პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" - მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება
"მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" - მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნე 5 პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მთა­ვარ ქვა­კუ­თხე­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ეს პრინ­ცი­პე­ბია:

  • ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნის − ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა და შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;
  • ძი­რე­უ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ში; ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის შექ­მნა;
  • მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­ის და­ნერგვა;
  • ეფექ­ტი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე, ოპე­რა­ტი­უ­ლი და მოქ­ნი­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის შექ­მნა;
  • გა­ნათ­ლე­ბის, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის უპი­რო­ბო პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა, რად­გან სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, სა­მე­წარ­მეო სუ­ლის­კვე­თე­ბით აღ­სავ­სე და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა არის იმ მთა­ვა­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­ა­ყე­ნებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­თა რიგ­ში;
  • ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა და მას­ზე ზრუნ­ვა.

მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა - რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია და სი­ღა­რი­ბე. სწო­რედ ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რე­ფორ­მა თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ამ ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას.

მი­მაჩ­ნდა, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს აკ­ლდა ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ცენ­ტე­ბი, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა ცხოვ­რობ­და არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ჩვენ ვართ ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტია და, სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბიც უმე­ტე­სად იყო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი (ხში­რად პო­პუ­ლის­ტუ­რი) და ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას და გან­ვით­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, რო­მელ­ზეც არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბობ­დეს სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა შექ­მნის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩოს. სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა. გან­ვი­თა­რე­ბის ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს მკა­ფიო, გა­ზომ­ვა­დი, რე­ა­ლის­ტუ­რი და სარ­გებ­ლობ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით.

ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ეს სამი ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა:

1. სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი­სა და რო­ლის გან­სა­ზღვრა გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში − ევ­რო­პი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა;

2. გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლი (21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით);

3. გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი იდეა.

სწო­რედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩოს შექ­მნა და და­ნერგვა გახ­და ჩემი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი და ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს ჰქონ­და სრუ­ლი კონ­სე­სუ­სი ამ სა­კი­თხზე. ამ მი­მარ­თვის მი­ზა­ნიც გახ­ლავთ ის, რომ მო­გახ­სე­ნოთ, რა გა­კეთ­და და რა უნდა გა­კეთ­დეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

► სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი და როლი გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში − ევ­რო­პი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რო­ბა

ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა იყო, ხა­რის­ხობ­რი­ვად ახალ დო­ნე­ზე აგ­ვეყ­ვა­ნა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს­თან და წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი როლი რე­გი­ონ­ში; სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უმაღ­ლეს ის­ტო­რი­ულ ნიშ­ნულ­ზეა. ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბი ასე­თი ძლი­ე­რი არას­დროს ყო­ფი­ლა და მას სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოფრ­თხი­ლე­ბა და შემ­დგო­მი გან­მტკი­ცე­ბა. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია - ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, რო­გორც ხში­რად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­ი­აზ­რე­ბენ, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია არის ჩვე­ნი ერის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი.

დღეს ჩვენ ვართ ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­ი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი, გვაქვს ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა (DCFTA), ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია რა­მაც პირ­და­პი­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა ჩვენს ხალ­ხს.

სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის იმა­ზე ახ­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­თან, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა.

  • ყვე­ლა პარტნი­ო­რი ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ ვართ ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის.
  • ჩვენ გვჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა შემ­დგო­მი ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ევ­რო­პულ სივ­რცე­ში, ვიდ­რე ევ­რო­კავ­შირს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოგ­ვცეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ:• შე­ვი­მუ­შა­ვეთ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის საგ­ზაო რუკა (Roadmap2EU);
  • ბა­თუ­მის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვიმ­სჯე­ლეთ ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო დამ­ხმა­რე მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, სა­დაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან არის მზად­ყოფ­ნა და ჩვენ­გან ელი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვებს;
  • ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ უნი­კა­ლუ­რი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის − ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა უმაღ­ლე­სი დო­ნის შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბრი­უ­სელ­ში;
  • სექ­ტო­რა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია არის ევ­რო­კავ­შირ­ში ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო გზა.
  • ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­თა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რით. ჩვე­ნი კულ­ტუ­რა არის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, უფრო მე­ტიც - ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი და პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი სექ­ტო­რა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწო­რედ კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა, მის დაც­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო არ­ჩე­ვა­ნი, რომ, ერ­თის მხრივ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დო­ბა, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, უზ­რუნ­ველ­ვყოთ ევ­რო­პულ ოჯახ­ში შეს­ვლის პერ­სპექ­ტი­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია.
  • ცირ­კუ­ლა­რუ­ლი შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის (ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა ევ­რო­პა­ში) შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან;
  • და ბო­ლოს, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო მე­ქა­ნიზ­მად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კურ სივ­რცე­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა (European Economic Area).

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი, დგას სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ის უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზეა.

ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა ასე­თი მრა­ვალ­ვექ­ტო­რუ­ლი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, რო­გორც ეს მო­ხერ­ხდა ბოლო ერთი წლის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა კონ­გრეს­ში. ივ­ნის­ში, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის 10 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც გან­სა­ზღვრა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი შემ­დე­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის დღის წეს­რიგ­ში არის სამი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი:

  • ორი­ვე პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მტკი­ცე დაც­ვა;
  • ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში;
  • ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა;
  • ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეტი ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეტი მსხვი­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ახ­დენს ოპე­რი­რე­ბას რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით. ამის­თვის სა­ჭი­როა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მი, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ასა­ხუ­ლია კონ­გრე­სის დო­კუ­მენ­ტშიც (Georgia Support Act).

ნატო

პა­რა­ლე­ლუ­რად, ვან­ვი­თა­რებთ და ვაღ­რმა­ვებთ ნა­ტოს­თან თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. დღეს ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს:

  • გაზ­რდი­ლი სა­ერ­თო სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა;
  • პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის და­გეგ­მვი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის ფა­ზის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოხ­და სრუ­ლად ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს აღი­ა­რე­ბა, რო­გორც ნა­ტოს ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის, რო­მე­ლიც მზად არის, გახ­დეს ალი­ან­სის წევ­რი ქვე­ყა­ნა;
  • სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა და როლი ნა­ტოს ოპე­რა­ცი­ებ­ში;
  • კონ­ცეფ­ცია − „მეტი ნატო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეტი სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში“;
  • ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­თან სრუ­ლი თავ­სე­ბა­დო­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ იყო, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახს ჰქონ­დეს მდგრა­დი უსაფრ­თხო­ე­ბა შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე. ეს არის ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დიდი მიღ­წე­ვა, რომ რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რე­გი­ონს მი­იჩ­ნევს რო­გორც უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს. ჩვე­ნი თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი.

გა­მოვ­ყოფ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

  • ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცია;
  • სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა;
  • სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა (მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი).

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან

სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, გა­აქ­ტი­ურ­და ურ­თი­ერ­თო­ბა თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას­თან, რო­გორც ორ­მხრივ, ასე­ვე მრა­ვალ­მხრივ ფორ­მატ­ში.

აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კას­თან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებს ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან და ამ მიდ­გო­მა­ში არ უნდა იყოს წყვე­ტა. ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ყო­ველ­თვის უნდა იდ­გეს დღის წეს­რიგ­ში ახა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მეტ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მი­ა­ნი­ჭებს ჩვენს რე­გი­ონს და გახ­დის უსაფრ­თხოს.

ოკუ­პა­ცი­ის დაძ­ლე­ვა და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­დღეს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში. ამას ცხად­ყოფს ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც. ბრძო­ლა რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას­თან არის ძა­ლი­ან მძი­მე და ჩვენ­გან მო­ი­თხოვს მაქ­სი­მა­ლურ პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას.

ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა, არ­სე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა შე­ვა­ჩე­როთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რად­გან იქ ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჩვენ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მათ წი­ნა­შე.

თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, უნდა გრძნობ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათ­ზე ზრუ­ნავს და რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მათი წარ­მა­ტე­ბაა, მათი ტკი­ვი­ლი კი, ჩვე­ნი სა­ერ­თო ტკი­ვი­ლია

სწო­რედ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენ მიერ შექ­მნი­ლი სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა − „ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ“. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხა­რა­დ­ჭე­რით შევ­ძლოთ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და­ნერგვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ჩვენ ვაგ­რძლებთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად და მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით დე­ო­კუ­პა­ცი­ის პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს:

  • ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­დამ­ჭე­რი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია;
  • გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი, ასე­ვე დის­კუ­სი­ე­ბი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ფორ­მატ­ში;
  • ნა­ტოს სა­მი­ტი­სა და მი­ნის­ტე­რი­ა­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გა­ე­რო­ში შარ­შან გა­ვაჟ­ღე­რე და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზე „თბი­ლი­სის მშვი­დო­ბის ფო­რუ­მის“ ჩა­ტა­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ტიც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სწო­რედ ჩვენ ავი­ღოთ ხელ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვა და სა­ქარ­თვე­ლო გავ­ხა­დოთ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ლი­დე­რი, რომ შავი ზღვის რე­გი­ო­ნი და სამ­ხრეთ კავ­კა­სია, რო­მე­ლიც დღეს და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის არე­ა­ლია, გა­და­იქ­ცეს მშვი­დო­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სივ­რცედ.

დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცია

ჩვენ ვართ ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის მხრივ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და მისი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა არის უწყვე­ტი პრო­ცე­სი და მო­ი­თხოვს მუდ­მივ ძა­ლის­ხმე­ვას.

მა­გა­ლი­თის­თვის, 2011 წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი მხრი­დან იყო 395 სა­ჩი­ვა­რი, ხოლო 2018 წელს ეს ციფ­რი თით­ქმის მე­ო­თხე­დი გახ­და. ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მის ინ­დი­კა­ტო­რი სწო­რედ მსგავ­სი სტა­ტის­ტი­კაა, პირ­და­პი­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ეტა­პი ხდე­ბა უფრო კომ­პლექ­სუ­რი, უფრო რთუ­ლი და მო­ი­თხოვს მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, სა­სა­მარ­თლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შედ­გე­ნი­ლია სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩვენ ამ უმაღ­ლეს თა­მა­სას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

ეს არის იმ ტი­პის რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დრო­საც ჩვენ ვეყ­რდნო­ბით სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას იმ ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე, რომ­ლებ­მაც ეს გზა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს და დღეს სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­საბ­ჭოს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბა ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­მტკი­ცე­ბის სა­წინ­და­რია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის – ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა, რაც გვაძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რმა, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უნდა პა­სუ­ხობ­დეს ეკო­ნო­მი­კურ ამო­ცა­ნებს.

ჩვენ გვაქვს რე­ა­ლუ­რი შან­სი და მსოფ­ლი­ოს ვთა­ვა­ზობთ, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი შემ­დეგ სექ­ტო­რებ­ში:

სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს­ში;

ინო­ვა­ცი­ებ­ში;

გა­ნათ­ლე­ბა­ში;

ტუ­რიზმსა და ლო­გის­ტი­კა­ში;

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე უნდა იყოს აზი­ე­ლე­ბის­თვის რო­გორც კა­რიბ­ჭე ევ­რო­პა­ში, ხოლო ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის ის ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დია აზი­ას­თან. მე­ო­თხე ინ­დუსტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ეპო­ქა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის სწო­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი არ გა­ვუშ­ვათ ხე­ლი­დან. ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

  • ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, სტარ­ტა­პე­ბის ახა­ლი ეკო­სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბით და­ნერგვა;
  • თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის არე­ა­ლის შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბა;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და სა­ო­პე­რა­ციო გა­რე­მოს შექ­მნა (კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან, უპ­რე­ცე­დენ­ტოა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით);
  • ელექტრო­ნუ­ლი რე­ზი­დენ­ტო­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის დას­რუ­ლე­ბა;
  • რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის შექ­მნა.

ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლი

ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, ყვე­ლა რე­ფორ­მა, ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის დოვ­ლა­თის შექ­მნას. მხო­ლოდ მა­ღა­ლი და ამა­ვე დროს ინ­კლუ­ზი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდით შევ­ძლებთ სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვას, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში. სი­ღა­რი­ბე არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მა და მის დაძ­ლე­ვას სჭირ­დე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი (ის ვერ და­იძ­ლე­ვა მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და მიმ­დი­ნა­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად).

რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა?!

სი­ღა­რი­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ­პორტზე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე იზ­რდე­ბო­და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ­პორტზე (ეს დე­ფი­ცი­ტი კი, დიდ­წი­ლად ფი­ნანსდე­ბო­და ეკო­ნო­მი­კის მიერ აღე­ბუ­ლი ვა­ლე­ბით), რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვე­დით იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რო­დე­საც ქვეყ­ნის სა­გა­რეო ვალი მთლი­ან ეკო­ნო­მი­კა­ზე მე­ტია.

ამის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი მუდ­მი­ვად ორ­ნიშ­ნა მაჩ­ვე­ნე­ბელს აღ­წევ­და. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის - მსგავ­სი დე­ფი­ცი­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვთ ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რი­ცაა: გამ­ბია, ერა­ყი, ტოგო, მა­ლა­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან, არ ხდე­ბო­და ამ პრობ­ლე­მის სწო­რი შე­ფა­სე­ბა, რაც ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბად იქცა. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაა, რომ აღ­მოვ­ფხვრათ ეს გა­მოწ­ვე­ვა.

ამი­ტო­მაც შე­ვი­მუ­შა­ვეთ ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლი, რათა ქვე­ყა­ნას არ ეცხოვ­რა ვა­ლით და აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და­მან­გრე­ვე­ლი და ქვეყ­ნი­სათ­ვის ბო­ლოს მომ­ღე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა. სწო­რედ ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი 13%-იდან შემ­ცირ­და 4.5%-მდე (2019 წლის საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), რაც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო წარ­მა­ტე­ბაა. სა­გა­რეო მო­წყვლა­დო­ბის კუ­თხით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა და­ამ­ტკი­ცა გა­სულ წელს ჩვენს მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში - თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში შექ­მნილ­მა პრობ­ლე­მებ­მა, რომ­ლის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგრა­დო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და რა­საც ხაზი გა­უს­ვეს ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა.

ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის მო­წყვლა­დო­ბის მე­ო­რე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია მისი კი­დევ ერთი სენი - მა­ღა­ლი დო­ლა­რი­ზა­ცია. ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის ჩვენ წა­მო­ვი­წყეთ ამ­ბი­ცი­უ­რი ლა­რი­ზა­ცი­ის რე­ფორ­მა

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ რე­ფორ­მას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტით, რომ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბი გა­იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა სა­ხე­ზე გვაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი. დღეს იპო­თე­კურ სეს­ხზე გა­ნაკ­ვე­თი მერ­ყე­ობს 7-8 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში, რაც იმა­ზე ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში არ­სე­ბულ სეს­ხებ­ზე არ­სე­ბობ­და. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ გვაქვს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის პირ­ვე­ლი ბი­ნის შე­ძე­ნი­სას საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი იყოს 6 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გი მე ყო­ველ­თვის ხაზს ვუს­ვამ­დი, რომ ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ყვე­ლა რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გის მი­ღე­ბა­ში და წინ აღ­ვუდ­გე­ბო­დით ნე­ბის­მი­ერ წა­მო­წყე­ბას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და, ეს და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. რა­ტომ ვარ ასე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინგზე? ამას აქვს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ახ­სნა - გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში ქვე­ყა­ნას ან აქვს სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გი (ან მისი მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა), ან ის რჩე­ბა „მა­ჩან­ჩა­ლა“ რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნად.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გი ნიშ­ნავს ბევრ სა­მუ­შაო ად­გილს, მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, მეტ კე­თილ­დღე­ო­ბას, მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, იაფ ფულს ჩვე­ნი მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის, გა­ნა­ხევ­რე­ბულ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­წარ­მო­ებ­ლად ან შე­სა­ფა­სებ­ლად არის შეც­დო­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბა.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში არის წინსვლის ერ­თა­დერ­თი მარ­თე­ბუ­ლი სა­ზო­მი და ეს არის სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გი.ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გის მი­ღე­ბა ამა­ვე დროს იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტი­მუ­ლი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის შემ­დეგ, გვრჩე­ბა ორი სა­ფე­ხუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გის მი­სა­ღე­ბად.

უპ­რე­ცე­დენ­ტოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე და მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაგ­ვიჩ­ნდა ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი, რომ უკვე 2022 წელს მი­ვი­ღოთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გი.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­ი­ტინ­გის მიღ­წე­ვა 2022 წელს ნიშ­ნავს, რომ გვაქვს ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი:

  • მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე იქ­ნე­ბა $5500-6000-მდე;
  • სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ახ­ლო­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­თან;
  • სა­გა­რეო მო­წყვლა­დო­ბა (სხვა ქვეყ­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ჩვენ გვაქვს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უფრო შე­ვამ­ცი­როთ და მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი, ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია: ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტებ­ში სა­ვაჭ­რო დე­ფი­ცი­ტი 900 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რი­დან შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა 300 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე. 2020 წელს კი, გვაქვს რე­ა­ლუ­რი შან­სი, ეს დე­ფი­ცი­ტი გა­ვა­ნუ­ლოთ, მით უმე­ტეს, რომ ამ დრო­ის­თვის ფა­რო­სა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი.

ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა ეკო­ნო­მი­კის ქრო­ნი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვალ­ზე აი­სა­ხა მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილ­ზე, ეს იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ იყო მი­მარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძარ­ცვის­კენ. მსოფ­ლი­ო­ში ვერ ნა­ხავთ წარ­მა­ტე­ბულ ქვე­ყა­ნას, სა­დაც მსგავ­სი ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბი არ­სე­ბობს, რო­დე­საც 800-1000%-იან პრო­ცენ­ტებ­სა და ჯა­რი­მებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს იყო ყოვ­ლად ამო­რა­ლუ­რი, წი­ნას­წარ გა­კოტ­რე­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი სეს­ხე­ბის გა­ცე­მა, იმა­ზე გათ­ვლით, რომ მო­ქა­ლა­ქე და­კარ­გავ­და ბი­ნას ან სხვა ქო­ნე­ბას!

ჩვენ და­ვა­წე­სეთ:

  • პრო­ცენ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი;
  • ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი;
  • 200 000 ლა­რამ­დე სეს­ხე­ბი მხო­ლოდ ლარ­ში.

ამით ჩვენ შევ­ძე­ლით, დაგ­ვემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბი და გა­მოგ­ვე­რი­ცხა ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ამ ჭა­ობ­ში. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ფონდ „ქარ­თუს“, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც 600 000 ადა­მი­ა­ნი სეს­ხის გა­რე­შე შეხ­ვდა 2019 წელს.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის პრინ­ცი­პი არის კა­პი­ტა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რი ზრდა. 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2/3-ით გავ­ზარ­დეთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში, ხოლო 2019 წლის პირ­ველ 8 თვე­ში 45%-ით გავ­ზარ­დეთ ათ­ვი­სე­ბა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

გაზ­რდილ­მა ბი­უ­ჯეტ­მა მოგცვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დაგ­ვე­წყო რე­გი­ო­ნე­ბის თა­ნა­ბა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბით მო­მა­ვალ წელს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის კუ­თხით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო:

  • კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­ზი­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბა 2023 წლამ­დე;
  • სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ქა­ლა­ქე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­ბა­ნულ ცენ­ტრე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;
  • ქვეყ­ნის სრუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია;
  • შიდა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა;
  • მთის კუ­რორ­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა;
  • მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

ბიზ­ნეს­გა­რე­მო­სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა გლო­ბა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ბიზ­ნეს­გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის მუდ­მი­ვი ჩვენ შევ­ძე­ლით და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

  • დღგ-ის დაბ­რუ­ნე­ბის რე­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 2018-2019 წლებ­ში 1 მლრდ ლარ­ზე მეტს და­იბ­რუ­ნებს ბიზ­ნე­სი;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის არ­ბიტ­რა­ჟის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის გახ­სნის ინი­ცი­რე­ბა;
  • მე­დი­ა­ცი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შე­მო­ღე­ბა;
  • კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბის შე­სა­ხებ;
  • გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის ახა­ლი და ბიზ­ნე­სი­სათ­ვის ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი;
  • ევ­რო­რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ბა­ჟო და სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სე­ბი;
  • მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ინ­ვეს­ტი­ცე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე (მზის პა­ნე­ლე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­წარ­მო; ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში);
  • ახალ­გაზ­რდუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მაქ­სი­მა­ლუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბა, სტარ­ტა­პე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში სა­მე­წარ­მეო კულ­ტუ­რის წა­ხა­ლი­სე­ბის გზით.შემ­დგომ­მა რე­ფორ­მებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2022 წლის­თვის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბის ხუ­თე­ულ­ში იყოს.

მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სიმ­ცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი არის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­დე­ლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. მისი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მთლი­ან ეკო­ნო­მი­კა­ში წი­ლის ზრდის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ღა­რი­ბეს­თან ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა.

ჩვენ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დავ­ნერ­გეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი. გა­მოვ­ყოფ რამ­დე­ნი­მეს:

  • საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო სქე­მის გან­ვი­თა­რე­ბა;
  • 1%-იანი გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა (500 000 ლა­რამ­დე ბრუნ­ვის მქო­ნე მე­წარ­მე­ებ­ში);
  • სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ტი­ვე­ბა;
  • მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მას­შტა­ბუ­რი ზრდა.

ენერ­გე­ტი­კა და ტრან­სპორ­ტი, მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კაყ­ვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ენერ­გე­ტი­კა და ტრან­სპორ­ტი არის ის ორი ძი­რი­თა­დი სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც წინ უნდა უს­წრებ­დეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, სხვა­ნა­ი­რად ჩვენ ვერ შევ­ძლებთ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მიღ­წე­ვას − ეს არის მარ­ტი­ვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა.

ენერ­გო­სექ­ტო­რის მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მა და ახა­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, ერთი მხრივ, ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და, მე­ო­რე მხრივ, მზარ­დი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ და­ვი­წყეთ ისე­თი რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გახ­დე­ბა მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ისე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის რე­გუ­ლა­ცი­ებს გა­რე­მო­ზე და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბას.

სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა

ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ბის 40%-ზე მეტი ცხოვ­რობს სოფ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი. მი­უ­ღე­ბე­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას არ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი აქვს სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პებ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბად ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბას.

ამ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

  • მი­წის სა­კუთ­რე­ბის რე­ფორ­მა − სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­უ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მომ­დევ­ნო 2 წე­ლი­წად­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის სრუ­ლად რე­გის­ტრა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე;
  • სა­მე­ლი­ო­რა­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა;
  • მა­ღალპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა;
  • სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა.

მცი­რე მთავ­რო­ბა

მცი­რე მთავ­რო­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია, რომ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უჯ­დე­ბო­დეთ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო უწყე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ეს ამო­ცა­ნა მიღ­წე­უ­ლია:

• შემ­ცირ­და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს კო­ორ­დი­ნა­ცია და მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა;

• ჩვენ თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ ჩვენს პო­ზი­ცი­ებს მმარ­თვე­ლო­ბი­თი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გში;

• 2019 წელს შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა პირ­ვე­ლად და­ი­გეგ­მა მშპ-ის 3.9%-ის ოდე­ნო­ბით;

• რე­გი­ო­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გა­ი­ზარ­და კო­ორ­დი­ა­ნა­ცია ცენ­ტრა­ლურ, რე­გი­ო­ნულ და მუ­ნი­ცი­პა­ლურ ორ­გა­ნო­ებს შო­რის, მმარ­თვე­ლო­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, რა­მაც უკვე წელსვე მო­ი­ტა­ნა ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი. კერ­ძოდ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია 40%-ით; ამას­თან ერ­თად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გაგ­რძელ­დეს:

• ელექტრო­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი და­ნერგვა;

• ფუნ­ქცი­უ­რი და ფი­ნან­სუ­რი დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია;

• სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის სრულ­ყო­ფი­ლი რე­ფორ­მა.

ჯან­დაც­ვა

სა­ყო­ველ­თო ჯან­დაც­ვა არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მელ­მაც გა­და­არ­ჩი­ნა მრა­ვა­ლი სი­ცო­ცხლე. ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს რე­ფორ­მას სჭირ­დე­ბა შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს:

• სე­ლექ­ტი­უ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბის და­ნერგვას;

• პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბას;

• ეტა­ლო­ნუ­რი კლი­ნი­კე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას;

• დი­აგ­ნო­ზე­ბის ჯგუ­ფე­ბით (DRG) და­ფი­ნა­ნე­ბის მე­თო­დის სის­ტე­მის და­ნერგვას;

• სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა არის ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნა. ჩვენ გვაქვს მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გე­ბი პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტში (2019 წელს ჩვენ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა 800-ზე მეტი მე­და­ლი აი­ღეს), მაგ­რამ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მა­სობ­რივ სპორ­ტში რჩე­ბა და­ბალ ნიშ­ნულ­ზე. ხში­რად მეს­მო­და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კრი­ტი­კა სპორ­ტის მზარ­დი და­ფი­ნან­სე­ბის გამო. მა­სობ­რივ სპორ­ტში გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ერთი ათად და­უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის ზრდით მო­მა­ვალ­ში.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, მისი შე­მად­გე­ნე­ლი რე­ფორ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას­თან ერ­თად, გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად შე­იქ­მნას 50 ათა­სი და­მა­ტე­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რაც ერ­თა­დერ­თი გზაა ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის სა­ბო­ლო­ოდ და­სა­მარ­ცხებ­ლად.

2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი გვექ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით და გუნდში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებ­ზე, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას. ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ნამ სი­ღა­რი­ბე სრუ­ლად იქ­ნე­ბა დაძ­ლე­უ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვუზ­რუნ­ველ­ყოთ, რომ არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ დარ­ჩეს აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიღ­მა.

ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ფე­ნებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და სჭირ­დე­ბათ მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა:

  • 2019-2020 წლებ­ში დევ­ნი­ლე­ბის­თვის ბი­ნათმშებ­ლო­ბის ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა 250 მი­ლი­ო­ნი ლარი და ყო­ველ­წლი­უ­რად უნდა გა­ი­ზარ­დოს მისი მო­ცუ­ლო­ბა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მოხ­დეს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა შე­მო­სავ­ლის წყა­რო­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რათა არ იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბა­ზე;
  • 2020 წელს პენ­სი­ე­ბის ზრდა და მისი შემ­დგო­მი ინ­დექ­სა­ცია, რაც იქ­ნე­ბა პენ­სი­ე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდის გა­რან­ტი;
  • მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მა − ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში წა­მალ­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი მთლი­ა­ნად ჯან­დაც­ვა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რია, ჩვენ და­ვი­წყეთ და ეტა­პობ­რი­ვად უნდა გან­ვი­თარ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა. მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით ათას ადა­მი­ანს მო­უ­ტა­ნა შვე­ბა, თუმ­ცა ბევ­რის­თვის ისევ რჩე­ბო­და მა­ღალ ფი­ნან­სურ ბა­რი­ე­რად, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ფარ­თოვ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რი­თაც სიმ­ბო­ლურ ფა­სად − 1 ლა­რად უმე­ტე­სი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლებ­ზე მი­ე­ცა წვდო­მა არა მარ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას, არა­მედ ასა­კით პენ­სი­ონ­რებს, ბავ­შვებს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს, ვე­ტე­რა­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას;
  • • ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა − 2019 წელს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა 5-ჯერ გავ­ზარ­დეთ, მაგ­რამ ესეც არ არის საკ­მა­რი­სი, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის 25% ჯერ კი­დევ ცხოვ­რობს სი­ღა­რი­ბე­ში და ეს არის დიდი ტრა­გე­დია. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა მხარ­დამ­ჭე­რი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა [მა­გა­ლი­თის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბა ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა Food Bank -ის სა­ხით (კვე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა)].

► გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი იდეა

ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩარ­ჩო­ში გა­ნათ­ლე­ბას აქვს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი და მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ გა­ნათ­ლე­ბის − რო­გორც ეროვ­ნუ­ლი იდე­ის წარ­მო­ჩე­ნა და რე­ა­ლი­ზა­ცია იყო ჩემ­თვის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია.

სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბა არის ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის რიგ­ში ჩა­ა­ყე­ნებს

მე­ტიც, გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი იდე­ის, რე­ა­ლი­ზა­ცია არის ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი, რაც კი ჩვენ გა­დაგ­ვიდ­გამს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ. მე ამა­ზე ბევ­რი მი­სა­უბ­რია: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მცი­რე და­ფი­ნან­სე­ბა სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ზე მო­დი­ო­და - ეს იყო სტრა­ტე­გი­უ­ლი (ზო­გი­ერთ წლებ­ში - მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი) შეც­დო­მა, რომ­ლის ფას­საც სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე იხ­დის.

მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - ან გა­ნათ­ლე­ბა­ში მივ­მარ­თავთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ბი­უ­ჯე­ტო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უდი­დეს წილს, ან 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. მე­ტიც, ჩვე­ნი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, არ­სე­ბო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ეროვ­ნუ­ლი იდე­ის დატ­ვირ­თვას ატა­რებს.

ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­დის გა­ნათ­ლე­ბა­ზე!

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი ამ სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის დროს და­ვი­ნა­ხე ის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და მთავ­რო­ბას, მო­ეხ­დი­ნა რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.ეს პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოჩ­ნდა ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვის დროს, რო­დე­საც ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქით - ერ­თდრო­უ­ლად უნდა გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და ამა­ვე დროს, რე­სურ­სე­ბი მიგ­ვე­მარ­თა სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და თან ეს ყვე­ლა­ფე­რი მწი­რი ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბი­უ­ჯეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი იყოს პრი­ო­რი­ტე­ტი, ეს ნიშ­ნავს, რომ არა­ფერს არ ექ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც დავ­სვი ეს სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რიგ­ში, რათა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი.

შე­დე­გად მი­ვი­ღეთ კა­ნონ­ში ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ყვე­ლა შემ­დე­გი მთავ­რო­ბა ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნი­სას ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მშპ-ის 6%, ანუ ბი­უ­ჯე­ტის მე­ო­თხე­დი, მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბის­კენ. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი ციფ­რი, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ესეც მი­ნი­მა­ლუ­რია. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მშპ-ის 6%-ის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, კერ­ძო სექ­ტო­რი­დან მო­ვი­ზი­დოთ და­მა­ტე­ბით 4-5% და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში გა­ნათ­ლე­ბა გავ­ხა­დოთ დო­მი­ნან­ტი სექ­ტო­რი ორ­ნიშ­ნა წი­ლით მთლი­ან ეკო­ნო­მი­კა­ში - ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ვუს­წორ­დე­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს და შექ­მნეს ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კა.

გა­ნათ­ლე­ბის ასეთ ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მას გარ­კვე­ულ­წი­ლად ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბად აღ­ვიქ­ვამ, ვი­ნა­ი­დან, ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კო­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­მავ­ლო­ბის პე­რი­ო­დებ­ში, ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბი მთა­ვარ აქ­ცენტს სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა­ზე აკე­თებ­დნენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც, სულ რა­ღაც სამ წე­ლი­წად­ში, მთავ­რო­ბამ 1000-ზე მეტი სკო­ლა გახ­სნა და და­ა­არ­სა პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი უნდა იყოს ცოდ­ნა. მე მწამს ქარ­თვე­ლი ერის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბის და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბა ჩვენ­თვის არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უნდა გა­ზარ­დოს მო­მა­ვა­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი, ექი­მე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი − ხალ­ხი, რომ­ლის მხრებ­ზეც დგას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში გა­მოვ­ყა­ვით ხუთი დონე: სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა; ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა; პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა; უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა; მეც­ნი­ე­რე­ბა.

ეს რე­ფორ­მა გუ­ლის­ხმობს:

  • ხელ­ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის, მკვლე­ვა­რე­ბის­თვის;
  • ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის სკო­ლე­ბი­სა და ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას;
  • ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სა და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის შექ­მნას;
  • წამ­ყვა­ნი და­სავ­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში;
  • სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის კე­რის იდე­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­სა და კულ­ტუ­რას­თან ერ­თად, არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და დიდი რე­სურ­სის − ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ამი­ტო­მაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­მი­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იყოს ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე ჩემი წარ­დგე­ნის მი­ზა­ნი და მთა­ვა­რი მან­და­ტი იყო სწო­რედ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ჩარ­ჩოს შექ­მნა და და­ნერგვა, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, გახ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი ჩარ­ჩო შექ­მნი­ლია, და­ნერ­გი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ვთვლი, რომ ჩემი მი­სია ამ ეტა­პი­სათ­ვის შე­ვას­რუ­ლე.

2012 წლის პირ­ველ­მა ოქ­ტომ­ბერ­მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მის­ცა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბას, და­ფუძ­ნე­ბულს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­სა და ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის იდე­ა­ლებ­ზე. ამ გა­მარ­ჯვე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი იყო პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი − ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მსურს, გა­და­ვუ­ხა­დო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მას და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს იმ მხარ­და­ჭე­რი­სა და ნდო­ბის­თვის, რო­მელ­საც მე ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი.

ჩემ­თვის იყო დიდი პა­ტი­ვი და, ამავდრო­უ­ლად, დიდი პა­სუ­სიხსმგებ­ლო­ბა, მემ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. მე ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის წევ­რი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცი.

მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს წი­ნა­მორ­ბე­დებს და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მო­მა­ვალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს

დღეს 15:00 სა­ათ­ზე ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე მექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სა­დაც ყვე­ლა შე­კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხებ.

ჩემი გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კერ­ძო სექ­ტორს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­სა და ყვე­ლას, ვის­თან ერ­თა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. მად­ლო­ბა ჩემს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელ­სა და თა­ნა­მებ­რძოლს, ვის­თან ერ­თა­დაც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ - ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, რჩე­ვე­ბი, კრი­ტი­კა ჩემ­თვის იყო და არის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი იმ­პულ­სი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში

მი­უ­ხე­და­ვად სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი ჩარ­ჩოს შექ­მნი­სა და ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი­სა, მე ვგრძნობ და ვხე­დავ, რომ არის რიგი სა­კი­თხე­ბი, სა­დაც უკე­თე­სი შე­დე­გის მი­ღე­ბა შეგ­ვეძ­ლო.

მე­გობ­რე­ბო, ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­დეს ნე­გა­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გი და პო­ლი­ტი­კუ­რად ასე­თი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო. იცით, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­სა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­შიც სულ უფრო იზ­რდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, თუმ­ცა, ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სის­ტე­მუ­რად იმ­დე­ნად მდგრა­დია, რომ ასეთ რყე­ვებს უძ­ლე­ბენ − ჩვენ ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს და ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ერ­თა­დერ­თი, ვინც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ით მო­ი­გებს, იქ­ნე­ბა ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა.

მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შის მხრი­დან, სა­კუ­თა­რი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ამო­ცა­ნის გა­და­სა­წყვე­ტად, გან­გვი­სა­ზღვროს დღის წეს­რი­გი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ რყე­ვებ­ზე გა­დის.

ამი­ტომ, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის − ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ, ნუ­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში, რათა მო­ქა­ლა­ქე­თა მცი­რე ჯგუ­ფის ხმაც ის­მო­დეს პარ­ლა­მენ­ტში. ამა­ვე დროს, ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ახალ სა­ხე­ებ­საც გა­ეხ­სნათ გზა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რაც, ჩემი აზ­რით, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის დაკ­ვე­თაა.

2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა იყოს პროგ­რა­მე­ბი­სა და იდე­ე­ბის შე­ჯიბ­რი და არა შე­ჯიბ­რი ლან­ძღვა­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენა­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში და ამ­კვიდ­რებს ნე­გა­ტი­ურ დღის წეს­რიგს, ძირს უთხრის ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, აფერ­ხებს მის გან­ვი­თა­რე­ბას და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის.

დღეს, რო­გორც არას­დროს, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სრუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მხო­ლოდ ეს არის წარ­მა­ტე­ბის ერ­თა­დერ­თი ფორ­მუ­ლა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

მჯე­რა, ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ! ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!" - ნათ­ქვა­მია ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" - მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება

"მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" - მამუკა ბახტაძის საგანგებო განცხადება

მამუკა ბახტაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა.

ეს პრინციპებია:

  • ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა;
  • ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა;
  • მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა;
  • ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა;
  • განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება, რადგან სწორედ განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა არის იმ მთავარი შედეგის მომტანი, რომელიც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში;
  • ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს აქვს ორი მთავარი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რეფორმა თუ სტრატეგიული განვითარების მიმართულება უნდა ემსახურებოდეს ამ ორი მთავარი გამოწვევის დაძლევას.

მიმაჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული.

იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც არის ჩვენი სახელმწიფო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს. სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით.

ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა:

1. საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;

2. განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);

3. განათლება, როგორც ეროვნული იდეა.

სწორედ, აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე. ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად.

► საქართველოს ადგილი და როლი გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება. ევროინტეგრაცია - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.

დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოციირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ვიზა ლიბერალიზაცია რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს.

საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

  • ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
  • ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, ჩვენ:• შევიმუშავეთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (Roadmap2EU);
  • ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიან ინიციატივებს;
  • ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში;
  • სექტორალური ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა.
  • ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალური კულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც - ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაც უმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში. შესაბამისად, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, მის დაცვასა და შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება არის უალტერნატივო არჩევანი, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ევროპულ ოჯახში შესვლის პერსპექტივის რეალიზაცია.
  • ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
  • და ბოლოს, სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area).

ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ადმინისტრაციის პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის უმაღლეს ნიშნულზეა.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში.

აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი:

  • ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა;
  • ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში;
  • ეკონომიკური თანამშრომლობა;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Georgia Support Act).

ნატო

პარალელურად, ვანვითარებთ და ვაღრმავებთ ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. ამაზე მეტყველებს:

  • გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა;
  • პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა;
  • საქართველოს ჩართულობა და როლი ნატოს ოპერაციებში;
  • კონცეფცია − „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“;
  • ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა. ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს როგორც უმთავრეს პრიორიტეტს. ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.

გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:

  • ტოტალური თავდაცვის კონცეფცია;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა;
  • სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი).

ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გააქტიურდა ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან ყველა მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახორციელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ამ მიდგომაში არ უნდა იყოს წყვეტა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას, ყოველთვის უნდა იდგეს დღის წესრიგში ახალი რეგიონული პროექტების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს ჩვენს რეგიონს და გახდის უსაფრთხოს.

ოკუპაციის დაძლევა და არაღიარების პოლიტიკადღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში. ამას ცხადყოფს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც. ბრძოლა რუსულ ოკუპაციასთან არის ძალიან მძიმე და ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მათ წინაშე.

თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია

სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი სამშვიდობო ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარადჭერით შევძლოთ ამ ინიციატივის სრულფასოვანი დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენ ვაგრძლებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად. ამაზე მეტყველებს:

  • ევროკავშირის მხარდამჭერი დეკლარაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია;
  • გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები, ასევე დისკუსიები უშიშროების საბჭოს ფორმატში;
  • ნატოს სამიტისა და მინისტერიალების დეკლარაციები, ევროპის საბჭოს მინისტერიალების გადაწყვეტილებები. გაეროში შარშან გავაჟღერე და საერთაშორისო საზოგადოებას შევთავაზე „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ ჩატარება. მნიშვნელოვანია, მეტიც, აუცილებელია, სწორედ ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და საქართველო გავხადოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ.

დემოკრატიის კონსოლიდაცია

ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ. ადამიანის უფლებების დაცვა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა არის უწყვეტი პროცესი და მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას.

მაგალითისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული მხრიდან იყო 395 საჩივარი, ხოლო 2018 წელს ეს ციფრი თითქმის მეოთხედი გახდა. ჩემთვის წარმატებული რეფორმის ინდიკატორი სწორედ მსგავსი სტატისტიკაა, პირდაპირი და ხელშესახები შედეგი.

მართლმსაჯულების რეფორმის ყოველი შემდგომი ეტაპი ხდება უფრო კომპლექსური, უფრო რთული და მოითხოვს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოში, პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში შედგენილია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ჩვენ ამ უმაღლეს თამასას აუცილებლად შევინარჩუნებთ.

ეს არის იმ ტიპის რეფორმები, რომელთა განხორციელების დროსაც ჩვენ ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც ეს გზა წარმატებით გაიარეს და დღეს საერთო ევროპული ოჯახის წევრები არიან.

საქართველოს ევროსაბჭოს მომავალი პრეზიდენტობა ამ წარმატებულად გატარებული რეფორმების განმტკიცების საწინდარია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროპული ოჯახისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრმა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში.

საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა პასუხობდეს ეკონომიკურ ამოცანებს.

ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და მსოფლიოს ვთავაზობთ, საქართველო გახდეს მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი შემდეგ სექტორებში:

საერთაშორისო ბიზნესში;

ინოვაციებში;

განათლებაში;

ტურიზმსა და ლოგისტიკაში;

საქართველოს პოზიციონირება ევრაზიის კონტინენტზე უნდა იყოს აზიელებისთვის როგორც კარიბჭე ევროპაში, ხოლო ევროპელებისთვის ის ევროპული ქვეყანა, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია აზიასთან. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სწორი და გააზრებული გამოყენება, რათა ეს ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან. ამისათვის აუცილებელია:

  • ინოვაციების განსავითარებლად, სტარტაპების ახალი ეკოსისტემის წარმატებით დანერგვა;
  • თავისუფალი ვაჭრობის არეალის შემდგომი გაფართოება;
  • საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახადო და საოპერაციო გარემოს შექმნა (კანონი, რომელიც ძალაშია პირველი ივლისიდან, უპრეცედენტოა მსოფლიო მასშტაბით);
  • ელექტრონული რეზიდენტობის სისტემის დანერგვის დასრულება;
  • რეგიონული მნიშვნელობის კაპიტალის ბაზრის შექმნა.

ახალი ეკონომიკური მოდელი

ეკონომიკური პოლიტიკა, ყველა რეფორმა, ყველა ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევასა და ჩვენი ხალხისთვის დოვლათის შექმნას. მხოლოდ მაღალი და ამავე დროს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, სადაც თითოეული მოქალაქე ჩართული იქნება ეკონომიკურ აქტივობაში. სიღარიბე არის ფუნდამენტური პრობლემა და მის დაძლევას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები (ის ვერ დაიძლევა მხოლოდ მოკლევადიანი და მიმდინარე გადაწყვეტილებების შედეგად).

რატომ არის საქართველო ღარიბი ქვეყანა?!

სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე. წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე (ეს დეფიციტი კი, დიდწილად ფინანსდებოდა ეკონომიკის მიერ აღებული ვალებით), რომ საბოლოო ჯამში მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია.

ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. თვალსაჩინოებისთვის - მსგავსი დეფიციტის მაჩვენებლები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გამბია, ერაყი, ტოგო, მალავი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა. სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ეს გამოწვევა.

ამიტომაც შევიმუშავეთ ახალი ეკონომიკური მოდელი, რათა ქვეყანას არ ეცხოვრა ვალით და აღარ გაგრძელებულიყო დამანგრეველი და ქვეყნისათვის ბოლოს მომღები ეკონომიკური პოლიტიკა. სწორედ ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე (2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი), რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა. საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში - თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა და რასაც ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი კიდევ ერთი სენი - მაღალი დოლარიზაცია. ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა

ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.

საინვესტიციო რეიტინგი მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ განვახორციელებდით ყველა რეფორმას, რომელიც დაგვეხმარებოდა საინვესტიციო რეიტინგის მიღებაში და წინ აღვუდგებოდით ნებისმიერ წამოწყებას, რომელსაც შეიძლებოდა, ეს დაეზიანებინა. რატომ ვარ ასე ფოკუსირებული საინვესტიციო რეიტინგზე? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა - გლობალურ ეკონომიკაში ქვეყანას ან აქვს საინვესტიციო რეიტინგი (ან მისი მიღების პრაქტიკული პერსპექტივა), ან ის რჩება „მაჩანჩალა“ რეპუტაციის მქონე ქვეყნად.

საინვესტიციო რეიტინგი ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციას, მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, იაფ ფულს ჩვენი მეწარმეებისათვის, განახევრებულ საპროცენტო განაკვეთებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისათვის. პოლიტიკოსების მხრიდან ნებისმიერი სხვა მაჩვენებლის გამოყენება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის საწარმოებლად ან შესაფასებლად არის შეცდომა და საზოგადოების მოტყუება.

21-ე საუკუნეში მსოფლიო ეკონომიკაში არის წინსვლის ერთადერთი მართებული საზომი და ეს არის საინვესტიციო რეიტინგი.ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პარალელურად, საინვესტიციო რეიტინგის მიღება ამავე დროს იქნება უმნიშვნელოვანესი სტიმული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, გვრჩება ორი საფეხური საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად.

უპრეცედენტოდ შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფონზე და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, რომ უკვე 2022 წელს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი.

საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა 2022 წელს ნიშნავს, რომ გვაქვს ხელშესახები პროგრესი:

  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე;
  • სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის მაქსიმალური მიახლოება ევროკავშირის ქვეყნებთან;
  • საგარეო მოწყვლადობა (სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება) მაქსიმალურად შემცირებული.

ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო შევამციროთ და მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ამის კარგი მაგალითია: ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონ აშშ დოლარიდან შეგვემცირებინა 300 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს კი, გვაქვს რეალური შანსი, ეს დეფიციტი გავანულოთ, მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის ფაროსანასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ჭარბვალიანობა ეკონომიკის ქრონიკული დამოკიდებულება ვალზე აისახა მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ქართველი ხალხის ძარცვისკენ. მსოფლიოში ვერ ნახავთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც მსგავსი ტიპის თამაშის წესები არსებობს, როდესაც 800-1000%-იან პროცენტებსა და ჯარიმებს ახდევინებდნენ მოსახლეობას. ეს იყო ყოვლად ამორალური, წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების გაცემა, იმაზე გათვლით, რომ მოქალაქე დაკარგავდა ბინას ან სხვა ქონებას!

ჩვენ დავაწესეთ:

  • პროცენტის მაქსიმალური ზღვარი;
  • ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი;
  • 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში.

ამით ჩვენ შევძელით, დაგვემკვიდრებინა სამართლიანი თამაშის წესები და გამოგვერიცხა ალბათობა, რომ საქართველო დაბრუნებულიყო ამ ჭაობში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომლის დახმარებითაც 600 000 ადამიანი სესხის გარეშე შეხვდა 2019 წელს.

რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა ახალი ეკონომიკური მოდელის პრინციპი არის კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა. 2016 წელთან შედარებით, 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ხოლო 2019 წლის პირველ 8 თვეში 45%-ით გავზარდეთ ათვისება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგცვა საშუალება, რომ დაგვეწყო რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე განხორციელებული შესყიდვებით მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო:

  • კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დამთავრება 2023 წლამდე;
  • საქართველოს დიდი ქალაქების თანამედროვე ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბება;
  • ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია;
  • შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
  • მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბიზნესგარემოსაქართველო იმყოფება გლობალურ კონკურენციაში, შესაბამისად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება არის მუდმივი ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივები ამ მიმართულებით.

  • დღგ-ის დაბრუნების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2018-2019 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტს დაიბრუნებს ბიზნესი;
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება;
  • მედიაციის ინსტიტუტის შემოღება;
  • კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ;
  • გადახდისუუნარობის ახალი და ბიზნესისათვის ლიბერალური კანონი;
  • ევრორეგულაციებთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები;
  • მაქსიმალური აქცენტის გაკეთება მაღალტექნოლოგიური და საექსპორტო პოტენციალის მქონე ინვესტიცების მოზიდვაზე (მზის პანელების მაღალტექნოლოგიური საწარმო; ელექტრომანქანების წარმოება საქართველოში);
  • ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება, სტარტაპებისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის წახალისების გზით.შემდგომმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველო 2022 წლისთვის მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგების ხუთეულში იყოს.

მცირე და საშუალო ბიზნესიმცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი ეკონომიკური მოდელის მთავარი პრიორიტეტი. მისი შემდგომი განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა.

ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად დავნერგეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები. გამოვყოფ რამდენიმეს:

  • საკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება;
  • 1%-იანი გადასახადის შემოღება (500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებში);
  • საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების მასშტაბური ზრდა.

ენერგეტიკა და ტრანსპორტი, მწვანე ეკონომიკაყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკა და ტრანსპორტი არის ის ორი ძირითადი სექტორი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას − ეს არის მარტივი კანონზომიერება.

ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და, მეორე მხრივ, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებითაც საქართველო 21-ე საუკუნეში გახდება მოწინავე ქვეყანა მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას, ისე ევროპული სტანდარტის რეგულაციებს გარემოზე და სოფლის მეურნეობაში ორგანული პროდუქტების წარმოებაზე აქცენტის გაკეთებას.

სოფლის განვითარება

ჩვენი მოსახლების 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად, სოფლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი - საქართველოში მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას.

ამ განვითარებისთვის აუცილებელია:

  • მიწის საკუთრების რეფორმა − სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით, მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებზე;
  • სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • მაღალპროდუქტიული კულტურების წახალისება;
  • სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სისტემის განვითარება.

მცირე მთავრობა

მცირე მთავრობის ამოსავალი წერტილია, რომ გადასახადის გადამხდელებს რაც შეიძლება ნაკლები უჯდებოდეთ სახელისუფლებო უწყებების დაფინანსება და ეს ამოცანა მიღწეულია:

• შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კოორდინაცია და მართვის ეფექტიანობა;

• ჩვენ თანმიმდევრულად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს მმართველობითი ინდიკატორების საერთაშორისო რეიტინგში;

• 2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით;

• რეგიონული მმართველობის გასაუმჯობესებლად, გაიზარდა კოორდიანაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებს შორის, მმართველობის პროცესში აქტიურად ჩაერთო რწმუნებულების ინსტიტუტი, რამაც უკვე წელსვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 40%-ით; ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, გაგრძელდეს:

• ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე IT ტექნოლოგიების სრულყოფილი დანერგვა;

• ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაცია;

• საჯარო სამსახურის სრულყოფილი რეფორმა.

ჯანდაცვა

საყოველთო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე. ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება, რაც გულისხმობს:

• სელექტიური კონტრაქტების დანერგვას;

• პირველადი ჯანდაცვის განვითარებას;

• ეტალონური კლინიკების ჩამოყალიბებას;

• დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანების მეთოდის სისტემის დანერგვას;

• სადაზღვევო სისტემის განვითარებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში (2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს), მაგრამ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე. ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო. მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში.

ზემოაღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი შემადგენელი რეფორმის მიმართულებებით, განათლების რეფორმასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სტაბილური სამუშაო ადგილი, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად.

2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სანამ სიღარიბე სრულად იქნება დაძლეული, აუცილებელია ვუზრუნველყოთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს აღნიშნული განვითარების მიღმა.

ამიტომ, აუცილებელია, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა:

  • 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს მისი მოცულობა. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლის წყაროთი უზრუნველყოფა, რათა არ იყვნენ დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე;
  • 2020 წელს პენსიების ზრდა და მისი შემდგომი ინდექსაცია, რაც იქნება პენსიების ყოველწლიური ზრდის გარანტი;
  • მედიკამენტების პროგრამა − ვინაიდან ქვეყანაში წამალზე გაწეული ხარჯები მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარია, ჩვენ დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სისტემა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ათეულობით ათას ადამიანს მოუტანა შვება, თუმცა ბევრისთვის ისევ რჩებოდა მაღალ ფინანსურ ბარიერად, 2019 წლის აგვისტოში გაფართოვდა აღნიშნული პროგრამა, რითაც სიმბოლურ ფასად − 1 ლარად უმეტესი ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებზე მიეცა წვდომა არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, არამედ ასაკით პენსიონრებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას;
  • • ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარება − 2019 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 5-ჯერ გავზარდეთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი ბავშვების 25% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში და ეს არის დიდი ტრაგედია. შესაბამისად, აუცილებელია სხვა მხარდამჭერი მასშტაბური პროექტების განხორციელება [მაგალითისთვის, საინტერესოდ მეჩვენება ამერიკული გამოცდილება Food Bank -ის სახით (კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა)].

► განათლება, როგორც ეროვნული იდეა

ზემოთ ხსენებულ სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების − როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია.

სწორედ ამ სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს

მეტიც, განათლების, როგორც ეროვნული იდეის, რეალიზაცია არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დამოუკიდებლობის შემდეგ. მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა - ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში - მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის.

მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს.

ჩვენი თავისუფლება გადის განათლებაზე!

პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე და ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს დავინახე ის სისტემური პრობლემა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მთავრობას, მოეხდინა რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით.ეს პრობლემა ყველაზე კარგად გამოჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით - ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა მიმდინარე გამოწვევები, საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და ამავე დროს, რესურსები მიგვემართა სტრატეგიული მიმართულებების დასაფინანსებლად და თან ეს ყველაფერი მწირი ბიუჯეტის პირობებში.

შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი იყოს პრიორიტეტი, ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ექნება სტრატეგიული განვითარების პერსპექტივა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავსვი ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში, რათა საკანონმდებლო დონეზე დაგვეყენებინა განათლებისათვის რესურსების მობილიზაციის საკითხი.

შედეგად მივიღეთ კანონში ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება, მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი, მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ. შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ციფრი, თუმცა, სინამდვილეში ესეც მინიმალურია. სახელმწიფოს მხრიდან მშპ-ის 6%-ის ინვესტირება განათლებაში საშუალებას მოგვცემს, კერძო სექტორიდან მოვიზიდოთ დამატებით 4-5% და ქვეყნის ეკონომიკაში განათლება გავხადოთ დომინანტი სექტორი ორნიშნა წილით მთლიან ეკონომიკაში - ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავუსწორდებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკა.

განათლების ასეთ ფუნდამენტურ რეფორმას გარკვეულწილად ისტორიული მისიის გაგრძელებად აღვიქვამ, ვინაიდან, ჩვენი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდებში, ჩვენი დიდი წინაპრები მთავარ აქცენტს სწორედ განათლებაზე აკეთებდნენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულია პირველი რესპუბლიკის გამოცდილება, რომლის დროსაც, სულ რაღაც სამ წელიწადში, მთავრობამ 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი.

21-ე საუკუნეში საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ცოდნა. მე მწამს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების და, შესაბამისად, განათლება ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა თავისუფლებისკენ. სწორედ განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, ინჟინრები, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები − ხალხი, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო.

განათლების რეფორმაში გამოვყავით ხუთი დონე: სკოლამდელი განათლება; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლება; მეცნიერება.

ეს რეფორმა გულისხმობს:

  • ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევარებისთვის;
  • ყველა დასახლებულ პუნქტში უმაღლესი სტანდარტის სკოლებისა და ბაღების მშენებლობას;
  • ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შექმნას;
  • წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების შემოსვლას საქართველოში;
  • საქართველოს, როგორც განათლების კერის იდეის რეალიზაციას.

განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კულტურასთან ერთად, არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და დიდი რესურსის − ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამივე ამ მიმართულების განვითარება იყოს ჰარმონიული და ურთიერთდაკავშირებული.

2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს

დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა. მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ - ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში

მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.

მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!

მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები