მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუბერკულოზის სიმპტომები და მკურნალობა - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
ტუბერკულოზის სიმპტომები და მკურნალობა - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

რა არის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი? - ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც იწ­ვევს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მიკ­რო­ბაქ­ტე­რია. მის სა­მიზ­ნეს, ძი­რი­თა­დად, ფილ­ტვი წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნის სხვა ორ­გა­ნო­ე­ბიც (თირკმე­ლი, ხერ­ხე­მა­ლი, თა­ვის ტვი­ნი და ა.შ.). მკურ­ნა­ლო­ბის არ ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტუ­ბერ­კუ­ლოზ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ადა­მი­ა­ნის მძი­მე და­ავ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი.

რო­გორ ხდე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გა­და­ცე­მა?

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გა­და­ცე­მა ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე, ჰა­ე­რის გზით. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ლა­პა­რა­კის, სიმ­ღე­რის, ხვე­ლის და ცე­მი­ნე­ბის დროს ხდე­ბა მიკ­რო­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა ჰა­ერ­ში, რაც ქმნის ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­თა­ნაც და­ა­ვა­დე­ბულს მჭიდ­რო და ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ტაქ­ტი აქვს. რას ნიშ­ნავს ლა­ტენ­ტუ­რი და აქ­ტი­უ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი?

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბაქ­ტე­რი­ის შეჭ­რა ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბას, რად­გან იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს მისი გამ­რავ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ლა­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ეწო­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს არ აღე­ნიშ­ნე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი და არ წარ­მო­ად­გენს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს.

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბაქ­ტე­რი­ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვერ ახერ­ხებს ხელი შე­უ­შა­ლოს მის გამ­რავ­ლე­ბას, ვი­თარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი. ლა­ტენ­ტუ­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დროს აქ­ტი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კია 5-15%.

ვინ ავად­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით?

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან შემ­დე­გი ჯგუ­ფე­ბი:

  • ალ­კოჰო­ლის/ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი;
  • შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი;
  • სი­ლი­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი;
  • head and neck cancer
  • ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მით და ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი;
  • თირკმლის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ე­ბი;
  • და­ბა­ლი წო­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და სხვა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ტუ­ბერ­კუ­ლოზს?

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სიმპტო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ სად არის ბაქ­ტე­რია ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი. ფილ­ტვის­მი­ე­რი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დროს ხში­რია:

  • ხვე­ლა 3 კვი­რის ან/და მეტი ხან­გრძლი­ვო­ბით;
  • ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში;
  • სის­ხლი­ა­ნი ნახ­ვე­ლი
  • სი­სუს­ტის და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა;
  • წო­ნის კარ­გვა;
  • უმა­დო­ბა;
  • სი­ცი­ვის შეგ­რძნე­ბა;
  • ცხე­ლე­ბა;
  • ოფ­ლი­ა­ნო­ბა ღა­მით.

რო­გორ ხდე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა. ამ კუ­თხით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. კერ­ძოდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ნერ­გა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­კის ახა­ლი მე­თო­დი, აპა­რატ Genexpert-ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

დი­აგ­ნოს­ტი­კის ეს მე­თო­დი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

„ჯი­ნექ­სპერ­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, ნახ­ველ­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბაქ­ტე­რი­ის გან­სა­ზღვრით, უმოკ­ლეს ვა­და­შია (რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში) შე­საძ­ლე­ბე­ლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზის დას­მა. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას ამარ­ტი­ვებს ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ "ჯი­ნექ­სპერ­ტზე“ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ოჯა­ხის ექიმ­მა და ამის­თვის ფტი­ზი­ატ­რის ჩარ­თვა აღარ არის სა­ჭი­რო, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს პა­ცი­ენ­ტის გა­რე­მოს­თან კონ­ტაქ­ტის პე­რი­ო­დი. ამი­ტომ, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ხვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და და დრო­უ­ლად მოხ­დეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა?

სტან­დარ­ტუ­ლად, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ინიშ­ნე­ბა 6 თვი­ა­ნი კურ­სი, 4 სხვა­დას­ხვა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დრო­უ­ლად მი­ღე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მოდ­გეს და გან­ვი­თარ­დეს რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბაქ­ტე­რი­ის მი­მართ უძ­ლუ­რი ხდე­ბა.

2000-2016 წლებ­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში 53 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

რო­გო­რია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გავ­რცე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში?

2016 წელს მსოფ­ლი­ო­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 10.4 მი­ლი­ო­ნი, რო­მელ­თა­გან 1.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2016 წელს ყვე­ლა ფორ­მის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის 3329 შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა, რო­მელ­თა შო­რის 2462 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ტუბერკულოზის სიმპტომები და მკურნალობა - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

ტუბერკულოზის სიმპტომები და მკურნალობა - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

რა არის ტუბერკულოზი? - ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკრობაქტერია. მის სამიზნეს, ძირითადად, ფილტვი წარმოადგენს, თუმცა შეუძლია დააზიანოს ადამიანის სხვა ორგანოებიც (თირკმელი, ხერხემალი, თავის ტვინი და ა.შ.). მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში ტუბერკულოზმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მძიმე დაავდება და სიკვდილი.

როგორ ხდება ტუბერკულოზის გადაცემა?

ტუბერკულოზის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე, ჰაერის გზით. ტუბერკულოზით ინფიცირებული ადამიანის ლაპარაკის, სიმღერის, ხველის და ცემინების დროს ხდება მიკრობების გამოყოფა ჰაერში, რაც ქმნის ინფიცირების რისკს იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც დაავადებულს მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი აქვს. რას ნიშნავს ლატენტური და აქტიური ტუბერკულოზი?

ადამიანის ორგანიზმში ტუბერკულოზის ბაქტერიის შეჭრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტუბერკულოზით დაავადებას, რადგან იმუნურმა სისტემამ შეიძლება მოახდინოს მისი გამრავლების შეჩერება. ამ მდგომარეობას ლატენტური ტუბერკულოზი ეწოდება, რომლის დროსაც ადამიანს არ აღენიშნება ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს.

ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირების შემდეგ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ვერ ახერხებს ხელი შეუშალოს მის გამრავლებას, ვითარდება აქტიური ტუბერკულოზი. ლატენტური ტუბერკულოზის დროს აქტიური დაავადების განვითარების რისკია 5-15%.

ვინ ავადდება ყველაზე ხშირად ტუბერკულოზით?

ტუბერკულოზის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან შემდეგი ჯგუფები:

  • ალკოჰოლის/ნარკოტიკის მომხმარებლები;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
  • სილიკოზით დაავადებულები;
  • head and neck cancer
  • ჰოჯკინის ლიმფომით და ლეიკემიით დაავადებულები;
  • თირკმლის მწვავე დაავადების მქონეები;
  • დაბალი წონის მქონე ადამიანები და სხვა.

რა სიმპტომები ახასიათებს ტუბერკულოზს?

ტუბერკულოზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ბაქტერია ლოკალიზებული. ფილტვისმიერი ტუბერკულოზის დროს ხშირია:

  • ხველა 3 კვირის ან/და მეტი ხანგრძლივობით;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სისხლიანი ნახველი
  • სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება;
  • წონის კარგვა;
  • უმადობა;
  • სიცივის შეგრძნება;
  • ცხელება;
  • ოფლიანობა ღამით.

როგორ ხდება ტუბერკულოზის დიაგნოსტირება?

ტუბერკულოზთან ეფექტური ბრძოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დროული გამოვლენა. ამ კუთხით, საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში დაინერგა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, აპარატ Genexpert-ის გამოყენებით.

დიაგნოსტიკის ეს მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.

„ჯინექსპერტის“ საშუალებით, ნახველში ტუბერკულოზის ბაქტერიის განსაზღვრით, უმოკლეს ვადაშია (რამდენიმე საათში) შესაძლებელი ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა. ტუბერკულოზის დიაგნოსტირებას ამარტივებს ასევე ის ფაქტი, რომ "ჯინექსპერტზე“ გადამისამართება შეუძლია მოახდინოს ოჯახის ექიმმა და ამისთვის ფტიზიატრის ჩართვა აღარ არის საჭირო, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის გარემოსთან კონტაქტის პერიოდი. ამიტომ, გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს და და დროულად მოხდეს დიაგნოსტირება.

როგორ ხდება ტუბერკულოზის მკურნალობა?

სტანდარტულად, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის ინიშნება 6 თვიანი კურსი, 4 სხვადასხვა ანტიბაქტერიული მედიკამენტის გამოყენებით. ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა და დანიშნული მედიკამენტების ზედმიწევნით დროულად მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა არაეფექტური გამოდგეს და განვითარდეს რეზისტენტული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ დანიშნული მედიკამენტი ტუბერკულოზის ბაქტერიის მიმართ უძლური ხდება.

2000-2016 წლებში, ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამების საშუალებით მსოფლიოში 53 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

როგორია ტუბერკულოზის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში?

2016 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 10.4 მილიონი, რომელთაგან 1.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, 2016 წელს ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3329 შემთხვევა აღინიშნა, რომელთა შორის 2462 ახალი შემთხვევა იყო.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი