ე­რის ქო­ნე­ბა არ შეც­ვლი­ლა და მას არც უძ­რა­ვი და არც მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ შე­უ­ძე­ნია. კერ­ძოდ, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბახ­ტა­ძე კვლავ მცხე­თა­ში მდე­ბა­რე 355,05 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და 670 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს, რო­მე­ლიც 2016 წელს აქვს ჩუ­ქე­ბით მი­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­სულ წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით, მცი­რე­დი გან­სხვა­ვე­ბაა. კერ­ძოდ, 2019 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბახ­ტა­ძეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში, 28 331.1 ლარი, ხოლო ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით 4 500 ლარი ჰქონ­და. მა­შინ როცა წინა წელს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 8 ათას ლარ­ზე მეტი ჰქონ­და.

მას­ვე, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 10 000 ლა­რის საკ­რე­დი­ტო ხაზი აქვს გახ­სნი­ლი, თუმ­ცა გა­სა­ვა­ლი არ უფიქ­სირ­დე­ბა.

მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ გუნდში მოს­ვლის დღი­დან ბახ­ტა­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ა­მახ­სოვ­რა.

ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბა

ბახ­ტა­ძის პრე­მი­ე­რო­ბას დროს გან­ხორ­ცი­ელ­და ე.წ. ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის პროგ­რა­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სწო­რედ პრე­მი­ერ­მა გა­აჟ­ღე­რა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს 615 164 მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც ბან­კე­ბის და სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო ე.წ. შავ სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ვალი გა­უ­ნულ­დათ. ჯა­მუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა კი არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 4 104 429 484 ლარს შე­ად­გენ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რა ქონებით ტოვებს თანამდებობას მამუკა ბახტაძე და რა რეფორმებით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას

რა ქონებით ტოვებს თანამდებობას მამუკა ბახტაძე და რა რეფორმებით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას, როგორც შეიცვალა და რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ბახტაძე.

მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მამუკა ბახტაძის ანაზღაურებამ ჯამში, 62 333.34 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისამდე პერიოდში ფინანსთა მინისტრობისას მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 35 416,67 ლარი, ხოლო 21 ივნისიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი 26 916,67 ლარი შეადგინა.

მის მიერ 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის ქონება არ შეცვლილა და მას არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ შეუძენია. კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ბახტაძე კვლავ მცხეთაში მდებარე 355,05 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 670 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2016 წელს აქვს ჩუქებით მიღებული.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, გასულ წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, მცირედი განსხვავებაა. კერძოდ, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბახტაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 28 331.1 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 4 500 ლარი ჰქონდა. მაშინ როცა წინა წელს საბანკო ანგარიშზე 8 ათას ლარზე მეტი ჰქონდა.

მასვე, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 10 000 ლარის საკრედიტო ხაზი აქვს გახსნილი, თუმცა გასავალი არ უფიქსირდება.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მოსვლის დღიდან ბახტაძემ საზოგადოებას თავი რამდენიმე ინიციატივით დაამახსოვრა.

ვალების განულება

ბახტაძის პრემიერობას დროს განხორციელდა ე.წ. ვალების განულების პროგრამა. აღნიშნული ინიციატივა სწორედ პრემიერმა გააჟღერა, რომლის შედეგადაც საქართველოს 615 164 მოქალაქეს, რომლებიც ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების გამო ე.წ. შავ სიაში იმყოფებოდნენ, ვალი გაუნულდათ. ჯამური დავალიანების მოცულობა კი არსებული მონაცემებით, 4 104 429 484 ლარს შეადგენდა. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები