Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა
"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბეს­ლა­ნის ტრა­გე­დი­ი­დან 15 წელი გა­ვი­და. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, დღემ­დე არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხის გა­ცე­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის. 2004 წლის 1 სექ­ტემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ქა­ლაქ ბეს­ლა­ნის N1 სკო­ლა­ში ტე­რო­რის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბა შე­იჭ­რა და 1128 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, მათი უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვი იყო...

მძევ­ლებ­მა სამი დღე-ღამე წყლი­სა და საკ­ვე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რეს. ამის შემ­დეგ რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა შტურ­მი წა­მო­ი­წყეს. შე­დე­გად 334 ადა­მიზ­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის - 186 ბავ­შვი. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად 783 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, რუ­სე­თის შს მი­ნისტრს, ნურ­გა­ლი­ევს ჰქონ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­გუ­შეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრცი­ულ სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე ბეს­ლა­ნის სკო­ლა­ზე ტე­რო­რის­ტთა თავ­დას­ხმა იგეგ­მე­ბო­და. ამას­თან, იმ დღეს ბეს­ლა­ნის სკო­ლას პრაქ­ტი­კუ­ლად მო­უხ­სნეს დაც­ვა, რათა რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ ძა­სო­ხოვს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხოდ გა­ევ­ლო. სკო­ლას მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი უია­რა­ღო ქალი იცავ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

ფოტო: EPA
ფოტო: EPA

1-ელი სექ­ტმებ­რის ღა­მეს, მას შემ­დეგ, რაც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ასო­ბით მძევ­ლის აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ბეს­ლან­ში ФСБ-ს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ვლა­დი­მერ პრო­ნი­ჩე­ვი და ვლა­დი­მერ ანი­სი­მო­ვი, ასე­ვე, ФСБ-ს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის Альфа-სა და Вымпел-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე ტი­ხო­ნო­ვი ჩა­ვიდ­ნენ. მათ, ოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ტე­რო­რის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის სა­კი­თხი ითა­ვეს და მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ მძევ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ იმ­დე­ნად ხის­ტად და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ობ­დნენ, რომ 2 სექ­ტემ­ბერს, ტე­რო­რის­ტებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, სკო­ლა­ში ინ­გუ­შე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რუს­ლან აუ­შე­ვი შე­ვი­და - მან 24 მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლო.

"საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მომ­ლა­პა­რა­კებ­ლად აყ­ვა­ნილ ზან­დი­ო­ნოვს მათ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. ძა­სო­ხო­ვი, აუ­შე­ვი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ინ­გუ­ში ოლი­გარ­ქი მი­ხე­ილ გუ­ცა­რი­ე­ვი, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ჩეჩ­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აჰ­მედ ზა­კა­ევ­სა და ას­ლან მას­ხა­დოვს (რო­მე­ლიც მა­შინ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იჩ­ქე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო და ФСБ-სგან იდევ­ნე­ბო­და) და­უ­კავ­შირ­დნენ და ტე­რო­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა სთხო­ვეს. თა­ვის მხრივ მა­თაც თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­დეს, ოღონდ იმ შემ­თხვევ­ში, თუ ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ შე­ი­ტყობ­და. 3 სექ­ტემ­ბერს დი­ლით, მძევ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ძა­სო­ხოვ­მა მი­მარ­თა და უთხრა, რომ "მო­ლა­პა­რა­კე­ბას ახა­ლი სახე უნდა მის­ცე­მო­და"...

ფოტო: Itar-Tacc

იმა­ვე დღეს, ზუს­ტად ერთ სა­ათ­ში ბეს­ლა­ნის სკო­ლა­ში ორი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, რის შემ­დე­გაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს იყო ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ დარ­ბაზ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ამ მას­შტა­ბის ასა­ფერთქებ­ლე­ბი არ ჰქონ­დათ. ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით გვი­ან, მას შემ­დეგ აფეთ­ქდა, რაც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა... ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დუმს", - წერს გა­მო­ცე­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა ექ­სპერ­ტმა იური სა­ვე­ლი­ოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო "Шмель" და ქვე­ითთ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღმტყორ­ცნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში შე­დი­ო­და. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის კვლე­ვის შე­დე­გად ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ მძევ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე გას­რო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

ფოტო: EPA
ფოტო: Global Look Press

"კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია ამ­კვიდ­რდებ­და აზრს, რომ პირ­ვე­ლი გას­რო­ლის შემ­დეგ ტე­რო­რის­ტებ­მა მძევ­ლებს ზურ­გში ეს­რო­ლეს, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია არ დას­ტურ­დე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის, და­ღუ­პუ­ლე­ბის სხუ­ე­ლი­დან ტყვია არ ამო­უ­ღი­ათ და არც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ასე­ვე, პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი არ გა­ჩე­ნი­ლა. ხან­ძა­რი მხო­ლოდ ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას გაჩ­ნდა. მის ჩა­საქ­რო­ბად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ხან­ძრე­ე­ბი არ მი­უშ­ვეს და ის 58-ე არ­მი­ის სამ­ხედ­რო­ებს ჩა­აქ­რო­ბი­ნეს. თა­ნაც ხან­ძრის გა­ჩე­ნი­დან 4 სა­ა­თის შემ­დეგ, ანუ მას მერე, რაც ცე­ცხლმა ყვე­ლა­ნა­ი­რი, მათ შო­რის სრო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კვა­ლი და მძევ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. 116 მძევ­ლის ცხე­და­რი სპორტდარ­ბაზ­ში მთლი­ა­ნად დამ­წვა­რი იყო, ისე, რომ ექ­სპერ­ტი­ზამ მათი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის დად­გე­ნა ვერ შეძ­ლო, რად­გან ვერ გა­არ­კვი­ეს ტყვი­ით და­ი­ხოც­ნენ, აფეთ­ქე­ბის­გან თუ ხან­ძრის­განს", - წერს novayagazeta.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ინფრო­მა­ცია, იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მათ ამ ქმე­დე­ბე­ბით, მას­ხა­დო­ვის ჯგუ­ფის ჩა­რე­ვას და­ას­წრეს და ამი­ტო­მაც გა­ის­რო­ლეს.

ფოტო: ილია აზა­რი, "მე­დუ­ზა"
ფოტო: ილია აზა­რი, "მე­დუ­ზა"

ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტალ "მე­დუ­ზას" ერთ-ერთი ავ­ტო­რი, ელა კე­სა­ე­ვა გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ზა­რი­ნა სკო­ლი­დან ცო­ცხა­ლი გა­მო­ვი­და. მან უამ­რა­ვი უსა­მარ­თლო­ბა ნახა იმ დღე­ებ­ში და შემ­დე­გაც, რის გა­მოც და­ა­ფუძნა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბეს­ლა­ნის ხმა" და იმ დღე­ებ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­თა უფ­ლე­ბებ­ზე, ФСБ-ს დევ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­შა­ობს. მი­სი­ვე თქმით, "პუ­ტი­ნი ბეს­ლა­ნის ჯა­ლა­თია, რო­მელ­მაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­წი­რა".

მას­თან სა­უ­ბარ­ში, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, სვეტ­ლა­ნა მარ­გი­ე­ვა ამ­ბობს, რომ 2004 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ის თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმა­ვე სპორტდარ­ბაზ­ში მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი.

"გა­რე­დან ისე­თი ხმე­ბი შე­მო­დი­ო­და, თით­ქოს პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ფერს აკ­თებ­და ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად. ბავ­შვე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, - ხომ გა­დაგ­ვარ­ჩე­ნე­ნო. ამა­სო­ბა­ში კი, სრო­ლე­ბი და­ი­წყო და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ხე­ლიც არ გა­ან­ძრია, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. მე­ტიც, პუ­ტინ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სის­ხლით გა­იმ­ყა­რა", - ამ­ბობს მარ­გი­ე­ვა.

ფოტო: სერ­გეი ჟუ­კო­ვი, ТАСС

15 წელი, 2 სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, 2 სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ძი­ე­ბა, 2 სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, მაგ­რამ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღემ­დე არ აპი­რებს და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას. ბეს­ლან­ში ამას არ ივი­წყე­ბენ და არც პა­ტი­ე­ბას აპი­რე­ბენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია დოჟ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რაქ­ტის წლის­თავ­ზე ბეს­ლან­ში არ­ცერ­თხელ არ ჩა­სუ­ლა. პრე­ზი­დენ­ტი თავს არი­დებს შეხ­ვედ­რას ხალ­ხთან, რო­მელ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩეჩ­ნე­თის და­მორ­ჩი­ლე­ბის ამ­ბი­ცი­ას შეს­წი­რა და რომ­ლე­ბიც მას ბეს­ლა­ნის ჯა­ლა­თად მი­იჩ­ნე­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. როგორც რუსული მედია წერს, დღემდე არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაც ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. 2004 წლის 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 სკოლაში ტერორისტთა დაჯგუფება შეიჭრა და 1128 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო...

მძევლებმა სამი დღე-ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს. ამის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა შტურმი წამოიწყეს. შედეგად 334 ადამიზნი დაიღუპა, მათ შორის - 186 ბავშვი. ამ მოვლენების შედეგად 783 ადამიანი დაშავდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის შს მინისტრს, ნურგალიევს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრციულ საზღვარზე მდებარე ბესლანის სკოლაზე ტერორისტთა თავდასხმა იგეგმებოდა. ამასთან, იმ დღეს ბესლანის სკოლას პრაქტიკულად მოუხსნეს დაცვა, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვლადიმერ ძასოხოვს იმ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გაევლო. სკოლას მხოლოდ ერთი ადამიანი, დაცვის თანამშრომელი უიარაღო ქალი იცავდა, რომელიც ასევე მძევლად აიყვანეს.

ფოტო: EPA
ფოტო: EPA

1-ელი სექტმებრის ღამეს, მას შემდეგ, რაც სკოლის შენობაში ასობით მძევლის აყვანის შესახებ გახდა ცნობილი, ბესლანში ФСБ-ს დირექტორის მოადგილეები, ვლადიმერ პრონიჩევი და ვლადიმერ ანისიმოვი, ასევე, ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმების Альфа-სა და Вымпел-ის ხელმძღვანელი, გენერალი ალექსანდრე ტიხონოვი ჩავიდნენ. მათ, ოს მაღალჩინოსნებთან ერთად, ტერორისტებთან მუშაობის საკითხი ითავეს და მუშაობას შეუდგნენ, თუმცა, შემდეგ მძევლების ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ იმდენად ხისტად და არაპროფესიონალურად მუშაობდნენ, რომ 2 სექტემბერს, ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად, სკოლაში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუსლან აუშევი შევიდა - მან 24 მძევლის გათავისუფლება შეძლო.

"საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მომლაპარაკებლად აყვანილ ზანდიონოვს მათთან კონტაქტი არ ჰქონია. ძასოხოვი, აუშევი და გავლენიანი ინგუში ოლიგარქი მიხეილ გუცარიევი, რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ჩეჩნური დაჯგუფების წარმომადგენლებს აჰმედ ზაკაევსა და ასლან მასხადოვს (რომელიც მაშინ დამოუკიდებელი იჩქერიის პრეზიდენტი იყო და ФСБ-სგან იდევნებოდა) დაუკავშირდნენ და ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმოება სთხოვეს. თავის მხრივ მათაც თანხმობა განაცხადეს, ოღონდ იმ შემთხვევში, თუ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლება ვერ შეიტყობდა. 3 სექტემბერს დილით, მძევლების ოჯახის წევრებს ძასოხოვმა მიმართა და უთხრა, რომ "მოლაპარაკებას ახალი სახე უნდა მისცემოდა"...

ფოტო: Itar-Tacc

იმავე დღეს, ზუსტად ერთ საათში ბესლანის სკოლაში ორი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც შეიარაღებული ოპერაციაც დაიწყო. ოფიციალური გამოძიების მტკიცებით, ეს იყო ტერორისტების მიერ დარბაზში დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათ ამ მასშტაბის ასაფერთქებლები არ ჰქონდათ. ტერორისტების მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერებები გაცილებით გვიან, მას შემდეგ აფეთქდა, რაც სკოლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა... ამის შესახებ რუსეთის ოფიციალური გამოძიება, რასაკვირველია, დუმს", - წერს გამოცემა.

მოგვიანებით, ადგილობრივმა ექსპერტმა იური საველიოვმა განაცხადა, რომ ეს იყო "Шмель" და ქვეითთსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნი, რომელიც რუსეთის სპეცდანიშნულების შეიარაღებაში შედიოდა. დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ მძევლები პირველივე გასროლის შედეგად დაიღუპნენ.

ფოტო: EPA
ფოტო: Global Look Press

"კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრდებდა აზრს, რომ პირველი გასროლის შემდეგ ტერორისტებმა მძევლებს ზურგში ესროლეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუნდაც იმიტომ, რომ იდენტიფიკაციისთვის, დაღუპულების სხუელიდან ტყვია არ ამოუღიათ და არც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულა.

ასევე, პირველი აფეთქების შემდეგ სკოლის შენობაში ხანძარი არ გაჩენილა. ხანძარი მხოლოდ ორმხრივი სროლისას გაჩნდა. მის ჩასაქრობად ადგილობრივი მეხანძრეები არ მიუშვეს და ის 58-ე არმიის სამხედროებს ჩააქრობინეს. თანაც ხანძრის გაჩენიდან 4 საათის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ცეცხლმა ყველანაირი, მათ შორის სროლების მიმართულებების კვალი და მძევლების ცხედრები გაანადგურა. 116 მძევლის ცხედარი სპორტდარბაზში მთლიანად დამწვარი იყო, ისე, რომ ექსპერტიზამ მათი სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ შეძლო, რადგან ვერ გაარკვიეს ტყვიით დაიხოცნენ, აფეთქებისგან თუ ხანძრისგანს", - წერს novayagazeta.ru, რომლის ცნობითაც, ინფრომაცია, იმის შესახებ, რომ პირველი აფეთქება ძალოვანი უწყებებისთვის მოულოდნელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, მათ ამ ქმედებებით, მასხადოვის ჯგუფის ჩარევას დაასწრეს და ამიტომაც გაისროლეს.

ფოტო: ილია აზარი, "მედუზა"
ფოტო: ილია აზარი, "მედუზა"

ინტერნეტ-პორტალ "მედუზას" ერთ-ერთი ავტორი, ელა კესაევა გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ზარინა სკოლიდან ცოცხალი გამოვიდა. მან უამრავი უსამართლობა ნახა იმ დღეებში და შემდეგაც, რის გამოც დააფუძნა ორგანიზაცია "ბესლანის ხმა" და იმ დღეებში დაზარალებულთა უფლებებზე, ФСБ-ს დევნის მიუხედავად, მუშაობს. მისივე თქმით, "პუტინი ბესლანის ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა".

მასთან საუბარში, ერთ-ერთი დაზარალებული, სვეტლანა მარგიევა ამბობს, რომ 2004 წლის სექტემბერში ის თავის ქალიშვილთან ერთად იმავე სპორტდარბაზში მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

"გარედან ისეთი ხმები შემოდიოდა, თითქოს პუტინი ყველაფერს აკთებდა ჩვენს დასახმარებლად. ბავშვები კითხულობდნენ, - ხომ გადაგვარჩენენო. ამასობაში კი, სროლები დაიწყო და ჩემი ქალიშვილი ხელში ჩამაკვდა. ჩვენმა ხელისუფლებამ, ხელიც არ გაანძრია, რომ ჩვენი შვილები გადაერჩინა. მეტიც, პუტინმა ძალაუფლება ჩვენი შვილების სისხლით გაიმყარა", - ამბობს მარგიევა.

ფოტო: სერგეი ჟუკოვი, ТАСС

15 წელი, 2 საგამოძიებო კომისია, 2 სახელმწიფო გამოძიება, 2 სასამართლო პროცესი და არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აპირებს დანაშაულის აღიარებას. ბესლანში ამას არ ივიწყებენ და არც პატიებას აპირებენ.

ტელეკომპანია დოჟდის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი 15 წლის განმავლობაში ტერაქტის წლისთავზე ბესლანში არცერთხელ არ ჩასულა. პრეზიდენტი თავს არიდებს შეხვედრას ხალხთან, რომელთა ოჯახის წევრებიც ჩეჩნეთის დამორჩილების ამბიციას შესწირა და რომლებიც მას ბესლანის ჯალათად მიიჩნევენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"