პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბახტაძე გადადგომაზე განცხადებას დღეს გააკეთებს - რა ხდება ახალი პრემიერის დანიშვნამდე, კონსტიტუციის მიხედვით
მამუკა ბახტაძე გადადგომაზე განცხადებას დღეს გააკეთებს - რა ხდება ახალი პრემიერის დანიშვნამდე, კონსტიტუციის მიხედვით

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე 2 სექ­ტემ­ბერს, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე გან­ცხა­დე­ბას 15:00 სა­ათ­ზე გა­ა­კე­თებს, ამის შემ­დეგ კი თოქ­შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებს შეხ­ვდე­ბა.

გეგ­მავს თუ არა პრე­მი­ე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას და აღ­ნიშ­ნულს შე­ე­ხე­ბა თუ არა ხვა­ლინ­დე­ლი ბრი­ფინ­გი, პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ამას­თან, რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, გაგ­რძელ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, პრე­მი­ე­რის პოსტზე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს გი­ორ­გი გა­ხა­რია შეც­ვლის, შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნამ­დე მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­ნაგ­რძობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მი­დან ან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სხვაგ­ვა­რად შე­წყვე­ტი­დან ორი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტი ნდო­ბას უცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის მიერ წარ­დგე­ნილ მთავ­რო­ბას. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად პარ­ლა­მენტს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა წა­რედ­გი­ნე­ბა.

ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა.

ამას­თან, თუ პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას დად­გე­ნილ ვა­და­ში ნდო­ბა არ გა­მო­უ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შე­სა­ბა­მი­სი ვა­დის ამო­წურ­ვი­დან არა­უ­ად­რეს 2 და არა­უგ­ვი­ა­ნეს 3 კვი­რი­სა პარ­ლა­მენტს და­ი­თხოვს და პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

მამუკა ბახტაძე გადადგომაზე განცხადებას დღეს გააკეთებს - რა ხდება ახალი პრემიერის დანიშვნამდე, კონსტიტუციის მიხედვით

მამუკა ბახტაძე გადადგომაზე განცხადებას დღეს გააკეთებს - რა ხდება ახალი პრემიერის დანიშვნამდე, კონსტიტუციის მიხედვით

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს, ამის შემდეგ კი თოქშოუების წამყვანებს შეხვდება.

გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა ხვალინდელი ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

პრემიერ-მინისტრს გადადგომის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ამასთან, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები