პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურგზე იხატება განვლილი მიღწევები, რისკენ დაბრუნებასაც აღარ აპირებთ" - სად რა ტატუ უნდა დაიხატოთ, ასტროლოგიის მიხედვით და ვის ეკრძალება ის
"ზურგზე იხატება განვლილი მიღწევები, რისკენ დაბრუნებასაც აღარ აპირებთ" - სად რა ტატუ უნდა დაიხატოთ, ასტროლოგიის მიხედვით და ვის ეკრძალება ის

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ტა­ტუ­ე­ბის სიბ­ლო­ლურ დატ­ვირ­თვა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და მისი და­ხატ­ვის მსურ­ვე­ლებს შე­სა­ბა­მის რჩე­ვებს აძ­ლევს:

"ბოლო წლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სულ უფრო მზარდ რი­ცხვს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი სხე­უ­ლის მო­ხატ­ვის. რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ეს ან პი­რი­ქით, რა და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი შე­უძ­ლია რომ მოგ­ვი­ტა­ნოს? დიახ, ტატუ დღეს საკ­მა­ოდ მო­დუ­რია, იმ­დე­ნად რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­ულ­ზე ათას რა­მეს იხა­ტა­ვენ იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მოს­წონთ. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე როდი იყო, სხე­უ­ლის მოს­ვი­რინ­გე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა უშო­რეს წარ­სულ­ში აღ­მო­ცენ­და და მა­შინ მის მხატ­ვრულ მხა­რეს იმ­დე­ნი დატ­ვირ­თვა ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­და რო­გო­რიც დღეს აქვს, პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­ულ­ზე, უმე­ტეს წი­ლად, სა­კუ­თა­რი ტო­მის ტო­ტე­მებს იხა­ტავ­დნენ, რათა ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ "თა­ვი­სი­ა­ნებ­თან", უფრო იშ­ვი­ა­თი იყო ისე­თი სვი­რინ­გე­ბი, რომლთა სიმ­ბო­ლიზ­მი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ და­ი­ტა­ნე­ბო­და სხე­ულ­ზე, და გარ­კველ­წი­ლად მე­მა­ტი­ა­ნეს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წა­სა­კი­თხა­ვად, შემ­დგომ და შემ­დგომ სვი­რინ­გის მნიშ­ვნე­ლო­ბა დაკ­ნინ­და და ის უფრო დამ­ღას­თან გა­ი­გივ­და, რო­მელ­საც პატ­რო­ნი თა­ვის მსხვილ­ფე­ხა ცხო­ვე­ლებს ან მო­ნებს ას­ვამ­და, რათა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა სხვე­ბი­სათ­ვის, რომ ისი­ნი მის კუთ­ვნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სვი­რინ­გი - დამ­ღა უკეთ­დე­ბო­დათ დამ­ნა­შა­ვე­ებს, კა­ტორ­ღე­ლებს და პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში შემ­ჩნე­უ­ლებ­საც.

ამ ფონ­ზე სვი­რინ­გმა, რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­უ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა და ეს დატ­ვირ­თვა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იყო შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. კუთ­ვნი­ლე­ბის თემა, ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ე.წ. "ნა­კოლ­კის" გა­კე­თე­ბის ტრა­დი­ცი­ის გა­ჩე­ნამ ისევ წა­მო­წია წინ. კონ­კრე­ტუ­ლი ტა­ტუ­ე­ბი ასა­ხავ­და, რო­მელ ქურ­დულ კლანს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ეს პირი, რამ­დენ­ჯერ ან რო­მელ ცი­ხე­ში იჯდა და ასე შემ­დეგ. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სვი­რინ­გის სიმ­ბო­ლიზ­მი ასე­თი ვიწ­რო არ ყო­ფი­ლა და ჯერ კი­დევ უხ­სო­ვარ დრო­ში იცოდ­ნენ მისი სხვა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხა­რის შე­სა­ხე­ბაც.

არა­ვის­თვის უცხო არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ ას­ტრო­ლო­გი­აც ასე­ვე უშო­რეს წარ­სულ­ში ჩა­ი­სა­ხა და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­შინ სხე­ულ­ზე ტა­ტუ­ებს და­ი­ტან­დნენ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ოდ­ნენ ცაზე მო­კამ­კა­მე მნა­თო­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნა­ში. საქ­მე ისაა, რომ ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ჩვე­ნი სხე­უ­ლის ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ პლა­ნე­ტას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, და თუ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო სუს­ტი გვაქვს, სა­ჭი­რო ად­გილ­ზე ამ პლა­ნე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სიმ­ბო­ლიზ­მის მა­ტა­რე­ბე­ლი სვი­რინ­გის და­ხატ­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი ენერ­გე­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა. თუმ­ცა, შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გილ­ზე და­ტა­ნილ ტა­ტუს, ან არას­წორ სიმ­ბო­ლი­კას შე­საძ­ლოა სწო­რე­დაც პი­რუ­კუ ეფექ­ტი ჰქონ­დეს. მა­გა­ლი­თის­თვის - კურო მარ­თავს ჩვე­ნი ყე­ლი­სა და კის­რის ზო­ნას, კუ­როს მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა გახ­ლავთ ვე­ნე­რა, და ვარ­დი, რო­მელ­საც არც თუ იშ­ვი­ა­თად იხა­ტა­ვენ ხოლ­მე დღეს სხე­ულ­ზე, ვე­ნე­რას მარ­თვე­ლო­ბა­ში შე­დის. თუ ამ ყვა­ვილს რო­მე­ლი­მე სხვა ზო­ნა­ში და­ი­ხა­ტავთ, ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბით თქვენს ფა­რი­სე­ბურ ჯირ­კვალს, ვერ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ ხმო­ვა­ნი სი­მე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ვერ უშ­ვე­ლით მოხ­ში­რე­ბულ ყე­ლის ან კის­რის ტკი­ვი­ლებს... და პი­რი­ქით, თუ ყე­ლის ან კის­რის ზო­ნა­ში ისეთ სიმ­ბო­ლოს და­ი­ხა­ტავთ, რო­მე­ლიც პლუ­ტო­ნის ან მარ­სის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა, მა­გა­ლი­თად ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ია­რა­ღის, ასე­ვე თა­ვის ქა­ლის, ან მგლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, შე­საძ­ლოა ყელ­საც ავ­ნოთ, მა­მა­კა­ცებ­მა კი პო­ტენ­ცი­ას და რეპ­რო­დუქ­ცი­ის ორ­გა­ნო­ებ­საც. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ეს თე­მე­ბი მარსსა და პლუ­ტონს აბა­რი­ათ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად კი ისი­ნი ვე­ნე­რას ტრი­ტო­რი­ა­ზე გა­ძე­ვე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ან უფრო გა­სა­გე­ბად რომ ვთქვათ - თავს ცუ­დად გრძნო­ბენ.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი - ზოგი ტატუ სხე­უ­ლის თვალ­ში­მო­სახ­ვედრ, გა­მო­სა­ჩენ ად­გილ­ზე აქვს ადა­მი­ანს და­ტა­ნე­ბუ­ლი, ზოდი კი პი­რი­ქით - და­ფა­რუ­ლად. მინ­და გი­თხრათ, რომ ამა­საც თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სო­ცი­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის რა­დაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ტა­ტუ­ი­რე­ბა სხე­უ­ლის ღია ნა­წი­ლებ­ზე ჯო­ბია, თუ ეს პრობ­ლე­მას გიქ­მნით, ნა­ხა­ტი ტან­საც­მი­ლით და­ფა­რულ ზო­ნა­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­კე­თოთ, მაგ­რამ არა ზურ­გზე, ეს უკან დაგ­ხევთ და წინ ვერ წა­გიყ­ვანთ, ზურ­გზე იხა­ტე­ბა გან­ვლი­ლი მიღ­წე­ვე­ბი, ან ისე­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბი, რის­კენ დაბ­რუ­ნე­ბა­საც აღარ აპი­რებთ.

გა­მო­რი­ცხეთ ტა­ტუ­ი­რე­ბის სა­სურ­ვე­ლი ზო­ნე­ბის რი­ცხვი­დან თქვე­ნი სხე­უ­ლის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თქვენს რუ­კა­ში VIII და XII სახ­ლებ­ში მოხ­ვედ­რილ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი VIII სახ­ლი იწყე­ბა მშვილ­დოს­ნით, გა­მო­რი­ცხეთ მენ­ჯი­სა და თე­ძო­ე­ბის ზონა.

კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა - ჩვენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის რუ­კის პირ­ვე­ლი სახ­ლი, თუ მისი მმარ­თვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მა­შინ თქვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არა­სა­სურ­ვე­ლია ტა­ტუ­ი­რე­ბა, ამან შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი მო­გი­ტა­ნოთ, ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წესი რომც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ - მა­ინც! ეს წესი, სხვა­თა შო­რის, პირ­სინგზეც ვრცელ­დე­ბა.

უაღ­რე­სად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ რა დროს იკე­თებთ ტა­ტუს, არ და­ამ­თხვი­ოთ ეს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ო­დებს, თვი­თონ ტრან­ზი­ტუ­ლი მარ­სიც არ უნდა იყოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მი­თუ­მე­ტეს არ უნდა აზი­ა­ნებ­დეს თქვენს ნა­თა­ლურ პლა­ნე­ტებს. ტატუ არც იმ პე­რი­ოდ­ში უნდა გა­ი­კე­თოთ, რო­დე­საც თქვენს პირ­ველ სახ­ლს რა­ი­მე ტრან­ზი­ტუ­ლი პლა­ნე­ტა აზი­ა­ნებს.

სვი­რინ­გის სხე­ულ­ზე და­ტა­ნა ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლია იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მისი სიმ­ბო­ლიზ­მის შე­სა­ბა­მი­სი ტრან­ზი­ტუ­ლი პლა­ნე­ტა თქვენს პირ­ველ სახ­ლს სტუმ­რობს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ზურგზე იხატება განვლილი მიღწევები, რისკენ დაბრუნებასაც აღარ აპირებთ" - სად რა ტატუ უნდა დაიხატოთ, ასტროლოგიის მიხედვით და ვის ეკრძალება ის

"ზურგზე იხატება განვლილი მიღწევები, რისკენ დაბრუნებასაც აღარ აპირებთ" - სად რა ტატუ უნდა დაიხატოთ, ასტროლოგიის მიხედვით და ვის ეკრძალება ის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ტატუების სიბლოლურ დატვირთვაზე გვესაუბრება და მისი დახატვის მსურველებს შესაბამის რჩევებს აძლევს:

"ბოლო წლებში ადამიანების სულ უფრო მზარდ რიცხვს უჩნდება სურვილი სხეულის მოხატვის. რამდენად უსაფრთხოა ეს ან პირიქით, რა დადებითი შედეგები შეუძლია რომ მოგვიტანოს? დიახ, ტატუ დღეს საკმაოდ მოდურია, იმდენად რომ ადამიანები სხეულზე ათას რამეს იხატავენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს გამოსახულება მოსწონთ. თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო, სხეულის მოსვირინგების ხელოვნება უშორეს წარსულში აღმოცენდა და მაშინ მის მხატვრულ მხარეს იმდენი დატვირთვა ნამდვილად არ ჰქონდა როგორიც დღეს აქვს, პირველყოფილი ადამიანები სხეულზე, უმეტეს წილად, საკუთარი ტომის ტოტემებს იხატავდნენ, რათა ინდენტიფიცირება მოეხდინათ "თავისიანებთან", უფრო იშვიათი იყო ისეთი სვირინგები, რომლთა სიმბოლიზმი კონკრეტული გამარჯვებების მიღწევის შემდეგ დაიტანებოდა სხეულზე, და გარკველწილად მემატიანეს ფუნქციას ასრულებდა იმ ადამიანის ცხოვრების წასაკითხავად, შემდგომ და შემდგომ სვირინგის მნიშვნელობა დაკნინდა და ის უფრო დამღასთან გაიგივდა, რომელსაც პატრონი თავის მსხვილფეხა ცხოველებს ან მონებს ასვამდა, რათა დაედასტურებინა სხვებისათვის, რომ ისინი მის კუთვნილებას წარმოადგენდნენ, მოგვიანებით სვირინგი - დამღა უკეთდებოდათ დამნაშავეებს, კატორღელებს და პროსტიტუციაში შემჩნეულებსაც.

ამ ფონზე სვირინგმა, რა თქმა უნდა, ნეგატიური დატვირთვა შეიძინა და ეს დატვირთვა საკმაოდ დიდხანს იყო შენარჩუნებული. კუთვნილების თემა, ცოტა განსხვავებული კუთხით, გასულ საუკუნეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს შორის ე.წ. "ნაკოლკის" გაკეთების ტრადიციის გაჩენამ ისევ წამოწია წინ. კონკრეტული ტატუები ასახავდა, რომელ ქურდულ კლანს მიეკუთვნებოდა ეს პირი, რამდენჯერ ან რომელ ციხეში იჯდა და ასე შემდეგ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად სვირინგის სიმბოლიზმი ასეთი ვიწრო არ ყოფილა და ჯერ კიდევ უხსოვარ დროში იცოდნენ მისი სხვა, ძალზე მნიშვნელოვანი მხარის შესახებაც.

არავისთვის უცხო არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ასტროლოგიაც ასევე უშორეს წარსულში ჩაისახა და ის ადამიანები, რომლებიც მაშინ სხეულზე ტატუებს დაიტანდნენ, შესანიშნავად ერკვეოდნენ ცაზე მოკამკამე მნათობების ზეგავლენაში. საქმე ისაა, რომ ასტროლოგიურად ჩვენი სხეულის ყოველი ნაწილი გარკვეულ პლანეტას შეესაბამება, და თუ რომელიმე ორგანო სუსტი გვაქვს, საჭირო ადგილზე ამ პლანეტის შესაბამისი სიმბოლიზმის მატარებელი სვირინგის დახატვით შესაძლებელია მისი ენერგეტიკის გაძლიერება. თუმცა, შეუფერებელ ადგილზე დატანილ ტატუს, ან არასწორ სიმბოლიკას შესაძლოა სწორედაც პირუკუ ეფექტი ჰქონდეს. მაგალითისთვის - კურო მართავს ჩვენი ყელისა და კისრის ზონას, კუროს მმართველი პლანეტა გახლავთ ვენერა, და ვარდი, რომელსაც არც თუ იშვიათად იხატავენ ხოლმე დღეს სხეულზე, ვენერას მართველობაში შედის. თუ ამ ყვავილს რომელიმე სხვა ზონაში დაიხატავთ, ვერაფრით დაეხმარებით თქვენს ფარისებურ ჯირკვალს, ვერ გაიუმჯობესებთ ხმოვანი სიმების მდგომარეობას, ვერ უშველით მოხშირებულ ყელის ან კისრის ტკივილებს... და პირიქით, თუ ყელის ან კისრის ზონაში ისეთ სიმბოლოს დაიხატავთ, რომელიც პლუტონის ან მარსის მმართველობის ქვეშ ექცევა, მაგალითად ნებისმიერი სახის იარაღის, ასევე თავის ქალის, ან მგლის გამოსახულებას, შესაძლოა ყელსაც ავნოთ, მამაკაცებმა კი პოტენციას და რეპროდუქციის ორგანოებსაც. რატომ? იმიტომ, რომ ეს თემები მარსსა და პლუტონს აბარიათ, ასტროლოგიურად კი ისინი ვენერას ტრიტორიაზე გაძევებაში იმყოფებიან, ან უფრო გასაგებად რომ ვთქვათ - თავს ცუდად გრძნობენ.

კიდევ ერთი საკითხი - ზოგი ტატუ სხეულის თვალშიმოსახვედრ, გამოსაჩენ ადგილზე აქვს ადამიანს დატანებული, ზოდი კი პირიქით - დაფარულად. მინდა გითხრათ, რომ ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს, სოციალური მიღწევებისათვის რადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტატუირება სხეულის ღია ნაწილებზე ჯობია, თუ ეს პრობლემას გიქმნით, ნახატი ტანსაცმილით დაფარულ ზონაში შეგიძლიათ გაიკეთოთ, მაგრამ არა ზურგზე, ეს უკან დაგხევთ და წინ ვერ წაგიყვანთ, ზურგზე იხატება განვლილი მიღწევები, ან ისეთი სიმბოლოები, რისკენ დაბრუნებასაც აღარ აპირებთ.

გამორიცხეთ ტატუირების სასურველი ზონების რიცხვიდან თქვენი სხეულის ის ნაწილი, რომელიც თქვენს რუკაში VIII და XII სახლებში მოხვედრილ ზოდიაქოს ნიშნებს შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენი VIII სახლი იწყება მშვილდოსნით, გამორიცხეთ მენჯისა და თეძოების ზონა.

კიდევ ერთი გაფრთხილება - ჩვენს გარეგნობაზე პასუხისმგებელი არის რუკის პირველი სახლი, თუ მისი მმართველი დაზიანებულია, მაშინ თქვენთვის კატეგორიულად არასასურველია ტატუირება, ამან შესაძლოა პრობლემები მოგიტანოთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი რომც გაითვალისწინოთ - მაინც! ეს წესი, სხვათა შორის, პირსინგზეც ვრცელდება.

უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დროს იკეთებთ ტატუს, არ დაამთხვიოთ ეს რეტროგრადული მარსის პერიოდებს, თვითონ ტრანზიტული მარსიც არ უნდა იყოს დაზიანებული და მითუმეტეს არ უნდა აზიანებდეს თქვენს ნათალურ პლანეტებს. ტატუ არც იმ პერიოდში უნდა გაიკეთოთ, როდესაც თქვენს პირველ სახლს რაიმე ტრანზიტული პლანეტა აზიანებს.

სვირინგის სხეულზე დატანა ყველაზე სასურველია იმ პერიოდში, როდესაც მისი სიმბოლიზმის შესაბამისი ტრანზიტული პლანეტა თქვენს პირველ სახლს სტუმრობს".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ