საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები
ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუსი მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­შია. მომ­ღე­რა­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მთაწ­მინ­და­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ში" გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ღა­მის თბი­ლი­სი. მყუდ­რო და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე. თბი­ლი­სო - მზის და ვარ­დე­ბის მხა­რეო, უშე­ნოდ - სი­ცო­ცხლეც არ მინ­და, სად არის სხვა­გან ახა­ლი ვა­რა­ზი, სად არის ჭა­ღა­რა მთაწ­მინ­და".

მომ­ღერ­ლის პოსტს უამ­რა­ვი მო­წო­ნე­ბა აქვს, კო­მენ­ტა­რებს წე­რენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე რუსი "ფო­ლო­უ­ე­რე­ბი".

რუ­სე­ბი წე­რენ, რომ ოც­ნე­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ზე. ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი კი ამ­ბობს, რომ "არ­ცერ­თი ქარ­თვე­ლი სტუ­მარს გა­რეთ არ გა­აგ­დებს და არ ეტყვის წა­ვი­დეს, სტუმ­რებს ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმას­პინ­ძლობთ".

მომ­ღერ­ლის კი­დევ ერთი რუსი "ფო­ლო­უ­ე­რი" თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ქალ­ბა­ტო­ნის მო­ნა­თხრობს იხ­სე­ნებს: "2019 წლის აგ­ვის­ტო­ში ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მან მი­თხრა, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ ქარ­თვე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ქალი ყვე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც ბევ­რი რამ გა­გა­ო­ცებთ. ერ­თა­დერ­თი დის­კომ­ფორ­ტი იყო ის, რომ მას ჯერ ერე­ვან­ში გა­დაფ­რე­ბა მო­უხ­და, სა­დაც აე­რო­პორ­ტში 5 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შეძ­ლო თბი­ლის­ში ჩაფ­რე­ნა. შე­მოდ­გო­მა­ზე აფხა­ზეთ­ში, სო­ჩა­ში აპი­რებს შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას".

ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს­თან ერ­თად მთაწ­მინ­და­ზე ქარ­თუ­ლი ესტრა­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ღია მხარ­და­ჭე­რას არ ერი­დე­ბა, მან 20 ივ­ნი­სის ღა­მის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა­ზე უარი თქვა, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ჩო­ხა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნა და და­წე­რა: "ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყვე­ლას გი­სურ­ვებთ სიყ­ვა­რულს, მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. მე არ ვა­პი­რებ მო­ვა­წყო დღე­სას­წა­უ­ლი ამ დღეს, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე. და­შავ­დნენ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. ერთ დღე­ში შე­წყდა ავი­ა­მი­მოს­ვლა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და, ერთ დღე­ში ვერ და­ან­გრევ. პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებს საღ აზ­რზე, სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე მაღ­ლა აყე­ნე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, ესეც გა­ივ­ლის… მაგ­რამ ცხოვ­რე­ბაც მი­დის".

ავტორი:

ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები

ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოშია. მომღერალი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მთაწმინდაზე მდებარე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"ღამის თბილისი. მყუდრო და სტუმართმოყვარე. თბილისო - მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა, სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა".

მომღერლის პოსტს უამრავი მოწონება აქვს, კომენტარებს წერენ როგორც ქართველი, ასევე რუსი "ფოლოუერები".

რუსები წერენ, რომ ოცნებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე. ერთ-ერთი ქართველი კი ამბობს, რომ "არცერთი ქართველი სტუმარს გარეთ არ გააგდებს და არ ეტყვის წავიდეს, სტუმრებს ყოველთვის სიამოვნებით ვმასპინძლობთ".

მომღერლის კიდევ ერთი რუსი "ფოლოუერი" თანამემამულე ქალბატონის მონათხრობს იხსენებს: "2019 წლის აგვისტოში ეს ქალბატონი საქართველოში იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ აღფრთოვანებული დარჩა ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით, ეროვნული სამზარეულოთი და ტურისტების მიმართ ქართველების დამოკიდებულებით. ქალი ყვებოდა, რომ საქართველოში უამრავი საინტერესო ქალაქის ნახვა შეიძლება, სადაც ბევრი რამ გაგაოცებთ. ერთადერთი დისკომფორტი იყო ის, რომ მას ჯერ ერევანში გადაფრება მოუხდა, სადაც აეროპორტში 5 საათი გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო თბილისში ჩაფრენა. შემოდგომაზე აფხაზეთში, სოჩაში აპირებს შვებულების გატარებას".

ვალერი მელაძესთან ერთად მთაწმინდაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ვალერი მელაძე საქართველოს ღია მხარდაჭერას არ ერიდება, მან 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა, "ინსტაგრამზე" ჩოხაში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა და დაწერა: "ჩემს დაბადების დღეზე ყველას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე არ ვაპირებ მოვაწყო დღესასწაული ამ დღეს, მით უმეტეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე. დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. ერთ დღეში შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთ დღეში ვერ დაანგრევ. პოლიტიკურ ამბიციებს საღ აზრზე, სიყვარულსა და პატივისცემაზე მაღლა აყენებენ. ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის… მაგრამ ცხოვრებაც მიდის".

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს