პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს
სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა დღეს გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წელს სტუ­დენ­ტი 28 740 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და რა ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ჩა­ი­რი­ცხნენ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს. ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­ვუ­კავ­შირ­დით:

სან­დრო რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ში 59-დან 59 ქუ­ლის მო­ი­პო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ენერ­გე­ტი­კი­სა და ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

კი­დევ ერთი მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ეკა­ტე­რი­ნე მო­სი­ძეა, რო­მელ­მაც ქი­მი­ა­ში 75-დან 74 ქულა მო­ი­პო­ვა, სხვა საგ­ნებ­ში კი ასე­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა: ქარ­თუ­ლი - 58; უნა­რე­ბი 70; ინ­გლი­სუ­რი - 70 ქულა. ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეკამ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა, რად­გან სტუ­დენ­ტი მე­ო­რე­ჯერ გახ­და.

"24 წლის ვარ, და­ვამ­თავ­რე ზუგ­დი­დის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლა. პირ­ვე­ლად შარ­შან ჩა­ვა­ბა­რე და მა­შინ 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა მქონ­და. გრან­ტის გა­ცე­მის წესი ასე­თია: თუ ერთხელ გაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მე­ო­რე­ჯერ აღარ გაძ­ლე­ვენ გრან­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შანსს. და­ვამ­თავ­რე ფარ­მა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ვი­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ით და მერე მივ­ხვდი, რომ არ იყო ჩემი ეს პრო­ფე­სია და ისე ვერ განვვი­თარ­დე­ბო­დი, რო­გორც მინ­დო­და.

VIDEO: რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­ა­ბა­რეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს

წელს აღარ მოვმზა­დე­ბულ­ვარ და წლე­ბის წინ ნას­წავ­ლი გა­მო­მად­გა, ქი­მი­ას კი ისე­დაც კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა“ - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე მო­სი­ძე.

წელს მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რიგს შე­ურთდა ნინი დე­კა­ნო­ი­ძე - ის 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით და­ვით ტვილ­დი­ა­ნის კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. ჭი­ა­თუ­რის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა ქი­მი­ის გა­მოც­და­ში 75-დან 74 ქულა მო­ი­პო­ვა.

"ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უნა­რებ­სა და ქი­მი­ას ვუთ­მობ­დი. ქარ­თულ­ში 80-დან 80 ქულა მი­ვი­ღე, უნა­რებ­ში 80-დან 77; ქარ­თულ­ში 80-დან 66. ქი­მი­ა­ში ერთი ქულა და­მაკ­ლდა, სტრუქ­ტუ­რა უნდა და­მე­ხა­ზა და წყალ­ბა­დი და­მა­ვი­წყდა“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინი დე­კა­ნო­ი­ძე.

კი­დევ ერთი მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ანუ­კი გო­ცა­ძე აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით, აგ­რა­რულ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

"ინ­გლი­სურ­სა და უნა­რებ­ში ავი­ღე უმაღ­ლე­სი შე­დე­გი. უნა­რებ­ში ავი­ღე 79 ქულა 80-დან; ინ­გლი­სურ­ში 80-დან 80. ქარ­თულ­ში 70-დან 56. ქი­მი­ა­ში 70-დან 64 ქულა. უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ ქარ­თუ­ლის ქუ­ლით, გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი ქულა მო­მი­მა­ტეს. გული დამ­წყდა, მაგ­რამ აღარ ვფიქ­რობ მა­გა­ზე“ - ამ­ბობს ანუ­კი გო­ცა­ძე.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა­გან 71 % ჩა­ი­რი­ცხა, 6546-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა სას­წავ­ლო გრან­ტი. მათ­გან 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 4083-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა.

ასე­ვე, არის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 2%, ვინც გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში, თუმ­ცა ვერ ჩა­ი­რი­ცხა, რად­გან არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი.

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს

სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელ უმაღლეს სასწავლებლებში და რა ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით:

სანდრო რჩეულიშვილი, რომელმაც მათემატიკის გამოცდაში 59-დან 59 ქულის მოიპოვა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

კიდევ ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ეკატერინე მოსიძეა, რომელმაც ქიმიაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა, სხვა საგნებში კი ასეთი შედეგი აჩვენა: ქართული - 58; უნარები 70; ინგლისური - 70 ქულა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაღალი ქულების მიუხედავად, ეკამ სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვა, რადგან სტუდენტი მეორეჯერ გახდა.

"24 წლის ვარ, დავამთავრე ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა. პირველად შარშან ჩავაბარე და მაშინ 100-პროცენტიანი დაფინანსება მქონდა. გრანტის გაცემის წესი ასეთია: თუ ერთხელ გაქვს გამოყენებული, მეორეჯერ აღარ გაძლევენ გრანტის გამოყენების შანსს. დავამთავრე ფარმაციის ფაკულტეტი, ვიმუშავე პროფესიით და მერე მივხვდი, რომ არ იყო ჩემი ეს პროფესია და ისე ვერ განვვითარდებოდი, როგორც მინდოდა.

VIDEO: რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს

წელს აღარ მოვმზადებულვარ და წლების წინ ნასწავლი გამომადგა, ქიმიას კი ისედაც კარგად ვსწავლობდი და შედეგიც სახეზეა“ - ამბობს ეკატერინე მოსიძე.

წელს მაღალქულიანი აბიტურიენტების რიგს შეურთდა ნინი დეკანოიძე - ის 100%-იანი დაფინანსებით დავით ტვილდიანის კერძო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქიმიის გამოცდაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. განსაკუთრებულ ყურადღებას უნარებსა და ქიმიას ვუთმობდი. ქართულში 80-დან 80 ქულა მივიღე, უნარებში 80-დან 77; ქართულში 80-დან 66. ქიმიაში ერთი ქულა დამაკლდა, სტრუქტურა უნდა დამეხაზა და წყალბადი დამავიწყდა“ - გვეუბნება ნინი დეკანოიძე.

კიდევ ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ანუკი გოცაძე აგრარულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ჩაირიცხა.

"ინგლისურსა და უნარებში ავიღე უმაღლესი შედეგი. უნარებში ავიღე 79 ქულა 80-დან; ინგლისურში 80-დან 80. ქართულში 70-დან 56. ქიმიაში 70-დან 64 ქულა. უკმაყოფილო ვარ ქართულის ქულით, გავაპროტესტე, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა მომიმატეს. გული დამწყდა, მაგრამ აღარ ვფიქრობ მაგაზე“ - ამბობს ანუკი გოცაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71 % ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა.

ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული.

ავტორი: თიკო გურაშვილი

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს