მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენი ერთვება - ნახეთ თბილისის თავზე გადაღებული ფოტოები
"ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენი ერთვება - ნახეთ თბილისის თავზე გადაღებული ფოტოები

"ფორ­სა­ჟის" მო­რი­გი ეპი­ზო­დე­ბის გა­და­ღე­ბებ­ში ვერ­ტმფრე­ნი ერ­თვე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვი­ა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნე­ბარ­თვა ვერ­ტმფრენს უკვე მი­ე­ნი­ჭა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ფილ­მის Fast and Furious 9-ის მო­რი­გი ეპი­ზო­დე­ბის გა­და­ღე­ბა, უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის გარ­და, ვერ­ტმფრე­ნი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­ჰა­ე­რო კი­ნო­გა­და­ღე­ბა ბელ­გი­უ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია Heli and Co SA-ის კუთ­ვნი­ლი EUROCOPTER AS 355N-ის ტი­პის ვერ­ტმფრე­ნით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ბელ­გი­ურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­ვი­ა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის (სა­ტე­ლე­ვი­ზიო და კი­ნო­გა­და­ღე­ბის ჩა­ტა­რე­ბა) წარ­მო­ე­ბის ნე­ბარ­თვა 2019 წლის 26 აგ­ვის­ტოს მი­ა­ნი­ჭა. სა­ა­გენ­ტოს ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ტო­რე­ბის და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, ად­გილ­ზე მოხ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი მო­ედ­ნის და საფ­რე­ნი ლო­კა­ცი­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ტექ­ნი­კურ ჯგუფ­თან და ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტებ­თან.

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში, ამა­ვე ფილ­მის სა­ჰა­ე­რო გა­და­ღე­ბე­ბის­თვის, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი 8 ერ­თე­უ­ლი უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი და­რე­გის­ტრირ­და და სპე­ცი­ფი­კურ კა­ტე­გო­რი­ა­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ნე­ბარ­თვა მი­ე­ნი­ჭა.

ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის Fast and Furious 9 (ფორ­სა­ჟი 9) გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" პროგ­რა­მის - "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენი ერთვება - ნახეთ თბილისის თავზე გადაღებული ფოტოები

"ფორსაჟის" გადაღებებში ვერტმფრენი ერთვება - ნახეთ თბილისის თავზე გადაღებული ფოტოები

"ფორსაჟის" მორიგი ეპიზოდების გადაღებებში ვერტმფრენი ერთვება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საავიაციო სამუშაოების ნებართვა ვერტმფრენს უკვე მიენიჭა.

"საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის Fast and Furious 9-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება.

საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია Heli and Co SA-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ ავიაკომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნის და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის - "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება", - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება