სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში - ვინ არის 40 წლის დავიდ არახამია
აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში - ვინ არის 40 წლის დავიდ არახამია

29 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნა­ში მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თა. უმაღ­ლე­სი რა­დას სპი­კე­რად პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის - "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი რა­ზუმ­კო­ვი აირ­ჩი­ეს. "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ას კი წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი - და­ვიდ არა­ხა­მია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

უკ­რა­ი­ნის რა­დას მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რებს, პირ­ველ სა­მუ­შაო დღეს დახ­ვდათ გა­ზე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ომში და­ღუ­პულ ჯა­რის­კაც­თა დე­დებს ეძღვნე­ბა

40 წლის პო­ლი­ტი­კოსს ფსევ­დო­ნი­მით - დე­ვიდ ბრა­უ­ნის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. ის 1979 წლის 23 მა­ისს სოჭ­ში და­ი­ბა­და, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ის გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა აფხა­ზე­თის ომმა მისი ოჯა­ხიც აი­ძუ­ლა მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. არა­ხა­მი­ე­ბის ოჯახ­მა თავი უკ­რა­ი­ნას შე­ა­ფა­რა და ნი­კო­ლა­ევ­ში და­სახ­ლდა.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს ასე იხ­სე­ნებს:

VIDEO: ვინ არის სოჭ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი და­ვიდ არა­ხა­მია, რო­მე­ლიც ზე­ლენ­სკის ფრაქ­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს

"პირ­ველ რიგ­ში, ეს ბავ­შვო­ბაა და ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის იმა­ზე უკე­თე­სი გახ­სოვს, ვიდ­რე ის იყო... თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო, რად­გან გაგ­რა - რო­გორც ადრე ამ­ბობ­დნენ, მარ­გა­ლი­ტია. იქ ხალ­ხი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა, მათ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თის და­პა­ტი­ჟე­ბა. ჩვენ ვცხოვ­რობ­დით ეზო­ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი მუ­დამ თა­მა­შობ­დნენ ლო­ტოს, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს იქა­უ­რო­ბას­თან.

რა თქმა უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩნენ ნა­თე­სა­ვე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი ომის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. მეც ვი­ყა­ვი ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში და ქარ­თულ სკო­ლა­შიც კი დავ­დი­ო­დი, კარ­გად არ ვიცი ქარ­თუ­ლი, თუმ­ცა მა­შინ მის შეს­წავ­ლას აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობ­დი" - ასე იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას არა­ხა­მია.

პო­ლი­ტი­კო­სო­ბამ­დე მან საკ­მა­ოდ გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. არა­ხა­მია ჯერ ევ­რო­პის, შემ­დეგ კი, ლონ­დო­ნის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კა­სა და მე­ნე­ჯმენტს ეუფ­ლე­ბო­და. 2014 წელს სა­ი­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, 79-ე ბრი­გა­დის დე­სან­ტის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­თვის სახ­სრებს უყ­რი­და თავს. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა „სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტის­თვის“ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე ომში ჩარ­თულ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ეხ­მა­რე­ბა.

2014 წელს არა­ხა­მია ნი­კო­ლა­ე­ვის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხვა დროს იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლიც.

2016 წელს სტარ­ტი აიღო მის­მა ახალ­მა პრო­ექ­ტმა - Weblium-მა. არა­ხა­მია ასე­ვე არის ინ­ტერ­ნეტ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პა­ნი­ის Template Monster-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

თუმ­ცა, არც მისი ბი­ოგ­რა­ფია აღ­მოჩ­ნდა შავი ლა­ქე­ბის გა­რე­შე. უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ 2015 წელს უკ­რა­ი­ნის მთა­ვარ­მა სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­ხა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა ნავ­თო­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის­თვის. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მას ბრა­ლად 15 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნის ოდე­ნო­ბის ნავ­თო­ბის ქურ­დო­ბა ედე­ბო­და, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თით­ქმის 600 ათას ამე­რი­კულ დო­ლარს შე­ად­გენს. რა შე­დე­გით დას­რულ­და ან დას­რულ­და თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა, ცნო­ბი­ლი არ არის.

აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი 2019 წლის 21 ივ­ნი­სი­დან ეროვ­ნუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს მდი­ვა­ნია, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 ივ­ლი­სი­დან ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ნის - „უკ­რო­ბო­რონპ­რო­მის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რად და­ნიშ­ნა, ახლა კი ის მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის სა­ხე­ლით შე­ვი­და და სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია „ხალ­ხის მხა­ხურს“ ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში...

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში - ვინ არის 40 წლის დავიდ არახამია

აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში - ვინ არის 40 წლის დავიდ არახამია

29 აგვისტოს უკრაინაში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. უმაღლესი რადას სპიკერად პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური პარტიის - "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვი აირჩიეს. "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციას კი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი - დავიდ არახამია უხელმძღვანელებს.

უკრაინის რადას მე-9 მოწვევის პარლამენტარებს, პირველ სამუშაო დღეს დახვდათ გაზეთის სპეციალური გამოშვება, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცთა დედებს ეძღვნება

40 წლის პოლიტიკოსს ფსევდონიმით - დევიდ ბრაუნის სახელით იცნობენ. ის 1979 წლის 23 მაისს სოჭში დაიბადა, გარკვეული პერიოდი ის გაგრაში ცხოვრობდა, თუმცა აფხაზეთის ომმა მისი ოჯახიც აიძულა მშობლიური სახლი მიეტოვებინა. არახამიების ოჯახმა თავი უკრაინას შეაფარა და ნიკოლაევში დასახლდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში არახამია საქართველოში გატარებულ წლებს ასე იხსენებს:

VIDEO: ვინ არის სოჭში დაბადებული ქართველი დავიდ არახამია, რომელიც ზელენსკის ფრაქციას უხელმძღვანელებს

"პირველ რიგში, ეს ბავშვობაა და ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსოვს, ვიდრე ის იყო... თუმცა, რეალურად ძალიან მაგარი იყო, რადგან გაგრა - როგორც ადრე ამბობდნენ, მარგალიტია. იქ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, მათ უყვართ ერთმანეთის დაპატიჟება. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები მუდამ თამაშობდნენ ლოტოს, ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს იქაურობასთან.

რა თქმა უნდა საქართველოში დარჩნენ ნათესავები, რომელთა დიდი ნაწილი ომის შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მეც ვიყავი ნახევარი წლის განმავლობაში თბილისში და ქართულ სკოლაშიც კი დავდიოდი, კარგად არ ვიცი ქართული, თუმცა მაშინ მის შესწავლას აქტიურად ვცდილობდი" - ასე იხსენებს ბავშვობას არახამია.

პოლიტიკოსობამდე მან საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. არახამია ჯერ ევროპის, შემდეგ კი, ლონდონის ღია უნივერსიტეტში ეკონომიკასა და მენეჯმენტს ეუფლებოდა. 2014 წელს საიტი ჩამოაყალიბა, რომლის საშუალებითაც, 79-ე ბრიგადის დესანტის აღჭურვილობისთვის სახსრებს უყრიდა თავს. სწორედ აქედან დაიწყო მისი მოხალისეობრივი საქმიანობა და ინიციატივა „სახალხო პროექტისთვის“ ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომში ჩართულ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება.

2014 წელს არახამია ნიკოლაევის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა, სხვადასხვა დროს იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველიც.

2016 წელს სტარტი აიღო მისმა ახალმა პროექტმა - Weblium-მა. არახამია ასევე არის ინტერნეტტექნოლოგიების კომპანიის Template Monster-ის თანადამფუძნებელი.

თუმცა, არც მისი ბიოგრაფია აღმოჩნდა შავი ლაქების გარეშე. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით ჩადენილი თაღლითობისთვის. უფრო კონკრეტულად, მას ბრალად 15 მილიონი გრივნის ოდენობის ნავთობის ქურდობა ედებოდა, რაც დღევანდელი კურსის გათვალისწინებით თითქმის 600 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. რა შედეგით დასრულდა ან დასრულდა თუ არა გამოძიება, ცნობილი არ არის.

აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი 2019 წლის 21 ივნისიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივანია, მიმდინარე წლის 9 ივლისიდან ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ის სახელმწიფო კონცერნის - „უკრობორონპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა, ახლა კი ის მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახალხო დეპუტატის სახელით შევიდა და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მხახურს“ ჩაუდგა სათავეში...

ჰოლანდიელი მოზარდი გოგონები, რომლებიც ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ - მეორე მსოფლიო ომის უცნობი ისტორიები

ინდოეთში მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა - "კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, ლიანდაგზე ჩაეძინათ"

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა