პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ეს მართლა ჩემი დაწერილია-მეთქი?“ - როგორ გახდა 31 წლის თინიკო ბერიძე „პალიტრა L”-ის კონკურსის გამარჯვებული
ჩემი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ეს მართლა ჩემი დაწერილია-მეთქი?“ - როგორ გახდა 31 წლის თინიკო ბერიძე „პალიტრა L”-ის კონკურსის გამარჯვებული

მალე ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“-ის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სრუ­ლად წა­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ.

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბა, რო­დის იხი­ლა­ვენ სა­კუ­თარ ნა­წარ­მო­ე­ბებს წიგ­ნის სა­ხით და აინ­ტე­რე­სებთ, რა უკუ­კავ­შირს მი­ი­ღე­ბენ მკი­თხვე­ლის­გან.

თი­ნი­კო ბე­რი­ძე ერთ-ერ­თია იმ 5 მო­ნა­წი­ლეს შო­რის, რო­მელ­მაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. იგი ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. მის რო­მანს „მო­პა­რუ­ლი­სიყ­ვა­რუ­ლი“ პირ­ველ ტურ­ში რო­გორც ხალ­ხის, ისე ჟი­უ­რის მხარ­და­ჭე­რა ერ­თდრო­უ­ლად ხვდა წი­ლად, მე­ო­რე ეტაპ­ზე კი მკი­თხველ­მა აირ­ჩია.

31 წლის ავ­ტორს გა­ნათ­ლე­ბა ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბან­კში მუ­შა­ობ­და. ახლა კი სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ამ­ბობს, რომ მისი საქ­მე რუ­ტი­ნუ­ლი და ცოტა მო­სა­წყე­ნია, ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ერ­თფე­რო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სმა თი­ნი­კოს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სი­ახ­ლე შე­ი­ტა­ნა და მისი რუ­ტი­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად გა­არ­ღვია.

თქვენს ნა­წარ­მო­ებ­ზე ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მოხ­და ეს და თქვენ რა მო­ლო­დი­ნე­ბი გქონ­დათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მო­უ­ლოდ­ნე­ლი მთლი­ა­ნად კონ­კურ­სის შე­დე­გიც იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჟი­უ­რის არ­ჩე­ვა­ნი. ხმე­ბი რომ მე­მა­ტე­ბო­და, ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რომ კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა და ჟი­უ­რის ერთ-ერთი რჩე­უ­ლიც ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. არ ვე­ლო­დი ასეთ შე­დე­გებს. მა­ნამ­დე არა­ფე­რი არ და­მი­წე­რია. პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტიც კი არ მქონ­და და­წე­რი­ლი და ალ­ბათ იდე­ე­ბი სულ მქონ­და, მაგ­რამ შიში მიშ­ლი­და ხელს. მე­გო­ნა, რომ კარ­გი არ იქ­ნე­ბო­და. ჟი­უ­რიმ რომ ამირ­ჩია, მა­შინ ცოტა დავ­მშვიდ­დი.

„მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“ კონ­კურ­სში ხალ­ხის ერთ-ერთ რჩე­უ­ლად და­სა­ხელ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იყო ინ­სპი­რა­ცია და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

„მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ ინ­სპი­რა­ცია Facebook-ის ერთ-ერთი მომ­ხმა­რებ­ლის მიერ და­წე­რი­ლის­ტა­ტუ­სი გახ­და.

„პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, სა­ნამ ნა­წარ­მო­ებს გა­მოვგზავ­ნი­დი. წინა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი წა­კი­თხუ­ლი მქონ­და. მე თვი­თონ წერა რომ და­ვი­წყე, პე­რი­ო­დუ­ლად, მე­გო­ბარს ვა­კი­თხებ­დი. მი­თხრა, რა­ტო­მაც არა, „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში გაგ­ზავ­ნეო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­არ ვი­ყა­ვი, რომ კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი დავ­წე­რე. ვფიქ­რობ­დი, რომ ვი­ღა­ცას ამა­ზე გა­ე­ცი­ნე­ბო­და, მქონ­და შიში,მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, გა­დავ­წყვი­ტე, რომ მა­ინც გა­მეგ­ზავ­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ტყუ­ი­ლად არ მიშ­რო­მია.

ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი რომ წა­ვი­კი­თხე, ვი­ფიქ­რე, „ეს მარ­თლა ჩემი და­წე­რი­ლია-მეთ­ქი?“, რად­გან რა­ღაც მო­მენ­ტე­ბის წე­რის პრო­ცე­სი არ მახ­სოვს.როცა „პა­ლიტ­რა L”- ის კონ­კურ­სში ჩემი ბი­ოგ­რა­ფია გავ­გზავ­ნე, იქაც ვწერ­დი, რომ ალ­ბათ, ყვე­ლა ადა­მი­ანს აზის მხარ­ზე მუზა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას კარ­ნა­ხობს.

როცა მე­გობ­რებს წა­ა­კი­თხეთ, რო­გო­რი უკუ­კავ­ში­რი მი­ი­ღეთ მათ­გან?

რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა რომ წა­ი­კი­თხა, მა­თაც მკი­თხეს, ეს ნამ­დვი­ლად შენ და­წე­რეო? ყვე­ლას უკ­ვირს, რად­გან არას­დროს არ მქო­ნია ასე­თი მცდე­ლო­ბა. რე­ა­ლუ­რად, სულ სხვა რა­ღაც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და სხვა რა­ღაც გა­მო­მი­ვი­და. გან­ვი­თა­რე­ბა ასე და­ვი­ნა­ხე წე­რის პრო­ცეს­ში. სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს­კენ მა­ინც შევ­ცვა­ლე.

რო­გორ ფიქ­რობთ, რას მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი თქვე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბის­გან?

ეს არ არის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ რა­ღაც ეძე­ბო, რა­ღაც დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნო ცხოვ­რე­ბა­ზე. ისე­თია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს, სიყ­ვა­რულ­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზეა. სი­უ­ჟე­ტი ისე­თი არ არის, რომ თქვა, არ მოხ­დე­ბო­დაო. მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა ეს ნე­ბის­მი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს. ალ­ბათ, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბაც გად­მო­ვე­ცი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა აზ­რის ვარ მე­გობ­რო­ბა­ზე, ზო­გა­დად, ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

ჩემი მკი­თხვე­ლე­ბი ალ­ბათ, უფრო ახალ­გაზ­რდე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, სხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და­ა­ინ­ტე­რე­სოს.

ოდეს­მე წარ­მო­გედ­გი­ნათ, რომ თქვე­ნი ავ­ტო­რო­ბით წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მო­და?

არა. ბევ­რი ოც­ნე­ბა მქონ­და, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ არას­დროს არ მი­ოც­ნე­ბია მწერ­ლო­ბა­ზე და ვე­რას­დროს ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს ჩემი წიგ­ნი დამ­ხვდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ჩემი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ეს მართლა ჩემი დაწერილია-მეთქი?“ - როგორ გახდა 31 წლის თინიკო ბერიძე „პალიტრა L”-ის კონკურსის გამარჯვებული

ჩემი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ეს მართლა ჩემი დაწერილია-მეთქი?“ - როგორ გახდა 31 წლის თინიკო ბერიძე „პალიტრა L”-ის კონკურსის გამარჯვებული

მალე ლიტერატურის მოყვარულებს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის გამარჯვებულთა ნაწარმოებების სრულად წაკითხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

თითოეული მათგანი სულმოუთქმელად ელოდება, როდის იხილავენ საკუთარ ნაწარმოებებს წიგნის სახით და აინტერესებთ, რა უკუკავშირს მიიღებენ მკითხველისგან.

თინიკო ბერიძე ერთ-ერთია იმ 5 მონაწილეს შორის, რომელმაც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კონკურსში გაიმარჯვა. იგი ხალხის რჩეული გახდა. მის რომანს „მოპარულისიყვარული“ პირველ ტურში როგორც ხალხის, ისე ჟიურის მხარდაჭერა ერთდროულად ხვდა წილად, მეორე ეტაპზე კი მკითხველმა აირჩია.

31 წლის ავტორს განათლება ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით აქვს მიღებული. 5 წლის განმავლობაში ბანკში მუშაობდა. ახლა კი სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელია. ამბობს, რომ მისი საქმე რუტინული და ცოტა მოსაწყენია, ლიტერატურა კი ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან განთავისუფლების საშუალებას აძლევს. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კონკურსმა თინიკოს ცხოვრებაში ბევრი სიახლე შეიტანა და მისი რუტინა, ფაქტობრივად, მთლიანად გაარღვია.

თქვენს ნაწარმოებზე ჟიურისა და ხალხის არჩევანი ერთმანეთს დაემთხვა. მაინტერესებს, როგორ მოხდა ეს და თქვენ რა მოლოდინები გქონდათ ამასთან დაკავშირებით?

მოულოდნელი მთლიანად კონკურსის შედეგიც იყო, განსაკუთრებით, ჟიურის არჩევანი. ხმები რომ მემატებოდა, ამას სოციალურ ქსელში ყოველდღე ვხედავდი, მაგრამ შემდეგ მეგობარმა მითხრა, რომ კონკურსის პირველი ტურის შედეგები გამოქვეყნდა და ჟიურის ერთ-ერთი რჩეულიც ვიყავი, ძალიან გამიხარდა. არ ველოდი ასეთ შედეგებს. მანამდე არაფერი არ დამიწერია. პატარა ჩანახატიც კი არ მქონდა დაწერილი და ალბათ იდეები სულ მქონდა, მაგრამ შიში მიშლიდა ხელს. მეგონა, რომ კარგი არ იქნებოდა. ჟიურიმ რომ ამირჩია, მაშინ ცოტა დავმშვიდდი.

„მოპარული სიყვარული“ კონკურსში ხალხის ერთ-ერთ რჩეულად დასახელდა. საინტერესოა, რა იყო ინსპირაცია და რამ გადაგაწყვეტინათ კონკურსში მონაწილეობის მიღება?

„მოპარული სიყვარულის“ ინსპირაცია Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილისტატუსი გახდა.

„პალიტრა L”-ის კონკურსის შესახებ მანამდეც ვიცოდი, სანამ ნაწარმოებს გამოვგზავნიდი. წინა გამარჯვებულების წიგნები წაკითხული მქონდა. მე თვითონ წერა რომ დავიწყე, პერიოდულად, მეგობარს ვაკითხებდი. მითხრა, რატომაც არა, „პალიტრა L”-ის კონკურსში გაგზავნეო. დარწმუნებულიარ ვიყავი, რომ კარგი ნაწარმოები დავწერე. ვფიქრობდი, რომ ვიღაცას ამაზე გაეცინებოდა, მქონდა შიში,მაგრამ საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ მაინც გამეგზავნა. აღმოჩნდა, რომ ტყუილად არ მიშრომია.

ჩემი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, „ეს მართლა ჩემი დაწერილია-მეთქი?“, რადგან რაღაც მომენტების წერის პროცესი არ მახსოვს.როცა „პალიტრა L”- ის კონკურსში ჩემი ბიოგრაფია გავგზავნე, იქაც ვწერდი, რომ ალბათ, ყველა ადამიანს აზის მხარზე მუზა, რომელიც რაღაცას კარნახობს.

როცა მეგობრებს წააკითხეთ, როგორი უკუკავშირი მიიღეთ მათგან?

რამდენიმე მეგობარმა რომ წაიკითხა, მათაც მკითხეს, ეს ნამდვილად შენ დაწერეო? ყველას უკვირს, რადგან არასდროს არ მქონია ასეთი მცდელობა. რეალურად, სულ სხვა რაღაც მქონდა ჩაფიქრებული და სხვა რაღაც გამომივიდა. განვითარება ასე დავინახე წერის პროცესში. სიყვარულის ისტორია მოფიქრებული მქონდა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც შევცვალე.

როგორ ფიქრობთ, რას მიიღებს მკითხველი თქვენი ნაწარმოებისგან?

ეს არ არის ფილოსოფიური ნაწარმოები, რომ რაღაც ეძებო, რაღაც დასკვნები გამოიტანო ცხოვრებაზე. ისეთია, რომ შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი თავი ამოიცნოს, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზეა. სიუჟეტი ისეთი არ არის, რომ თქვა, არ მოხდებოდაო. მართლა შეიძლება ეს ნებისმიერის ცხოვრებაში მოხდეს. ალბათ, ჩემი შეხედულებაც გადმოვეცი იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრის ვარ მეგობრობაზე, ზოგადად, ურთიერთობაზე.

ჩემი მკითხველები ალბათ, უფრო ახალგაზრდები იქნებიან, მაგრამ შეიძლება, სხვა თაობის წარმომადგენლებსაც დააინტერესოს.

ოდესმე წარმოგედგინათ, რომ თქვენი ავტორობით წიგნი გამოიცემოდა?

არა. ბევრი ოცნება მქონდა, ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ არასდროს არ მიოცნებია მწერლობაზე და ვერასდროს ვერ წარმომედგინა, რომ მაღაზიაში შესულს ჩემი წიგნი დამხვდება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა