სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ
რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ალაზ­ნის ველ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით, ძვ.წ მე-5 მე-4 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­სახ­ლის ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იუ­ლონ გა­გო­ში­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ შე­ნო­ბა სპარ­სელ­თა აქე­მე­ნი­ან­თა იმ­პე­რი­ის პე­რი­ო­დის უნდა იყოს, რო­მელ­მაც ძვ.წ. 330 წლამ­დე იარ­სე­ბა, ვიდ­რე ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი და­ამ­ხობ­და (აქე­მე­ნი­ა­ნე­ბის იმ­პე­რია, დიდი სპარ­სუ­ლი იმ­პე­რია - ძვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძვ. წ. 558 წელს, გა­ა­ნად­გუ­რა ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა ძვ. წ. 330 წელს. სპარ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­თა­ვე­ში აქე­მე­ნი­ან­თა დი­ნას­ტია იყო).

მეც­ნი­ერ­თა ვა­რა­უ­დით, ამ პე­რი­ოდ­ში კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი აქე­მე­ნი­ან­თა იმ­პე­რი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ალაზ­ნის ვე­ლის აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა 25 წლის წინ და­ი­წყეს. იუ­ლონ გა­გო­ში­ძე იხ­სე­ნებს, რომ გა­თხრე­ბის და­წყე­ბი­დან­ვე კე­დე­ლი და სვე­ტე­ბის ბა­ზი­სე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რა­მაც არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

მან გვი­ამ­ბო ყვე­ლა იმ დე­ტა­ლის შე­სა­ხებ, რა­საც ალაზ­ნის ველი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და და ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ არ არის შეს­წავ­ლი­ლი...

"ჯერ კი­დევ 1994-1995 წლებ­ში ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ექ­სპე­დი­ცია კი­ა­ზო ფი­ცხე­ლა­უ­რის და ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მუ­შა­ობ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის მი­წებ­ზე. ამ მი­წებ­ზე მდე­ბა­რე­ობს „ნა­ო­მა­რი გორა“, რომ­ლის მახ­ლობ­ლად გავ­თხა­რეთ ძვ.წ მე-5 სუ­კუ­ნის სა­სახ­ლის 30 მეტ­რის სიგ­რძის ერთი კე­დე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი დან­გრე­უ­ლი დაგ­ვხვდა...

სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბულ­დო­ზე­რით უმუ­შა­ვი­ათ, რის შე­დე­გა­დაც კედ­ლის ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და. გა­თხრე­ბი­სას სვე­ტე­ბის ბა­ზი­სე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ბა­ზი­სე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია სიღ­ნა­ღის მუ­ზე­უმ­ში", - გვი­ამ­ბობს იუ­ლონ გა­გო­ში­ძე.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მეც­ნი­ერ-კონ­სულ­ტან­ტის თქმით, 1995 წელს ალაზ­ნის ველ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა. "იმე­დი აღარ გვქონ­და, რომ რა­მეს ვი­პოვ­ნი­დით" - დას­ძენს გა­გო­ში­ძე.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2017 წელს, მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ჯგუფ­თან ერ­თად გა­ნახ­ლდა.

"მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ აქ სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბიც მო­ე­ძებ­ნათ, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, მინ­დორ­ში ცალ­კე სხვა ასეთ სა­სახ­ლეს არ აშე­ნებ­დნენ. ამის გამო მი­უნ­ხე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჯერ 2017 წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ, შემ­დეგ 2018 წელს და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გე­ო­ფი­ზი­კო­სებ­მა გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი და გე­ო­ფი­ზი­კუ­რი დაზ­ვერ­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რეს.

ის სა­მუ­შაო შე­დე­გი­ა­ნი იყო, ამი­ტომ წელს გა­სა­თხრე­ლად გან­ვა­ახ­ლეთ მუ­შა­ო­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ად­გილ­ზე, სა­დაც სა­სახ­ლე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, მცი­რე მას­შტა­ბის გა­თხრე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ეს სა­სახ­ლე ქუმ­ბა­თის სა­სახ­ლის სა­ხე­ლით შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში.

გა­მოჩ­ნდა ქვა­ფე­ნი­ლი­ა­ნი გზა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, სა­სახ­ლი­სა­კენ მი­დი­ო­და. ამ დროს გა­ვი­გეთ, რომ ამ ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სოფ­ლის სახ­ნავ-სა­თეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ამ ად­გილს სა­აქ­ლე­მე ჰქვია) შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლა კვე­თი­ლი ჩუ­ქურ­თმე­ბით შექ­მნი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლი, რო­გორც ჩანს სვე­ტის კა­პი­ტე­ლი, რო­მე­ლიც ახლა მო­ქა­ლა­ქე ზუ­რაბ ში­უ­კაშ­ვი­ლის ეზო­ში ინა­ხე­ბა, ტე­რი­ტო­რია კი, სა­დაც კა­პი­ტე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ეკუთ­ვნის გელა ზე­დე­ლაშ­ვილს“, - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

იუ­ლონ გა­გო­ში­ძე იხ­სე­ნებს, რომ გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლის მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მი­წის ზე­და­პი­რი­დან ძა­ლი­ან ახ­ლოს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის ნაშ­თე­ბი.

"ხვნა-თეს­ვა ამას და­ა­ზი­ა­ნებ­და და სა­ბო­ლო­ოდ მოს­პობ­და, ამი­ტომ საჩ­ქა­როდ დავ­წე­რე წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სა­ხელ­ზე, რომ ძეგლის გა­და­სარ­ჩე­ნად იქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სას­წრა­ფო გა­თხრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. გა­თხრის ნე­ბარ­თვა მი­ვი­ღეთ და 2019 წლის 5 აგ­ვის­ტო­დან 22 აგ­ვის­ტომ­დე ამ ად­გი­ლას არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ...

აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ 1 ჰექ­ტარ­ზე გან­ფე­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხან­ძრა­ლი ნა­გე­ბო­ბის ნაშ­თე­ბი. ასე­ვე, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და რთუ­ლი გეგ­მა­რე­ბის ნა­გე­ბო­ბა - სა­სახ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი ექ­ვსს­ვე­ტი­ა­ნი დარ­ბა­ზი

1,5 მეტ­რი სის­ქის კედ­ლე­ბი ალი­ზის აგუ­რი­თაა ნა­გე­ბი. დარ­ბა­ზის ხის სვე­ტე­ბი, კირ­ქვის ზა­რი­სებ­რი ფორ­მის ბა­ზი­სებს ეყ­რდნო­ბა. ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და ალი­ზის აგუ­რის ნა­შე­ნე­ბი კვად­რა­ტუ­ლი პო­დი­უ­მი, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, ტახ­ტი ან სა­კურ­თხე­ვე­ლი უნდა მდგა­რი­ყო" - აღ­ნიშ­ნავს იუ­ლონ გა­გო­ში­ძე.

ბა­ზი­სე­ბის ზა­რი­სებ­რი ფორ­მა, ისე­ვე რო­გორც ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლი არ­ქე­ო­ლო­გებს აძ­ლევს ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ ეს ნა­გე­ბო­ბა აქე­მე­ნი­დუ­რი ხა­ნი­საა.

"ბა­ზი­სე­ბი, ისე­ვე რო­გორც ის პირ­ვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლი შემ­კუ­ლია კვე­თი­ლი ორ­ნა­მენ­ტით. ეს ორ­ნა­მენ­ტი ე.წ ლო­ტო­სის ორ­ნა­მენ­ტია. ლო­ტო­სის ყვა­ვი­ლი ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტი­დან მო­დის, შემ­დეგ ირა­ნე­ლებ­მა აით­ვი­სეს, სპარ­სე­თი­დან კი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გავ­რცელ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ძვ.წ მე-6 სა­უ­კუ­ნე­ში შე­იქ­მნა დიდი იმ­პე­რია და არ­სე­ბობ­და იქამ­დე, სა­ნამ ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა არ და­ამ­ხო.

ამ პე­რი­ოდ­ში, მთე­ლი მსოფ­ლიო ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი­ან პო­ლი­ტი­კურ არე­ალ­ში გა­ერ­თი­ან­და და ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც ბერ­ძნე­ბი კოლ­ხე­თის სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ, ამ სის­ტე­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ამ იმ­პე­რი­ას­თან ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა და ძა­ლი­ან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სამ­ხრე­თი და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლი პირ­და­პირ იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და. რო­გორც ჩანს, კა­ხე­თიც მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვდა. ალაზ­ნის ველ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­გე­ბო­ბა კი აქე­მე­ნი­ან­თა ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა იყოს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ასე­თი ნა­გე­ბო­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თია და რამ­დე­ნა­დაც ეხე­ბა აქე­მე­ნი­ან­თა იმ­პე­რი­ას, სა­ყუ­რა­დღე­ბოა არა­მარ­ტო ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის­თვის, არა­მედ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის" - გან­მარ­ტავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში იუ­ლონ გა­გო­ში­ძე.

მეც­ნი­ე­რი გვი­ამ­ბობს, რომ მას ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან, 2400 წლის წი­ნან­დელ სა­სახ­ლე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია თუ არა ნივ­თე­ბი. იუ­ლონ გა­გო­ში­ძის თქმით, ეს იყო დარ­ბა­ზის ტი­პის შე­ნო­ბა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ღე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და, ამი­ტომ იქ ნივ­თე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

აღ­მო­ჩე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პლას­ტი­კის პარ­კით და­ფა­რეს, მიწა და­ა­ყა­რეს და მი­ი­ღეს პი­რო­ბა, რომ აქ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა შე­ჩერ­დე­ბა. მო­მა­ვალ წელს კი სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა. ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა, კი­დევ რას მა­ლავს ალაზ­ნის ველი...

კ ო მ ბ ლ ე
0

ჯერ ის გავარკვიოთ ვისია ეგ მიწა, ჩვენი აზერების, თუ სომხების თორემ ხომ ხედავთ რა დრო დადგა? 

... აკადემიკოს ცალდუმიანის დასკვნით, თურმე თბილისიც ჩვენი არა ყოფილა,...სომხები ამბობენ, რომ იმის უსტარიცა გვაქვსო, რომ საწყალ საპოჟნიკ რუბენას, .ვართუშას ქმარსა,. თავად მოქეიფე ქიტესასაგან სამ გროშად უყიდია მთელი თბილისი, ჩვენ.. წელთ აღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში და.. ეხლა იმის შთამომავლობას უნდა დაუბრუნოთოოო....მაშინდელი სამი გროში, ეხლა იცით რამოტენაა? მგონი დღევანდელ 5 მილიარდ დოლარს აჭარბებსო... ხოდა ცოტა ფრთხილად, ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ საქართველო ქართველებისაა და მერე კი.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ

რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კახეთის რეგიონში, ალაზნის ველზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, ძვ.წ მე-5 მე-4 საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინა.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ შენობა სპარსელთა აქემენიანთა იმპერიის პერიოდის უნდა იყოს, რომელმაც ძვ.წ. 330 წლამდე იარსება, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი დაამხობდა (აქემენიანების იმპერია, დიდი სპარსული იმპერია - ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო).

მეცნიერთა ვარაუდით, ამ პერიოდში კახეთის რეგიონი აქემენიანთა იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო.

არქეოლოგებმა ალაზნის ველის აღმოჩენებზე მუშაობა 25 წლის წინ დაიწყეს. იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ გათხრების დაწყებიდანვე კედელი და სვეტების ბაზისები აღმოაჩინეს, რამაც არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო.

მან გვიამბო ყველა იმ დეტალის შესახებ, რასაც ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში მალავდა და ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი...

"ჯერ კიდევ 1994-1995 წლებში ქართულ-გერმანული ექსპედიცია კიაზო ფიცხელაურის და ჩემი მონაწილეობით მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის მიწებზე. ამ მიწებზე მდებარეობს „ნაომარი გორა“, რომლის მახლობლად გავთხარეთ ძვ.წ მე-5 სუკუნის სასახლის 30 მეტრის სიგრძის ერთი კედელი. დანარჩენი დანგრეული დაგვხვდა...

სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ბულდოზერით უმუშავიათ, რის შედეგადაც კედლის ნაწილი განადგურდა. გათხრებისას სვეტების ბაზისებიც აღმოვაჩინეთ, ბაზისები გამოფენილია სიღნაღის მუზეუმში", - გვიამბობს იულონ გაგოშიძე.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტის თქმით, 1995 წელს ალაზნის ველზე არქეოლოგიური სამუშაოები შეწყდა. "იმედი აღარ გვქონდა, რომ რამეს ვიპოვნიდით" - დასძენს გაგოშიძე.

სამუშაოები 2017 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ჯგუფთან ერთად განახლდა.

"მათ გადაწყვიტეს, რომ აქ სხვა ნაგებობებიც მოეძებნათ, რადგან სავარაუდოდ, მინდორში ცალკე სხვა ასეთ სასახლეს არ აშენებდნენ. ამის გამო მიუნხენის უნივერსიტეტიდან ჯერ 2017 წელს ჩამოვიდნენ, შემდეგ 2018 წელს და ამ ტერიტორიაზე გეოფიზიკოსებმა გეომაგნიტური და გეოფიზიკური დაზვერვები ჩაატარეს.

ის სამუშაო შედეგიანი იყო, ამიტომ წელს გასათხრელად განვაახლეთ მუშაობა. გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე, სადაც სასახლე აღმოვაჩინეთ, მცირე მასშტაბის გათხრები ჩაგვეტარებინა. ეს სასახლე ქუმბათის სასახლის სახელით შევიდა ისტორიაში.

გამოჩნდა ქვაფენილიანი გზა, რომელიც როგორც ჩანს, სასახლისაკენ მიდიოდა. ამ დროს გავიგეთ, რომ ამ ადგილის მახლობლად, სოფელ ჯუგაანის სოფლის სახნავ-სათეს ტერიტორიაზე (ამ ადგილს სააქლემე ჰქვია) შემთხვევით აღმოჩენილა კვეთილი ჩუქურთმებით შექმნილი არქიტექტურული დეტალი, როგორც ჩანს სვეტის კაპიტელი, რომელიც ახლა მოქალაქე ზურაბ შიუკაშვილის ეზოში ინახება, ტერიტორია კი, სადაც კაპიტელი აღმოჩნდა, ეკუთვნის გელა ზედელაშვილს“, - უყვება AMBEBI.GE-ს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ გელა ზედელაშვილის მიწის ნაკვეთზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ მიწის ზედაპირიდან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ძველი ნაგებობების ნაშთები.

"ხვნა-თესვა ამას დააზიანებდა და საბოლოოდ მოსპობდა, ამიტომ საჩქაროდ დავწერე წერილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის სახელზე, რომ ძეგლის გადასარჩენად იქ აუცილებელია სასწრაფო გათხრების ჩატარება. გათხრის ნებართვა მივიღეთ და 2019 წლის 5 აგვისტოდან 22 აგვისტომდე ამ ადგილას არქეოლოგიური სამუშაოები ჩავატარეთ...

აღმოვაჩინეთ 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები. ასევე, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი

1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები, კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურის ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო" - აღნიშნავს იულონ გაგოშიძე.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი არქეოლოგებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა.

"ბაზისები, ისევე როგორც ის პირველი არქიტექტურული დეტალი შემკულია კვეთილი ორნამენტით. ეს ორნამენტი ე.წ ლოტოსის ორნამენტია. ლოტოსის ყვავილი ძველი ეგვიპტიდან მოდის, შემდეგ ირანელებმა აითვისეს, სპარსეთიდან კი საქართველოშიც გავრცელდა. მოგეხსენებათ, რომ ძვ.წ მე-6 საუკუნეში შეიქმნა დიდი იმპერია და არსებობდა იქამდე, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა არ დაამხო.

ამ პერიოდში, მთელი მსოფლიო ფაქტობრივად, ერთიან პოლიტიკურ არეალში გაერთიანდა და ჩვენი საქართველო, რომელსაც ბერძნები კოლხეთის სახელით იცნობდნენ, ამ სისტემაში იყო ჩართული. ჩვენს სახელმწიფოს ამ იმპერიასთან ძალიან დიდი გავლენა და ძალიან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა

ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში სამხრეთი და აღმოსავლეთ ნაწილი პირდაპირ იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. როგორც ჩანს, კახეთიც მის შემადგენლობაში მოხვდა. ალაზნის ველზე აღმოჩენილი ნაგებობა კი აქემენიანთა ნამუშევარი უნდა იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ასეთი ნაგებობა დღეს საქართველოში ერთადერთია და რამდენადაც ეხება აქემენიანთა იმპერიას, საყურადღებოა არამარტო ქართული ისტორიისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და დანარჩენი ქვეყნებისთვის" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში იულონ გაგოშიძე.

მეცნიერი გვიამბობს, რომ მას ხშირად ეკითხებიან, 2400 წლის წინანდელ სასახლეში აღმოჩენილია თუ არა ნივთები. იულონ გაგოშიძის თქმით, ეს იყო დარბაზის ტიპის შენობა, სადაც სავარაუდოდ, მიღებები იმართებოდა, ამიტომ იქ ნივთები არ უნდა ყოფილიყო.

აღმოჩენა სპეციალური პლასტიკის პარკით დაფარეს, მიწა დააყარეს და მიიღეს პირობა, რომ აქ მიწათმოქმედება შეჩერდება. მომავალ წელს კი სავარაუდოდ, აქ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება. ამის შემდეგ გამოჩნდება, კიდევ რას მალავს ალაზნის ველი...

კორონავირუსით ინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა - რას ამბობენ არქეოლოგები ახალ აღმოჩენაზე?