პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ გიორგაძე ოპერის და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა
კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ გიორგაძე ოპერის და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი მას შემ­დეგ იყო ვა­კან­ტუ­რი, რაც ივ­ლის­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ და კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტუ­ლი ტე­ნო­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და რუ­სეთ­ში, მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში. 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

2019 წელს მისი თა­ოს­ნო­ბით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­დის ფეს­ტი­ვალს.

„ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე გახ­ლდათ ბუ­სე­ტოს ვერ­დის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის, პუ­ჩი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის, კო­რე­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რის, ჰონგ-კონ­გის ოპე­რის, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მი­ხა­ი­ლოვ­სკის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის კონ­სულ­ტან­ტი, ასე­ვე, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ART FESTIVAL-ის (პრა­ღა და უმბრია) და მსტის­ლავ როს­ტრო­პო­ვი­ჩის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებს.

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე ისე­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ჟი­უ­რის წევ­რია, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბუ­სე­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი „ვერ­დის ხმე­ბი“, პა­რი­ზის ვინ­ჩენ­ცო ბე­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სი, გა­ლი­ნა ვიშ­ნევ­სკა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ვო­კა­ლის­ტთა კონ­კურ­სი, მელ­ბურ­ნის ვო­კა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, სა­ო­პე­რო მუ­სი­კის კონ­კურ­სი „ჯო­ვა­ნი მარ­ტი­ნე­ლი-აუ­რე­ლი­ა­ნო პერ­ტი­ლე“ (ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე). იგი თბი­ლი­სის ვო­კა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის OPERA CROWN ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რეა.

იგი არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რი­საა, ფრან­ცის­კო ვი­ნი­ა­სის სა­ხე­ლო­ბის ვო­კა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი (ეს­პა­ნე­თი) და იური ბი­ორ­ლინ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი (შვე­დე­თი). ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე მე­გობ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რია.

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა 1993 წელს და­ი­წყო - ლი­ე­ჟის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რში, ხოლო მას შემ­დეგ საქ­მი­ა­ნობ­და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან თე­ატ­რებ­ში, მათ შო­რი­საა მი­ლა­ნის La Scala, ვე­ნის Staatsoper, ბერ­ლი­ნის Deutsche Oper, ფლო­რენ­ცი­ის Teatro Comunale, მად­რი­დის Teatro Real, ნე­ა­პო­ლის Teatro di San Carlo, პა­ლერ­მოს Teatro Massimo, ბარ­სე­ლო­ნას Gran Teatre del Liceu, დრეზ­დე­ნის Semperoper, პა­რი­ზის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რა, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის მა­რი­ას თე­ატ­რი, სტოკ­ჰოლ­მის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რი, მონ­პე­ლი­ეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რის თე­ატ­რი, მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რი, კა­ნა­დის ოპე­რის თე­ატ­რი, ოპე­რა ავ­სტრა­ლია, ლი­სა­ბო­ნის Teatro Nacional de São Carlos, მალ­ტის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რი, ის­რა­ე­ლის ოპე­რა, ტუ­ლო­ნის ოპე­რის თე­ატ­რი, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ოპე­რა, კე­იპ­ტა­უ­ნის ოპე­რა და სხვა.

2004 წელს ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მი­ლა­ნის La Scala-ს სა­ო­პე­რო სე­ზო­ნის გახ­სნა­ში. ხან­გრძლი­ვი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს ცნო­ბილ დი­რი­ჟო­რებ­თან, მათ შო­რი­საა სე­ი­ჯი ოძა­ვა, ზუ­ბინ მეტა, და­ნი­ელ ორე­ნი, ან­ტო­ნიო გუ­ა­და­ნიო, მარ­ჩე­ლო ვი­ო­ტი, მა­უ­რი­ციო ბარ­ბა­ჩი­ნი, პე­ტერ ფე­რე­ნე­ცი, კარ­ლო რიცი, არვო ვოლ­მე­რი, ალექ­სან­დრ ვე­დერ­ნი­კო­ვი, მა­უ­რი­ციო არე­ნა, გარ­სია ნა­ვა­რო, მა­უ­რი­ციო ბე­ნი­ნი, ჯორ­ჯო მო­რან­დი, ნელო სან­ტი, ლო­უ­რენს ფოს­ტე­რი, ჯან­სუღ კა­ხი­ძე, გივი აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი, ოდი­სეი დი­მიტ­რი­ა­დი და ასე შემ­დეგ.

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლა გა­ნაგ­რძო მი­ლან­სა და მოს­კოვ­ში. ფლობს ქარ­თულ, იტა­ლი­ურ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ გიორგაძე ოპერის და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა

კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ გიორგაძე ოპერის და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ივლისში თანამდებობა დატოვა მიხეილ გიორგაძემ და კერძო სექტორში გადაინაცვლა.

ბადრი მაისურაძე ქართველი დრამატული ტენორი, წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

2019 წელს მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ვერდის ფესტივალს.

„ბადრი მაისურაძე გახლდათ ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე, ხელმძღვანელობდა ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებს.

ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე). იგი თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ჟიურის თავმჯდომარეა.

იგი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორისაა, ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იური ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი). ბადრი მაისურაძე მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერია.

ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო - ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში, ხოლო მას შემდეგ საქმიანობდა მსოფლიოს წამყვან თეატრებში, მათ შორისაა მილანის La Scala, ვენის Staatsoper, ბერლინის Deutsche Oper, ფლორენციის Teatro Comunale, მადრიდის Teatro Real, ნეაპოლის Teatro di San Carlo, პალერმოს Teatro Massimo, ბარსელონას Gran Teatre del Liceu, დრეზდენის Semperoper, პარიზის ნაციონალური ოპერა, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი, სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი, მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი, კანადის ოპერის თეატრი, ოპერა ავსტრალია, ლისაბონის Teatro Nacional de São Carlos, მალტის სამეფო ოპერის თეატრი, ისრაელის ოპერა, ტულონის ოპერის თეატრი, ახალი ზელანდიის ოპერა, კეიპტაუნის ოპერა და სხვა.

2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის La Scala-ს საოპერო სეზონის გახსნაში. ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მას თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა სეიჯი ოძავა, ზუბინ მეტა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პეტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.

ბადრი მაისურაძემ განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში. ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი