"აღფრთოვანებულები ვართ ახალი ქვეყნის აღმოჩენით! 13 სექტემბერს საქართველოში, თბილისში შეგიძლიათ გვნახოთ" - ასე ეხმაურება დევიდ გერეტი საკუთარ კონცერტს, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება.
გერეტი საქართველოს საკონცერტო ტურნეს ფარგლებში უბრალოდ კი არ ესტუმრება, არამედ საკუთარი შემოქმედების 10 წელს სწორედ აქ აღნიშნავს, მსოფლიო ტურნესაც თბილისში გახსნის და ახალ ალბომს UNLIMITED - LIVE 2019-საც შეასრულებს. მევიოლინე და მისი ბენდი შეასრულებენ იმ ცნობილ და პოპულარულ კომპოზიციებს, რომელმაც მათი შემოქმედება მსმენელს განსაკუთრებით შეაყვარა: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva, Thunderstrck...
საქართველოს კულტურის პალატა, რომლის მოწვევითა და ორგანიზებითაც კონცერტი იმართება, დაუვიწყარ 3-საათიან საღამოს პირდება მსმენელს. დევიდ გერეტი ქართველი მსმენელისთვის სიურპრიზებსაც ამზადებს.
კონცერტის დეტალებზე AMBEBI.GE საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს დათო ოქიტაშვილს ესაუბრა:
- სუპერვარკვლავი მევიოლინე დევიდ გერეტი და მისი ბენდი კონცერტს Check in Georgia-ს ფარგლებში მართავენ. რატომ გადაწყვიტეთ, ქართველი მსმენელისთვის მათი კონცერტის შეთავაზება?
- ამ ადამიანს ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი და ჩემს მეგობრებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოსახლეობას ის საქართველოში ენახა. დევიდ გერეტი ჩვენს რეგიონში პირველად ჩამოდის. პირველ რიგში, ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით იყო განპირობებული, რადგან მისი ვიზიტები ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
ბევრი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ჩამოდის და მე მიხარია, რომ 13 სექტემბერს საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა გერმანიის თითქმის ყველა ტელევიზია, რათა ეს ღონისძიება გააშუქოს.
დევიდ გერეტი თავად შემპირდა, რომ ყოველთვის, როცა ახალი პროგრამა ექნება, ის საქართველოსა და თბილისში ჩამოვა და ქართველ მსმენელს მოეფერება. გაოცებული ვარ, რადგან მევიოლინეს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და თავადაც, საკუთარ Instagram-ზე დაწერა, რომ ბედნიერია ახალი ქვეყნის აღმოჩენით, რომელსაც საქართველო ჰქვია.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

We‘re excited to explore a new country! See us in Tbilisi/Georgia on September 13, 2019 with UNLIMITED - Greatest Hits Live! Tickets are on sale ➡️ https://tkt.ge/Event/192357/david-garrett #davidgarrett #tbilisi #tiflis #unlimited #concert #touring #live #georgia

A post shared by  David Garrett (@davidgarrettinsta) on <time style=" font-family:Arial,sans-serif; font-size:14px; line-height:17px;" datetime="2019-05-23T18:06:12+00:00">May 23, 2019 at 11:06am PDT</time>

ეს ღონისძიება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში ქალბატონ ნანი ბრეგვაძის საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ფუძნდება, ტურის ფარგლებში კი დევიდ გარეტი დახურავს ამ ფესტივალს. საქართველო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელია.
- თავად ვირტუოზ მევიოლინეს რა მოლოდინები აქვს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით?
- ნერვიულობს. მან მიმართა საქართველოს მოსახლეობას, რომ ერთი სული აქვს, როდის შეხვდება მას. გერმანიაში მის კონცერტზე ვიყავი და მითხრა, მე ვიცი და გავიგე, რომ საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში მღერიან, საქართველო არის მუსიკალური ქვეყანა და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები მათ, იმიტომ რომ ნებისმიერი მუსიკოსისთვის საოცრებაა, როცა დარბაზში ზის ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, პატივს გცემ და ესმის, შენ რას უკრავ.
- რითი იქნება ეს კონცერტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ქართველი მსმენელისთვის? გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტზე სიურპრიზებიც გველოდება...
- დევიდ გერეტი მსმენელს უმზადებს სიურპრიზს, რომელსაც ჩვენ არ გვეუბნება. თვითონაც ძალიან ნერვიულობს, რადგან კონცერტის გრაფიკი დეტალურად აქვს გაწერილი. ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს და მაყურებელს ყველანაირი პირობა შევუქმენით, რომ 3 საათის განმავლობაში თავი სხვა სამყაროში იგრძნოს.
ზოგს აინტერესებს, კონცერტის ჩატარება სპორტის სასახლეში რატომ გადავწყვიტეთ. ეს სივრცე მან თავად აირჩია, იმიტომ რომ შოუს გაკეთებას გეგმავს. კონცერტზე მისულები სპორტის სასახლეს საერთოდ ვერ იცნობთ, რადგან ის არის იმ აკუსტიკაზე მორგებული, რა ტექნიკასა და აკუსტიკასაც იყენებს. ამ ადამიანის ფენომენი არის ის, რომ 5 000-კაციან დარბაზზე ნაკლებ სივრცეში არ უკრავს, იმიტომ რომ მისი შოუ მასაზეა გათვლილი და სპორტის სასახლეც ამიტომ შეარჩია.
- ქართველ მსმენელს რა მოლოდინები აქვს დევიდ გერეტისა და მისი ბენდის პერფორმანსთან დაკავშირებით?
- მსმენელს ძალიან უყვარს დევიდ გერეტი და ბილეთების გაყიდვაც ამაზე მეტყველებს -ბილეთების 80% უკვე გაყიდულია. საქართველოში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ტურნეს მთელ მთელ მსოფლიოში გააგრძელებს, რაც 2-3 თვის შემდეგ დასრულდება. არცერთ ქვეყანაში მის კონცერტზე დასასწრები ბილეთები აღარ არის, ყველა გაყიდულია. საქართველოს მოსახლეობას კი კიდევ აქვს იმის საშუალება და შანსი, რომ მოხვდეს მის კონცერტზე.
დევიდ გერეტი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენთან, ოფისში მოდიან მისი ფანები, გვთხოვენ მის მაისურებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მას საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ დევიდ გერეტმა კლიპი გააკეთა, რომელშიც ჩანს საქართველოს დროშაც. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის რეკლამაა. ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და მას ეფერება, მე ყველა მიყვარს.
- საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში რა წვლილს შეიტანს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსის საქართველოში ვიზიტი?
- ბილეთების 40% უცხოელებმა შეიძინეს. ბილეთები შეკვეთილია ყაზახეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან. რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლაზე რეგულაციების დაწესებამ ეს პროცესი ცოტა გაართულა, მაგრამ ვისაც ჩამოსვლა უნდა, ცდილობს, რომ კონცერტს დაესწროს.
როდესაც რაიმე ღონისძიებას აკეთებ, მისი მეშვეობით შენს ქვეყანას პოპულარიზაცია უნდა გაუწიო. ამ ადამიანმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა: თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდა, საქართველოში კონცერტზე დასწრებისკენ.