მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს "მწვანე კედელი" და როგორ გიცავთ ის ხმაურისა და უჰაერობისგან?
რას ნიშნავს "მწვანე კედელი" და როგორ გიცავთ ის ხმაურისა და უჰაერობისგან?

მწვა­ნე კე­დე­ლი - ასე ჰქვია ვერ­ტი­კა­ლურ გამ­წვა­ნე­ბას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დღი­თი­დღე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ცო­ცხა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით დე­კო­რა­ცი­უ­ლი კედ­ლის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც ინ­ტე­რი­ერ­ში, ასე­ვე ექ­სტე­რი­ერ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ის უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სახ­ლსა თუ ოფისს ალა­მა­ზებს.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხიბ­ლის გარ­და, ინ­ტე­რი­ერ­ში გან­თავ­სე­ბულ მწვა­ნე კე­დელს ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა აქვს - მცე­ნა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­სუფ­თა­ვონ ჰა­ე­რი ტოქ­სი­ნე­ბის­გან, ისი­ნი გა­მო­ყო­ფენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟანგბადს, მცე­ნა­რე­ე­ბის კე­დე­ლი 40%-ით აკა­ვებს ხმა­ურს და 20%-ით ამ­ცი­რებს გაგ­რი­ლე­ბის და გათ­ბო­ბის ხარ­ჯებს.

გარე კე­დელ­ზე გან­თავ­სე­ბულ მცე­ნა­რე­ებს კი ერ­თგვა­რად სახ­ლის დაც­ვის ფუნ­ქცი­აც აქვთ - შე­ნო­ბას იცა­ვენ ტემ­პე­რა­ტუ­რის უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბის­გან, ას­რუ­ლე­ბენ ცო­ცხა­ლი სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლის როლს და შე­ნო­ბას უნარ­ჩუ­ნე­ბენ სიგ­რი­ლეს ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, ხოლო ზამ­თრის სი­ცი­ვე­ში - სით­ბოს.

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მცე­ნა­რე­ებს ახა­სი­ა­თებს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და სა­რე­ლაქ­სა­ციო ზე­მოქ­მე­დე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბი­ნებ­ში, მათ ხში­რად ვხვდე­ბით - მი­სა­ღებ ოთა­ხებ­ში, სა­ა­ბა­ზა­ნო­ებ­სა თუ სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში.

კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო - ოფი­სებ­ში გან­თავ­სე­ბულ მწვა­ნე კე­დელს აქვს უნა­რი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უფრო ენერ­გი­უ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი გა­ხა­დოს.

უკვე ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მწვა­ნე კედ­ლის მო­წყო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­ან­დონ. მცე­ნა­რე­ე­ბის მა­ღა­ზია-სა­ლო­ნი „ანე­მო­ნე“ და „მწვა­ნე კე­დე­ლი“ ამ ულა­მა­ზეს ნა­მუ­შევ­რებს ერ­თობ­ლი­ვად სთა­ვა­ზო­ბენ ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს.

სი­ახ­ლე­ზე „ანე­მო­ნეს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ანი არ­ვე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

„ანე­მო­ნე და "Green wall • მწვა­ნე კე­დე­ლი" და­მე­გობ­რდნენ და მომ­ხმა­რე­ბელს ჩვენს ერ­თობ­ლივ ნა­მუ­შე­ვარს ვთა­ვა­ზობთ. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, თუ რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­დოს ინ­ტე­რი­ე­რი და ექ­სტე­რი­ე­რი გა­ნას­ხვა­ვე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ჯან­სა­ღი, ვფიქ­რობთ, რომ მწვა­ნე კე­დე­ლი სა­უ­კე­თე­სო მიგ­ნე­ბაა, რად­გან ის გა­მო­ყოფს დიდი ოდე­ნო­ბით ჟანგბადს და შთან­თქავს ნახ­ში­რო­ჟანგს, ასე­ვე ამ­ცი­რებს გაგ­რი­ლე­ბი­სა და გათ­ბო­ბის ხარ­ჯებს.

მწვა­ნე კე­დელს უკვე ჰყავს კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ბი­ნე­ბის და ოფი­სე­ბის გარ­და, მას ხში­რად გვიკ­ვე­თა­ვენ ქორ­წი­ლის, და­ბა­დე­ბის დღი­სა და სხვა დღე­სას­წა­უ­ლის გა­სა­ფორ­მებ­ლა­დაც.

ტექ­ნი­კუ­რად ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად კეთ­დე­ბა: სის­ტე­მას უმონ­ტაჟ­დე­ბა წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რი და ტა­ი­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა მორ­წყვის რე­ჟი­მი, კე­დელ­ზე წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი მცე­ნა­რე ირ­წყვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად,“ - აღ­ნიშ­ნავს ანი არ­ვე­ლა­ძე.

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ნწ.ნწ.ნწ.
0

ამ კედლის მოწყობა და შენახვა კი დაგვიჯდება ორი ოჯახის შენახვად და აბა როგორ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რას ნიშნავს "მწვანე კედელი" და როგორ გიცავთ ის ხმაურისა და უჰაერობისგან?

რას ნიშნავს "მწვანე კედელი" და როგორ გიცავთ ის ხმაურისა და უჰაერობისგან?

მწვანე კედელი - ასე ჰქვია ვერტიკალურ გამწვანებას, რომელიც მსოფლიოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. ცოცხალი მცენარეებით დეკორაციული კედლის გაკეთება შესაძლებელია, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, შესაბამისად, ის უკვე ბევრი ადამიანის სახლსა თუ ოფისს ალამაზებს.

ვიზუალური ხიბლის გარდა, ინტერიერში განთავსებულ მწვანე კედელს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს - მცენარეებს შეუძლიათ გაასუფთავონ ჰაერი ტოქსინებისგან, ისინი გამოყოფენ დიდი რაოდენობით ჟანგბადს, მცენარეების კედელი 40%-ით აკავებს ხმაურს და 20%-ით ამცირებს გაგრილების და გათბობის ხარჯებს.

გარე კედელზე განთავსებულ მცენარეებს კი ერთგვარად სახლის დაცვის ფუნქციაც აქვთ - შენობას იცავენ ტემპერატურის უეცარი ცვლილებისგან, ასრულებენ ცოცხალი საიზოლაციო მასალის როლს და შენობას უნარჩუნებენ სიგრილეს ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო ზამთრის სიცივეში - სითბოს.

გამომდინარე იქედან, რომ მცენარეებს ახასიათებს დამამშვიდებელი და სარელაქსაციო ზემოქმედება, თანამედროვე ბინებში, მათ ხშირად ვხვდებით - მისაღებ ოთახებში, სააბაზანოებსა თუ სამზარეულოებში.

კიდევ ერთი საიდუმლო - ოფისებში განთავსებულ მწვანე კედელს აქვს უნარი, თანამშრომლები უფრო ენერგიული და პროდუქტიული გახადოს.

უკვე ქართველ მომხმარებლებსაც შეუძლიათ მწვანე კედლის მოწყობა პროფესიონალებს მიანდონ. მცენარეების მაღაზია-სალონი „ანემონე“ და „მწვანე კედელი“ ამ ულამაზეს ნამუშევრებს ერთობლივად სთავაზობენ ქართველ მომხმარებლებს.

სიახლეზე „ანემონეს“ დამფუძნებელი, ანი არველაძე გვესაუბრება:

„ანემონე და "Green wall • მწვანე კედელი" დამეგობრდნენ და მომხმარებელს ჩვენს ერთობლივ ნამუშევარს ვთავაზობთ. ბევრი ვიფიქრეთ, თუ რამ შეიძლება გახადოს ინტერიერი და ექსტერიერი განასხვავებული, გამორჩეული და ჯანსაღი, ვფიქრობთ, რომ მწვანე კედელი საუკეთესო მიგნებაა, რადგან ის გამოყოფს დიდი ოდენობით ჟანგბადს და შთანთქავს ნახშიროჟანგს, ასევე ამცირებს გაგრილებისა და გათბობის ხარჯებს.

მწვანე კედელს უკვე ჰყავს კმაყოფილი მომხმარებლები. ბინების და ოფისების გარდა, მას ხშირად გვიკვეთავენ ქორწილის, დაბადების დღისა და სხვა დღესასწაულის გასაფორმებლადაც.

ტექნიკურად ვერტიკალური გამწვანება შემდეგნაირად კეთდება: სისტემას უმონტაჟდება წყლის რეზერვუარი და ტაიმერის საშუალებით რეგულირდება მორწყვის რეჟიმი, კედელზე წყლის რეზერვუარის საშუალებით, თითოეული მცენარე ირწყვება ინდივიდუალურად,“ - აღნიშნავს ანი არველაძე.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან

„თბილისი პავილიონი“ - ავეჯის ყველაზე მრავალფეროვანი პავილიონი საქართველოში