სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა
სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლია - წელს სტუ­დენ­ტი 28 740 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და.

ახალ სტუ­დენ­ტებს შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც, ბევ­რმა მათ­გან­მა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა და სწავ­ლას სამ­შობ­ლო­ში გა­ნაგ­რძობს. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ მშო­ბელს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც წელს სტუ­დენ­ტე­ბი გახ­დნენ.

წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ევა ბარ­ბა­ქა­ძემ.

ევამ 53-ე სკო­ლა და­ამ­თავ­რა, აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლით და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

"ევამ ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, ის კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და და ვა­მა­ყობ მი­სით. ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს ვუ­ლო­ცავ სტუ­დენ­ტო­ბას და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ!" - გა­ნა­ცხა­და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

სტუ­დენ­ტი გახ­და კრის­ტი და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძეც.

მას თავ­და­პირ­ვე­ლად მსა­ხი­ო­ბო­ბა სურ­და, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მო­მავ­ლის პრო­ფე­სია აირ­ჩია.

"ციფ­რუ­ლი მე­დი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ადრე მსა­ხი­ო­ბო­ბა მსურ­და, მაგ­რამ ბო­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლე და მო­მავ­ლის პრო­ფე­სია ავირ­ჩიე, ამას კრე­ა­ტი­უ­ლო­ბაც სჭირ­დე­ბა და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­აა. "ჯი­პა­ში" აქვთ ეს ფა­კულ­ტე­ტი და ზუს­ტად იქ მოვ­ხვდი სა­დაც მინ­დო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის რე­აქ­ცი­ას იმა­ზე, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უარი ვთქვი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი პა­ტივს სცე­მენ ჩემს ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვანს და ასე მოხ­და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო­საც" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძემ.

წელს სტუ­დენ­ტი გახ­და ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი - ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, მო­დელ ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ვაჟ­მა ნი­კუ­შა ნი­ნუ­ამ ბიზ­ნე­სის სწავ­ლა არ­ჩია და ცნო­ბი­ლი ბა­ბუ­ის გზას არც ის გაყ­ვა.

"ნი­კუ­შამ BTU-ში ჩა­ა­ბა­რა, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­უ­ჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე და ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

სამ­წუ­ხა­როდ, გრან­ტი ვერ მო­ი­პო­ვა, რის გა­მოც ვუ­საყ­ვე­დუ­რე კი­დეც, უფრო მეტი გეს­წავ­ლა და გრანტს მო­ი­პო­ვებ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­უ­შავს, ცდის და შე­საძ­ლოა 6 თვე­ში მი­ი­ღოს გრან­ტი", - გვი­თხრა მო­დელ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ.

მე­ო­რედ გახ­და წელს სტუ­დენ­ტი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე. ის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში მოხ­ვდა.

"თეკ­ლას ძა­ლი­ან უნ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი მო­თხოვ­ნით შარ­შან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ჩა­ა­ბა­რა. მან სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა და ამი­ტომ მინ­დო­და სხვა პრო­ფე­სია აერ­ჩია. წელს კი მა­ინც ჩა­ა­ბა­რა თე­ატ­რა­ლურ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე.

გრან­ტი არ მი­უ­ღია, რად­გან თე­ატ­რა­ლურ­ში ცოტა სხვაგ­ვა­რად არის ყვე­ლა­ფე­რი, სამი სა­გა­ნი უნდა ჩა­ა­ბა­რო, გრანტს კი ის იღებს, ვინც ოთხ სა­განს აბა­რებს წარ­ჩი­ნე­ბით, თუმ­ცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სე­მესტრუ­ლად ჯამ­დე­ბა ქუ­ლე­ბი და ვინც კარ­გად ის­წავ­ლის, მას სწავ­ლის თან­ხის გა­დახ­და არ უწევს" - გვი­თხრა მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი აიღო მამა პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვილ­მა მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­ამ და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და.

"მა­რი­ა­მი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და, ბავ­შვო­ბი­დან სურ­და ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა მას­ზე პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას იმ ცვლი­ლე­ბებ­მა მო­ახ­დი­ნა, რაც გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში შე­ე­ხო. ვფიქ­რობ ის ღირ­სე­უ­ლად და აქ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ა­შუ­ქებს პრობ­ლე­მებს და და­ეხ­მა­რე­ბა უამ­რავ ახალ­გაზ­რდას. მე ასე მე­სა­ხე­ბა მისი მო­მა­ვა­ლი.

თუმ­ცა მთა­ვა­რი არის ის, რომ მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, კე­თილ­გო­ნი­ე­რი და მო­წყა­ლე იყოს. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა სტუ­დენტს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას და მათ ვე­ტყვი, რომ სტუ­დენ­ტო­ბა ეს არის ბა­ზი­სი, რა­ზეც მათი მო­მა­ვა­ლი უნდა აშენ­დეს"- უთხრა AMBEBI.GE-ს დე­კა­ნოზ­მა.

წელს სტუ­დენ­ტი გახ­და თბი­ლი­სის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, რე­ჟი­სორ დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის ვაჟი - ზუკა. ის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

"ზუ­კამ აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე - არა­ბის­ტი, ირა­ნის­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რა. მო­მა­ვალ წელს ჩვე­ნი მე­ო­რე შვი­ლიც აბა­რებს და მა­ნაც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აირ­ჩია. ჩემი შვი­ლე­ბი ოთარ ბა­ღა­თუ­რი­ამ აიყ­ვა­ნა "კუ­კარ­ა­ჩა­ში" და მათ იცი­ან, რამ­ხე­ლა შრო­მაა თე­ატ­რი. თან თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ანთ არ­ჩე­ვან­ში, რაც უნ­დათ იმას ის­წავ­ლი­ან და იმ პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყვე­ბი­ან.

ზუკა ის­ტო­რი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ამ კუ­თხით ის­წავ­ლის, ხოლო მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. რამ­დე­ნი­მე ჭკვი­ან კაცს ვუ­თხა­რი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მი­თხრეს, რად­გან ასე­თი გეგ­მე­ბი აქვს ე.ი. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არის თა­ვის არ­ჩე­ვან­შიო და მისი ქუ­ლე­ბიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს" - გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

AMBEBI.GE ულო­ცავს ყვე­ლა სტუ­დენტს და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უსურ­ვებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

სად ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

ახალ სტუდენტებს შორის არიან ცნობილი ადამიანების შვილებიც, ბევრმა მათგანმა ქართულ უნივერსიტეტებს მიანიჭა უპირატესობა და სწავლას სამშობლოში განაგრძობს. AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ მშობელს დაუკავშირდა, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ.

წარმატებულად ჩააბარა გამოცდები მსახიობისა და ტელეწამყვანის - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემ.

ევამ 53-ე სკოლა დაამთავრა, აქტიურად იყო დაკავებული სწავლით და შედეგმაც არ დააყოვნა.

"ევამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ძალიან გახარებული ვარ, ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ვამაყობ მისით. ყველა აბიტურიენტს ვულოცავ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებ!" - განაცხადა შორენა ბეგაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სტუდენტი გახდა კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ქალიშვილი ნატალია ყიფშიძეც.

მას თავდაპირველად მსახიობობა სურდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც თავად ამბობს, მომავლის პროფესია აირჩია.

"ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ადრე მსახიობობა მსურდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და მომავლის პროფესია ავირჩიე, ამას კრეატიულობაც სჭირდება და ჩემთვის საინტერესო პროფესიაა. "ჯიპაში" აქვთ ეს ფაკულტეტი და ზუსტად იქ მოვხვდი სადაც მინდოდა.

რაც შეეხება ოჯახის რეაქციას იმაზე, რომ მსახიობობაზე უარი ვთქვი, ჩემი ოჯახის წევრები პატივს სცემენ ჩემს ნებისმიერ არჩევანს და ასე მოხდა პროფესიის არჩევის დროსაც" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნატალია ყიფშიძემ.

წელს სტუდენტი გახდა ყიფშიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი - ზურა ყიფშიძის ქალიშვილის, მოდელ ლენუკა ყიფშიძის ვაჟმა ნიკუშა ნინუამ ბიზნესის სწავლა არჩია და ცნობილი ბაბუის გზას არც ის გაყვა.

"ნიკუშამ BTU-ში ჩააბარა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. თავდაპირველად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შემდეგ ამ უნივერსიტეტზე და ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი.

სამწუხაროდ, გრანტი ვერ მოიპოვა, რის გამოც ვუსაყვედურე კიდეც, უფრო მეტი გესწავლა და გრანტს მოიპოვებდი-მეთქი, მაგრამ არაუშავს, ცდის და შესაძლოა 6 თვეში მიიღოს გრანტი", - გვითხრა მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ.

მეორედ გახდა წელს სტუდენტი, რუსთაველის თეატრის მსახიობის მანანა აბრამიშვილის ქალიშვილი თეკლა სულაქველიძე. ის თეატრალურ უნივერსიტეტში გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოხვდა.

"თეკლას ძალიან უნდოდა მსახიობობა, მაგრამ ჩემი პრინციპული მოთხოვნით შარშან საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამიტომ მინდოდა სხვა პროფესია აერჩია. წელს კი მაინც ჩააბარა თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე.

გრანტი არ მიუღია, რადგან თეატრალურში ცოტა სხვაგვარად არის ყველაფერი, სამი საგანი უნდა ჩააბარო, გრანტს კი ის იღებს, ვინც ოთხ საგანს აბარებს წარჩინებით, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში სემესტრულად ჯამდება ქულები და ვინც კარგად ისწავლის, მას სწავლის თანხის გადახდა არ უწევს" - გვითხრა მანანა აბრამიშვილმა.

100-პროცენტიანი გრანტი აიღო მამა პეტრე კოლხის ქალიშვილმა მარიამ კვარაცხელიამ და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

"მარიამი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ბავშვობიდან სურდა ჟურნალისტობა, განსაკუთრებული გავლენა მასზე პროფესიის არჩევისას იმ ცვლილებებმა მოახდინა, რაც გარდატეხის ასაკში შეეხო. ვფიქრობ ის ღირსეულად და აქტუალურად გააშუქებს პრობლემებს და დაეხმარება უამრავ ახალგაზრდას. მე ასე მესახება მისი მომავალი.

თუმცა მთავარი არის ის, რომ მიმტევებელი, კეთილგონიერი და მოწყალე იყოს. ვულოცავ ყველა სტუდენტს უნივერსიტეტში ჩაბარებას და მათ ვეტყვი, რომ სტუდენტობა ეს არის ბაზისი, რაზეც მათი მომავალი უნდა აშენდეს"- უთხრა AMBEBI.GE-ს დეკანოზმა.

წელს სტუდენტი გახდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ვაჟი - ზუკა. ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

"ზუკამ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე - არაბისტი, ირანისტის მიმართულებით ჩააბარა. მომავალ წელს ჩვენი მეორე შვილიც აბარებს და მანაც ჩვენგან განსხვავებული ფაკულტეტი აირჩია. ჩემი შვილები ოთარ ბაღათურიამ აიყვანა "კუკარაჩაში" და მათ იციან, რამხელა შრომაა თეატრი. თან თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში, რაც უნდათ იმას ისწავლიან და იმ პროფესიას გაჰყვებიან.

ზუკა ისტორიით არის გატაცებული და ბაკალავრიატში ამ კუთხით ისწავლის, ხოლო მაგისტრატურაზე კონფლიქტების მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. რამდენიმე ჭკვიან კაცს ვუთხარი მისი გადაწყვეტილების შესახებ და მითხრეს, რადგან ასეთი გეგმები აქვს ე.ი. ჩამოყალიბებული არის თავის არჩევანშიო და მისი ქულებიც ამაზე მეტყველებს" - განაცხადა რეჟისორმა ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE ულოცავს ყველა სტუდენტს და წარმატებულ მომავალს უსურვებს!

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე