პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე
"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე

არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­ხის ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვა (ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა), რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად იჩე­ნენ თავს. ზო­გა­დად, ამ დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს - აზ­რე­ბის, იდე­ე­ბის, ემო­ცი­ე­ბის, ქცე­ვი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა და სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი გა­მო­ხატ­ვა ახა­სი­ა­თებთ.

ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა დეპ­რე­სია, ბი­პო­ლა­რუ­ლი აფექ­ტუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ში­ზოფ­რე­ნია და სხვა ფსი­ქო­ზე­ბი, ასე­ვე დე­მენ­ცია, გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის სხვა დარ­ღვე­ვე­ბი, მათ შო­რის აუ­ტიზ­მი.

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, ხში­რად ემა­ტე­ბა სტიგ­მა და დის­კრი­მი­ნა­ცია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ამ ტი­პის აშ­ლი­ლო­ბის აღ­ქმას სდევს თან. მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მიერ ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე პირ­თა დახ­მა­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა.

ამ ტი­პის პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ესა­ჭი­რო­ე­ბათ მათ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე ადაპ­ტი­რე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, მხარ­და­ჭე­რა სა­ცხოვ­რებ­ლი­სა და სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა­ში, რათა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში.

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა და კი­დევ ერთხელ წა­მოჭ­რა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი, რომ­ლე­ბიც ვერ იღე­ბენ შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და ხში­რად ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

რა უნდა იცოდ­ნენ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე პი­რის ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ვინ და რო­გორ უნდა იზ­რუ­ნოს მათ­ზე - ამ სა­კი­თხებ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სორს, ფსი­ქი­ატრ არ­ჩილ ბე­გი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

"მი­თია, რომ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მეტ და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან, ვიდ­რე - ჯან­მრთე­ლე­ბი. უამ­რა­ვი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კვლე­ვა არ­სე­ბობს, სა­დაც ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში მე­ტია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტე­ბი, ვიდ­რე პი­რი­ქით. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბა.

უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ხოლ­მე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რომ ის ად­ვი­ლად ხმა­ურ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჩანს, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს კარგ ნი­ა­დაგს იძ­ლე­ვა მი­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ სწო­რედ იმის­თვის არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სის­გან რომ მო­ახ­დი­ნოს პრე­ვენ­ცია. ერთ-ერთი ტენ­დენ­ცი­აა, რომ დიდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და­ი­ხუ­როს, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს სა­თე­მო სერ­ვი­სე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყ­ვნენ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკ­ლია.

რაც უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა, გა­ცი­ლე­ბით მეტ ადა­მი­ანს პატ­რო­ნობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თქმაც კი ძნე­ლია, რა ხდე­ბა ამ სის­ტე­მა­ში, არ არ­სე­ბობს ადეკ­ვა­ტუ­რი სტა­ტის­ტი­კაც.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო ბევ­რი შე­შინ­და, როცა უც­ნობ­მა ქალ­მა ქუ­ჩა­ში ბავ­შვი დაჭ­რა... სა­უ­ბა­რია, რომ ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. რა უნდა იცოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ?

- გე­ტყვით, რომ სა­ერ­თოდ სის­ტე­მის, სა­თე­მო სერ­ვი­სე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მათ შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­საც, რომ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხოლო მათ, ვი­საც ოჯახ­ში ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავს, უნდა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან. ჩა­ნა­სა­ხის დო­ნე­ზე არ­სე­ბობს ოჯა­ხის ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა, ტარ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის ტრე­ნინ­გი, რო­გორ მო­იქ­ცნენ მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქცე­ვას გა­მო­ავ­ლენს.

რაც უკე­თე­სად და მე­ტად მუ­შა­ობს სის­ტე­მა, რაც მე­ტად არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნაკ­ლებ პრობ­ლე­მებს ვა­წყდე­ბით

ჩვენ პრე­ვენ­ცი­ა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ და არა ვი­ღა­ცის დას­ჯა­ზე. რაც მე­ტად ვი­ფიქ­რებთ პრე­ვენ­ცი­ა­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, უკე­თე­სი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა. და­მერ­წმუ­ნეთ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად თვი­თონ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ცოდ­ნა აი­მაღ­ლონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ.

თუ ოჯახს ფსი­ქი­კუ­რად და­ავ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს, უნდა მი­ვი­დეს ექიმ­თან, შე­ა­ფა­სონ სწო­რად რის­კე­ბი, ის­წავ­ლონ ამ ად­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის სწო­რი შე­ფა­სე­ბა. თუ ატყო­ბენ, რომ ამას თვი­თონ ვერ აკე­თე­ბენ - დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლიტს, აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე ცოდ­ნას ოჯა­ხის ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა იძ­ლე­ვა.

- რაში ვლინ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა?

- არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი - სო­ცი­ა­ლუ­რად კომ­პე­ტენ­ტუ­რი ქცე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს: შე­სა­ბა­მის ად­გი­ლას შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი აც­ვია, შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვა, აქ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას­თან ცხა­დია არ გვაქვს საქ­მე, მაგ­რამ რო­დე­საც დარ­ღვე­უ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ადა­მი­ანს აქვს არა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, ასე­თი­ვე მი­მი­კა, ჟეს­ტე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

რო­დე­საც გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა, ჟესტ-მი­მი­კუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი არ არის, ასე­ვე გა­მოთ­ქვა­მებს აზ­რებს, რომ უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ, დას­ცი­ნი­ან, მაგ­რამ ამის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს... ახალ­გაზ­რდებ­ში ხში­რად ასე ვლინ­დე­ბა: ერ­ღვე­ვათ დღის რე­ჟი­მი, აღარ ურ­თი­ერ­თო­ბენ თა­ნა­ტო­ლებ­თან, სახ­ლში იკე­ტე­ბი­ან, ან სო­ცი­ა­ლურ ქსელს ეჯაჭ­ვე­ბი­ან და რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რით ანაც­ვლე­ბენ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კუ­რია თუ შე­ძე­ნი­ლი?

- არის ასე­თი ეკ­ლე­კტი­კუ­რი თე­ო­რია - სტრეს-მო­წყვლა­დო­ბა. მო­წყვლა­დო­ბაა, რა­საც ადა­მი­ა­ნი მშობ­ლის­გან იღებს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. თუ ასე­თი მო­წყვლა­დო­ბის ადა­მი­ანს და­ე­მარ­თა სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ამ ერ­თი­ა­ნო­ბის შე­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა და­ე­წყოს.

რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის აქ­ცენტს ფსი­ქო­ზებ­ზე აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ფსი­ქი­ატ­რია არ არის მხო­ლოდ ფსი­ქო­ზე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბის, ის­ტე­რი­უ­ლი და ფსი­ქო­ზე­ბის სა­ხი­თაც გა­მოვ­ლინ­დეს. ფსი­ქო­ზე­ბის ერთ-ერთი სახე ში­ზოფ­რე­ნი­აა, აფექ­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბა...

- დეპ­რე­სია, ნევ­რო­ზი, არის თუ არა ნა­ბი­ჯი ფსი­ქი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის­კენ?

- რა­საც ნევ­როზს ეძა­ხი­ან, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბაა, რაც საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მაა. თუ ნორ­მა­ლუ­რი სის­ტე­მაა, ამ აშ­ლი­ლო­ბა­საც უვ­ლის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სის­ტე­მა, არი­ან შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. თუ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია სის­ტე­მა ერ­თნა­ი­რად იყე­ნე­ბენ წამ­ლებს, ფსი­ქოტ­რო­პულ თე­რა­პი­ას, თუნ­დაც დეპ­რე­სი­ის­თვის, ნევ­რო­ზის­თვის. ჩვენ­თან ფსი­ქო­თე­რა­პია სა­ერ­თოდ არ არის რო­გორც სპე­ცი­ა­ლო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ამ პრობ­ლე­მას კი­დევ ის ამ­წვა­ვებს, ამ დარ­გს ბევ­რი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნიც ჰკი­დებს ხელს და მას­ზე პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­კი­თხზე სტიგ­მა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე და­სავ­ლეთ­შიც არ­სე­ბობს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი თა­ვის პროგ­რა­მებ­ში ასეთ არა­პო­პუ­ლა­რულ თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბენ... თუმ­ცა, თან­და­თან იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პე­სი­მიზმს არ უნდა მი­ვე­ცეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონენი მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ჯანმრთელები" - ფსიქიატრი დაავადებასა და სტიგმაზე

არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა), რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენენ თავს. ზოგადად, ამ დარღვევების მქონე ადამიანებს - აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა ახასიათებთ.

ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, ხშირად ემატება სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან. მეტად მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მიერ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა დახმარება და მხარდაჭერა.

ამ ტიპის პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ მათ მოთხოვნილებაზე ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა საცხოვრებლისა და სამუშაოს მოძიებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პეკინის გამზირზე მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა და კიდევ ერთხელ წამოჭრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების საკითხი, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და ხშირად ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერას.

რა უნდა იცოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირის ოჯახის წევრებმა, ვინ და როგორ უნდა იზრუნოს მათზე - ამ საკითხებზე სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ფსიქიატრ არჩილ ბეგიაშვილს ვესაუბრეთ.

"მითია, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე - ჯანმრთელები. უამრავი იმის დამადასტურებელი კვლევა არსებობს, სადაც ჯანმრთელ ადამიანებში მეტია დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ვიდრე პირიქით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანების სტიგმატიზირება.

უბრალოდ, იმდენად არაადეკვატურია ხოლმე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომ ის ადვილად ხმაურდება და შესაბამისად ჩანს, ამიტომ საზოგადოებაში ეს კარგ ნიადაგს იძლევა მითების განვითარებისთვის.

ფსიქიკურად დაავადების მქონემაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ სწორედ იმისთვის არსებობს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შედგება მრავალი სხვადასხვა სერვისისგან რომ მოახდინოს პრევენცია. ერთ-ერთი ტენდენციაა, რომ დიდი საავადმყოფოები დაიხუროს, მაგრამ პარალელურად განვითარდეს სათემო სერვისები, რომ ეს ადამიანები, მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკლია.

რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, გაცილებით მეტ ადამიანს პატრონობს. საქართველოში თქმაც კი ძნელია, რა ხდება ამ სისტემაში, არ არსებობს ადეკვატური სტატისტიკაც.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ფაქტის გამო ბევრი შეშინდა, როცა უცნობმა ქალმა ქუჩაში ბავშვი დაჭრა... საუბარია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, ვინც ასეთ პაციენტებთან ერთად ცხოვრობენ?

- გეტყვით, რომ საერთოდ სისტემის, სათემო სერვისების მოვალეობაა, მათ შორის, ჟურნალისტებისაც, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, ხოლო მათ, ვისაც ოჯახში ასეთი პაციენტები ჰყავს, უნდა მიიღონ ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ჩანასახის დონეზე არსებობს ოჯახის ფსიქოგანათლება, ტარდება ოჯახის წევრების ტრენინგი, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ადამიანი არაადეკვატურ ქცევას გამოავლენს.

რაც უკეთესად და მეტად მუშაობს სისტემა, რაც მეტად არიან ადამიანები ჩართულები ამ მიმართულებით, ნაკლებ პრობლემებს ვაწყდებით

ჩვენ პრევენციაზე უნდა ვიფიქროთ და არა ვიღაცის დასჯაზე. რაც მეტად ვიფიქრებთ პრევენციაზე, ასეთ შემთხვევაში, უკეთესი შედეგი გვექნება. დამერწმუნეთ, ოჯახის წევრები ხშირად თვითონ არიან დაინტერესებული, ცოდნა აიმაღლონ ამ მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

თუ ოჯახს ფსიქიკურად დაავდებული ადამიანი ჰყავს, უნდა მივიდეს ექიმთან, შეაფასონ სწორად რისკები, ისწავლონ ამ ადმიანის მდგომარეობის სწორი შეფასება. თუ ატყობენ, რომ ამას თვითონ ვერ აკეთებენ - დროულად მიმართონ სპეციალიტს, აღნიშნულ თემებზე ცოდნას ოჯახის ფსიქოგანათლება იძლევა.

- რაში ვლინდება ადამიანის ფსიქიკური დაავადება?

- არსებობს ტერმინი - სოციალურად კომპეტენტური ქცევა, როდესაც ადამიანის ქცევა შეესაბამება სოციალურ გარემოს: შესაბამის ადგილას შესაფერისი სამოსი აცვია, შესაბამისად იქცევა, აქ არანაირ პრობლემასთან ცხადია არ გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც დარღვეულია ეს ყველაფერი, ადამიანს აქვს არადეკვატური ქცევა, ასეთივე მიმიკა, ჟესტები, ჩაცმულობა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როდესაც გამომეტყველება, ჟესტ-მიმიკური რეაქციები, სიტუაციის ადეკვატური არ არის, ასევე გამოთქვამებს აზრებს, რომ უთვალთვალებენ, დასცინიან, მაგრამ ამის რეალური მიზეზი არ არსებობს... ახალგაზრდებში ხშირად ასე ვლინდება: ერღვევათ დღის რეჟიმი, აღარ ურთიერთობენ თანატოლებთან, სახლში იკეტებიან, ან სოციალურ ქსელს ეჯაჭვებიან და რეალურ ურთიერთობებს ვირტუალურით ანაცვლებენ.

- ეს ყველაფერი გენეტიკურია თუ შეძენილი?

- არის ასეთი ეკლეკტიკური თეორია - სტრეს-მოწყვლადობა. მოწყვლადობაა, რასაც ადამიანი მშობლისგან იღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გამოვლინდება. თუ ასეთი მოწყვლადობის ადამიანს დაემართა სტრესული სიტუაცია, ამ ერთიანობის შეთხვევაში, შეიძლება ეს დაავადება დაეწყოს.

რატომღაც ყოველთვის აქცენტს ფსიქოზებზე აკეთებენ, მაგრამ ფსიქიატრია არ არის მხოლოდ ფსიქოზები, დაავადება შეიძლება შფოთვითი აშლილობების, ისტერიული და ფსიქოზების სახითაც გამოვლინდეს. ფსიქოზების ერთ-ერთი სახე შიზოფრენიაა, აფექტური აშლილობა...

- დეპრესია, ნევროზი, არის თუ არა ნაბიჯი ფსიქიური დაავადებისკენ?

- რასაც ნევროზს ეძახიან, შფოთვითი აშლილობაა, რაც საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაა. თუ ნორმალური სისტემაა, ამ აშლილობასაც უვლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა, არიან შესაბამისი სპეციალისტები. თუ დაბალანსებულია სისტემა ერთნაირად იყენებენ წამლებს, ფსიქოტროპულ თერაპიას, თუნდაც დეპრესიისთვის, ნევროზისთვის. ჩვენთან ფსიქოთერაპია საერთოდ არ არის როგორც სპეციალობა აღიარებული.

ამ პრობლემას კიდევ ის ამწვავებს, ამ დარგს ბევრი არაკომპეტენტური ადამიანიც ჰკიდებს ხელს და მასზე პრეტენზიას გამოთქვამს.

სამწუხაროდ, ამ საკითხზე სტიგმა როგორც საქართველოში, ისე დასავლეთშიც არსებობს და საზოგადოებრივი ტელევიზიები თავის პროგრამებში ასეთ არაპოპულარულ თემებზე მუშაობენ... თუმცა, თანდათან იცვლება საზოგადოება, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ