საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო
ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო

ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის „სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის“ დი­მიტ­რი მე­დო­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დე­ბე­ბი რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­წე­ბის გა­და­ცე­მა უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი.

დი­მიტ­რი მე­დო­ევ­მა პა­სუ­ხი გას­ცა აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც აშშ-ს სა­გა­რეო უწყე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას მო­უ­წო­დებს, „გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი გზა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გამ­ყო­ფი ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ".

„რო­გორც იქნა აღელ­დნენ ამ პრო­ვო­კა­ცი­ის ნამ­დვი­ლი შემ­კვე­თე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვო­კა­ცი­ას, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გარ­და ჰქონ­და კი­დევ ერთი, სა­ვა­რა­უ­დოდ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია „ტალ­კის“ და მარ­მა­რი­ლოს გრა­ნუ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით. სა­ერ­თოდ ეს ხე­ო­ბა მდი­და­რია მარ­მა­რი­ლოს, სერ­პენ­ტი­ნი­ტის, ბა­რი­ტის და ნეფ­რი­ტის მა­რა­გით, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სამ­რეწ­ვე­ლო თი­ხის სა­ბა­დო­ებ­ზე და ძვირ­ფა­სი ხის ჯი­შე­ბის მთელ მა­სი­ვებ­ზე.

ეჭვი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ იპო­ვა ინ­ვეს­ტო­რი, რო­მელ­საც გა­დას­ცა ეს მი­წე­ბი და ბიზ­ნე­სის უსაფრ­თხო წარ­მო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბიც მის­ცა“, - გა­ნა­ცხა­და მე­დო­ევ­მა.

მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს­თან ბევ­რი კი­თხვაა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც შემ­დე­გია: „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვით სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის­კენ მი­ის­წრა­ფო­დე, რე­ა­ლუ­რად კი ვი­ღა­ცის ან­გა­რე­ბი­ა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო საქ­მე ომის გა­ჩა­ღე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნო“.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას „sputnik-ossetia.ru“ ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თქმით, "საქართველომ პროვოკაცია სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად" მოაწყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას მიწების გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

დიმიტრი მედოევმა პასუხი გასცა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც აშშ-ს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, „გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

„როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია „ტალკის“ და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებზე და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე.

ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე სიტყვებით, საქართველოს მხარესთან ბევრი კითხვაა, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: „როგორ შეიძლება სიტყვით სამშვიდობო პროცესისკენ მიისწრაფოდე, რეალურად კი ვიღაცის ანგარებიანი ინტერესების გამო საქმე ომის გაჩაღებამდე მიიყვანო“.

ამ ინფორმაციას „sputnik-ossetia.ru“ ავრცელებს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი